გენტამიცინ-აკოსი - Gentamicin-Acos მალამო 0.1% 15გ
ჩვენება: კანის და რბილი ქსოვილების ბაქტერიული ინფექციები, რომელიც გამოწვეულია მგრძნობიარე მიკროფლორით , ზედაპირული ფოლიკულიტი, ფურუნკულოზი, სიკოზი, პარონიხია.
გენტამიცინ – АКОС
Gentamicine-ACOS
სავაჭრო დასახელება: გენტამიცინ- АКОС
საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება: გენტამიცინი
სამკურნალო ფორმა: გარეგანი გამოყენების მალამო
ასევე, იხილეთ : Triderm - ტრიდერმი 15გ. მალამო
შემადგენლობა
100გ მალამო შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: გენტამიცინის სულფატი (გადაანგარიშებით გენტამიცინზე) – 0,1 გ.
დამხმარე ნივთიერება: პარაფინი ნავთის მყარი – 0,5 გ.
სამედიცინო ვაზელინი – 100გ-მდე.
აღწერილობა
მალამო თეთრიდან ყვითელ ფერამდე.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბიოტიკი-ამინოგლიკოზიდი
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
მოქმედების ფართო სპექტრის ბაქტერიციდული ანტიბიოტიკი ამინოგლიკოზიდების ჯგუფიდან. ებმის რიბოსომების 30S სუბერთეულს და არღვევს ცილის სინთეზს, რითაც აბრკოლებს სატრანსპორტო და საინფორმაციო რიბონუკლეინების მჟავის კომპლექსის წარმოქმნას, ამასთან შეცდომით იკითხება გენეტიკური კოდი და ხდება არაფუნქციონალური ცილების წარმოქმნა; პოლირიბოსომები იყოფიან და კარგავენ ცილის (ბაქტერიოსტაზის) სინთეზირების უნარს. სხვა ანტიბიოტიკებისაგან განსხვავებით ამინოგლიკოზიდებს გააჩნია ბაქტერიციდული მოქმედება – დიდი კონცენტრაციით წევენ დაბლა უჯრედების მემბრანის ბარიერულ ფუნქციებს და იწვევენ მიკროორგანიზემბის სიკვდილს.
მაღალეფექტურის კანის ბაქტერიულ ინფექციებთან მიმართებაში, რომლებიც გამოწვეულია: Staphylococcus spp., Streptococcus spp., Proteus vulgaris, Escherichia coli, Pseudomonas aeriginosa, Enterobacter aerogenes.
ფარმაკოკინეტიკა.
გარე გამოყენებისას პრაქტიკულად არ შეიწოვება. კანის ზედაპირის დიდი უბნებიდან, რომლებიც დაზიანებულია (ჭრილობა, დამწვრობა) ან დაფარულია გრანულირებული ქსოვილით, შეწოვა ხდება სწრაფად.
ჩვენება
კანის და რბილი ქსოვილების ბაქტერიული ინფექციები, რომელიც გამოწვეულია მგრძნობიარე მიკროფლორით – პიოდერმია (მ.შ. განგრენოზული), ზედაპირული ფოლიკულიტი, ფურუნკულოზი, სიკოზი, პარონიხია.
ინფიცირებული: დერმატიტები (მ.შ. კონტაქტური, სებორეის და ეკზემატოზური), წყლულები (მ.შ. ვარიკოზის), ჭრილობები (მ.შ. ქირურგიული, ნელაშეხორცებადი), დამწვრობები (მ.შ. მცენარეებით), მწერების ნაკბენები, კანის და კისტის აბსცესები, ვულგარისები; მეორადი ბაქტერიული ინფიცირება კანის სოკოვანი და ვირუსული ინფექციებისას.
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა (მ.შ. სხვა ამინოგლიკოზიდების მიმართ ანამნეზში).
სიფრთხილით
კანის ზედაპირის ფართო უბნებზე გამოყენების საჭიროებისას – სმენის ნერვის ნევრიტი, მიასტენია, პარკინსონიზმი, ბოტულიზმი, თირკმლის უკმარისობა (მ.შ. თირკმლის მძიმე ქრონიკული უკმარისობა აზოტემიით და ურემიით), ნეონატალური პერიოდი, ბავშვების დღენაკლულობა, ხანდაზმული ასაკი, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.
ნაყოფზე მოქმედების კატეგორია B.
მიღების წესი და დოზები
გარეგანი
მალამოს თხელი ფენა ისმევა დაზიანებულ უბანზე დღე-ღამეში 3-4-ჯერ. მკურნალობის კურსი 7-14 დღე. მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს ექიმი. მალამო გამოიყენება მშრალი კანის ინფექციების მკურნალობისთვის (მ.შ. ეკზემის ან ფსორიაზის ფონზე). საჭიროების შემთხვევაში ადებენ სახვევს.
გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები: ადგილობრივი – კანის გამონაყარი, ქავილი, კანის ჰყპერემია, წვის შეგრძნება; იშვიათად გენერალიზებული – ციებ-ცხელება, ანგიონევროტული შეშუპება, ეოზინოფილია.
ფართო ზედაპირიდან შეწოვისას სისტემური ეფექტების განვითარება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ერთდროულად ან გენტომიცინით მკურნალობის კურსის დამთავრებისთანავე (დიდ ზედაპირზე და/ან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოყენებისას) არ უნდა დაინიშნოს მიკრობის საწინააღმდეგო და სხვა პრეპარატები, რომლებიც ახდენენ ოტონეფროტოქსიკურ მოქმედებას.
განსაკუთრებული მითითებები
მკურნალობა ტარდება პრეპარატის ანტიბიოტიკოგრამის კონტროლის ქვეშ, რადგან ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია რეზისტენტობის განვითარება. მსგავს შემთხვევებში უნდა შეწყდეს მკურნალობა და დაიწყოს შესაბამისი თერაპიის ჩატარება.
კანის დიდ ზედაპირზე წასმისას უნდა გათვალისწინებულ იქნას რეზორბტული მოქმედების შესაძლებლობა, განსაკუთრებით თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში.
თუ 1 კვირის განმავლობაში არ არის თერაპიული ეფექტი, საჭიროა კონსულტაცია ექიმთან.
გამოშვების ფორმა
გარეგანი გამოყენების მალამო 0,1%.
15 გ. ალუმინის ტუბში.
ყოველი ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები
ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C-მდე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილებში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account