ბროსერი - Broser 20 ტაბლეტი

51,20 GEL
მარაგშია
SKU
96705_3730
გამოიყენება ანთების და შეშუპების დროს.

ბროსერი

BROSER

ბროსერი წარმოადგენს პროტეოლიზური ენზიმის, ესცინის და სელენის უნიკალურ კომბინაციას და გააჩნია გამოხატული - შეშუპების, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. ბროსერის  შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების სინერგიული მოქმედება განაპირობებს ანთებით კერაში ტკივილის და შეშუპების სწრაფ კუპირებას და გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარებას.

ბრომელაინი წარმოადგენს სხვადასხვა ცისტეინური პროტეაზების კომპლექსურ მიქსტურას. ბრომელაინმა მოიპოვა საერთაშრისო აღიარება მისი მაღალი ეფექტურობის და უსაფრთხო გამოყენების გამო, როგორც ანთების საწინააღმდეგო, თრომბოლიზური და ფინრინოლიზური საშუალება. ის აგრევე გაოირჩევა იმუნომოდულაციური, სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესელი, ჭრილობის შეხორცების მასტიმულირებელი და პოსტ-ოპერაციული დისკომფორტის, ტკივილის და შეშუპების შემამცირებელი ეფექტებით .

ესცინი წარმოადგენს ტრიტერპენოიდურ საპონინს, რომელიც მიიღება ცხენის წაბლისგან. კლინიკურ პრაქტიკაში ფართოდ გამოიყენება ტრავმით ან ქირურგიული ჩარევის შედეგად განვითარებული შეშუპების თერაპიაში. ესცინს გააჩნია გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ვენოტონური და ვენოპროტექტორული მოქმედება. 

სელენი ცნობილია მისი ანტიოქსიდანტური თვისებების გამო და ის ასრულებს უმნიშნელოვანეს როლს მრავალი ფუნდამენტალური სასიცოცხლო ფუნქციის შენარჩნებაში.

ბროსერი შექმნილია ვიფრაკრონის ინოვაციური, დაპატენტებული ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელიც პასუხისმგებელია შემადგენელი კომპონენტების შენელებულ- კონტროლირებად გამოყოფაზე და განაპირობებს აქტიური ნივთიერების ბიოშეღწევადობის და თერაპიული მოქმედების ხანგძლივობის გაზრდას.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

20 გასტრორეზისტენტული ტაბლეტი შეფუთვაში.

ბროსერის თითოეული ტაბლეტი შეიცავს: ბრომელაინი 100მგ, ესცინი 30მგ, სელენი 41.5 მკგ.

არ ჩეიცავს გლუტენს და ლაქტოზას.

გამოყენების ჩვენებები

-ანთება, შეშუპება და მისი თანმხლები ტკივილი წარმოშობისა და ლოკალიზაციის მიუხედავად. ანტიბიოტიკოთერაპიის დროს(ბროსერი აძლიერებს  ანტიბიოტიკების

ბიოშეღწევადობას ანთებით  ქსოვილში);

-გინეკოლოგიური ქირურგია, ოპერაციის შემდგომი პერიოდის გართულებების პროფილაქტიკა და მკურნალობა(ანთება,თრომბოზი,შეშუპება). პოსტოპერაციული ნაწიბურის პრევენცია. მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებები, პერინეალური შეშუპება, საკეისრო კვეთის შემდგომი პერიოდი, ჰისტერექტომია,

ეპიზიოტომია. მასტიტები, მასტოპათიები, მასტექტომიის შემდგომი პერიოდი.

-პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეთიური ოპერაციების და პროცედურების შემდგომ ტკივილის და შეშუპების შესამცირებლად, ანთებითი პროცესების გახანგძლივების და

უხეში ნაწიბურის ჩამოყალიბების პრევენცია და შეხორცებითი პროცესების დასაჩქარებლად.

-უროგენიტალური სისტემის ქრონიკული ინფექციები; ცისტიტი, პიელონეფრიტი.

-პოსტტრავმული და პოსტოპერაციული შეშუპებისა და ჰემატომების მკურნალობა და პროფილაქტიკა, კუნთების,  მყესების დაზიანება. ქრონიკული პოსტტრავმული პროცესები,

რბილი ქსოვილების ანთება. პოსტრავმული და ლიმფური შეშუპებების მკურნალობა.

შეუხორცებელი და ჩირქოვანი ჭრილობები, შეხორცებები, შეშუპება; ტრავმა, მოტეხილობა, დაჟეჟილობა, დამწვრობა.

-სასუნთქი გზების ინფექციური და ანთებითი დაავადებები: სინუსიტი, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ექსუდაციური პლევრიტი, ბრონქული ასთმა, პნევმონია.  ყელ-ყურ-ცხვირის

ინფექციები: მწვავე და ქრონიკული სინუსიტი, რინიტი, ოტიტი, ფარინგოტონზილიტი.

-თრომბოფლებიტი, ქვემო კიდურების არტერიების ათეროსკლეროზული ობლიტერაცია, რეციდიული ფლებიტის პროფილაქტიკა, ლიმფური შეშუპება. დიაბეტური ანგიოპათია;

რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი.

დოზირების რეჟიმი

მწვავე ანთებითი პროცესი: 1 აბი 2-ჯერ დღეში. 10 დღე;

ქრონიკული ანთებითი პროცესი: 1 აბი დღეში ერთჯერ. 20 დღის განმავლობაში.

მეტი ინფორაცია
Units20
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy