ეთილოსეპტი კონცენტრატი 100მლ
ჩვენება:გამოიყენება ყველა ტიპის ჯანდაცვის ორგანიზაციაში, კვებისა და სამრეწველო დაწესებულებებში,სოციალური უზრუნველყოფის და საბავშვო დაწესებულებებში, საყოფაცხოვრებო პირობებში.
ეთილოსეპტ(Ethylosept) - კონცენტრატი
,,ეთილოსეპტ (Ethylosept)“ - არის მაღალკონცენტრირებული ხელის სადეზინფექციო საშუალება.
პრეპარატი ,,ეთილოსეპტ (Ethylosept)“ - წარმოადგენს კონცენტრატს გამჭვირვალე უფერო სითხეს, სპირტის დამახასიათებელი სუნით, არის აქროლადი და აალებადი სითხე. მოქმედი ნივთიერებების სახით შეიცავს 95% - 96% ეთილის სპირტს და 4%-5 % გამოხდილ წყალს.
პრეპარატის შედგენილობა :
ეთილის სპირტი 95 % -96 %
წყალი 4% - 5 %
ხელის სადეზინფექციო საშუალება ,,ეთილოსეპტ (Ethylosept)“ არ შეიცავს ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებებს.
გამოყენების ინსტრუქცია
ხელის სადეზინფექციო საშუალება ,,ეთილოსეპტ (Ethylosept)“ მზა სახით არ გამოიყენება, კანის დეზინფექციისათვის საჭიროებს განზავებას.
გამოყენებამდე განაზავეთ გამოხდილი, გადადუღებული ან დეიონიზებული წყლით.
ხსნარი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი მოხმარებისათვის.
მომხმარებელმა ხელის სადეზინფექციოდ უნდა დაამზადოს 70 %-იანი ხსნარი, რათა თავიდან აიცილოს კანზე მავნე მოქმედების ზეგავლენა (ხელის გამოშრობა, გაღიზიანება და ა.შ.),რომლის მიხედვითაც ,,ეთილოსეპტ (Ethylosept)“ კონცენტრირებული ხსნარის ყოველი100 მლ უნდა განაზავოს 39 მლ წყლით . განზავების სქემა წარმოდგენილია ცხრილი N1-ის სახით. მიღებული ხსნარი დაიტანეთ ხელის გულზე 2მლ- ის ოდენობით და დაიმუშავეთ 2 წთ- ის განმავლობაში, არ ჩამოიბანოთ.
განზავების შემდეგ მიიღება ხელის სადეზინფექციო ხსნარი, რომელშიც სპირტის შემცველობა შეადგენს 68 - 72 %-ს .
ექსპოზიციის დრო - 2 წუთი.
ცხრილიN 1
100 მლ არსებული კონცენტრაციის სპირტის ხსნარიდან სასურველი კონცენტრაციის (%) სპირტის შემცველი ხსნარის მისაღებად საჭირო წყლის რაოდენობა:
გასაზავებელი სპირტის კონცენტრაცია |
საჭირო წყლის რაოდენობა (მლ) |
391 მლ. |
|
200 მლ. 95% - 96% |
78,2 მლ. |
100 მლ.95% - 96% |
39,1 მლ. |
გამოყენების სფერო
ხელის სადეზინფექციო საშუალება ,,ეთილოსეპტ (Ethylosept)“ გამოიყენება ყველა ტიპის ჯანდაცვის ორგანიზაციაში, კვებისა და სამრეწველო დაწესებულებებში, კომუნალურ-საყოფაცხოვრებო, განათლების, კულტურის, სპორტის, სოციალური უზრუნველყოფის და საბავშვო დაწესებულებებში, საყოფაცხოვრებო პირობებში.
უსაფრთხოების რეკომენდაციები
ხელის სადეზინფექციო საშუალება ,,ეთილოსეპტ (Ethylosept)“ მომხმარებლებისათვის უსაფრთხოა.
მოერიდეთ ხელის სადეზინფექციო საშუალების თვალებში მოხვედრას.
თვალების დაცვისთვის რეკომენდირებულია დამცავი სათვალე, ხელის კანის დაცვისთვის - დამცავი ტანსაცმელი, ხელთათმანი.
ადვილად აალებადია! არ დაუშვათ ღია ცეცხლთან კონტაქტს, არ დატოვოთ ჩართულ ელექტრომოწყობილობებთან ახლოს.
არ ჩარეცხოთ გაუზავებელი საშუალება კანალიზაციაში და თევზის მეურნეობის წყალსატევებში.
მოარიდეთ პირდაპირ მზის სხივებს, ცეცხლს და გავარვარებულ საგნებს, მოარიდეთ ბავშვებს.
ვარგისიანობის აღნიშნული ვადის გასვლის დროს პრეპარატის გამოყენება აკრძალულია.
პირველი დახმარების ზომები შემთხვევითი მოწამვლის დროს
საშუალების შემთხვევით თვალებში მოხვედრისას ჩამობანეთ დიდი რაოდენობით გამდინარე წყლით.
საშუალების კუჭში მოხვედრისას - მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე წყალში ადსორბენტი - აქტივირებული ნახშირი 10-15 აბი - 1 ჭიქა წყალზე.
საშუალების დიდი ხნის განმავლობაში ჩასუნთქვისას - გამოიყვანეთ დაზარალებული სუფთა ჰაერზე, საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
არასწორი მოპრყობისა და გადაჭარბებული ექსპოზიციის სიმპტომები და ეფექტები
ხელის სადეზინფექციო საშუალება ,,ეთილოსეპტ (Ethylosept)“ ნორმალური გამოყენების პირობებში არ იწვევს ჯანმრთელობაზე უარყოფით ზეგავლენას.
კანთან კონტაქტი - შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება;
გადაყლაპვა - შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება, გულისრევა ან ღებინება;
თვალთან კონტაქტი - შეიძლება გამოიწვიოს თვალის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება.
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ მჭიდროდ ჰერმეტულად თავდახურულ კონტეინერში, გრილ და მშრალ ადგილას.
შეფუთვა
დაფასოებულია 100 მლ, 200 მლ ფლაკონში და 1000 მლ ბოთლში.
კონცენტრატი ვარგისია 3 წლის განმავლობაში.
სადეზინფექციო საშუალება ვარგისია გახსნიდან 28 დღის განმავლობაში.
დამზადების თარიღი და ვარგისიანობის ვადა იხ. ეტიკეტზე.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account