ბიცილინ-5 - Biccilin-5 1 500 000 ერთეული 40

განსაკუთრებული ფასი 73,62 GEL რეგულარული ფასი 102,24 GEL
მარაგშია
SKU
81619_78

ჩვენება: ინფექციების მკურნალობა, გამოწვეული პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით.

ბიცილინ-5

(BICILLIN-5)

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება:1 ფლაკონი შეიცავს:ბიცილინ-5, ფხვნილი 1500000 ერთეული (სტერილური ბენზათინ ბენზილპენიცილინის (ბიცილინ-1) 1200000 ერთეული, სტერილური ბენზილპენიცილინის ნოვოკაინის მარილის 300000 ერთეული ნარევი).

წამლის ფორმა : ფხვნილი საინექციო სუსპენზიის მოსამზადებლად.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: თეთრი ან ოდნავ მოყვითალო ფერის ფხვნილი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.

სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული სამკურნალო საშუალებები. ბეტა-ლაქტამაზების მოქმედების მიმართ მგრძნობიარე პენიცილინების კომბინაციები. 

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

პრეპარატს აქვს ბაქტერიციდული მოქმედება მიკროორგანიზმების უჯრედის გარსის მუკოპეპტიდების სინთეზის ინჰიბირების გზით. აქტიურია გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ: Staphylococcus spp. (გარდა პენიცილინაზას წარმომქმნელისა), Streptococcus spp. (მათ შორის Streptocossia pneumoniae), Corynebacterium diphtheriae),Bacillus anthracis;გრამუარყოფითი: Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis, Actinomyces israelii, და ასევე Treponema spp., სპორების წარმომქმნელი ანაერობების მიმართ. გრამუარყოფითი ბაქტერიების უმეტესობა მიკობაქტერიები, სოკოები, ვირუსები, უმარტივესები მდგრადია პრეპარატის მოქმედების მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა.

პრეპარატი ახდენს პროლონგირებულ მოქმედებას. მისი კუნთში შეყვანისას კუნთოვან ქსოვილში წარმოიქმნება პრეპარატის დეპო. პრეპარატის მიღებიდან პირველ საათებში სისხლში აღინიშნება პრეპარატის კონცენტრაციის მაღალი დონე, ბენზილპენიცილინის თერაპიული კონცენტრაცია ნარჩუნდება სისხლში 28 დღის განმავლობაში და მეტი, პაციენტთა უდიდეს უმრავლესობაში (ბავშვებში და მოზრდილებში). ორგანიზმიდან გამოიყოფა უმეტესწილად თირკმელებით, პრეპარატის უმნიშვნელო რაოდენობა გამოიყოფა ნახველით, ოფლით, ნერწყვით, ცრემლით, აღწევს დედის რძეში.

კლინიკური მახასიათებლები.

ჩვენებები

ინფექციების მკურნალობა, გამოწვეული პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, აგრეთვე იმ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია სისხლში სამკურნალო საშუალების მუდმივი კონცენტრაციის ხანგრძლივად შენარჩუნება:

ბიცილინ-5 გამოყენება განსაკუთრებით ნაჩვენებია რევმატიზმის რეციდივების პროფილაქტიკისთვის მთელი წლის განმავლობაში მოზრდილებსა და ბავშვებში.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების (პენიცილინების, ცეფალოსპორინების, კარბაპენემების) და ნოვოკაინის მიმართ;

ბრონქული ასთმა, ჭინჭრის ციება, თივის ცხელება და მძიმე ალერგიული რეაქციები.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება.

ერთდროული გამოყენებისას ბაქტერიციდულ ანტიბიოტიკებთან (მათ შორის ცეფალოსპორინებთან, ციკლოსერინთან, ვანკომიცინთან, რიფამპიცინთან, ამინოგლიკოზიდებთან) აღინიშნება მოქმედების სინერგიზმი; ბაქტერიოსტატიკურ ანტიბიოტიკებთან (მათ შორის მაკროლიდებთან, ქლორამფენიკოლთან, ლინკოზამიდებთან, ტეტრაციკლინთან) - ანტაგონიზმი.

ბიცილინი-5 ამცირებს პერორალური კონტრაცეპტივების და ეთინილესტრადიოლის ეფექტურობას (გამრღვევი სისხლდენის განვითარების რისკი). არ არის რეკომენდებული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან კომბინაცია, ბენზილპენიცილინი აქვეითებს კლირენსს და ზრდის მეთოტრექსატის ტოქსიკურობას.

ალოპურინთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება ალერგიული რეაქციების განვითარების რისკი.

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება.ერთდროული გამოყენებისას დიურეტიკები, ალოპურინოლი, ფენილბუტაზონი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ამცირებენ მილაკოვან სეკრეციას და ზრდიან პენიცილინის კონცენტრაციას.

უნდა გავითვალისწინოთ ორგანიზმიდან გამოყოფის პროცესის კონკურენტული ინჰიბირების შესაძლებლობა ბენზილპენიცილინის ერთდროული გამოყენებისას ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევ საშუალებებთან (ინდომეტაცინთან, ფენილბუტაზონთან, სალიცილატებთან მაღალ დოზებში). ასპირინი, პრობენეციდი, თიაზიდური დიურეტიკები, ფუროსემიდი, ეტაკრინის მჟავა ზრდის ბენზილპეცილინის ნახევარგამოყოფის პერიოდს, სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის მომატებით, რის შედეგადაც იმატებს მისი ტოქსიკური მოქმედების განვითარების რისკი თირკმლების მილაკოვან სეკრეციაზე ზემოქმედების გზით. ალოპურინოლი ზრდის ალერგიული რეაქციების განვითარების რისკს (კანის გამონაყარი).

თავი აარიდეთ ერთდროულ გამოყენებას ქლორამფენიკოლთან, ერითრომიცინთან, ტეტრაციკლინთან, სულფანილამიდებთან.

მეტოტრექსატთან ერთდროული გამოყენებისას ამ უკანასკნელის გამოყოფა მცირდება და იზრდება მისი ტოქსიკურობის რისკი.

პენიცილინებს შეუძლიათ დიაგნოსტიკური ტესტების დამახინჯება, მაგალითად გლუკოზის განსაზღვრა შარდში სპილენძის სულფატის საშუალებით, პირდაპირი ანტიგლობულინის ტესტი (კუმბსის ტესტი), ზოგიერთი შრატისმიერი ცილების განმსაზღვრელი ან შარდში ცილის განმსაზღვრელი ტესტი. პენიცილინებს ასევე შეუძლიათ დაამახინჯონ ტესტების შედეგები, რომლებშიც გამოიყენება ბაქტერიები, მაგალითად გატრის ტესტი ფენილკეტონურიაზე, რომელშიც გამოიყენება მიკროორგანიზმები Bacillus subtilis.

გამოყენების თავისებურებანი

ბიცილინ-5 მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა მოხდეს პაციენტის შემოწმება პრეპერატის ამტანობაზე და გაკეთდეს სინჯი ადგილობრივი ანესთეტიკების ამტანობაზე. საჭიროა გაირკვეს, ხომ არ ჰქონია პაციენტს რეაქციები შემდეგი ჯგუფის პრეპარატებზე (ბეტა-ლაქტამურებზე და/ან ნოვოკაინის) მათი წინა გამოყენებისას. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც გააჩნიათ მიდრეკილება ალერგიული რეაქციების მიმართ. ალერგიული რეაქციების გამოვლენისთანავე საჭიროა ბიცილინ-5 მიღების შეწყვეტა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა.

გვერდითი რეაქციების გაჩენის პრევენციის მიზნით საჭიროა დაცულ იქნას პრეპარატის შეყვანა მხოლოდ ინტრამუსკულარულად.

პაციენტებთან, რომლებსაც გაჩნიათ ცნობილი ჰიპერმგრძნობელობა ცეფალოსპორინების მიმართ უნდა იქნას გათვალისწინებული ჯვარედინი ალერგიის შესაძლებლობა.

ჰიპერმგრძნობელობის მძიმე და ზოგჯერ ლეტალური შემთხვევები (ანაფილაქსიური რეაქცია) აღინიშნებოდა პაციენტებში, რომლებიც იმყოფებოდნენ პენიცილინის თერაპიაზე. ასეთი რეაქციები ხშირია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ცნობილი მძიმე ალერგიული რეაქციები ანამნეზში.

ანაფილაქსიური რეაქციის სიმპტომების სამკურნალოდ შეიძლება საჭირო გახდეს ადრენალინის, სტეროიდების დაუყოვნებლივ შეყვანა (ინტრავენურად) და სუნთქვითი უკმარისობის გადაუდებელი თერაპია.

განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თივის ცხელების, ჭინჭრის ციების და სხვა ალერგიული დაავადებების მქონე პაციენტებში.

ნეიტროპენია ფართოდ იყო გავრცელებული პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ B- ლაქტამების მაღალი დოზებით და ავადობა აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ 10 დღე ან მეტი. ლეიკოციტების მონიტორინგის ჩატარება რეკომენდებულია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მაღალი დოზებით მკურნალობისას.

პრეპარატი არ არის რეკომენდებული მწვავე ლიმფოლეიკოზის ან ინფექციური მონონუკლეოზის მქონე პაციენტებისთვის, კანის ერითემატოზული გამონაყარის გაზრდილი რისკის გამო. მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში შესაძლებელია შემცირდეს აქტიური ნივთიერების შეწოვა ინტრამუსკულური დეპოდან.

თირკმლის მძიმე დისფუნქციისას, პენიცილინის დიდმა დოზებმა ნეიროტოქსიკური მოქმედების გამო შეიძლება გამოიწვიოს ცერებრალური დისფუნქცია, კრუნჩხვები, კომა. სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის გამოყენებისას პაციენტებში მძიმე კარდიოპათიით, ჰიპოვოლემიით, ეპილეფსიით, თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევით. პრეპარატის მაღალი დოზებით გრძელვადიანი თერაპიის დროს აუცილებელია ჩატარდეს თირკმელების, ღვიძლის ფუნქციონირების, ასევე ჰემატოლოგიური პარამეტრების მონიტორინგი.

პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს რეზისტენტული მიკროორგანიზმების ან საფუარების კოლონიზაციის განვითარება. შეიძლება განვითარდეს სუპერინფექცია, რაც მოითხოვს ასეთი პაციენტების გულდასმით ზედამხედველობას.

ფსევდომემბრანული კოლიტისთვის დამახასიათებელი მძიმე დიარეის გაჩენისას (უმეტეს შემთხვევაში გამოწვეული Closiridium difficile),რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და შესაბამისი ზომების მიღება. პერისტალტიკის დამთრგუნველი საშუალებების გამოყენება უკუნაჩვენებია. სიფილისური ინფექციის ეჭვის შემთხვევაში თერაპიის დაწყებამდე და 4 თვის განმავლობაში მისი დასრულების შემდეგ საჭიროა სეროლოგიური გამოკვლევის ჩატარება.

იარიშ-ჰერქსჰეიმერის რეაქციის დათრგუნვისა ან შემსუბუქებისთვის პრეპარატის პირველად გამოყენებისას რეკომენდებულია 50 მგ პრედნიზოლონის ან მისი ექვივალენტის შეყვანა.

სიფილისის მქონე პაციენტებში, სტადიაზე, რომელზეც ვლინდება გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ტვინის გარსების დაზიანება იარიშ-ჰერქსჰეიმერის რეაქციისგან თავის არიდება შეიძლება მოხდეს დღეში პრედნიზოლონის 50 მგ ან ექვივალენტური სტეროიდის გამოყენებით 1-2 კვირის განმავლობაში. ახლად დამზადებული საინექციო ან საინფუზიო ხსნარები უნდა იქნას გამოყენებული დაუყოვნებლივ. მაცივარში შენახვისას კი ბენზილპენიცილინის ნატრიუმის მარილის წყლიანი ხსნარები იშლება დაშლის პროდუქტებისა და მეტაბოლიტების გაჩენით.

საჭიროა თავი ავარიდოთ კანის კონტაქტს პენიცილინებთან, რადგანაც შეიძლება გაჩნდეს სენსიბილიზაცია.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

მონაცემები სამკურნალო საშუალება ბიცილინ-5 გამოყენების შესახებ არ მოიპოვება.

რეაქციის სიჩქარეზე ზემოქმედების უნარი ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს.

მოცემული მომენტისთვის ცნობები არ მოიპოვება, მაგრამ საჭიროა გათვალისწინებულ იქნას გვერდითი რეაქციების განვითარების შესაძლებლობა ცენტრალური ნერვული სისტემისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ.

გამოყენების წესი და დოზირება.

შეყვანამდე საჭიროა პაციენტთან გაკეთდეს ანამნეზი პრეპარატისა და ადგილობრივი ანესთეტიკის ამტანობაზე.

ბიცილინ-5 შეყვანილ იქნას მხოლოდ ინტრამუსკულარულად! პრეპარატის ინტრავენური შეყვანა აკრძალულია!

ბავშვებისთვის 3 დან 8 წლამდე ბიცილინ-5 შეჰყავთ ერთჯერადად დოზით 600000 ერთეული 3 კვირაში 1-ჯერ.

ბავშვებისთვის 8 წლიდან - დოზით 1200000 ერთეული 4 კვირაში 1-ჯერ.

მოზრდილებისთვის შეიყვანება ერთჯერადად დოზით 1500000 ერთეული 4 კვირაში 1-ჯერ.

უფრო ხშირად ბიცილინ-5 ინექციების გაკეთება უკუნაჩვენებია. როგორც წესი, მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე და შეადგენს 3-დან 12 თვემდე.

ხსნარის მომზადებისა და შეყვანის წესები.ბიცილინ-5 სუსპენზია მზადდება ასეპტიკურ პირობებში, უშუალოდ გამოყენების წინ. პრეპარატიან ფლაკონში წნევის ქვეშ შეიყვანება 9 მლ სტერილური საინექციო წყალი ან ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნარი, ან ნოვოკაინის 0,25-0,5% ხსნარი.

ფლაკონის შიგთავსი უნდა შეინჯღრეს ჰომოგენური სუსპენზიის მიღებამდე. სუსპენზია შეყვავთ ღრმად დუნდულა კუნთის ზედა გარე კვადრანტში (2 ინექცია კეთდება სხვადასხვა დუნდულაში).

ბიცილინ-5 სუსპენზიის შეყვანამდე საჭიროა დავრწმუნდეთ, რომ ნემსი არ მოხვდა სისხლძარღვში. თუ გამოვიდა სისხლი, საჭიროა ამოვიღოთ ნემსი და სხვა ადგილას ჩავატაროთ ინექცია.

ბავშვები.

პრეპარატი ინიშნება ბავშვებში 3 წლის ასაკიდან. 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ბიცილინ-5 შეყვანისას უკუნაჩვენებია ბიცილინ-5 სუსპენზიის დამზადება ნოვოკაინის ხსნარის გამოყენებით.

ჭარბი დოზირება

ვლინდება ტოქსიკური ზემოქმედებით ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, კერძოდ კი: რეფლექტორული აგზნებადობა, თავის ტკივილი, ღებინება, გულისრევა, კრუნჩხვები, მიალგია, ართრალგია, მენინგიზმის სიმპტომები, კომა. ასეთ შემთხვევებში პრეპარატის შეყვანა უნდა შეწყდეს.

მკურნალობა - სიმპტომური, რომელიც მოიცავს ჰემოდიალიზს, პერიტონეალურ დიალიზს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის აღდგენას.

გვერდითი რეაქციები

იმუნური სისტემის მხრივ: კანის გამონაყარი, ქავილი, შეშუპება, ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა, ცხელება, ართრალგია, ჭინჭრის ციება, კონტაქტური დერმატიტი, ანაფილაქსიური ან ანაფილაქტოიდური რეაქციები, მათ შორის ბრონქული ასთმა, თრომბოციტოპენიური პურპურა, სიმპტომები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, კვინკეს ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ლეტალური დასასრული, დაგვიანებული და უხარისხო სამედიცინო დახმარების შემთხვევაში; შრატისმიერი დაავადება, შესაძლებელია რეაქციები ინექციის ადგილას.

სასუნთქი ორგანოების მხრივ: ბრონქოსპაზმი, ლარინგოსპაზმი.

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, ტინიტუსი, თავის ტკივილი.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, სტომატიტი, გლოსიტი, ენის შევერვა შავად, დიარეა, ფსევდომემბრანული კოლიტი, ჰეპატიტი, ნაღვლის შეგუბება.

შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: ინტერსტიციული ნეფრიტი.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ:მიოკარდიუმის სატუმბი ფუნქციის დარღვევა, არტერიული წნევის მერყეობა, ტაქიკარდია.

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: კუმბსის ტესტის დადებითი შედეგები, ჰემოლიზური ანემია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი.ეოზინოფილია.

ადგილობრივი რეაქციები: შესაძლებელია ტკივილი ინექციის ადგილზე.

სხვა:დასუსტებულ პაციენტებში, ახალშობილებში, ხანდაზმულებში ხანგრძლივი მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს სუპერინფექცია, გამოწვეული პრეპარატისადმი მდგრადი მიკროფლორით (საფუარასმაგვარი სოკოები, გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები).

პაციენტებში, რომლებიც გადიან მკურნალობის კურსს სიფილისის გამო, ასევე შეიძლება განვითარდეს იარიშ-ჰერკსჰეიმერის რეაქცია ხელმეორედ ბაქტერიოლიზის მიმართ, რომლისთვისაც დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები: სხეულის ტემპერატურის მომატება, შემცივნება, მიალგია, თავის ტკივილი, კანის სიმპტომების გამწვავება, ტაქიკარდია, ვაზოდილატაცია არტერიული წნევის ცვლილებით.

რეაქცია შეიძლება საშიში იყოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის სიფილისის დროს ან მდგომარეობებისას, როდესაც არსებობს მომატებული ლოკალური დაზიანების სერიოზული რისკი, მაგალითად მხედველობის ნერვის ატროფია.

შენახვის ვადა : 4 წელი.

შენახვის პირობები

შენახულ იქნას ორიგინალურ შეფუთვაში ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C.

შეუთავსებლობა

არ შეიძლება ბიცილინ-5 ხსნარის შერევა სხვა საინექციო ხსნარებთან.

შეფუთვა

1500000 ერთეული ფლაკონებში.

გაცემის კატეგორია

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ასევე, იხილეთ : BICILLIN-5 - ბიცილინ-5 1 500 000 ერთეული

მეტი ინფორაცია
რაოდენობა40
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy