ESKAPELLE - ესკაპელი 1.5მგ 1 ტაბლეტი
ჩვენება:ესკაპელი განკუთვნილია გადაუდებელი პერორალური კონტრაცეპციისათვის.
ესკაპელი® ტაბლეტები, 1,5 მგ
საერთაშორისო არაპატენტრებული დასახელება: ლევონორგესტრელი (ლევონორგესტრელ)
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ჩანართი-ფურცლის შინაარს, ვინაიდან იგი შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ წინამდებარე ჩანართი-ფურცელი, რათა საჭიროების შემთხვევაში შეძლოთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.
- შეკითხვების გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი დანიშნული იქნა თქვენთვის. არ შეიძლება მისი გადაცემა სხვა პირებისათვის, ამ სამკურნალო საშუალების მიღება შეიძლება სახიფათო იყოს მათთვის, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების სიმტომები იგივეა.
- თუ თქვენ აღგენიშნათ რომელიმე გვერდითი რეაქცია, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციებს, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ჩანართ-ფურცელში, იხ. ნაწილი 4.
წინამდებარე ჩანართი-ფურცელი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
1. რას წარმოადგენს პრეპარატი ესკაპელი და რა დაავადებების დროს გამოიყენება იგი?
2. რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატ ესკაპელის გამოყენებამდე.
3. პრეპარატ ესკაპელის გამოყენების წესი.
4. შესაძლო გვერდითი რეაქციები.
5. პრეპარატ ესკაპელის შენახვის პირობები.
6. დამატებითი ინფორმაცია.
1. რას წარმოადგენს პრეპარატი ესკაპელი და რა დაავადებების დროს გამოიყენება იგი?
პრეპარატი ესკაპელი წარმოადგენს ექსტრემალურ კონტრაცეპტივს, განკუთვნილს საგანგებო სიტუაციებისათვის, რომელიც გამოიყენება დაუცველი სქესობრივი აქტის შემდეგ 72 საათის (3 დღის) განმავლობაში ან გამოყენებული კონტრაცეფციის მეთოდის არასაიმედოობის შემთხვევაში.
პრეპარატ ესკაპელის აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს ლევონორგესტრელი - პროგესტერონის სინთეზური ანალოგი. პრეპარატი ესკაპელი ახდენს მოსალოდნელი ორსულობის თავიდან აცილებას შემთხვევათა 85%-ში, თუ პრეპარატი მიღებული იქნა დაუცველი სქესობრივი აქტიდან 72 საათის განმავლობაში. პრეპარატი არ ახდენს ორსულობის პრევენციას ყველა შემთხვევაში და უფრო ეფექტურია, თუ თქვენ მიიღებთ მას დაუცველი სქესობრივი აქტიდან რაც შეიძლება მალე. პრეპარატ ესკაპელის მიღება უმჯობესია 12 საათის განმავლობაში, ვიდრე პრეპარატის მიღების გადადება სქესობრივი აქტის შემდეგ მესამე დღემდე.
ვარაუდობენ, რომ პრეპარატი ესკაპელი:
• ხელს უშლის საკვერცხეებიდან კვერცხუჯრედის გამოთავისუფლებას;
• ხელს უშლის სპერმატოზოიდებით კვერცხუჯრედის განაყოფიერებას, თუ იგი უკვე გამოთავისუფლდა საკვერცხიდან.
პრეპარატ ესკაპელი ხელს უშლის ორსულობის დადგომას მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც იგი მიღებულია დაუცველი სქესობრივი აქტიდან 72 საათის განმავლობაში. პრეპარატი არაეფექტურია, თუ თქვენ უკვე ორსულად ხართ. თუ თქვენ გქონდათ სქესობრივი აქტი პრეპარატ ესკაპელის მიღების შემდეგ, ის ასევე ვერ შესძლებს შესაძლო ორსულობის თავიდან აცილებას.
ესკაპელი არ არის ნაჩვენები პირველ მენსტრუაციამდე (მენარხი).
იხილეთ ბლოგი: ესკაპელი — გადაუდებელი კონტრაცეფცია მხოლოდ ექსტრემალური შემთხვევებისთვის
2. რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატ ესკაპელის გამოყენებამდე.
არ შეიძლება პრეპრატ ესკაპელის მიღება:
- თუ გაქვთ ალერგია ლევონორგესტრელზე ან პრეპარატის ნებისმიერ დამხმარე ნივთიერებაზე (იხ. ჩამონათვალი მე-6 ნაწილში).
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
თუ თქვენ აღგენიშნებათ რომელიმე შემდეგი მდგომარეობიდან, პრეპარატ ესკაპელის მიღებამდე ჩაიტარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან, რადგანაც გადაუდებელი კონტრაცეფცია შესაძლებელია თქვენ არ მიგესადაგებოდეთ. მკურნალ ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ გადაუდებელი კონტრაცეფციის სხვა ტიპი.
• ხართ ორსულად ან ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად. პრეპარატი ესკაპელი არაეფექტურია, თუ თქვენ უკვე ორსულად ხართ. ამ შემთხვევაში პრეპარატი ვერ შეწყვეტს ორსულობას, რადგანაც ის არ არის პრეპარატი მედიკამენტური აბორტისათვის.
შესაძლებელია ხართ ორსულად, თუ:
- თუ თქვენ აღენიშნებათ მენსტრუაციის 5 დღეზე მეტ ხანს გადაცდენა, ან მენსტრუაცია ატარებს უჩვეულო ხასიათს;
- თუ თქვენ გქონდათ დაუცველი სქესობრივი აქტი 72 საათის უკან და ბოლო მენსტრუაციის შემდეგ.
პრეპარატ ესკაპელის გამოყენება არ არის რეკომენდირებული, თუ:
• გაქვთ წვრილი ნაწლავის დაავადება (მაგალითად, კრონის დაავადება), რომელიც აძნელებს პრეპარატის შეწოვას;
• გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება;
• თუ ადრე გქონდათ ექტოპიური ორსულობა (როდესაც ემბრიონი საშვილოსნოს გარეთ ვითარდება);
• თუ როდესმე გქონდათ ისეთი დაავადება, როგორიცაა სალპინგიტი (ფალოპის მილის ანთება).
თუ თქვენ ადრე გქონდათ ექტოპიური ორსულობა ან ფალოპის მილის ინფექცია, ახალი ექტოპიური ორსულობის რისკი იზრდება.
ყველა ქალმა გადაუდებელი კონტრაცეფციის საშუალება უნდა მიიღოს რაც შეიძლება მალე დაუცველი სქესობრივი აქტის შემდეგ. ზოგიერთი მონაცემების თანახმად, პრეპარატ ესკაპელის კონტრაცეპტული ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს სხეულის მასის ან სხეულის მასის ინდექსის ზრდასთან ერთად, მაგრამ ეს მონაცემები შეზღუდულია და საჭიროებს შემდგომ დადასტურებას. ამ მიზეზით პრეპარატ ესკაპელის გამოყენება რეკომენდებულია ყველა ქალისთვის, სხეულის მასის ან სხეულის მასის ინდექსის მიუხედავად.
თუ თქვენ გქონდათ პრობლემები, დაკავშირებული გადაუდებელი კონტრაცეფციის საშუალების გამოყენებასთან, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
თუ თქვენ ღელავთ დაავადებების შესახებ, რომლებიც გადადის სქესობრივი გზით
თუ სქესობრივი აქტის დროს თქვენ არ იყენებთ პრეზერვატივს (იგი ან გაიხა ან ჩამოცურდა), თქვენ შეიძლება გადაგედოთ დაავადება, რომელიც გადადის სქესობრივი გზით, ან ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი.
მოცემული სამკურნალო პრეპარატი არ იცავს დაავადებებისაგან, რომლებიც სქესობრივი გზით გადადის, ასეთ დაცვას უზრუნველყოფს მხოლოდ პრეზერვატივი. მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ექთანს, ფარმაცევტს ან ოჯახის დაგეგმარების კლინიკას (“გადაუდებელი კონტრაცეფცია”), თუ თქვენ ამის შესახებ ღელავთ.
ბავშვები და მოზარდები
ბავშვებისთვის არ არის რეკომენდირებული ლევონორგესტრელის მიღება.
არსებობს მწირი მონაცემები 16 წელზე უმცროსი ასაკის გოგონებში პრეპარატის გამოყენების თაობაზე.
პრეპარატ ესკაპელის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან
შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ, ახლახან იღებდით ან შეგეძლოთ მიგეღოთ სხვა სამკურნალო საშუალებები, მათ შორის ურეცეპტო და მცენარეული სამკურნალო საშუალებები.
ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებს შეუძლიათ პრეპარატ ესკაპელის სწორი მოქმედების დარღვევა:
- ბარბიტურატები და ეპილეფსიის სამკურნალო სხვა სამკურნალო საშუალებები (მაგალითად, პრიმიდონი, ფენიტოინი და კარბამაზეპინი);
- პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ (მაგალითად, რიფამპიცინი, რიფაბუტინი);
- პრეპარატები აივ-ინფექციის სამკურნალოდ (მაგალითად, რიტომავირი, ეფავირენზი);
- პრეპარატები სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ (გრიზეოფულვინი);
- მცენარეული პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ კრაზანას ( Hypericum perforatum);
თუ თქვენ გესაჭიროებათ დამატებითი რეკომენდაციები პრეპარატის კორექტულ დოზირებასთან დაკავშირებით მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატის მიღების შემდეგ დაუკავშირდით მკურნალ ექიმს რათა შეგირჩიოთრეგულარული კონტრაცეფციის დაა ფეხმძიმობის გამორიცხვის სანდო მეთოდი (იხ. თავი 3, ,,როგორ მივიღოთ პრეპარატი ,,ესკაპელი,,).
ესკაპელმა აგრეთვე შესაძლებელია გავლენა იქონიოს სხვა პრეპარატების მოქმედებაზე
- ციკლოსპორინი (იმუნური სისტემის დამთრგუნველი პრეპარატი).
თუ თქვენ იღებთ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე პრეპარატს, პრეპარატ ესკაპელის გამოყენების წინ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
როგორი სიხშირით შეიძლება პრეპარატ ესკაპელის მიღება
პრეპარატი ესკაპელი გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ გადაუდებელი კონტრაცეფციის მიზნით, იგი ვერ იქნება რეგულარული კონტრაცეფციის საშუალება. თუ თქვენს ერთ მენსტრუალურ ციკლში იღებთ პრეპარატ ესკაპელს ერთ ჯერზე მეტად, მისი მოქმედება ხდება ნაკლებად საიმედო და მენსტრუალური ციკლის დარღვევების ალბათობა იზრდება.
პრეპარატი ესკაპელი არ არის ეფექტური რეგულარული კონტრაცეფციის საშუალების სახით.
თქვენს მკურნალ ექიმს, ექთანს ან ოჯახის დაგეგმვის სპეციალისტს შეუძლიათ მოგითხროთ რეგულარული კონტრაცეფციის მეთოდების შესახებ, რომლებიც უფრო ეფექტურია ორსულობის თავიდან ასაცილებლად.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად, გეგმავთ ორსულობას ან ძუძუთი კვებავთ, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის ამ პრეპარატის მიღების თაობაზე.
ორსულობა
თუ ხართ ორსულად, არ არის რეკომენდირებული პრეპარატის მიღება. თუ ორსულობა დადგა ამ პრეპარატის მიღების შემდეგ, საჭიროა ექიმთან მიმართვა. მონაცემები იმის შესახებ, რომ პრეპარტ ესკაპელმა შეიძლება ავნოს ბავშვს, რომელიც ვითარდება საშვილოსნოში, არ არსებობს. მიუხედავად ამისა, თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება ჩათვალოს, რომ საჭიროა ექტოპიური ორსულობის გამორიცხვა (როდესაც ემბრიონი ვითარდება საშვილოსნოს გარეთ). ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ პრეპარატი ესკაპელის მიღების შემდეგ თქვენ დაგეწყოთ ძლიერი ტკივილი მუცლის არეში ან თქვენ ადრე გქონდათ ექტოპიური ორსულობა, ქირურგიული ჩარევა ფალოპის მილებზე ან მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადება.
ძუძუთი კვება
პრეპარატის აქტიურ ნივთიერებას ძალიან მცირე რაოდენობით შეუძლია დედის რძეში შეღწევა. ითვლება, რომ ამას არ შეუძლია ბავშვისთვის ზიანის მიყენება, მაგრამ თუ თქვენ განიცდით ამის თაობაზე, ტაბლეტის მიღება შეიძლება ძუძუთი კვების დამთავრებისთანავე და ეცადეთ არ კვებოთ ბავშვი ძუძუთი მომდევნო 8 საათის განმავლობაში. ამგვარად, თქვენ მიიღებთ პრეპარატს დიდი ხნით ადრე მომდევნო კვებამდე, რაც შეამცირებს აქტიური ნივთიერების რაოდენობას, რომელიც დედის რძით გამოიყოფა.
ფერტილობა
პრეპარატი ესკაპელი ზრდის მენსტრუალური ციკლის დარღვევების შესაძლებლობას, რის შედეგადაც ოვულაცია შეიძლება მოხდეს უფრო ადრე ან გვიან. ამ ცვლილებებმა შეიძლება იმოქმედონ ფერტილობის პერიოდის თარიღებზე, მაგრამ ფერტილობასთან დაკავშირებული მონაცემები ხანგრძლივი დაკვირვების დროს არ არსებობს.
ზეგავლენა ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენის კვლევები არ ჩატარებულა.
პრეპარატი ესკაპელი შეიცავს ლაქტოზას
რძის შაქრის (ლაქტოზა) აუტანლობის შემთხვევაში აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ პრეპარატ ესკაპელის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 142,5 მგ ლაქტოზის მონოჰიდრატს.
თუ თქვენ მკურნალ ექიმს ნათქვამი აქვს თქვენთვის, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრების აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით მას.
3. პრეპარატ ესკაპელის მიღების წესი.
ყველა შემთხვევაში პრეპარატი უნდა იქნას მიღებული ზუსტად ისე, როგორც მოცემულია გამოყენების ინსტრუქციაში, როგორც თქვენ გითხრათ მკურნალმა ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
• ტაბლეტი მიღებული უნდა იქნას რაც შეიძლება მალე დაუცველი სქესობრივი აქტის შემდეგ, უმჯობესია 12 საათის განმავლობაში და არაუგვიანეს 72 საათისა (3 დღე). პრეპარატ ესკაპელის მიღება შეიძლება მენსტრუალური ციკლის ნებისმიერ დღეს, თუ ორსულობა არ არის უკვე დამდგარი და თქვენ არ გაქვთ ეჭვი, რომ ხართ ორსულად. პრეპარატ ესკაპელის ერთი ტაბლეტი უნდა იქნას მიღებული შიგნით, დაღეჭვის გარეშე და ჭიქა წყლის დაყოლებით. ნუ გადადებთ პრეპარატის მიღებას. პრეპარატ ესკაპელის მოქმედება უფრო ეფექტურია, თუ მიღებული იქნება რაც შეიძლება მალე დაუცველი სქესობრივი აქტის შემდეგ.
• თუ თქვენ იღებთ ერთ-ერთ პრეპარატს, რომლებსაც შეუძლია გავლენა იქონიოს ესკაპელის ნორმალურ მოქმედებაზე (იხ. თავი ,,პრეპარატ ესკაპელის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან”) ან იღებდით ერთ-ერთ მათგანს ბოლო 4 კვირის განმავლობაში ეკაპელის ეფექტურეობა შესაძლოა შემცირდეს. თქვენმა მკურნალმა ექიმმა შესაძლოა შეგირჩიოთ სხვა ექსტრემალური კონტრაცეფციის პრეპარატი (არაჰორმონალური) მაგ. სპილენძის შემცველი საშვილოსნოსშიდა სპირალი. თუ ეს თქვენთვის მიუღებელია ან ვერ ახერხებთ ექიმთან სწრაფად დაკავშირებას, შეგიძლიათ მიიღოთ ესკაპელის ორმაგი დოზა (მაგ. ორი ტაბლეტი ერთდროულად).
• თუ თქვენ უკვე იყენებთ რეგულარულ კონტრაცეფციას, მაგალითად, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს, შეგიძლიათ მისი გამოყენების გაგრძელება ჩვეულ რეჟიმში.
თუ პრეპარატ ესკაპელის მიღების შემდეგ მოხდა კიდევ ერთი დაუცველი სქესობრივი აქტი (იგივე მენსტრუალური ციკლის განმავლობაში), პრეპარატი არ მოახდენს კონტრაცეპტულ ეფექტს და არსებობს ორსულობის დადგომის რისკი.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
არ არის რეკომენდირებული მოცემული პრეპარატის გამოყენება ბავშვებში. თუ ხართ 16 წელზე უმცროსი ასაკის, აუცილებელია მიმართვა თქვენს მკურნალ ექიმთან ან ოჯახის დაგეგმარების კლინიკაში,
გადაუდებელი კონტრაცეპტივის შესარჩევად.
რა უნდა გაკეთდეს ღებინების შემთხვევაში?
თუ თქვენ აღგენიშნათ ღებინება პრეპრატის მიღებიდან სამი საათის განმავლობაში, საჭიროა კიდევ ერთი ტაბლეტის მიღება. თქვენ აუცილებლად, რაც შეიძლება მალე, უნდა დაუკავშირდეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს, ექთანს ან ოჯახის დაგეგმარების სპეციალისტს, თუ თქვენ მიიღეთ კიდევ ერთი ტაბლეტი.
როგორ უნდა მოვიქცეთ პრეპარატი ესკაპელის მიღების შემდეგ?
თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატი ესკაპელი და არ ღებულობთ ჩასახვის საწინააღმდეგო კონტრაცეპტივებს, მაშინ მომდევნო სქესობრივი აქტების დროს მენტრუაციის დადგომამდე თქვენ უნდა გამოიყენოთ პრეზერვატივი ან საშვილოსნის ყელის ჩაჩი და სპერმიციდი. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ პრეპარატი ესკაპელი არ მოქმედებს განმეორებითი დაუცველი სქესობრივი აქტების დროს მომდევნო მენსტრუაციის დადგომამდე.
პრეპარატ ესკაპელის მიღების შემდეგ რეკომენდირებულია ექიმთან ვიზიტი სამი კვირის შემდეგ, რათა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატმა იმოქმედა. თუ თქვენ აღგენიშნათ მენსტრუაციის გადაცდენა 5 დღეზე მეტ ხანს ან გამონადენი მენსტრუაციის დროს ძალიან უხვია ან ძალიან მწირი, რაც შეიძლება სწრაფად დაუკავშირდით ექიმს. თუ პრეპარატის მიღების მიუხედავად დადგა ორსულობა, მნიშვნელოვანია ექიმთან მიმართვა.
თქვენს მკურნალ ექიმს ასევე შეუძლია გირჩიოთ რეგულარული კონტრაცეფციის მეთოდი, რომელიც უფრო ეფექტურია ორსულობის თავიდან აცილებლად.
თუ თქვენ აგრძელებთ რეგულარული კონტრაცეფციის გამოყენებას (მაგალითად, იღებთ ჩასახვის საწინააღმეგო პრეპარატებს), მაგრამ სისხლდენა კონტრაცეპტივის მიღებაში შესვენების დროს არ არის, აუცილებელია ექიმთან მიმართვა ორსულობის გამოსარიცხად.
მომდევნო მენსტრუაცია პრეპარატი ესკაპელის მიღების შემდეგ
პრეპარატ ესკაპელის მიღების შემდეგ მენსტრუაცია უმეტესად დგება მოსალოდნელ დროს და ატარებს ჩვეულებრივ ხასიათს, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევებში შეიძლება დაიწყოს უფრო ადრე ან გვიან. თუ მენსტრუაცია იწყება მოსალოდნელზე 5 დღეზე მეტი ხნის შემდეგ, ან სისხლდენა უჩვეულო ხასიათისაა, ან თქვენ ფიქრობთ, რომ შეიძლება ხართ ორსულად, საჭიროა ორსულობაზე ტესტის ჩატარება.
თუ თქვენ მიიღეთ რეკომენდირებულზე მეტი ესკაპელის ტაბლეტები
თუმცა მონაცემები შეტყობინებები რამდენიმე ტაბლეტის ერთდროულად მიღების მავნე ზეგავლენის შესახებ არ არსებობს, თქვენ შეიძლება აღგენიშნოთ გულისრევა, ღებინება ან სისხლდენა საშოდან. რჩევისთვის თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს, ექთანს ან ოჯახის დაგეგმარების სპეციალისტს, განსაკუთრებით, თუ გაწუხებთ გულისრევა, რადგანაც პრეპარატმა შეიძლება არასწორად იმოქმედოს.
თუ გაქვთ რაიმე კითხვები პრეპარატის გამოყენების თაობაზე, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი რეაქციები.
სხვა პრეპარატების მსგავსად პრეპარატ ესკაპელსაც შეუძლია გვერდითი რეაქციების გამოწვევა, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ძალიან ხშირი გვერდითი რეაქციები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):
- გულისრევა;
- სისხლიანი გამონადენი მენსტრუაციის გარეშე;
- ტკივილი მუცლის ქვედა არეში;
- მომატებული დაღლილობა;
- თავის ტკივილი.
ხშირი გვერდითი რეაქციები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
- ღებინება. თუ თქვენ აღგენიშნათ ღებინება, მიმართეთ ნაწილს “რა უნდა გაკეთდეს, თუ თქვენ აღგენიშნათ ღებინება?”.
- მენსტრუაციის ხასიათის ან დადგომის დროის ცვლილება. ქალების უმეტესობას პრეპარატის მიღების შემდეგ მომდევნო მენსტრუაცია ეწყებათ ჩვეულ დროს და ატარებს ჩვეულ ხასიათს, მაგრამ ზოგიერთ ქალს მენსტრუაცია შეიძლება დაეწყოს ჩვეულებრივზე ადრე ან გვიან. ასევე შეიძლება აღგენიშნოთ სისხლდენა ან სისხლიანი გამონადენი მენსტრუაციის დაწყებამდე. თუ მენსტრუაციის გადაცდენა შეადგენს 5 დღეზე მეტ ხანს ან მენსტრუაცია ძალიან უხვია ან ძალიან მწირი, საჭიროა რაც შეიძლება სწრაფად ექიმთან მიმართვა.
- პრეპარატის მიღების შემდეგ თქვენ შეიძლება აღენიშნოთ სარძევე ჯირკვლების ტკივილი, დიარეა, თავბრუსხვევა.
ძალიან იშვიათი გვერდითი რეაქციები (შეიძლება აღინიშნოს 10000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში)
- გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ქავილი, სახის შეშუპება, ტკივილი თვალის არეში, მტკივნეული მენსტრუაცია, ტკივილი მუცლის არეში.
თუ თქვენ გაქვთ ნებისმიერი გვერდითი რეაქცია, ჩაიტარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან, ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო რეაქციას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ჩანართ-ფურცელში.
5. პრეპარატ ესკაპელის შენახვის პირობები.
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში სინათლისაგან დასაცავად.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
6. დამატებითი ინფორმაცია
პრეპარატ ესკაპელის შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: ლევონორგესტრელი - 1,5 მგ ტაბლეტში.
დამხმარე ნივთიერებები: სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, კარტოფილის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი.
პრეპარატ ესკაპელის აღწერა
ბრტყელი თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტი, ნაზოლით და გრავირებით “G00” ერთ მხარეს. ტაბლეტის დიამეტრი დაახლოებით 8 მმ.
ვარგისობის ვადა
5 წელი.
ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შეფუთვა
1 ტაბლეტი პვქ/ალუმინის ფოლგის ბლისტერში.
1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში თანდართული გამოყენების ინსტრუქციით.
მუყაოს კოლოფში არის მუყაოს ბრტყელი ჩასადები ბლისტერის შესანახად.
Units | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account