დუოტრიფსინი 600მგ 30 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 44,79 GEL რეგულარული ფასი 47,15 GEL
მარაგშია
SKU
88199_2048

ჩვენება:სხვადასხვა ანთებითი პროცესების დროს როგორც დამხმარე საშუალება.

დუოტრიფსინი

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები

შემადგენლობა

ერთი კაფსულა შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:  ტრიპსინი NLT 600 USP ერთ/მგ, ქიმოტრიფსინი NLT 600 USP ერთ/მგ.

დამხმარე ნივთიერებები:მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), სილიციუმის დიოქსიდი (E551), მაგნიუმის სტეარატი (E470b), ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ოქსიდი (E172).

აღწერილობა

ცილოვანი ბუნების პროტეოლიზური კომბინირებული საშუალება. მიიღება მსხვილი რქოსანის საქონლის კუჭქვეშა ჯირკვლისგან.

ტრიფსინი პროტეოლიზური მოქმედების ფერმენტია, რომელიც მიიღება პირუტყვის კუჭქვეშა ჯირკვლისგან. ტრიფსინს გააჩნია გამოხატული ანთების საწინააღმდეგო და შეშუპების საწინააღმდეგო თვისებები, შეუძლია დაშალოს ქსოვილის მკვდარი უბნები, ფიბრინოზული წარმონაქმნები, ბლანტი სეკრეცია და ექსუდატები. ფერმენტი არააქტიური და უსაფრთხოა ჯანმრთელ ქსოვილებთან მიმართებაში, მათში ტრიფსინის ინჰიბიტორების (სპეციფიკური და არასპეციფიკური) არსებობის გამო. გავლენას არ ახდენს ჰემოსტაზის სისტემაზე.

ქიმოტრიფსინი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის პანკრეასიდან მიღებული პროტეოლიზური ფერმენტია. მას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, ვინაიდან ანთების ფაქტორებია ცილები ან მაღალმოლეკულური პეპტიდები (ბრადიკინინი, სეროტონინი, ნეკროზული პროდუქტები და ა.შ.). ის ახდენს ნეკროზული ქსოვილების ლიზისს, სიცოცხლისუნარიან უჯრედებზე ზემოქმედების გარეშე, მათში სპეციფიური ანტიფერმენტების არსებობის გამო.

გამოყენების რეკომენდაციები

სხვადასხვა ანთებითი პროცესების დროს როგორც დამხმარე საშუალება.

მიღების წესი

დუოტრიპსინი მიიღება პერორალურად 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში, ჭამის დროს მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტის შემცვლელი.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა დანამატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან (ექიმთან).

გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს

ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

10 კაფსულა ბლისტერში. 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. მოარიდეთ ბავშვებს.

ვარგისობა: 24 თვე.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ბიოლოგიურად აქტიური კვებითი დანამატი არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy