დილაქსანი - Dylaxan 500მგ 30 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 31,31 GEL რეგულარული ფასი 40,00 GEL
მარაგშია
SKU
90899_3154

ჩვენება: გამოიყენება ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შესანარჩუნებლად.

დილაქსანი Dylaxan

შავი თესლის ზეთი 500 მგ

შემადგენლობა:

თითოეული დილაქსანის რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს:

Nigella sativa L. თესლის ზეთი 500 მგ

კაფსულის აღწერა: გამჭვირვალე, მოწითალო ყავისფერი ფერის, ოვალური ფორმის, რბილი ჟელატინის კაფსულა.

ჩვენებები:

ტრადიციულად გამოიყენება ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შესანარჩუნებლად.

დოზირება და გამოყენების მეთოდი:

ზრდასრულები: 1-2 კაფსულა 3 - ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა Nigella sativa L. თესლის ზეთის მიმართ.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:წარმოადგენს ტრადიციულ საშუალებას. გთხოვთ პროდუქტის მიღებამდე მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება:

ფეხმძიმობის დროს არ გამოიყენება.

მონაცემები ძუძუთი კვების დროს გამოყენების შესახებ არასაკმარისია.

გვერდითი ეფექტები:

არ არის ცნობილი.

წამლების ურთიერთქმედება:

არ არის ცნობილი.

გავლენა ლაბორატორიულ ტესტებზე:

არ არის ცნობილი.

ჭარბი დოზირება და მკურნალობა:

დილაქსანის ძალიან დიდი დოზების შემთხვევითი მიღება იწვევს დარღვევებს კუჭნაწლავის მხრივ. მკურნალობა მოიცავს კუჭის დაცლას და სიმპტომურ მკურნალობას.

გამოყენების მეთოდი:

მიიღება პერორალურად.

გავლენა ავტომობილის ტარების და დანადგარების გამოყენების უნარზე:

არ არის ცნობილი.

შეფუთვა:

კოლოფი შეიცავს დილაქსანის 50 რბილ ჯელატინის კაფსულას.

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე,

სინათლისგან დაცულ მშრალ ადგილას.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy