დიზურინორმ ადვანსი - Disurinorm Advance სუსპენზია 250მლ

განსაკუთრებული ფასი 43,33 GEL რეგულარული ფასი 45,61 GEL
მარაგშია
SKU
90290_1609

ჩვენება: რეკომენდებულია შარდვის დარღვევების პროფილაქტიკისთვის პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის I-II სტადიისა და პროსტატიტების დროს.

დიზურინორმ ადვანსი

სუსპენზია შინაგანი გამოყენებისათვის 250 მლ

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

- შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

- დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

- ეს პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ მისცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები იგივეა, რაც თქვენი.

- გვერდითი ეფექტების გამოვლენისას, აუცილებლად აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხ. ნაწილი 4.

გამოყენების ინსტრუქციის შინაარსი:

1. რა არის დიზურინორმ ადვანსი და რისთვის გამოიყენება ის?

2. რა უნდა იცოდეთ დიზურინორმ ადვანსის მიღებამდე

3. როგორ უნდა მიიღოთ დიზურინორმ ადვანსი?

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. დიზურინორმ ადვანსის შენახვის პირობები

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

 

1. რა არის დიზურინორმ ადვანსი და რისთვის გამოიყენება ის?

დიზურინორმ ადვანსი შეიცავს: ჭინჭრის ფესვი (Urtica dioica), ჯუჯა პალმის (Serenoa Repens) მშრალი ექსტრაქტი 10:1, ცხენისწაბლას(Aesculus hippocastanum 20% ესცინალი) მშრალი ექსტრაქტი, გოგრის (Cucurbita pepo) მშრალი ექსტრაქტი (5% ფიტოესტეროლი) და მიეკუთვნება "სხვა უროლოგიური პრეპარატები"-ის ჯგუფს.

დიზურინორმ ადვანსი რეკომენდებულია შარდვის დარღვევების პროფილაქტიკისთვის პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის I-II სტადიისა და პროსტატიტების დროს.

2. რა უნდა იცოდეთ დიზურინორმ ადვანსის მიღებამდე

არ მიიღოთ დიზურინორმ ადვანსი:

თუ გაქვთ ალერგია დიზურინორმი ადვანსის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში).

• აცნობეთ ექიმს და არ მიიღოთ დიზურინორმი ადვანსი

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

დიზურინორმ ადვანსის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ გაქვთ რაიმე დამატებითი რისკ-ფაქტორები

• აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს დიზურინორმ ადვანსის მიღებამდე.

თუ თქვენ ხშირად იღებთ დიზურინორმ ადვანსს

დიზურინორმ ადვანსის ხშირად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილის გაძლიერება.

თუ ეს გეხებათ თქვენ

• აცნობეთ თქვენს ექიმს, მან შეიძლება გირჩიოთ დიზურინორმ ადვანსის მიღების შეწყვეტა.

იმ შემთხვევაში, თუ გრძნობთ ტკივილს ან შებოჭილობას გულმკერდის არეში (როგორც წესი ქრება სწრაფად) და ეს ეფექტები ინტენსიურია, სწრაფად არ ქრება ან პირიქით ძლიერდება:

• სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს დამატებით ინფორმაციას შესაძლო გვერდითი ეფექტების შესახებ. (ნაწილი 4)

არ გამოიყენება ბავშვებში 11 წლამდე

დიზურინორმ ადვანსი არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის 11 წლამდე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებდით, ამჟამად იღებთ ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარატები, მათ შორის ნებისმიერი მცენარეული პროდუქტი ან მედიკამენტი, რომელიც გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ზოგიერთი პრეპარატის მიღება არ შეიძლება დიზურინორმ ადვანსთან ერთად.

ზოგიერთმა პრეპარატმა დიზურინორმ ადვანსთან ერთად მიიღების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი გვერდითი ეფექტების გაძლიერება.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობისა და ლაქტაციის დროს უსაფრთხოება დადგენილი არ არის. მონაცემების ნაკლებობის გამო, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ფერტილობაზე ზეგავლენის ტესტი არ ჩატარებულა.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვა

კვლევები ავტომობილისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე გავლენის შესახებ არ ჩატარებულა.

3.როგორ მივიღოთ დიზურინორმ ადვანსი

• ჩვეულებრივი დოზა არის 10 მლ 2-ჯერ დღეში.

• გამოყენებამდე აუცილებელია შენჯღრევა

• რეკომენდებული დოზა შეიძლება განზავდეს წყალში

• არ გამოიყენოთ ადექვატური და დაბალანსებული კვების სანაცვლოდ

• არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას

რამდენი უნდა მიიღოთ დიზურინორმი ადვანსი?

ჩვეულებრივი დოზა მოზრდილებისთვის არის 10 მლ 2-ჯერ დღეში

დიზურინორმი ადვანსი არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის 11 წლამდე.

თუ თქვენ მიიღეთ დიზურინორმ ადვანსის ჭარბი დოზა

კლინიკურ პრაქტიკაში დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის აღწერილი.

• რჩევისათვის მიმართეთ ექიმს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

სხვა პრეპარატების მსგავსად, იშვიათ შემთხვევებში, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები.

• აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში ან აღინიშნა მათი ინტენსივობის მატება

• აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ

გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ინფორმაცია ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი გამოყენების ინსტრუქციაში.

5. დიზურინორმ ადვანსის შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ შეფუთვასა და ბლისტერზე დაბეჭდილი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისიანობის თარიღი მიუთითებს აღნიშნული თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ 25°C-მდე ტემპერატურაზე.

არ ჩაყაროთ მედიკამენტები ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

დიზურინორმ ადვანსი შეიცავს: ჭინჭრის ფესვი (Urtica dioica), ჯუჯა პალმის (Serenoa Repens) მშრალი ექსტრაქტი 10:1, ცხენისწაბლა(Aesculus hippocastanum 20% ესცინალი) მშრალი ექსტაქტი, გოგრის (Cucurbita pepo) მშრალი ექსტრაქტი (5% ფიტოესტეროლი)

დამხმარე ნივთიერებები: ქსანთანის რეზინი, პოლიეთილენგლიკოლი 400 (PEG 400), ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, ლიმონმჟავა, სუკრალოზა, გასუფთავებული წყალი.

როგორ გამოიყურება დიზურინორმ ადვანსი და შეფუთვის შიგთავსი

დიზურინორმ ადვანსი არის გაუმჭვირვალე, ყავისფერი სითხე დამახასიათებელი სუნით

შეფუთვის ზომები : ბოთლი 250 მლ.

ასევე, იხილეთ : Prostamix - პროსტამიქსი დროპსი ხსნარი 50მლ 6 ფლაკონი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy