დიპროსალიკი - Diprosalic მალამო 30გ
ჩვენება: ფსორიაზის, ქრონიკული ატოპიური დერმატიტის, ნეიროდერმიტის, დისჰიდროზის („წყალმანკი“), თავის თმიანი ნაწილის სებორეული დერმატიტის და სხვა იქთიოზური მდგომარეობების დროს.
დიპროსალიკი®/DIPROSALIC®
სავაჭრო დასახელება: დიპროსალიკი®
მოქმედი ნივთიერება: ბეტამეტაზონი და სალიცილის მჟავა.
აღწერა
ერთგვაროვანი, რბილი კონსისტენციის მალამო, პრაქტიკულად თეთრი ფერის, გარეშე მინარევების გარეშე.
შემადგენლობა:
1გ მალამო შეიცავს:
მოქმედი ნივთიერებები: 0,5მგ ბეტამეტაზონს (დიპროპიონატის სახით) და 30 მგ სალიცილის მჟავას;
დამხმარე ნივთიერებები: თხევადი პარაფინი, თეთრი რბილი პარაფინი.
გამოშვების ფორმა:
მალამო.
ასევე, იხილეთ: Diprosalic Lotion - დიპროსალიკი ლოსიონი 30მლ.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
დერმატოლოგიაში გამოსაყენებელი კორტიკოსტეროიდები. მაღალაქტიური კორტიკოსტეროიდები სხვა საშუალებებთან კომბინაციაში.
ათქ კოდი: D07Х C01.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ბეტამეტაზონის დიპროპიონატი
ბეტამეტაზონი დიპროპიონატის ფორმით წარმოადგენს მძლავრ კორტიკოსტეროიდს (მოქმედების კლასი III) ანტიანთებითი, ქავილის საწინააღმდეგო და სისხლძარღვების შემავიწროებელი მოქმედებით. ამასთან, კორტიკოსტეროიდების ადგილობრივი გამოყენება არ წარმოადგენს ეტიოტროპულ შემთხვევას, დაავადების რეციდივი შესაძლებელია განვითარდეს მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
სალიცილის მჟავა.
სალიცილის მჟავა, კერატოლიზური თვისებების გამო, განაპირობებს ღრმა შრეების მისაწვდომობის ზრდას ბეტამეტაზონის დიპროპიონატისათვის და ზრდის მის შეწოვას.
ფარმაკოკინეტიკა
მონაცემები პრეპარატ დიპროსალიკის ფარმაკოკინეტიკის შესახებ არ არსებობს.
კანიდან პრეპარატის აბსორბციის და გაწოვის მაჩვენებელი ადგილობრივი გამოყენებისას დამოკიდებულია სხეულის უბანზე, კანის საფარველის მდგომარეობაზე, წამლის ფორმაზე, ასაკსა და გამოყენების მეთოდზე. ნორმალურ პირობებში ადგილობრივი გამოყენებისას სისტემურ სისხლის მიმოქცევაში ხვდება ბეტამეტაზონის მხოლოდ ნაწილი. უნდა აღინიშნოს, რომ სამკურნალწამლო საშუალების შემადგენლობაში არსებული სალიცილის მჟავა აძლიერებს კორტიკოსტეროიდის შეწოვასა და კანში აბსორბციას.
კანში სალიცილის მჟავას აბსორბციის მაჩვენებელი დამოკიდებულია კანის მდგომარეობაზე. კანის აბსორბცია, სხვა მდგომარეობის გარდა, იზრდება ფსორიაზული ერითროდერმიის ან დერმატოზების დროს, რაც კანის ანთებით და ეროზიულ ცვლილებებთანააა დაკავშირებული.
სალიცილის მჟავას მეტაბოლიზმი ხორციელდება ღვიძლში. დოზების ნორმალურ დიაპაზონში ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს 2-3 საათს.
გამოყენების ჩვენება
ანთებითი სიმპტომების შესამცირებლად არაინფიცირებული სუბაკუტური და ქრონიკული მშრალი და ჰიპერკერატოზული დერმატოზების დროს, კორტიკოსტეროიდების მიმართ მგრძნობიარე ფსორიაზის, ქრონიკული ატოპიური დერმატიტის, ნეიროდერმიტის (ქრონიკული მარტივი ლიქენი, ბრტყელი ლიქენის, ეგზემის (მათ შორის, მონეტისებრი ეგზემის, ხელების ეგზემის, ეგზემატოზური დერმატიტის), დისჰიდროზის („წყალმანკი“), თავის თმიანი ნაწილის სებორეული დერმატიტის, ჩვეულებრივი იქთიოზის და სხვა იქთიოზური მდგომარეობების დროს.
იხილეთ ბლოგი : დერმატიტი - გავრცელებული კანის პრობლემა
გამოყენების მეთოდები და დოზები
მოზრდილებსა და ბავშვებში მალამო გამოიყენება დღეში ორჯერ - დილას და საღამოს, კანის დაზიანებული უბნების სრული დაფარვით. ზოგიერთ პაციენტში დამაკმაყოფილებელი ეფექტის მიღწევა შესაძლებელია პრეპარატის ნაკლები სიხშირით გამოყენებისას. მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება დაავადების სიმძიმითა და მიმდინარეობით.
მაქსიმალური დღიური დოზა: საჭიროა შეირჩეს ყველაზე დაბალი დოზა, რომელზეც შესაძლებელია განხორციელდეს დაავადების სიმპტომების კონტროლი.
გვერდითი მოქმედება
ადგილობრივი გვერდითი რეაქციები, რაც ქვემოთაა მოცემული, არის ტიპიური ადგილობრივად გამოყენებადი კორტიკოსტეროიდებისათვის, ამიტომ ისინი დასაშვებია პრეპარატ დიპროსალიკისათვის®.
არასასურველი ეფექტების გამოვლინების სიხშირის მითითება შეუძლებელია, ვინაიდან მოცემული შემთხვევები დარეგისტრირდა მხოლოდ პრეპარატის ბაზარზე გასვლის შემდეგ.
მკურნალობის დასაწყისში
იმუნური სისტემა: ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია.
კანი: კანის გაღიზიანება, წვა, ქავილი, სიმშრალე.
უფრო ხანგრძლივი გამოყენება
კანი: კანის ატროფია, ტელეანგიექტაზიები, კანის ჰემორაგიები, სტრიები, აკნე, როზაცეას მსგავსი (პერიორალური) დერმატიტი.
დიდ ზედაპირებზე გამოყენებისას და/ან ოკლუზიური ნახვევის ქვეშ ხანგრძლივად გამოყენებისას
ინფექციები: ინფექციები
ენდოკრინული სისტემა: ენდოგენური კორტიკოსტეროიდების სინთეზის დათრგუნვა, ჰიპერკორტიციზმი შეშუპებებით.
ნივთიერებათა ცვლა: შაქრიანი დიაბეტი (ფარული დაავადების მანიფესტირება)
კანი: სტრიები.
ძვალ-კუნთოვანი სისტემა: ოსტეოპოროზი, ზრდის შეჩერება ბავშვებში.
ზოგადი დარღვევები და გამოყენების ადგილას რეაქციები: შეშუპებები.
ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას, ასევე აღწერილია სისტემური გვერდითი რეაქციები, მაგალითად, მხედველობის დაბინდვა.
ზემოხსენებული გვერდითი რეაქციების, ასევე იმ რეაქციების გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არაა მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება
თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი რეაქცია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის ისეთებზე, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. არასასურველი რეაქციების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
უკუჩვენებები
-მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რაიმე კომპონენტის მიმართ.
-კანის ბაქტერიული, ვირუსული (ჰერპესი, ჩუტყვავილა, შემომსარტყვლელი ლიქენი, კონტაგიოზული მოლუსკი) ან სოკოვანი ინფექცია; ტუბერკულოზი, სიფილისი, კანის პოსტვაქცინური რეაქციები.
-ვულგარული აკნე, როზაცეა, პერიორალური დერმატიტი,
არ დაიშვება პრეპარატის კონტაქტი ჭრილობასთან, წყლულთან და ლორწოვან გარსებთან.
დიპროსალიკი არ გამოიყენება ოფთალმოლოგიაში, თვალების სიახლოვეს და ოკლუზიური სახვევის ქვეშ.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების ჭარბმა ან გახანგრძლივებულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოფიზ-თირკმელზედა სისტემის ფუნქციის დათრგუნვა, რაც შესაძლოა გახდეს თირკმელზედა ჯირკვლების მეორადი უკმარისობის და მეორადი ჰიპერკორტიციზმის განვითარების მიზეზი, მათ შორის, კუშინგის დაავადების ჩათვლით.
სალიცილის მჟავას შემცველი ტოპიკური პრეპარატების ჭარბმა ან გახანგრძლივებულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს სალიცილიზმის სიმპტომები.
მკურნალობა: ნაჩვენებია შესაბამისი სიმპტომური მკურნალობა. ჰიპერკორტიციზმის მწვავე სიმპტომები, ჩვეულებრივ, შექცევადია. აუცილებლობისას ნაჩვენებია ელექტროლიტური დისბალანსის კორექცია. ქრონიკული ტოქსიური მოქმედებისას რეკომენდებულია კორტიკოსტეროიდების ნელი შეწყვეტა.
სალიცილიზმის მკურნალობა სიმპტომურია. მიიღება ზომები ორგანიზმიდან სალიცილატების სწრაფი გამოყოფისათვის. პერორალურად გამოიყენება ნატრიუმის ჰიდროკარბონატი შარდის გასატუტიანებლად და დიურეზის გასაძლიერებლად.
უსაფრთხოების ზომები
თუ პრეპარატის გამოყენების ფონზე გამოვლინდა კანის გაღიზიანება ან მომატებული მგრძნობელობა, მკურნალობა უნდა შეწყდეს. ინფექციების დართვისას უნდა დაინიშნოს შესაბამისი თერაპია.
გვერდითი ეფექტი, რომელიც ახასიათებს სისტემური კორტიკოსტეროიდის გამოყენება, მათ შორის თირკმელზედას ფუნქციის დათრგუნვა, ასევე შესაძლოა განვითარდეს ადგილობრივი კორტიკოსტეროიდის ჭარბი და ხანგრძლივი გამოყენებისას, განსაკუთრებით პედიატრიულ პრაქტიკაში.
ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების და სალიცილის მჟავას სისტემური აბსორბცია იზრდება კანის მნიშვნელოვანი უბნების მკურნალობისას, ასევე ოკლუზიური ნახვევების გამოყენებისას. თავიდან უნდა იქნას აცილებული სალიცილის მჟავას გამოყენება ღია ჭრილობებსა და დაზიანებულ კანზე. უსაფრთხოების ამ წესების გამოყენება აუცილებელია ასევე ხანგრძლივი გამოყენებისას, განსაკუთრებით ბავშვების მკურნალობისას.
კანის გაღიზიანებისას, მათ შორის კანის ძლიერი სიმშრალის დროს, უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება.
უწყვეტი გამოყენების პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 2- 3 კვირას, თუ ეს შესაძლებელია.
ძალიან ძლიერი, ძლიერი და საშუალო ძალის კორტიკოსტეროიდები გამოყენებულ უნდა იქნას სახეზე და გენიტალიების არეში ძალიან ფრთხილად და არა უმეტეს 1 კვირისა.
კანის უბნებზე თვალების ირგვლივ შესაძლოა გამოყენებულ იქნას მხოლოდ სუსტი კორტიკოსტეროიდები (გლაუკომის განვითარების რისკის გამო).
პაციენტს უნდა მიეცეს მითითებანი გამოიყენონ პრეპარატი მხოლოდ მიმდინარე კანის დაავადების სამკურნალოდ და არ გადასცეს პრეპარატები სხვა პირებს.
სისტემური და ადგილობრივი მოქმედების კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას (ინტრანაზალური, საინჰალაციო და თვალის საშუალებების ჩათვლით) შეიძლება განვითარდეს მხედველობის დარღვევები. თუ ჩნდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის მხრივ სხვა დარღვევები, პაციენტმა უნდა გაიაროს ოფთალმოლოგთან გამოკვლევა მხედველობის დარღვევის შესაძლო მიზეზების შეფასებისთვის, რომლებიც მოიცავს კატარაქტას, გლაუკომას და ასევე ისეთ იშვიათ დაავადებებს, როგორიცაა ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია, რაც აღწერილია სისტემური და ადგილობრივი მოქმედების კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ.
გამოყენება პედიატრიაში -
ბავშვებში შესაძლებელია უფრო ხშირად გამოვლინდეს ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზარულ-ადრენალური სისტემის დართგუნვა და გარეგანი კორტიკოსტეროიდული ეფექტების გამოვლენა ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გავლენით, ვიდრე მოზრდილ პაციენტებში. ეს დაკავშირებულია პრეპარატის უფრო მაღალ აბსორბციასთან ბავშვებში სხეულის ზედაპირის ფართობის სხეულის მასათან შეფარდების მაღალი მაჩვენებლის გამო. ბავშვებში, რომლებიც იღებენ მკურნალობას ტოპიკური კორტიკოსტეროიდებით, შესაძლოა დაფიქსირდეს ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზარულ-ადრენალური სისტემის დართგუნვა, კუშინგის სინდრომი, ზრდის ხაზოვანი შენელება, წონაში მატების ჩამორჩენა, ქალაშიდა წნევის მატება. ადრენალური სუპრესიის გამოვლინება ბავშვებში: კორტიზოლის დაბალი დონე სისხლის პლაზმაში და პასუხის არარსებობა აკტჰ სტიმულაციაზე. ქალაშიდა წნევის მატება ვლინდება ყიფლიბანდის გამობერვით, თავის ტკივილით, მხედველობის ნერვების დისკების ბილატერალური შეშუპებით.
ორსულობა და ლაქტაცია
გამოყენების უსაფრთხოება ორსულობის დროს არაა დამტკიცებული, ამიტომ პრეპარატის გამოყენება შესაძლოა მხოლოდ აუცილებელი საჭიროების დროს, თუ პოტენციური სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფის/ბავშვისათვის. ორსულობის დროს ამ ჯგუფის პრეპარატები არ უნდა იქნას გამოყენებული დიდ დოზებში ან ხანგრძლივად. არაა ცნობილი, შესაძლოა თუ არა ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდების სისტემური აბსორბციის შედეგად მისი რძეში გადასვლა. გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან პრეპარატის შეწყვეტის შესახებ უნდა იქნას მიღებული დედის მიერ პრეპარატის მიღების აუცილებლობიდან გამომდინარე.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან
სალიცილის მჟავამ შესაძლოა გააძლიეროს სხვა ადგილობრივად გამოყენებადი პრეპარატების შეღწევადობა. ამიტომ, კანის უბნების დამუშავება პრეპარატით არ უნდა მოხდეს სხვა სამკურნალო ან კოსმეტიკურ საშუალებებთან ერთად.
მსუბუქმა მჟანგავებმა და ძლიერ ტუტოვანმა ნაერთებმა შესაძლოა გამოიწვიოს კორტიკოსტეროიდების დაშლა. სალიცილის მჟავაშეუთავსებელია ფენოლებთან და თუთიის ოქსიდთან.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და სხვა მექანიზმების გამოყენების უნარზე
გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და სხვა მექანიზმების გამოყენების უნარზე შესწავლილი არ არის.
შენახვის ვადა. 3 წელი.
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
შეფუთვა. 30 გ ტუბი მუყაოს კოლოფში. 1 ტუბი პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
აფთიქიდან გაცემის პირობები.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account