დიფუნგოფი - Difungof ფრჩხილის სოკოს საწინააღმდეგო ლაქი 4.5მგ

განსაკუთრებული ფასი 32,36 GEL რეგულარული ფასი 44,95 GEL
მარაგშია
SKU
91482_2132

ჩვენება: პრეპარატი გამოიყენება ხელისა და ფეხის ფრჩხილების სოკოვანი ინფექციის თავიდან ასაცილებლად და ჯანსაღი ფრჩხილების ხელახალი გაზრდისთვის.

დიფუნგოფი

Difungoff

სოკოს საწინააღმდეგო  ფრჩხილის სამკურნალო ლაქი 4,5 მგ

გამოყენება

პრეპარატი გამოიყენება ხელისა და ფეხის ფრჩხილების სოკოვანი ინფექციის თავიდან ასაცილებლად და ჯანსაღი ფრჩხილების ხელახალი გაზრდისთვის.

ასევე, იხილეთ : Micosan - მიკოსანი ფრჩხილის სამკურნალო ნაკრები 5მლ

მოქმედება

სასიამოვნო კონსისტენციის მქონე თხევადი გელი, რომელიც ეკვრის ფრჩხილს, ამცირებს pH-ს, რითაც ქმნის არახელსაყრელ გარემოს სოკოების გამრავლებისთვის.   ეს ქმედება ხელს უწყობს სოკოს წინააღმდეგ ბრძოლას და ფრჩხილის კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებას, უზრუნველყოფს თვალსაჩინო ეფექტს ფრჩხილის ზრდის მომენტიდან.

გამოყენების უკუჩვენებები

არ გამოიყენოთ სოკოს საწინააღმდეგო ფრჩხილის სამკურნალო ლაქი დიფუნგოფი პროდუქტის ინგრედიენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის (ალერგიის) შემთხვევაში. თუ კანის გაღიზიანება ან სიწითლე შეამჩნიეთ, შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს. არ გამოიყენოთ ჭრილობებზე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატი მოქმედებს მხოლოდ ადგილობრივად, არ არსებობს კლინიკური მონაცემები ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენების შესახებ.

გამოყენების წესი

გაასუფთავეთ  ფრჩხილის ზედაპირი ლაქისგან ან სხვა კოსმეტიკური საშუალებების ნარჩენებისგან და გაამშრალეთ. გულუხვად წაისვით პროდუქტი დაზიანებული ფრჩხილის მთელ ზედაპირზე, ისე, რომ კიდის ქვედა მხარეც დაიფაროს. უმჯობესია ამის გაკეთება საღამოს, ძილის წინ. პროცედურა რეგულარულად უნდა ჩაიტაროთ, ყოველ საღამოს, ფრჩხილის სრულ განკურნებამდე.

გაფრთხილებები

არასათანადო გამოყენებისა და ფრჩხილების (კუტიკულების) ირგვლივ მიდამოზე შემთხვევით წასმის შემთხვევაში, სადაც შეიძლება აღმოჩნდეს მიკროდაზიანებები, პროდუქტი დაუყოვნებლივ უნდა მოიშოროთ. მოერიდეთ თვალებთან და ლორწოვან გარსებთან კონტაქტს; შემთხვევითი კონტაქტის შემთხვევაში კარგად ჩამოიბანეთ წყლით. ალერგიის  შემთხვევაში, შეწყვიტეთ პროდუქტის გამოყენება. მოერიდეთ იმავე დანიშნულების მქონე ფრჩხილის სხვა პროდუქტების ან კოსმეტიკური საშუალებების (ფრჩხილის ლაქების ან ხელოვნური ფრჩხილების) ერთდროულ გამოყენებას, რათა არ შემცირდეს პროდუქტის ეფექტურობა. პროდუქტი განკუთვნილია მოზრდილებისთვის. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ გარე გამოყენებისთვის.

შემადგენლობა:

ეთანოლი, ეთანოლი, გაწმენდილი წყალი, პროპილენგლიკოლი, ჰიდროგენირებული ეთოქსილირებული აბუსალათინის ზეთი, რძემჟავა, უნდეცილენის მჟავა,  ქიტოზანი.

შენახვა

გამოყენების შემდეგ ფრთხილად დახურეთ კონტეინერი და შეინახეთ მჭიდროდ დახურულ ორიგინალურ შეფუთვაში, ღია ცეცხლისა და სითბოს წყაროებისგან მოშორებით. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გამოყენების შემდეგ მოერიდეთ გარემოში გაშვებას.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy