flower Camomile - გვირილას ყვავილი 50გ
ჩვენებები: გამოიყენება პირის ღრუს ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ, აგრეთვე მწვავე და ქრონიკული გასტრიტის, სანაღვლე გზების ანთებითი დაავადებებისას.
შემადგენლობა
გვირილას ყვავილი შეიცავს ტერპენულ ლაქტონებს (მატრიცინს, მატრიკორეინს), ეთერზეთებს (0,1-0.5%), აზულენს, ფლავონოიდურ გლიკოზიდებს, კუმარინებს, ორგანულ მჟავებს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი აღიზიანებს ნერვულ დაბოლოებებს, ავლენს სპაზმოლიზურ, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკურ, სედაციურ და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას. გააჩნია ნაღვლმდენი მოქმედება, იგი ამცირებს ნაწლავების სპაზმს. ეთერზეთები რამდენადმე აძლიერებენ და აღრმავებენ სუნთქვას, აწესრიგებენ გულის მუშაობის რითმს. აფართოებენ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას.
ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური საშუალება.
გამოიყენება პირის ღრუს ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ (სტომატიტი, გინგივიტი, ტონზილიტი, ანგინა), აგრეთვე მწვავე და ქრონიკული გასტრიტის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, კოლიტის, ენტეროკოლიტის, ღვიძლის და სანაღვლე გზების ანთებითი დაავადებებისას. ბუასილის, კოლიტის და ენტეროკოლიტის შემთხვევაში პრეპარატი გამოიყენება მიკროოყნების სახით.
გვერდითი მოვლენები
მცენარის მაღალი დოზით გამოყენებისას აღინიშნება თავის ტკივილი და საერთო სისუსტე
მედიცინაში გვირილას ყვავილების ნაყენს იყენებენ ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკურ და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად პირის ღრუს დაავადებების (სტომატიტები და სხვა), ტონზოლიტებისა და ანგინის დროს. გვირილას უნიშნავენ მწვავე და ქრონიკული გასტრიტების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, კოლიტების, ენტეროკოლიტების საწინააღმდეგოდ, ღვიძლისა და ნაღვლის სადინარი გზების დაავადების დროს. გვირილასპრეპარატები ამცირებენ ნაღვლის სადინარების სპაზმებს, აძლიერებენ ნაღვლის გამოყოფას, ამცირებენ ანთებით პროცესებს. ნაწლავების სპაზმებისა და მეტეორიზმისას იყენებენგვირილის დამამშვიდებელ ჩაის.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი პროცესების, მეტეორიზმის, ფაღარათის, ნაღვლის სადინარების დაავადების დროს აიღეთ 10 ჩაის კოვზი გვირილას ყვავილი, დაასხით 400 მლ (2 ჩაის ჭიქა) ცივი ანადუღარი წყალი, გააჩერეთ 8 სთ, გაწურეთ. შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. ერთი ულუფა ნაყენი მიიღეთ 1-2 დღის განმავლობაში.
ნიკრისის ქარისა და რევმატიული ტკივილების საწინააღმდეგოდ იკეთებენ გვირილის ყვავილების აბაზანებს.
ბუასილის დროს გვირილას იყენებენ გარეგან საშუალებად. აიღეთ 2-3 სუფრის კოვზიგვირილას ყვავილი, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 სთ კარგად თავდახურულ ჭურჭელში, გაწურეთ. ამ ნაყენს ხმარობენ აგრეთვე თვალების მოსაბანად. თვალების ანთებითი პროცესების დროს.
გვირილას დიდი გამოყენება აქვს კოსმეტიკაში.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account