დურამოქსი კაფს.250მგ N100
ჩვენება: გამოიყენება სხეულის სხვადასხვა ნაწილში ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ.
დურამოქსი 250 კაფსულები
ამოქსიცილინი
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით აღნიშნულ ფურცელ-ჩანართს, რადგან მასში მოცემულია მნიშვნელოვანი ინფორმაცია
- შეინახეთ ფურცელი-ჩანართი, შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- პრეპარატი ინიშნება ინდივიდუალურად. არ გადასცეთ სხვებს. მიუხედავად მსგავსი სიმპტომებისა შესაძლოა ავნოს მათ.
- მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ გამოვლინდა რომელიმე გვერდითი ეფექტი. ეს ეხება ნებისმიერ მოსალოდნელ გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში. იხილეთ ნაწილი 4.
რა არის დურამოქსი და რისთვის გამოიყენება?
დურამოქსი არის ანტიბიოტიკი. აქტიური ინგრედიენტი არის ამოქსიცილინი, რომელიც მიეკუთვნება “პენიცილინების” ჯგუფს. დურამოქსი გამოიყენება სხეულის სხვადასხვა ნაწილში ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ. დურამოქსის გამოყენება ასევე შესაძლებელია სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში კუჭის წყლულის სამკურნალოდ.
რა უნდა იცოდეთ დურამოქსის მიღებამდე
არ მიიღოთ დურამოქსი
· თუ ალერგია გაქვთ ამოქსიცილინის, პენიცილინის ან პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (იხ. ნაწილი 6)
· თუ როდისმე გქონდათ ალერგიული რეაქცია რომელიმე ანტიბიოტიკზე. ეს შესაძლოა გამოვლინდეს კანზე გამონაყარით ან სახის ან ხორხის შეშუპებით.
არ მიიღოთ დურამოქსი თუ რომელი ზემოთ აღნიშნული გეხებათ თქვენ. თუ არ ხართ დარწმუნებული დურამოქსის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
დურამოქსის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან თუ:
· გაქვთ მონონუკლეოზი (ცხელება, ყელის ტკივილი, ჯირკვლების შეშუპება და ძლიერი დაღლილობა).
· გაქვთ თირკმელების პრობლემები.
· არ შარდავთ სათანადოდ.
ეჭვის არსებობისას დურამოქსის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გეგმავთ:
· შარდის ანალიზებს (გლუკოზა) ან სისხლის ანალიზებს ღვიძლის ფუნქციონირების შესამოწმებლად.
· ესტრიოლის ანალიზს (გამოიყენება ორსულობის დროს, რომლის მიხედვით განისაზღვრება ნორმალურად ვითარდება თუ არა ბავშვი)
აცნობეთ ექიმს, რომ ღებულობთ დურამოქსს, რადგან მან შესაძლოა იმოქმედს აღნიშნული ანალიზების შედეგებზე.
სხვა პრეპარატები და დურამოქსი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ, ბოლო პერიოდში ღებულობდით ან გეგმავთ სხვა ნებისმიერი პრეპარატის მიღებას.
· თუ ღებულობთ ალოპურინოლს (გამოიყენება ნიკრისის ქარის დროს) დურამოქსთან ერთად მოსალოდნელია კანის ალერგიული რეაქცია.
· თუ ღებულობთ სისხლის შემადედებელ საშუალებებს (მაგ: ვარფარინი) შესაძლოა დაგჭირდეთ დამატებითი სისხლის ანალიზები.
· თუ ღებულობთ სხვა ანტიბიოტიკებს (მაგ: ტეტრაციკლინი) შესაძლოა შემცირდეს დურამოქსის ეფექტი.
· თუ ღებულობთ მეტოტრექსატს (გამოიყენება სიმსივნის და მწვავე ფსორიაზის სამკურნალოდ) დურამოქსმა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების გაძლიერება.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილურობა
თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
დურამოქსმა შესაძლოა გამოიწვოს გვერდითი ეფექტები და სიმპტომები (როგორიც არის ალერგიული რეაქციები, თავბრუსხვევა და კონვულსიები), რაც არაკომფორტულია ტრანსპორტის მართვის დროს.
დაუშვებელია ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება თუ თავს კარგად არ გრძნობთ.
დურამოქსის მიღების წესი
პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
· გადაყლაპეთ და მიაყოლეთ წყალი, არ გახსნათ კაფსულა.
· დოზები თანაბრად გადაანაწილეთ დღის განმავლობაში, სულ მცირე 4 საათიანი ინტერვალით.
რეკომენდებული დოზა:
40კგ-მდე წონის ბავშვები
ყველა დოზა განისაზღვრება ბავშვის წონის (კგ) მიხედვით.
· ექიმი გირჩევთ თუ რა დოზა უნდა მისცეთ ბავშვს.
· სტანდარტული დოზა არის 40მგ-90მგ სხეულის წონის თითო კილოგრამზე დღეში, რომელიც იყოფა ორ ან სამ მიღებად.
· მაქსიმალური რეკომენდებული დოზა არის 100მგ სხეულის წონის თითო კილოგრამზე დღეში.
მოზრდილები, ხანდაზმულები და 40კგ-ზე მეტი წონის ბავშვები
დურამოქსის სტანდარტული დოზა არის 250მგ-500მგ დღეში 3-ჯერ ან 750მგ-1გ ყოველ 12 საათში ინფექციის სიმწვავის და ტიპის მიხედვით.
· მწვავე ინფექციები: 750მგ-1გ დღეში 3-ჯერ.
· საშარდე ტრაქტის ინფექცია: 3გ დღეში 2-ჯერ ერთი დღე.
· ლაიმის დაავადება (ინფექცია, რომელიც ვრცელდება პარაზიტებით, ე.წ. ტკიპებით): იზოლირებული მიგრირებადი ერითემა (ადრეული ფაზა – წითელი ან ვარდისფერი წრიული გამონაყარი): 4გ დღეში, სისტემური გამოვლინებები (გვიანი ფაზა – უფრო სერიოზული სიმპტომების შემთხვევები ან როდესაც დაავადება ვრცელდება სხეულზე): 6გ-მდე დღეში.
· კუჭის წყლული: ერთი 750მგ ან ერთი 1გ დოზა დღეში ორჯერ 7 დღე სხვა ანტიბიოტიკებთან და კუჭის წყლულის სამკურნალო პრეპარატებთან ერთად.
· ინფექციის პრევენცია გულის ოპერაციის დროს: დოზა დამოკიდებულია ოპერაციის ტიპზე. ამავდროულად შესაძლებელია სხვა პრეპარატების მიღება. დეტალურ ინფორმაციას მოგაწოდებთ ექიმი, ფარმაცევტი ან მედდა.
· მაქსიმალური რეკომენდებული დოზა არის 6გ დღეში.
თირკმელების პრობლემები
თუ გაწუხებთ თირკმელების პრობლემები დოზა შეიძლება იყოს სტანდარტულთან შედარებით დაბალი.
ჭარბი დოზა: დურამოქსის ჭარბი დოზის მიღებისას მოსალოდნელი ნიშნებია კუჭთან დაკავშირებული დარღვევები (გულისრევა, ღებინება ან დიარეა) ან კრისტალები შარდში, რაც ვლინდება შემღვრეული შარდით, მოშარდვის დროს პრობლემებით. მიმართეთ ექიმს, რაც შეიძლება დროულად. თან იქონიეთ პრეპარატი.
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება მიიღეთ იგი გახსენებისთანავე.
· არ მიიღოთ შემდეგი დოზა ძალიან მალე, უნდა გავიდეს 4 საათი.
· არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
რამდენ ხანს უნდა მიიღოთ დურამოქსი?
· განაგრძეთ დურამოქსის მიღება ექიმის დანიშნულების მიხედვით, იმ შემთხვევაშიც კი თუ თავს უკეთესად გრძნობთ. ინფექციასთან საბრძოლველად საჭიროა თითოეული დოზა. თუ ზოგიერთი ბაქტერია გადარჩა შეიძლება განმეორდეს ინფექცია.
· მკურნალობის დასრულების შემდეგ თუ ისევ ცუდად გრძნობთ თავს მიმართეთ ექიმს.
დურამოქსის ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს სტომატიტი (სოკოვანი ინფექცია სხეულის სველ ადგილებში, რომელიც იწვევს ტკივილს, ქავილს და თეთრ გამონადენს). მიმართეთ ექიმს.
დურამოქსის ხანგრძლივად მიღებისას ექიმმა შესაძლოა ჩაატაროს დამატებითი ანალიზები თირკმლის, ღვიძლის და სისხლის ფუნქციონირების შემოწმების მიზნით.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად აღნიშნულმა პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.
შეწყვიტეთ დურამოქსის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ შენიშნავთ რომელიმე მოცემულ სერიოზულ გვერდით ეფექტს - შესაძლოა დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (10,000-დან დაახლოებით 1 პაციენტში)
· ალერგიული რეაქციები, მოსალოდნელი ნიშნები: კანის ქავილი ან გამონაყარი, სახის, ტუჩების, ენის, სხეულის შეშუპება ან სუნთქვის გართულება. აღნიშნული მოვლენები სერიოზულია და ზოგჯერ ფიქსირდება სიკვდილიც.
· გამოყარი ან ძალიან პატარა ბრტყელი წითელი მრგვალი ლაქები კანის საფარის ქვეშ ან სისხლჩაქცევები კანზე, რაც გამოწვეულია ალერგიული რეაქციის გამო სისხლძარღვების ანთებით. შესაძლოა უკავშირდებოდეს სახსრების ტკივილი (ართრიტი) და თირკმელების პრობლემები.
· მკურნალობის დასრულებიდან 7-12 დღეში შეიძლება აღინიშნოს გვიანი ალერგიული რეაქციები, დამახასიათებელი ნიშნები: გამონაყარი, ცხელება, სახსრების ტკივილი და ლიმფური კვანძების გადიდება, განსაკუთრებით იღლიებში.
· კანის რეაქცია ე.წ. “მულტიფორმული ერითემა”, სიმპტომები: მოწითალო-იისფერი ლაქები კანზე, განსაკუთრებით ხელის და ფეხის გულებზე, იწვევს ქავილს, ჭინჭრის ციების მსგავსი ამობურცული შეშუპებები კანზე, პირის ღრუს რბილ არეებში, თვალების და სასქესო ორგანოების მიდამოებში. მოსალოდნელია სიცხე და ძლიერი დაღლილობის შეგრძნება.
· კანის სხვა მწვავე რეაქციები: კანის ფერის შეცვლა, ამობურცული ადგილები კანის ქვეშ, დაწყლულება, პუსტულები, აქერცვლა, სიწითლე, ტკივილი, ქავილი, ქერქების წარმოქმნა. შესაძლოა გამოწვიოს ცხელება, თავის ტკივილი და მტვრევა.
· გრიპის მსგავსი სიმპტომები გამონაყარით, ცხელებით, ჯირკვლების შეშუპებით და სისხლის ანალიზის მაჩვენებლების გადახრებით (მათ შორის ლეიკოციტების მომატება (ეოზინოფილია) და ღვიძლის ფერმენტების მომატება) (პრეპარატის რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DღEშშ)).
· ცხელება, ციება, ყელის ტკივილი ან ინფექციის სხვა ნიშნები, სისხლჩაქცევების ადვილად წარმოქმნა. ეს შესაძლოა იყოს სისხლის უჯრედებთან დაკავშირებული პრობლემების ნიშნები.
· იარიშ-ჰერქსჰაიმერის რეაქცია, რომელიც ვითარდება მკურნალობის პერიოდში, როდესაც დურამოქსი დანიშნულია ლაიმის დაავადების სამკურნალოდ და იწვევს ცხელებას, შემცივნებას, თავის ტკივილს, კუნთების ტკივილს და კანზე გამონაყარს.
· მსხვილი ნაწლავის ანთება დიარეით (ზოგჯერ სისხლით), ტკივილით და ცხელებით.
· შესაძლოა აღინიშნოს სერიოზული გვერდითი რეაქციები ღვიძლის მხრივ, ძირითადად ისეთ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ხანგრძლივად, მამაკაცებში და ხანდაზმულებში. დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს თუ აღინიშნა:
· ძლიერი დიარეა სისხლდენით.
· წყლულები, სიწითლე ან სისხლჩაქცევები კანზე.
· მუქი შარდი ან ღია განავალი.
· კანის ან თვალების გაყვითლება (სიყვითლე). ასევე იხილეთ ქვემოთ ანემია, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს სიყვითლე.
ეს მოვლენები შესაძლოა აღინიშნოს მკურნალობის პერიოდში ან მკურნალობის დასწრულებიდან დაახლოებით რამდენიმე კვირაში.
თუ გამოვლინდა რომელიმე ზემოთ მოცემული ეფექტი შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ზოგჯერ შესაძლოა აღინიშნოს კანის შედარებით ნაკლებად მწვავე რეაქციები, როგორიც არის:
· ზომიერი გამონაყარი ქავილით (მრგვალი, მოვარდისფრო-წითელი ლაქები), “ჭინჭრის ციების” მსგავსი შეშუპებები მკლავებზე, ფეხებზე, ხელისგულებზე, ხელებზე ან ფეხებზე. ეს მოვლენა ნაკლებად გავრცელებულია (100-დან <1 პაციენტში).
რომელიმე მოცემული ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს დურამოქსის შეწყვეტა.
სხვა მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები:
ხშირი (10-დან დაახლოებით 1 პაციენტში)
· გამონაყარი კანზე
· გულისრევა
· დიარეა
ნაკლებად ხშირი (100-დან დაახლოებით 1 პაციენტში)
· ღებინება
ძალიან იშვიათი (10,000-დან დაახლოებით 1 პაციენტში)
· სტომატიტი (საშოს, პირის ღრუს ან კანის ნაკეცების სოკოვანი ინფექცია), სტომატიტის მკურნალობას ნიშნავს ექიმი ან ფარმაცევტი.
· თირკმლის პრობლემები.
· გულყრები (კონვულსიები), აღინიშნება მაღალი დოზების მიღებისას ან თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტებში.
· თავბრუსხვევა.
· ჰიპერაქტიურობა.
· კრისტალები შარდში, რაც ვლინდება შემღვრეული შარდით, მოშარდვის გაძნელებით ან დისკომფორტით. დარწმუნდით, რომ საჭირო რაოდენობის სითხეს იღებთ, რომ შემცირდეს აღნიშნული სიმპტომების განვითარების ალბათობა.
· ენა შეიძლება გახდეს ყვითელი, ყავისფერი ან შავი და ჰქონდეს თმების მსგავსი შესახედაობა.
· ერითროციტების ძალიან შემცირება იწვევს ანემიას. ნიშნები: დაღლილობა, თავის ტკივილი, სუნთქვის უკმარისობა, თავბრუსხვევა, სიფერმკრთალე ან კანის და თვალების გაყვითლება.
· ლეიკოციტების დაბალი რაოდენობა.
· უჯრედების დაბალი რაოდენობა, რომლებიც ჩართულნი არიან სისხლის შედედების პროცესში.
· სისხლის შედედებას შესაძლოა უფრო მეტი დრო დასჭირდეს. ამას შენიშნავთ ცხვირიდან სისხლდენის ან გაჭრის შემთხვევაში.
გვერდითი ეფექტების დაფიქსირება: რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ მოსალოდნელ გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში. ასევე გვერდითი ეფექტების შესახებ შეგიძლიათ პირდაპირ აცნობოთ პრეპარატით გამოწვეული გვერდითი რეაქციების ეროვნულ სისტემას. გვერდითი ეფექტების დაფიქსირებით ხელს უწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიებას.
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მოარიდეთ სინათლეს და ნესტს.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ეტიკეტზე ან კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის “EXP” გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება არის ამოქსიცილინი.
დურამოქსი 250 კაფსულები: თითო კაფსულა შეიცავს ამოქსიცილინის ტრიჰიდრატს, რომელიც ექვივალენტურია 250 მგ ამოქსიცილინისა.
დურამოქსი 500 კაფსულები: თითო კაფსულა შეიცავს ამოქსიცილინის ტრიჰიდრატს, რომელიც ექვივალენტურია 500 მგ ამოქსიცილინისა.
სხვა დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, კაჟბადის კოლოიდური დიოქსიდი, გასუფთავებული ტალკი, ჟელატინი, რკინის ოქსიდი შავი, ტიტანის დიოქსიდი, ქინოლინი ყვითელი, ერითროზინი.
დურამოქსი 250 კაფსულები და დურამოქსი 500 კაფსულები: ღია ყავისფერი/რუხი მყარი კაფსულები.
ორივე დოზა შეფუთულია პვქ/ალუმინის ბლისერებში, კოლოფში 20, 30, 100 ან 500 კაფსულა. შეფუთვის ყველა ზომა შესაძლოა არ იყოს გაყიდვაში.
დურამოქსი 125 პერორალური სუსპენზია: განზავების შემდეგ თითო 5მლ შეიცავს ამოქსიცილინის ტრიჰიდრატს, რომელიც ექვივალენტურია 125მგ ამოქსიცილინისა.
დურამოქსი 250 პერორალური სუსპენზია: განზავების შემდეგ თითო 5მლ შეიცავს ამოქსიცილინის ტრიჰიდრატს, რომელიც ექვივალენტურია 250მგ ამოქსიცილინისა.
სხვა დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, ნატრიუმის კარმელოზა, ლიმონმჟავა, ჟოლოს არომატიზატორი, ვანილის არომატიზატორი, მეთილ პ-ჰიდროქსიბენზოატი, პროპილ-პ-ჰიდროქსიბენზოატი, ერითროზინი (ლაკე).
დურამოქსი 125, დურამოქსი 250 პერორალური სუსპენზია: თეთრი ფხვნილი მოვარდისფრო გრანულებით, განზავების შემდეგ მიიღება ვარდისფერი არომატული სუსპენზია. ნახევრად გამჭვირვალე, მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონებში, პოლიპროპილენის თავსახურით და 5მლ საზომი კოვზით (გრადუირებული 2,5მლ) შეფუთვაში. შეფუთვის ზომა 60 ან 100მლ პერორალური სუსპენზია. შეფუთვის ყველა ზომა შესაძლოა არ იყოს გაყიდვაში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.
რაოდენობა | 100 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account