დიპროსპანი - Diprospan 1მლ 1 ამპულა
ჩვენება: ართრიტი, იშიაზი,ასთმა, ალერგიული რინიტი, ბრონქიტი, ანთება, ქავილი, ჭინჭრის ციება.
დიპროსპანი 5 მგ + 2 მგ/1 მლ საინექციო სუსპენზია
სტერილური
გამოიყენება კუნთში, სახსარში, სახსრის ირგვლივ, დაზიანებაზე და ქსოვილში.
აქტიური ნივთიერება:
ბეტამეთაზონის დიპროპიონატი: 6,43 მგ (5 მგ ბეტამეთაზონის ეკვივალენტური)
ბეტამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატი: 2,63 მგ (2 მგ ბეტამეთაზონის ეკვივალენტური)
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ფოსფატი, ორფუძიანი, უწყლო; ნატრიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, პოლისორბატი 80, ბენზილის სპირტი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, პოლიეთილენგლიკოლი, საინექციო წყალი.
სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის გამოყენებას, ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია, რადგანაც იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
|
ამ ინსტრუქციაში მოცემულია შემდეგი საკითხები:
1. რა არის დიპროსპანი და რისთვის გამოიყენება?
2. საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება დიპროსპანის გამოყენებამდე
3. როგორ გამოიყენება დიპროსპანი?
4. რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?
5. დიპროსპანის შენახვა
1. რა არის დიპროსპანი და რისთვის გამოიყენება?
დიპროსპანი არის გაჭვირვალე, უფერო, ოდნავ ბლანტი სითხე უცხო მინარევების გარეშე, შეიცავს თეთრ ნაწილაკებს, რომელიც ადვილად იღებს სუსპენზიის ფორმას.
დიპროსპანი მოთავსებულია 1 მლ-იან ამპულებში.
დიპროსპანი განეკუთვნება პრეპარატების კლასს, სახელად „კორტიკოსტეროიდები“. ეს პრეპარატი ხელს უწყობს ორგანიზმის ანთებით დაავადებული უბნების გამოჯანმრთელებას, ამცირებს შეშუპებას, სიწითლეს, ქავილს და ალერგიულ რეაქციებს. გამოიყენება მრავალი დაავადების სამკურნალოდ.
დიპროსპანი გამოიყენება ქვემოთ ჩამოთვლილი ანთებითი დაავადებების დროს, როდესაც საჭიროა სისტემური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა:
- ართრიტი (გარკვეული სახის სახსრების დაავადება), ბურსიტი (სახსრის ირგვლივ აბგების ანთება), იშიაზი (ტკივილი, რომელიც წელიდან ვრცელდება ფეხების უკანა მხარეს), ლუმბაგო (ზურგის ქვედა კუნთების და სახსრების ტკივილი) ან ძვლების ან ღრმა ქსოვილების სხვა დაავადებები.
- ასთმა, ალერგიული რინიტი, ბრონქიტი (ბრონქების შიდა ზედაპირის დამფარავი მუკოზის ანთება), წამლისმიერი ალერგიები, ალერგიული მდგომარეობები, როგორიცაა მწერის ნაკბენი.
- ანთება, ქავილი, ჭინჭრის ციება (ურტიკარია), თმის ცვენა, ნაწიბური (ნაიარევი) ან კანის დაავადებები, როგორიცაა კისტოზური აკნე.
- ექიმის მიერ დიაგნოსტირებული სხვა შემთხვევები.
2. საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება დიპროსპანის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ დიპროსპანი შემდეგ შემთხვევებში:
· თუ გაქვთ მთელს ორგანიზმში გავრცელებული (სისტემური) სოკოვანი დაავადება,
- თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების - ბეტამეთაზონის დიპროპიონატის, ბეტამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატის და კორტიკოსტეროიდების კლასის სხვა პრეპარატების ან დიპროსპანის შემადგენელი სხვა ნივთიერებების მიმართ (იხილეთ ზემოთ მოცემული ნაწილი „დამხმარე ნივთიერებები“).
- არ შეიძლება დიპროსპანის კუნთში გაკეთება იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურით (დაავადება, რომელიც ვლინდება ცხელებით, მოწითალო-იისფერი წერტილის ფორმის ლაქებით, ცნობიერების დაბინდვით, თავის ტკივილით და თრომბოციტების რაოდენობის შემცირებით) დაავადებული პაციენტებისთვის.
ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში დიპროსპანი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით
დიპროსპანის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ამ პრეპარატის გამოყენებამდე აცნობეთ ექიმს:
- თუ გაქვთ დიაბეტი,
- თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები,
- თუ გაქვთ ღვიძლის დაავადებები,
- თუ გაქვთ ეპილეფსია ან კონვულსიები,
- თუ გაქვთ თვალის დაავადებები,
- თუ გაქვთ ვირუსული ან ბაქტერიული ინფექცია,
- თუ გაქვთ სოკოვანი დაავადებიდან გამომდინარე ინფექცია,
- თუ გაქვთ თირკმლის დაავადებები,
- თუ გაქვთ კუჭის ან ნაწლავების დაავადებები,
- თუ გაქვთ კუშინგის სინდრომი (დარღვევა, რომელიც ვლინდება ორგანიზმზე ჰორმონ კორტიზოლის ხანგრძლივად მაღალი დოზით ზემოქმედებისას და იწვევს ფიზიკურ და გონებრივ ცვლილებებს),
- თუ გაქვთ ტუბერკულოზი,
- თუ გაქვთ თრომბოემბოლიის რისკი,
- თუ ხართ ორსულად,
- თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა ან გულის დაავადებები,
- თუ გაქვთ კუნთების სისუსტე ან კალციუმის დაკარგვა,
- თუ წარსულში გქონდათ ფსიქიკური დაავადება,
- თუ გესაჭიროებათ აცრა,
- თუ გაქვთ ფეოქრომოციტომა (თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე).
თუ გექნებათ მხედველობის დაბინდვა ან მხედველობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები, დაუკავშირდით თქვენს ექიმს. დიპროსპანმა შესაძლებელია შენიღბოს ინფექციის სიმპტომები, რის გამოც ექვს კვირაზე მეტი ხნით გამოყენებისას საჭიროა გასინჯვა ოკულისტის მიერ. შესაძლებელია გამოიწვიოს კატარაქტა და გლაუკომა.
ცნობილია კორტიკოსტეროიდების ხერხემალში ინექციის შემდეგ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული სერიოზული გვერდითი რეაქციები, რომელთაგან ზოგიერთი დასრულდა სიკვდილით. ცნობილი გვერდითი რეაქციები მოიცავს და არ შემოიფარგლება შემდეგით: ზურგის ტვინის ინფარქტი (ქსოვილის ნეკროზი, რომელიც ვითარდება ზურგის ტვინის მკვებავი არტერიის დახშვის შედეგად), ფეხების და ხელების ფუნქციის დაკარგვა (პარაპლეგია, კვადრიპლეგია), ინსულტი და სიბრმავე. ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული სერიოზული გვერდითი რეაქციები ვლინდება ფლუოროსკოპიის (სამედიცინო ვიზუალიზაციის ტექნიკა) გამოყენებით ან მის გარეშე. არ არის ცნობილი ხერხემალში კორტიკოსტეროიდების გამოყენების უვნებლობა ან ეფექტურობა და არ არის დამტკიცებული ამ სახით გამოყენება.
ბავშვები და მოზარდები
კორტიკოსტეროიდებმა შესაძლებელია გამოიწვიონ ჩვილების და ბავშვების ზრდის შენელება, რის გამოც ხანგრძლივი მკურნალობის დროს მნიშვნელოვანია ექიმის მიერ ყურადღებით დაკვირვება მათ ზრდასა და განვითარებაზე.
„გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან იმ შემთხვევაშიც, თუ ეს გაფრთხილებები გეხებოდათ წარსულში, ნებისმიერ დროს.“
დიპროსპანის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ალკოჰოლი: დიპროსპანის გამოყენებისას არ მიიღოთ ალკოჰოლი, რადგანაც შესაძლებელია გამოიწვიოს კუჭის ან ნაწლავების პრობლემები.
ორსულობა
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ ორსულად ხართ ან ფიქრობთ, რომ შესაძლებელია იყოთ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რეკომენდაციის მისაღებად კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან. რეკომენდებულია, რეპროდუქციული ასაკის ქალებმა სათანადო მეთოდით დაიცვან თავი ორსულობისგან.
არ არის ცნობილი, არის თუ არა უსაფრთხო დიპროსპანის გამოყენება ორსულობის პერიოდში. თუ ორსულობის დროს ტარდებოდა კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა, მშობიარობის დროს და შემდგომ პერიოდში საჭიროა ყურადღებით დაკვირვება როგორც დედაზე, ასევე ბავშვზე.
თუ დედა ორსულობის ბოლო პერიოდში იღებდა დიპროსპანს, ახალშობილებში დაბადების შემდეგ შესაძლებელია გამოვლინდეს სისხლში შაქრის დაბალი დონე.
იმის გამო, რომ კორტიკოსტეროიდები ადვილად აღწევენ პლაცენტაში, თუ დედა ორსულობის პერიოდში დიდი ხნის განმავლობაში ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში იღებდა კორტიკოსტეროიდებს, ახალშობილი და ჩვილი ყურადღებით უნდა შეაფასოს ექიმმა სავარაუდო თანდაყოლილი კატარაქტის დადგენის მიზნით, მაგრამ ასეთი შემთხვევა ძალიან იშვიათად ვლინდება.
თუ ქალი ორსულობის პერიოდში იღებდა კორტიკოსტეროიდს, მშობიარობიდან გამომდინარე სტრესის მიზეზით თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის (როდესაც თირკმელზედა ჯირკვლები ვერ გამოიმუშავებენ საკმარისი რაოდენობით სტეროიდულ ჰორმონს) დადგენის მიზნით საჭიროა, იგი იყოს ექიმის დაკვირვების ქვეშ ჭინთვების დროს და შემდგომ, ასევე მშობიარობის დროს.
თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.
ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ ბავშვს აწოვებთ ძუძუს, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
არ არის ცნობილი, არის თუ არა უსაფრთხო დიპროსპანის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში. თუ ორსულობის დროს ტარდებოდა კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა, მშობიარობის დროს და შემდგომ პერიოდში საჭიროა ყურადღებით დაკვირვება როგორც დედაზე, ასევე ბავშვზე.
სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვა
დიპროსპანი ზოგადად არ ზემოქმედებს კოორდინაციის და რეაქციის უნარზე. მაგრამ მაღალი დოზებით ან ხანგრძლივი მკურნალობისას ზოგ პაციენტს შესაძლებელია გამოუვლინდეს ძლიერი ემოციის (ეიფორია) ან თავბრუსხვევის შეგრძნება (ინსომნია) ან მხედველობის პრობლემები, რამაც შესაძლებელია ზემოქმედება მოახდინოს სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დიპროსპანის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
ბენზილის სპირტი:
ამ პრეპარატის ყოველ 1 მლ-ში არის 9 მგ ბენზილის სპირტი.
ბენზილის სპირტმა შესაძლებელია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
ბენზილის სპირტი დაკავშირებულია პატარა ბავშვებში სერიოზული გვერდითი რეაქციის განვითარების რისკთან, რაც მოიცავს სუნთქვის პრობლემებს, სახელად „ასფიქსიის სინდრომი“.
ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ შეიძლება ახალშობილებში (0-4 კვირის ასაკი) გამოყენება.
ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის გარეშე არ შეიძლება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში გამოყენება.
თუ ხართ ორსულად ან ბავშვი გყავთ ძუძუთი კვებაზე, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან, რადგანაც შესაძლებელია ორგანიზმში დაგროვდეს დიდი რაოდენობით ბენზილის სპირტი და გამოიწვიოს გვერდითი რეაქცია, სახელად მეტაბოლური აციდოზი.
თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის დაავადება, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან, რადგანაც შესაძლებელია ორგანიზმში დაგროვდეს დიდი რაოდენობით ბენზილის სპირტი და გამოიწვიოს გვერდითი რეაქცია, სახელად მეტაბოლური აციდოზი.
დიპროსპანი შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს (E218) და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს (E216), რომლებიც იწვევენ ალერგიულ რეაქციებს (სავარაუდოდ დაყოვნებული ტიპის) და გამონაკლის შემთხვევებში სუნთქვის გაძნელებას.
ნატრიუმი:
ამ სამკურნალო პრეპარატის ყოველი ამპულა შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლები რაოდენობით ნატრიუმს, ანუ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება
გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს სხვა პრეპარატები, რომელსაც ამჟამად იღებთ, მიიღეთ ან შესაძლებელია მომავალში მიიღოთ.
გთხოვთ, ექიმს ან ფარმაცევტს აცნობოთ, თუ იღებთ ქვემოთ მითითებულ რომელიმე პრეპარატს, რადგანაც დიპროსპანის გამოყენებისას შესაძლებელია საჭირო გახდეს გარკვეული პრეპარატების დოზის შეცვლა:
- ანტიეპილეფსიური პრეპარატები (ეპილეფსიის დროს გამოყენებული პრეპარატები),
- ანტიბიოტიკები,
- ჰორმონული პრეპარატები,
- შაქრიანი დიაბეტის დროს გამოყენებული პრეპარატები,
- გულის ან სისხლის დაავადებების დროს გამოყენებული პრეპარატები (როგორიცაა დიურეზული საშუალებები, საგულე გლიკოზიდები, სისხლის გამათხელებელი პრეპარატები).
თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე პრეპარატს, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, რადგანაც დიპროსპანის გამოყენების დროს ამ პრეპარატის მიღების შემთხვევაში არსებობს ალბათობა, კუჭმა ან ნაწლავებმა ვერ იფუნქციონირონ გამართულად:
- ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები.
ზოგიერთმა პრეპარატმა შესაძლებელია გაზარდოს დიპროსპანის ზემოქმედება და, თუ იღებთ ამ პრეპარატებს (მათ შორის აივ ინფექციის დროს გამოყენებული ზოგიერთი პრეპარატი: რიტონავირი, კობიცისტატი), ექიმმა შესაძლებელია მოითხოვოს თქვენზე ინტენსიური დაკვირვება.
თუ ექიმი მოითხოვს გარკვეული ლაბორატორიული ანალიზების ჩატარებას, არ დაგავიწყდეთ, აცნობოთ, რომ თქვენ იყენებთ დიპროსპანს.
თუ ამჟამად იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით რომელიმე პრეპარატს, მათ შორის პრეპარატებს, რომელიც იყიდება ურეცეპტოდ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს .
3. როგორ გამოიყენება დიპროსპანი?
ინსტრუქცია სათანადო გამოყენების და დოზირების/გამოყენების სიხშირის შესახებ
დიპროსპანი უნდა გააკეთოს ექიმმა ან ექიმის კონტროლის ქვეშ სამედიცინო პერსონალმა.
დიპროსპანი არის სუსპენზია, რომელიც კეთდება ინექციის გზით. გამოყენებამდე უნდა შეანჯღრიონ. როგორც წესი, დიპროსპანს გაგიკეთებთ თქვენი ექიმი ან სამედიცინო პერსონალი. ექიმი დოზას განსაზღვრავს თქვენი საჭიროების მიხედვით.
გამოყენების გზა და მეთოდი
ინექცია შესაძლებელია გაკეთდეს კუნთში, სახსარში, სახსრის ირგვლივ, დაზიანებულ უბანზე, კანზე ან სინოვიურ აბგაში (სითხით სავსე პატარა ტომსიკა, რომელიც იცავს მყესს). შესაძლებელია ინექცია გაკეთდეს რბილ ქსოვილებშიც.
არ შეიძლება დიპროსპანის ინექციის გაკეთება სისხლძარღვში ან კანქვეშ.
„თქვენი ექიმი პრეპარატის დოზას განსაზღვრავს და გაგიკეთებთ თქვენი დაავადების შესაბამისად.“
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება: არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება.
ასაკოვნებში გამოყენება:ასაკოვან და ახალგაზრდა პაციენტებს შორის ზოგადად არ ვლინდება განსხვავება უვნებლობის და ეფექტურობის მხრივ. არ უნდა იქნას უგულებელყოფილი, რომ ზოგიერთ ასაკოვან ინდივიდს აქვს უფრო მომატებული მგრძნობელობა, მაგრამ სხვა ცნობილი კლინიკური კვლევებით არ არის დადგენილი ასაკოვან და ახალგაზრდა პაციეტებს შორის განსხვავება რეაქციის მხრივ.
გამოყენების სპეციალური პირობები:
თირკმლის უკმარისობა:თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა.
ღვიძლის უკმარისობა: ბეტამეთაზონი ღვიძლში იშლება. პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით პრეპარატი ორგანიზმიდან გამოიყოფა ნელა ან გვიან.
თუ თვლით, რომ დიპროსპანის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დიპროსპანი გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობით:
თქვენი ექიმი რეგულარულად გააკონტროლებს, მიიღეთ თუ არა სწორი დოზა.
თუ დიპროსპანი გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ დიპროსპანის ის მიღება:
გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
დიპროსპანით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში მოსალოდნელი რეაქცია
კორტიკოსტეროიდებით ხანგძლივად ან მაღალი დოზებით მკურნალობის შემდეგ, პრეპარატის შეწყვეტიდან დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში იქნებით ექიმის ინტენსიური დაკვირვების ქვეშ. კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის უეცრად შეწყვეტისას შესაძლებელია გამოვლინდეს პრეპარატიდან გამომდინარე თირკმელზედა ჯირკვლის მეორადი უკმარისობა. რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად დოზა უნდა შემცირდეს ნელ-ნელა. მკურნალობის დროს გამოყენებული უნდა იქნას ყველაზე დაბალი დოზა, რაც საჭიროა იმისათვის, რომ დაავადება დაექვემდებაროს კონტროლს. თუ შესაძლებელია, დოზის შემცირება უნდა მოხდეს ნელ-ნელა.
არ შეწყვიტოთ დიპროსპანის გამოყენება უეცრად. დოზა ნელ-ნელა უნდა შეამციროს ექიმმა.
თუ გაქვთ სხვა შეკითხვა ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?
სხვა პრეპარატების მსგავსად, დიპროსპანის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია აღენიშნებოდეთ გვერდითი მოვლენები. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გექნებათ ნებისმიერი სერიოზული ან მუდმივი გვერდითი რეაქცია ან ჯანმრთელობის ცვლილება, რომელიც, თქვენი აზრით, შესაძლებელია უკავშირდებოდეს დიპროსპანს, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.
გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია შემდეგ კატეგორიებში მოცემული სახით:
ძალიან ხშირი : შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან არანაკლებ ერთს.
ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.
არახშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 1000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 10.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
ძალიან იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.
უცნობი სიხშირე: უვლინდება იმდენად მცირე რაოდენობის პაციენტს, რომ შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით.
კორტიკოსტეროიდებთან, მათ შორის დიპროსპანთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები დამოკიდებულია მკურნალობის ვადაზე და დოზაზე.
ქვემოთ მითითებული რომელიმე შემთხვევის დადგომისას შეწყვიტეთ დიპროსპანის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს:
- ანაფილაქტოიდური ან ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ალერგიული რეაქცია გამონაყარის და ცხელების სახით, სახის, ენის ან ყელის შეშუპება, სუნთქვის და ყლაპვის გაძნელება) და წნევის დაქვეითება ან შოკის მსგავსი რეაქციები.
ეს სერიოზული გვერდითი რეაქციებია. შესაძლებელია საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა. სერიოზული გვერდითი რეაქციები ძალიან იშვიათია.
თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ მითითებულ სიმპტომს, აცნობეთ თქვენს ექიმს:
უცნობია:
- გულისცემის სიჩქარის ცვლილებები, არტერიული წნევის მატება, მგრძნობელობის მქონე პაციენტებში გულის ქრონიკული უკმარისობა;
- კუნთების სისუსტე, კუნთების ტკივილი, კუნთოვანი მასის დაკარგვა, კალციუმის დაკარგვა, მიასთენია გრავისით (ქრონიკული ავტოიმუნური ნერვ-კუნთოვანი დაავადება, რომელიც იწვევს ჩონჩხის კუნთების დასუსტებას) დაავადებულებში მიასთენიის სიმპტომების გამწვავება, ოსტეოპოროზი (დაავადება, რომლის დროსაც ქვეითდება ძვლის სიმკვრივე და ხარისხი) ზოგჯერ ძლიერი ძვლების ტკივილით და ხერხემლის ძვლების სპონტანური მოტეხილობით, ძვლის ასეპტიკური ნეკროზი (დაავადების პროცესი ბარძაყის და მხრის ძვლებში, რომლის დროსაც ძვლის უბანს სუსტად მიეწოდება სისხლი, რაც იწვევს ძვლის ლოკალურ ნეკროზს), მყესის გაგლეჯა, სტეროიდული მიოპათია (დაავადების პროცესი, რომელიც იწვევს, როგორც წესი, ზედა და ქვედა კიდურების კუნთების და კისრის კუნთების დასუსტებას), პათოლოგიური მოტეხილობა (გარკვეული დაავადებით გამოწვეული ძვლის მოტეხილობა), სახსრის სტრუქტურის ცვლილება;
- აზოტის გამოყოფის მატება, ლიპომატოზი (მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმის გარკვეულ უბანზე გროვდება დიდი რაოდენობით ცხიმი), წყლის შეკავება (ედემა), ნატრიუმის შეკავება, კალიუმის დაკარგვა, ჰიპოკალემიური ალკალოზი (მდგომარეობა, რომელიც გამომდინარეობს კალიუმის დეფიციტზე ან დაკარგვაზე თირკმლების რეაქციიდან);
- კანის გათხელება და მგრძნობელობის მატება, კანის ატროფია, ექკიმოზი (სილურჯე), სახეზე სიწითლე, ჭრილობის ნელა შეხორცება, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მომატებული ოფლიანობა, ჭინჭრის ციება, პეტექია (კანქვეშა სისხლდენის გამო წერტილის ფორმის გამონაყარის გაჩენა), ალერგიული ეგზემა, ანგიონევროზული ედემა (ჭინჭრის ციების მსგავსად კანქვეშა მიდამოს შეშუპება);
- კუჭის წყლული სავარაუდო დაზიანებასთან და სისხლდენასთან ერთად, კუჭთან ან ნაწლავებთან დაკავშირებული ზოგიერთი დარღვევა, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, სლოკინი, ნაწლავის პერფორაცია (ნაწლავის ანთება), პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება), მუცლის შებერილობა (მუცელში დაჭიმულობის შეგრძნება), წყლულოვანი ეზოფაგიტი (საყლაპავის გაღიზიანება, რომელიც გარდაიქმნება წყლულად);
- კონვულსიები, ძლიერი ემოცია (ეიფორია), ძილის გაძნელება (ინსომნია), გაბრუება, რომელიც მოიცავს თავბრუსხვევასაც, თავის ტკივილი, შაკიკი, ვერტიგო, გუნება-განწყობის ცვლილება, ძლიერი დეპრესია, ძლიერი გაღიზიანება, ფსიქოზური რეაქციები, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ფსიქიკური დარღვევები, თავის ტვინის ფსევდოსიმსივნე (ქალასშიდა წნევის მატება);
- თვალის დარღვევები, მაგალითად, უკანა სუბკაფსულური კატარაქტა, გლაუკომა ან თვალის კაკლის ნორმალური პოზიციიდან გადაადგილება;
- დაბინდული მხედველობა;
- მთვარისებური სახე (სახის შეშუპება), აკნე, მენსტრუაციის და ლიბიდოს დარღვევები (სქესობრივი ლტოლვის დარღვევები), დიაბეტით დაავადებულებში ინსულინის ან ორალური ანტიდიაბეტური პრეპარატების (შაქრიანი დიაბეტის დროს გამოყენებული პრეპარატები) საჭიროების მომატება, ნახშირწყლების მიმართ ტოლერანტობის დაქვეითება (ნახშირწყლების მონელების გაძნელება), ფარული შაქრიანი დიაბეტის სიმპტომები, ჰიპოფიზის და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მეორადი ინჰიბიცია (თირკმელზედა ჯირკვლების მეორადი უკმარისობა), რაც სტრესის შემთხვევაში (როგორიცაა ტრავმა, ქირურგიული ოპერაცია და ავადმყოფობა) საზიანოა;
- ნაყოფის (დედის მუცელში მყოფი ბავშვის) ან ბავშვის ზრდის შენელება;
- წონაში მატება;
- კანის ანალიზებში მკურნალობაზე არსებული პასუხის დათრგუნვა;
- ინფექციის სიმპტომების შენიღბვა, ფარული ინფექციების გააქტიურება;
- მიკობაქტერიების, ტუბერკულოზის, Candida albicans-ის ან ვირუსების მიერ გამოწვეული ინფექციების მიმართ წინააღმდეგობის დაქვეითება;
- ანაფილაქსიური და ალერგიული რეაქციები (ალერგიული რეაქცია გამონაყარის და ცხელების სახით, სახის, ენის ან ყელის შეშუპება, სუნთქვის და ყლაპვის გაძნელება), არტერიული წნევის დაქვეითება ან შოკთან დაკავშირებული რეაქციები.
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით რეაქციას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმირება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
5. დიპროსპანის შენახვა
დიპროსპანი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, საკუთარ შეფუთვაში.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.
არ გამოიყენოთ მუყაოს კოლოფზე და ამპულაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოს, ურბანიზაციის და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
ინახება არაუმეტეს 25 0C ოთახის ტემპერატურაზე გაყინვისგან დაცული სახით.
არ გამოიყენოთ დიპროსპანი, თუ შეფუთვაზე ან სუსპენზიაზე შენიშნავთ დაზიანებას.
ქვემოთ წარმოდგენილი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ექიმების და სამედიცინო პერსონალისთვის
დიპროსპანის სუსპენზიის შემადგენელი ბეტამეთაზონის ეთერი - ბეტამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატი სწრაფად შეიწოვება ინექციის ადგილიდან და იძლევა დაუყოვნებლივ ეფექტს. პრეპარატის შემადგენლობაში არსებულ ბეტამეთაზონს აქვს მაღალი ხსნადობა, ექიმმა მხედველობაში უნდა მიიღოს ეს მახასიათებელი. პრეპარატის ზემოქმედება იზრდება ჰიპოთირეოიდიზმით და ციროზით დაავადებულ პაციენტებში.
გლუკოკორტიკოსტეროიდების გართულებები მჭიდროდ არის დაკავშირებული დოზასა და მკურნალობის ხანგრძლივობასთან, რის გამოც ნებისმიერ პაციენტთან დაკავშირებით მისაღებია შეფასდეს რისკი/სარგებელი.
თუ კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობისას პარენტერალური გამოყენებიდან სურთ პერორალურ გამოყენებაზე გადასვლა, უნდა შეფასდეს რისკი/სარგებელი.
გამოყენების ფორმა:
ბეტამეთაზონის დიპროპიონატის კრისტალები ძალიან მცირე ზომისაა, რის გამოც ინტრადერმალურად და დაზიანებაზე შესაძლებელია წვრილი ნემსის (№:26-მდე) გამოყენება.
თუ სურთ დიპროსპანის სუსპენზიასთან ერთად ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების გამოყენება, შესაძლებელია შპრიცში პრეპარატთან შერეული იქნას 1% ან 2%-იანი პროკაინის ჰიდროქლორიდი ან ლიდოკაინი, რომელიც არ შეიცავს პარაბენს. არ არსებობს აკრძალვა მსგავსი ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით, მაგრამ ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების გამოყენების შემთხვევაში უნდა ერიდოთ მეთილპარაბენის, პროპილპარაბენის, ფენოლის და მათი მსგავსი ნივთიერებების შემცელი საანესთეზიო საშუალებების გამოყენებას.
შპრიცში თავდაპირველად უნდა ამოიღონ საჭირო რაოდენობით დიპროსპანის სუსპენზია, შემდეგ - ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება და შპრიცი მსუბუქად უნდა შეანჯღიონ შესარევად.
კანზე დიპროსპანი უნდა გამოიყენონ №:26 ნემსით და ტუბერკულინის შპრიცით 0,2 მლ/სმ 2 მოცულობით. ერთი კვირის განმავლობაში ნებისმიერ ქსოვილზე გამოყენებული დიპროსპანის დოზა არ უნდა აღემატებოდეს ჯამში 1 მლ-ს.
ინექციების უმეტესი ტიპისთვის მისაღებია ტუბერკულინის შპრიცი და №:25 ნემსი.
კორტიკოსტეროიდის ინტრამუსკულური ინექცია უნდა გაკეთდეს კუნთის დიდ მასაში ღრმად, რათა თავიდან იქნას აცილებული ადგილობრივად ქსოვილის ატროფია. რბილ ქსოვილში ან დაზიანებაზე გაკეთებულმა კორტიკოსტეროიდის ინექციებმა ადგილობრივი რეაქციის გარდა შესაძლებელია გამოიწვიოს სისტემური რეაქციებიც.
სახსარში გამოყენება:
სეპტიკური დაავადების ალბათობის გამოსარიცხად საჭიროა სახსრის ყურადღებით გასინჯვა. უნდა ერიდოთ ინფიცირებულ სახსარში ლოკალურად კორტიკოსტეროიდის ინექციის გაკეთებას. თუ დადგინდება სეპტიკური ართრიტის ნიშნები, როგორიცაა ტკივილი და ადგილობრივი შეშუპების მატება, სახსრის მოძრაობის უფრო მეტად შეზღუდვა, ცხელება და მოტეხილობა, უნდა დაიწყოს სათანადო ანტიმიკრობული მკურნალობა.
არ შეიძლება კორტიკოსტეროიდების გაკეთება სუსტ სახსრებში, ინფიცირებულ უბნებზე ან ინტერვერტებრულ ღრუში. ოსტეოართრიტით დაავადებულ სახსრებში მუდმივად ინექციის გაკეთებამ შესაძლებელია გაზარდოს სახსრების დეგენერაცია. უნდა ერიდოთ უშუალოდ მყესში კორტიკოსტეროიდების ინექციის გაკეთებას. სახსარში კორტიკოსტეროიდის გაკეთების შემდეგ პაციენტი უნდა გააფრთხილონ, რომ ზედმეტად არ დატვირთოს სახსარი, რომელშიც შემსუბუქდა სიმპტომები.
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება:
ორსულობის კატეგორია: C. არ შეიძლება ორსულებში გამოყენება სამედიცინო აუცილებლობის გარეშე. მეძუძურ დედებსა და ფერტილური ასაკის ქალებში უნდა გამოიყენონ რისკი/სარგებლის შეფასებით. ჩვილი ბავშვი, რომლის დედა ორსულობის დროს იყენებდა დიდი დოზით კორტიკოსტეროიდებს, უნდა შეფასდეს ჰიპოადრენალიზმის თვალსაზრისით. მშობიარობამდე პერიოდში დედისთვის ბეტამეთაზონის ინექციის გამოყენების შემთხვევაში დროებით ითრგუნება ნაყოფის ჰიპოფიზის ჰორმონები, რომლებიც არეგულირებენ თირკმელზედა ჯირკვლებში წარმოებულ კორტიკოსტეროიდს, და ფეტალური ზრდის ჰორმონი. მაგრამ ფეტალური ჰიდროკორტიზონის დათრგუნვა არ ზემოქმედებს მშობიარობის შემდეგ სტრესის მიმართ ჰიპოფიზურ-ადრენოკორტიკალურ პასუხზე.
კორტიკოსტეროიდები აღწევენ პლაცენტაში, რის გამოც, თუ დედა ორსულობის პერიოდში დიდი ხნის განმავლობაში ან გარკვეული ხნით იღებდა კორტიკოსტეროიდებს, ახალშობილი ან ჩვილი ბავშვი ყურადღებით უნდა გასინჯოს ექიმმა სავარაუდო თანდაყოლილი კატარაქტის დადგენის მიზნით, რაც ძალიან იშვიათად ვლინდება.
ზედოზირების მკურნალობა:
სათანადო მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს კორტიკოსტეროიდების მეტაბოლურ რეაქციებს, ძირითადი დაავადების ან თანმხლები დაავადების რეაქციებს ან პრეპარატების ურთიერთქმედებით გამოწვეულ გართულებებს. უზრუნველყოფილი უნდა იქნა საკმარისი სითხის მიღება, მოხდეს დაკვირვება შრატსა და შარდში ელექტროლიტების, განსაკუთრებით ნატრიუმის და კალიუმის დონეებზე. თუ გამოვლინდება ელექტროლიტური დისბალანსი, საჭიროა ჩატარდეს მკურნალობა.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account