დეკაველი - Decavel წვეთები 20მლ

განსაკუთრებული ფასი 36,82 GEL რეგულარული ფასი 38,76 GEL
მარაგშია
SKU
89723_3442

ჩვენება: ხელს უწყობს ძვლების ჯანმრთელობას და კალციუმის სათანადო შენახვას,ზრდის იმუნურ ფუნქციას.

დეკაველი (DEKAWEL )

საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს ვიტამინD3-ს და ვიტამინK2- ს (მქ-7)

აქტიური ინგრედიენტები:

თითოეული 1 წვეთი შეიცავს:

ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) 25 მკგ

ვიტამინი K2 (მენაქინონი 7) 11.25 მკგ

ინგრედიენტები:

მცენარეული ზეთი (ზეითუნის ზეთი), მენაქინონი 7-ის (ვიტამინი K2) ნარევი (მცენარეული ზეთი (ზეითუნის ზეთი) და მენაქინონი 7), ქოლეკალციფეროლი, ანტიოქსიდანტი (ტოკოფეროლების ნარევი კონცენტრირებული (E 306)).

თვისებები და მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე:

ვიტამინი D არის ცხიმში ხსნადი ვიტამინი, რომელიც აუცილებელია ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის შეწოვისა და ნორმალური რაოდენობის შენარჩუნებისთვის. ორგანიზმში ვიტამინი D წარმოიქმნება მზის სხივების დახმარებით წინამორბედი მოლეკულებიდან - ქოლესტერინის ცვლის პროდუქტებიდან. D ვიტამინის აქტიური ფორმა არის ჰორმონი, რომლის ძირითად სამიზნე ორგანოებს წარმოადგენს წვრილი ნაწლავი, თირკმელები და ძვლები. წვრილ ნაწლავში D ვიტამინი მონაწილეობს კალციუმისა და ფოსფორის შეწოვის პროცესებში. ძვლებში ის ხელს უწყობს ამ ელემენტების დაგროვებას ძვლის ქსოვილში, რითაც უზრუნველყოფს ძვლების ნორმალურ სიმკვრივეს და სიძლიერეს.

ვიტამინი K მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლის შედედების პროცესში და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის. თრომბის წარმოქმნის პროცესს უზრუნველყოფს ათზე მეტი ცილოვანი ფაქტორი, კალციუმის მონაწილეობით. ზოგიერთი ამ ფაქტორის აქტივაციისთვის და შესაბამისად, სისხლის შედედების პროცესის დასაწყებად საჭიროა K ვიტამინი. K ვიტამინის დეფიციტი და ამით გამოწვეული სისხლის შედედების პროცესის დაწყების შეუძლებლობა იწვევს ჰემორაგიული დაავადებების განვითარებას სპონტანური სისხლდენების თანხლებით.

ვიტამინი K ასევე მონაწილეობს ძვლის ქსოვილის ცილების, ძირითადად ოსტეოკალცინის, მეტაბოლიზმში. K ვიტამინის გარეშე ოსტეოკალცინი, რომელიც ჩვეულებრივ იკავშირებს მინერალებს და შედეგად უზრუნველყოფს ძვლის ფორმირებას, ვერ ასრულებს საკუთარ ფუნქციებს, რაც იწვევს ძვლების არასათანადო მინერალიზაციას და ფუნქციონირების დარღვევას.

ვიტამინი K გროვდება ღვიძლში.

D3 და K2 ვიტამინების წვეთები - საკვები დანამატია, რომელიც ხელს უწყობს D ვიტამინის შემცველობის გაზრდას მისი უკმარისობის ან ორგანიზმში მისი მოთხოვნილების გაზრდის შემთხვევაში.

პროდუქტი შეიცავს D ვიტამინის იმავე ბიოლოგიურად აქტიურ ფორმას, რომელიც თავად ორგანიზმში სინთეზირდება მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ. შესაბამისად, პრეპარატი მზის სხივების გარეშეც უზრუნველყოფს ორგანიზმს D ვიტამინით.

D3 ვიტამინის და K2 ვიტამინის კომბინაციის გამოყენება ზრდის ორივე ვიტამინის ეფექტიანობას. ეს უზრუნველყოფს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და ხელს უწყობს კალციუმის ათვისებას ორგანიზმის მიერ ძვლებისა და კბილების ნორმალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად, ასევე ხელს უწყობს კუნთებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას.

ჩვენება:

•სისხლის მიმოქცევის სისტემის ფუნქციების შენარჩუნება.

• ორგანიზმის უზრუნველყოფა ძვლის ქსოვილში კალციუმის საკმარისი მარაგებით.

• კარდიომეტაბოლური სისტემის მუშაობის შენარჩუნება და სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის უზრუნველყოფა.

•იმუნური სისტემის ფუნქციის სტიმულაცია.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.

გამოყენების წესი და დოზირება:

მიიღება 1 წვეთი დღე-ღამეში, სასურველია ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ.

რეკომენდებული სადღეღამისო დოზა

1 წვეთი

NRV%*

ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი)

25 მკგ

500

ვიტამინი K2 (მენაქინონი 7)

11.25 მკგ

15

* NRV: დღე-ღამის განმავლობაში საკვები ნივთიერებების მოხმარების საკონტროლო მნიშვნელობა ( Nutrient Reference Value)

ვარგისობის ვადა:

36 თვე.

შენახვის პირობები:

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისგან კარგად დაცულ ადგილზე, არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.

განსაკუთრებული მითითება:

· რეკომენდებული არ არის მითითებული სადღეღამისო დოზის გადაჭარბება

· არ არის საკვები და არ ცვლის ნორმალურ კვებას.

· ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე, ასევე დაავადებების არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიმართოთ ექიმს.

გაფოშვების ფორმა და შეფუთვა:

20 მლ მოცულობის ქარვისფერი მინის ფლაკონები, დოზატორი თავსახურით.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy