დერილი - Deril 1მკგ 30 კაფსულა
ჩვენება: თირკმლის უკმარისობით გამოწვეული ოსტეოდისტროფია დიალიზით ან მის გარეშე,რაქიტი და D-რეზისტენტული ან D-დამოკიდებული ოსტეომალაცია.
დერილი 1,0 მკგ
კაფსულები
ალფაკალციდოლი
ფარმაცევტული კლასი
ვიტამინი, ალფაკალციდოლი, D ვიტამინის მეტაბოლიტი
ჩვენებები
– თირკმლის უკმარისობით გამოწვეული ოსტეოდისტროფია დიალიზით ან მის გარეშე;
– ჰიპოპარათირეოზი;
– რაქიტი და D-რეზისტენტული ან D-დამოკიდებული ოსტეომალაცია (ფსევდო-დეფიციტი);
– თირკმელებში ცვლილებებით გამოწვეული რაქიტი ან ოსტეომალაცია, რაც დამოკიდებულია D ვიტამინის მეტაბოლიზმზე;
– პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზი.
უკუჩვენებები
ჰიპერკალციემია. პროდუქტი არ უნდა მიეცეს ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.
ცნობილი ჰიპერმგრძნობელობა D ვიტამინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.
სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
რადგანაც დერილის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალციემია და ზოგიერთ შემთხვევაში ჰიპერკალციურია, კალციემია უნდა იქნას დოზირებული მინიმუმ კვირაში ორჯერ დოზის კორექტირების ფაზაში. ოპტიმალური დღიური დოზის განსაზღვრის შემდეგ, კალციემია შეიძლება გაკონტროლდეს ყოველთვიურად. ზოგადად, ტუტე ფოსფატაზას მნიშვნელობების დაქვეითება იწვევს ჰიპერკალციემიის განვითარებას და შეიძლება ჩაითვალოს მისი განვითარების სიმპტომად. ჰიპერკალციემიის შემთხვევაში, პრეპარატი და კალციუმის დანამატი დროებით უნდა შეწყდეს მანამ, სანამ მდგომარეობა არ გახდება კვლავ ნორმალური, შემდეგ კი მკურნალობა შეიძლება ხელახლა დაიწყოს უფრო დაბალი დოზით. დერილი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ დიგიტალისის პრეპარატებით, რადგანაც ჰიპერკალციემიამ შეიძლება გააუარესოს გულის არითმია ამ პაციენტებში. რადგანაც დერილი გავლენას ახდენს ფოსფატის ტრანსპორტირებაზე ნაწლავებში, თირკმელებში და ძვლებში, ფოსფორ-მაფიქსირებული ნივთიერებების ერთდროული მიღება უნდა შეესაბამებოდეს ფოსფატემიის მნიშვნელობებს (ნორმალური მნიშვნელობებია: 2-5 მგ/100 მლ).
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ გამოიყენოთ პროდუქტი ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.
ურთიერთქმედებები
ფერმენტული ინდუქციური აქტივობის მქონე ანტიკონვულანტების ერთდროულმა გამოყენებამ (ბარბიტურატები, დიფენილჰიდანტოინი) შეიძლება განაპირობოს ალფაკალციდოლზე შემცირებული პასუხი დოზის გაზრდის შემდგომი საჭიროებით. ალუმინის შემცველი ნაერთების სიჭარბემაც კი შეიძლება ხელი შეუშალოს წამლის ეფექტურობას. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა ვარფარინის აქტივობის გაძლიერების შესაძლებლობა კალციფეროლთან კავშირში. მიუხედავად იმისა, რომ ალფაკალციდოლის მიმართ მსგავსი მტკიცებულებები არ აღინიშნება, ამ ორი პრეპარატის ერთდროული გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე.
მაგნიუმის შემცველი პრეპარატები არ უნდა დაინიშნოს დერილით მკურნალობის დროს ჰიპერმაგნიემიის თავიდან აცილების მიზნით. ქოლესტირამინმა შეიძლება შეამციროს ცხიმში ხსნადი ვიტამინების, და შესაბამისად, დერილის ნაწლავებიდან შეწოვა.
სპეციალური გაფრთხილებები
რადგანაც ალფაკალციდოლი D3-ვიტამინის აქტიური მეტაბოლიტის პრეკურსორია, D ვიტამინი და მისი წარმოებულები არ უნდა იქნას გამოყენებული დერილით მკურნალობის დროს. ნებისმიერი ფორმის D ვიტამინის ან მისი მეტაბოლიტების დოზის გადაჭარბებისა შეიძლება საჭიტრო გახდეს სასწრაფო მკურნალობა. ქრონიკულმა ჰიპერკალციემიამ შეიძლება გამოიწვიოს ზოგადი სისხლძარღვთა კალციფიკაცია, ნეფროკალცინოზი და სხვა რბილი ქსოვილების კალციფიკაცია.
უნდა სარწმუნოდ დადგინდეს, რომ კალციემიის მნიშვნელობის გამრავლება ფოსფატემიის მნიშვნელობაზე (Ca×P) არ იძლევა 70-ზე მეტ შედეგს. ადრეული დიაგნოსტიკისთვის უნდა ჩატარდეს სხეულის იმ რეგიონის რენტგენოლოგიური გამოკვლევა, სადაც შესაძლებელია განვითარდეს კალციფიკაცია. დერილი არ ახდენს გავლენას მანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის მართვის უნარზე.
გამოყენება და დოზირება
საწყისი რეკომენდებულია დოზა ყველა ჩვენებისთვის:
- მოზრდილები და ბავშვები 20 კგ-ზე მეტი სხეულის წონით: 1 მკგ დღეში
- ბავშვები 20 კგ-ზე ნაკლები წონით: 0,05 მკგ/კგ/დღეში. თანმიმდევრულად შეიძლება დოზის კორექცია პასუხის შესაბამისად.
დოზის გადაჭარბება
შემთხვევითი დოზის გადაჭარბების გამო მძიმე ჰიპერკალციემიის შემთხვევაში, პრეპარატის დროებითი შეწყვეტის შემდეგ, დიურეტიკები სითხეებთან ან კორტიკოსტეროიდებთან ერთად შეიძლება დაინიშნოს ინტრავენური შეყვანით.
გვერდითი ეფექტები
დერილის ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისად მიცემისას, ის კარგად აიტანება. რადგანაც პროდუქტს გააჩნია D-ვიტამინის მოქმედება, D -ჰიპერვიტამინოზის, ანუ ჰიპერკალციემიის ან კალციუმის ტოქსიკურობის მსგავსი გვერდითი ეფექტები შეიძლება აღინიშნოს ჰიპერკალციემიის სიმძიმისა და ხანგრძლივობის მიხედვით. . ეს ეფექტები შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული და, პირველ რიგში ეს არის: სისუსტე, ცეფალია, ძილიანობა, გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, სეფსისი, კუნთებისა და ძვლების ტკივილი და შემდეგ კონიუნტივიტი (კალციფიკაციის გამო), ფოტოფობია, პანკრეატიტი, რინორეა, ქავილი, ჰიპერთერმია, ლიბიდოს დაქვეითება, ალბუმინურია, ჰიპერქოლესტერინემია, SGOT და SGPT-ს მომატება, ექტოპიური კალციფიკაციები, ჰიპერტენზია, გულის არითმიები და იშვიათად ფსიქოზი. რადგანაც კალციტრიოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანმოკლეა, შესაძლო ჰიპერკალციემია ნორმალიზდება დერილით მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე დღეში და ნებისმიერ შემთხვევაში ეს უფრო სწრაფია, ვიდრე D ვიტამინითა და მისი მეტაბოლიტებით თერაპიის შემთხვევაში. მიმართეთ თქვენს ექიმს ან თქვენს ფარმაცევტს იმ გვერდითი ეფექტების შესახებ, რომლებიც არ არის მოხსენებული ამ გამოყენების ინსტრუქციაში.
დაიცავით სიცხისგან, ტენიანობისგან და სინათლისგან.
გაფრთხილება
არ გამოიყენოთ პროდუქტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ეს თარიღი ეხება მთლიან და სწორად შენახულ პროდუქტს.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე
შემადგენლობა
თითოეული კაფსულა შეიცავს:
აქტიურ ინგრედიენტს:
ალფაკალციდოლი (1 α-ჰიდროქსი ვიტამინი D3) მკგ 1,0
დამხმარე ნივთიერებები
კოვი-ოქს T70 (E306), ფრაქციული კაკაოს ზეთი, ჟელატინი, გლიცერინი, დისტილირებული წყალი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), რკინის ოქსიდი (E172).
გამოშვების ფორმა
დერილი 1,0 - 1,0 მკგ-იანი 30 კაფსულა
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე
რაოდენობა | 30 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account