გულის წვეთები 50მლ
ჩვენება: კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევების დროს (ძილის დარღვევები და ნევრასთენია).
გულის წვეთები
ნაყენი შინაგანი გამოყენებისთვის
სამკურნალო საშუალების დასახელება: გულის წვეთები.
ზოგადი დახასიათება: ღია ყავისფერი გამჭვირვალე სითხე. დასაშვებია ნალექის წარმოქმნა შენახვის დროს.
სამკურნალო საშუალების შემადგენლობა:
50 მლ-ში |
|
კატაბალახას ნაყენი (კატაბალახას ფესურების და ფესვების სპირტიანი ამოღება (1: 5)) |
17 მლ |
შავბალახას ნაყენი (შავბალახას ბალახის სპირტიანი ამოღება (1: 5)) |
16,5 მლ |
კუნელის ნაყენი (კუნელის ნაყოფის სპირტიანი ამოღება (1: 10)) |
16,5 მლ |
შეიცავს ეთილის სპირტის არანალებ 64%. |
გამოშვების ფორმა: ნაყენი შინაგანი გამოყენებისთვის.
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება : არ არის.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვა საძილე და სედატიური საშუალებები.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფამრაკოდინამიკა:
სამკურნალო საშუალება წარმოადგენს კატაბალახას ფესვების და ფესურების, შავბალახას ბალახის და კუნელის ნაყოფის კომბინაციას.
ფარმაკოკინეტიკა:
ფარმაკოკინეტიკური პარამატრები არ არის შესწავლილი, რადგან მცენარეული წარმოშობის სამკურნალო საშუალებები შეიცავენ სხვადასხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას.
გამოყენების ჩვენებები:
კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევების დროს (ძილის დარღვევები და ნევრასთენია).
კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური დარღვევების დროს.
გამოყენება აღნიშნული ჩვენებების მიხედვით დაფუძვნებულია ხანგრძლივი მიღების გამოცდილებაზე.
მიღების წესი და დოზირება:
პირველი 3-4 დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ 20-30 წვეთი 3-4-ჯერ დღე-ღამეში, შემდეგ შესაძლებელია სადღეღამისო დოზის შემცირება 15-20 წვეთამდე 2-3-ჯერ დღე-ღამეში. მიიღება შინაგანად, ჭამამდე 30 წუთით ადრე; ერთჯერადად მისაღები დოზა იხსნება ოთახის ტემპერატურის გადადუღებულის წყლის მცირე მოცულობაში (ჭიქის ¼). დოზირების რეჟიმს და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას ადგენს მკურნალი ექიმი დაავადების თავისებურებების, მიღებული ეფექტისა და სამკურნალო საშუალების ამტანობის მიხედვით. არ არის რეკომენდებული ნაყენის მიღება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, რადგან ის შეიცავს ეთანოლს. მკურნალობის პერიოდში არ არის მიზანშეწონილი სხვა ეთანოლის შემცველი საშუალებების მიღება. შეანჯღრიეთ მიღების წინ.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება (გამონაყარი კანზე, ქავილი, ჰიპერემია, კანის შეშუპება), თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, თავბრუსხვევა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, ძილიანობა, გაღიზიანება, აგზნებადობა, დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (გულძმარვა, ღებინების შეგრძნება, ბოყინი, ტკივილი მუცლის არეში), არტერიული ჰიპოტენზია. სამკურნალო საშუალების მომატებულმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიონ ბრადიკარდია და არითმია, აგრეთვე ნაწლავის მოტორიკის შესუსტება (შეკრულობა).
მონაცემები სავარაუდო არასასურველი გვერდითი მოვლენების შესახებ.
სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია მონაცემების გადაცემა, რომელიც ეხება სავარაუდო არასასურველ გვერდით მოვლენებს იმისთვის, რომ მოხდეს სამკუნრალო საშუალების შეფარდების „სარგებელი-რისკი“მუდმივი მონიტორინგი. სამედიცინო მუშაკებს ეძლევათ რეკომენდაცია ინფორმაციის გადაცემის შესახებ არასასურველი სავარაუდო გვერდითი მოვლენების თაობზე ჯანდაცვის ნაციონალური სისტემის მეშვეობით.
უკუჩვენებები .
მომატებული მგრძნობელობა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი; ბავშვებში 18 წლამდე ასაკის, არტერიული ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ეროზიული გასტრიტი გამწვავების ფაზაში.
სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის დაავადებების დროს, ალკოჰოლიზმის, ეპილეფსიის, ქალა-ტვინის ტრავმის და თავის ტვინის სხვა დაავადებების დროს, რომლებსაც ახასიათებს კრუნჩხვითი მზადყოფნის ზღვარის შემცირება.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები. ქრონიკური ჭარბი დოზირება იწვევს დათრგუნვის შეგრძნებას, თავის ტკივილს, ძილიანობას, დისკომფორტს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, ღებინების შეგრძნებას, შრომისუნარიანობის დაქვეითებას, არტერიულ ჰიპოტენზიას, დარღვევას გულის მხრივ (ბრადიკარდია). მწვავე ჭარბი დოზირების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, სპასტიური ხასიათის ტკივილი მუცლის არეში, მოჭერის შეგრძნება მკერდის არეში, თავბრუსზვევა, ხელის ტრემორი და გუგების გაფართოება.
მკურნალობა. ჭარბი დოზირების სიმპტომების გამოვლენისას, საჭიროა სამკურნალო საშუალების მიღების შეწყვეტა და მკურნალ ექიმთან კონსულტაცია. ჭარბი დოზირების დროს უნდა ჩატარდეს ღებინების ინდუქცია, კუჭის გამორეცხვა. სიმპტომური თერაპია.
სიფრთხილის ზომები:
სამკურნალო საშუალების მოცულობის არანაკლებ 64% შეადგენს ეთანოლი, ანუ ერთჯერადი დოზა (20 წვეთი) შეიცავს ეთანოლის 439 მგ, რაც ექვივალენტურია ლუდის 11 მლ ან ღვინის 5 მლ. მავნეა ალკოჰოლიზმით დაავადებული პირებისთვის. ეთილის სპირტის შემცველობის გამო, სამკურნალო საშუალება არ არის რეკომენდებული ორსული ქალებისთვის და მეძუძური დედებისთვის, 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, აგრეთვე პაციენტებისთვის ღვიძლის დაავადებებით, ალკოჰოლიზმით, ეპილეფსიით, ქალა-ტვინის ტრავმით და თავის ტვინის სხვა დაავადებებით, რომლებსაც ახასიათებს კრუნჩხვითი მზადყოფნის ზღვარის შემცირება.
სამკურნალო საშუალების მიღების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. მკურნალობის პერიოდში საჭიროა არტერიული წნევის და ელექტროკარიოგრამის კონტროლი.
თუ მკურნალობის პერიოდში აღინიშნება სიმპტომების შენარჩუნება, მდგომარეობის გაუარესება ან ვითარდება ქვედა კიდურების შეშუპება, უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს. იმ შემთხვევაში, თუ აღინიშნება ტკივილი გულის არეში ირადიაციით ხელში, მუცლის ზედა ნაწილში ან კისერში, ან ვითარდება სუნთქვის უკმარისობა (მაგალითად, ქოშინი), საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.
რადგან სამკურნალო საშუალებას ახასიათებს ეფექტის თანდათანობითი განვითარება, არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება ფსიქიკური აგზნების ან ძილის დარღვევის მკურნალობისთვის გადაუდებელი დახმარებისთვის განკუთვნილი საშუალების სახით.
გავლენა ავტომანქანის ტარების და სხვა პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე.
სამკურნალო საშუალება შეიცავს ეთილის სპირტს! მკურნალობის პერიოდში უნდა თქვათ უარი მანქანის ტარებაზე და საქმიანობის სხვა პოტენციურად სახიფათო სახეობებზე, რომლიბიც საჭიროებენ კონცენტრაციის მომატებულ უნარს და ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარეს.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში .
იმის გამო, რომ არ არსებობს საკმარისი მონაცემები და სამკურნალო საშუალება შეიცავს ეთილის სპირტი, მისი გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია.
გამოყენება ბავშვებში.
იმის გამო, რომ არ არსებობს საკმარისი მონაცემები და სამკურნალო საშუალება შეიცავს ეთილის სპირტი, პრეპარატი არ არის რეკომენდებული ბავშვებში 18 წლამდე ასაკის.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ღებულობთ სხვა სამკურნალო საშუალებებს, აცნობეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს!
არ არის რეკომენდებული ერთდროული მიღება მე- III კლასის არითმიის საწინააღმდეგო საშუალებებთან, ციზაპრიდთან.
სამკურნალო საშუალებამ შეიძლება გამოიწვიოს სედატიური, საძილე, ანქსიოლიზური, კარდიომატონიზირებელი, სპაზმოლიზური, ანალგეზიური და სხვა ცენტრალური ნერვულ სისტემაზე დამთრგუნველად მოქმედი სამკურნალო საშუალებების ეფექტის გაძლიერება.
სამკურნალო საშუალების- „გულის წვეთები“, კომბინაცია სინთეზურ სედატიურ სამკურნალო საშუალებებთან საჭიროებს სამედიცინო მეთვალყურეობას.
არ არის მიზანშეწონილი სხვა ეთილის სპირტის შემცველი სამკურნალო საშუალებების ერთდროული მიღება.
ურთიერთქმედება, რომელიც დაკავშირებულია სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში ეთილის სპირტის არსებობასთან:
- სამკურნალო საშუალებები, რომლებიც იწვევენ დისულფირამის მსგავს რეაქციას (სიმხურვალის შეგრძნება, კანის გაწითლება, ღებინება, ტაქიკარდია), ალკოჰოლთან ერთდროული მიღებისას: დისულფირამი, ცეფამანდოლი, ცეფოპერაზონი, ლატამოქსეფი, ქლორამფენიკოლი, ქლორპროპამიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი, ტოლბუტამიდი და სხვა ჰიპოგლიკემიური პრეპარატები; გრიზეოფულვინი, მეტრონიდაზოლი, ორნიდაზოლი, ტინიდაზოლი, კეტოკონაზოლი, პროკარბაზინი.
- სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ახდენენ დამთრგუნველ ზემოქმედებას ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციებზე.
შენახვის პირობები:
შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ადგილას, ტემპერატურაზე 15°C-დან 25°C-მდე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა: 2 წელი. არ გამოიყენოთ კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი :
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
შეფუთვა: 50 მლ ფლაკონი, რომელიც დამზადებულია ნარინჯისფერი მინამასისაგან, დაცობილია საწვეთურიანი თავსახურით და ხრახნიანი თავსახურით. კოლოფში N1 მოთავსებულია სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია.
ასევე, იხილეთ : ვალერიანის ნაყენი 30მლ
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account