ბეტაჰისტინი - Betahistine MMC 24მგ 60 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 35,97 GEL რეგულარული ფასი 49,95 GEL
მარაგშია
SKU
91112_819

ჩვენება: მენიერის სინდრომის მკურნალობისას, რომლის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს თავბრუსხვევას, ტინიტუსსს (ხმაური ყურებში) და სმენის დაკარგვას.

ბეტაჰისტინი MCC 24 მგ ტაბლეტები

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი

ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია სრულად, სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის მიღებას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

- შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.

- თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

- ეს პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.

- თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.

რა წერია ამ ფურცელში:

1. რა არის ბეტაჰისტინი MCC და რისთვის გამოიყენება

2. რა უნდა იცოდეთ ბეტაჰისტინი MCC-ის გამოყენებამდე

3. როგორ მიიღება ბეტაჰისტინი MCC

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

5 როგორ ინახება ბეტაჰისტინი MCC

6. შეფუთვის შიგთავსუი და სხვა ინფორმაცია

1. რა არის ბეტაჰისტინი MCC და რისთვის გამოიყენება

ბეტაჰისტინი, ბეტაჰისტინი MCC-ის აქტიური ნივთიერება, ჰისტამინის მსგავსია, ნივთიერების, რომელიც ბუნებრივად გვხვდება ადამიანის ორგანიზმში. ბეტაჰისტინი მოქმედებს თავის ტვინის წონასწორობის ცენტრში სიგნალების შემცირებით, რაც იწვევს ვერტიგოს. ბეტაჰისტინი ასევე აუმჯობესებს სისხლის ნაკადს შიდა ყურში. ბეტაჰისტინი MCC ნაჩვენებია მენიერის სინდრომის მკურნალობისას, რომლის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს თავბრუსხვევას (ხშირად ასოცირდება გულისრევასთან და/ან ღებინებასთან), ტინიტუსსს (ხმაური ყურებში) და სმენის დაკარგვას.

2. რა უნდა იცოდეთ ბეტაჰისტინი MCC-ის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ბეტაჰისტინი MCC

- თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდის ან ამ პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში);

- თუ გაწუხებთ თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე (ფეოქრომოციტომა);

- ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ბეტაჰისტინი MCC-ის გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:

- თუ გაქვთ კუჭის ან ნაწლავის წყლული;

- თუ გაქვთ სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადება (ბრონქული ასთმა);

- თუ გაქვთ ჭინჭრის ციება, გამონაყარი კანზე ან ალერგიული რინიტი - სიმპტომები შეიძლება გამწვავდეს ბეტაჰისტინი MCC-ის მიღების შემთხვევაში;

- თუ გაქვთ ძალიან დაბალი წნევა;

- თუ ერთდროულად იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც გამოიყენება ალერგიის ან გაციების სამკურნალოდ - ეგრეთ წოდებული ანტიჰისტამინური საშუალებები (იხ. პუნქტი „სხვა მედიკამენტები და ბეტაჰისტინი MCC“).

ბავშვები და მოზარდები

არასაკმარისი მონაცემებისა და გამოცდილების გამო, ბეტაჰისტინი MCC არ უნდა დაინიშნოს ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

სხვა მედიკამენტები და ბეტაჰისტინი MCC

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

თუ ბეტაჰისტინი MCC გამოიყენება ალერგიის ან გაციების სამკურნალო გარკვეულ მედიკამენტებთან ერთად (ანტიჰისტამინური საშუალებები), ორივე პრეპარატის ეფექტი შეიძლება შემცირდეს. თუ ამჟამად იღებთ ანტიჰისტამინს, ამ პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს თანდათანობით, დაახლოებით 6 დღის განმავლობაში ბეტაჰისტინი MCC-ის მიღების დაწყებამდე.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ მიიღოთ ბეტაჰისტინი MCC, თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, რადგან არ არსებობს ადეკვატური მონაცემები ცხოველებში და ადამიანებში ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს გამოყენების შესახებ.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების შესახებ შემთხვევა არ არის ცნობილი.

3. როგორ გამოიყენება ბეტაჰისტინი MCC

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ სხვა მითითებები არ მიგიღიათ, ჩვეულებრივი დოზა არის:

ბეტაჰისტინი MCC 8 მგ

8 მგბეტაჰისტინი MCC-ის 1-2 ტაბლეტი, 3-ჯერ დღეში (შეესაბამება 24-48 მგ ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდს).

ბეტაჰისტინი MCC 24 მგ

24 მგბეტაჰისტინი MCC-ის 1 ტაბლეტი, 2-ჯერ დღეში (შეესაბამება 24-48 მგ ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდს).

მიიღეთ ტაბლეტები დაღეჭვის გარეშე, საკმარისი რაოდენობით სითხესთან ერთად, ჭამის დროს ან შემდეგ.

თქვენი ექიმი გეტყვით რამდენ ხანს უნდა მიიღოთ ბეტაჰისტინი MCC. მისი ეფექტი ზოგჯერ შეინიშნება მხოლოდ რამდენიმე კვირის მკურნალობის შემდეგ, ხოლო მაქსიმალური ეფექტი ზოგჯერ მიიღწევა რამდენიმე თვის შემდეგ. როგორც წესი, მკურნალობა გრძელვადიანია, გრძელდება რამდენიმე თვე.

თუ მიიღეთ იმაზე მეტ ბეტაჰისტინი MCC-ს, ვიდრე საჭიროა

თუ მიიღეთ ბეტაჰისტინი MCC-ის იმაზე მეტი ტაბლეტი, ვიდრე საჭიროა, შეიძლება განვითარდეს ჭარბი დოზის შემდეგი სიმპტომები:

- თავის ტკივილი, სახის სიწითლე, არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება, გულისცემის აჩქარება, სუნთქვის გაძნელება ბრონქების შეკუმშვის გამო (ბრონქული ასთმა) და ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის შეშუპება წყლის შეკავების გამო (კვინკეს შეშუპება).

თუ თქვენ ან სხვამ მიიღეთ ბეტაჰისტინი MCC-ის იმაზე მეტი ტაბლეტი, ვიდრე უნდა მიგეღოთ (დოზის გადაჭარბება), დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას. არ დაგავიწყდეთ ამ პრეპარატის დარჩენილი ტაბლეტების ან პრეპარატის შეფუთვის თან წაღება. ექიმი მიიღებს აუცილებელ ზომებს.

თუ დაგავიწყდათ ბეტაჰისტინი MCC-ის გამოყენება

თუ დაგავიწყდათ ბეტაჰისტინი MCC-ის ტაბლეტის მიღება, არ მიიღოთ ის. მიიღეთ შემდეგი ტაბლეტი ჩვეულ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.

თუ შეწყვეტთ ბეტაჰისტინი MCC-ის გამოყენებას

არ შეწყვიტოთ ბეტაჰისტინი MCC-ის მიღება მანამ, სანამ ამას თქვენი ექიმი არ გეტყვით.

მაშინაც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ, თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს მკურნალობის გაგრძელება, რათა უზრუნველყოს პრეპარატის მაქსიმალური ეფექტის მიღწევა.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტბი, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

გვერდითი ეფექტები ქვემოთ მოცემულია განვითარების სიხშირის მიხედვით. შემთხვევების განვითარების სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად:

იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1 ადამიანში):

- მაღალი წნევის შეგრძნება თავის არეში;

- სწრაფი გულისცემის შეგრძნება, წნევის შეგრძნება გულმკერდში;

- შეიძლება გამწვავდეს არსებული ბრონქული ასთმა;

- ბოყინი, გულმკერდის არეში წვის შეგრძნება, უსიამოვნო შეგრძნებები და კუჭის ტკივილი, შებერილობა;

- სიცხის შეგრძნება.

ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10000-დან 1-მდე ადამიანში):

- გარდამავალი გამონაყარი კანზე და ქავილი.

უცნობია (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით):

- თავის ტკივილი და ზოგჯერ ძილიანობა.

მიმართეთ თქვენს ექიმს შესაბამისი ზომების მისაღებად, თუ შეამჩნევთ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ გვერდით ეფექტს.

კუჭის ტკივილის თავიდან აცილება შესაძლებელია ბეტაჰისტინი MCC-ის მიღებით ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, ან დოზის შემცირებით.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

5. როგორ ინახება ბეტაჰისტინი MCC

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება 25ºC-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე EXP-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.

არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ბეტაჰისტინი MCC

აქტიური ნივთიერება არის ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი.

ბეტაჰისტინი MCC 8 მგ

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 8 მგ ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდს.

ბეტაჰისტინი MCC 24 მგ

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 24 მგ ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდს.

სხვა ინგრედიენტებია: მიკროკრისტალური ცელულოზა 101, პოვიდონი K30, სიმინდის სახამებელი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, ტალკი.

ბეტაჰისტინი MCC-ის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

ბეტაჰისტინი MCC 8 მგ

მრგვალი, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, ცალ მხარეს ხაზით, 7 მმ დიამეტრით. ხაზი ტაბლეტზე განკუთვნილია მხოლოდ გატეხვის გასამარტივებლად, თუ გიძნელდებათ მისი მთლიანად გადაყლაპვა.

შეფუთულია მუყაოს კოლოფში გამჭვირვალე პვქ-პვდქ/ალ 3 ბლისტერით, თითოეული ბლისტერი შეიცავს 10 ტაბლეტს, ან მუყაოს კოლოფში გამჭვირვალე პვქ-პვდქ/ალ 10 ბლისტერით, თითოეული ბლისტერი შეიცავს 10 ტაბლეტს.

ბეტაჰისტინი MCC 24 მგ

მრგვალი, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, ერთ მხარეს ჯვრის ფორმის 2 ხაზით, 11 მმ დიამეტრით. ხაზი ტაბლეტზე განკუთვნილია მხოლოდ გატეხვის გასამარტივებლად, თუ გიძნელდებათ მისი მთლიანად გადაყლაპვა.

შეფუთულია მუყაოს კოლოფში გამჭვირვალე პვქ-პვდქ/ალ 2 ბლისტერით, თითოეული ბლისტერი შეიცავს 10 ტაბლეტს, ან მუყაოს კოლოფში გამჭვირვალე პვქ-პვდქ/ალ 5ბლისტერით, თითოეული ბლისტერი შეიცავს 10 ტაბლეტს, ან მუყაოს კოლოფში გამჭვირვალე პვქ-პვდქ/ალ 6 ბლისტერით, თითოეული ბლისტერი შეიცავს 10 ტაბლეტს,

ასევე, იხილეთ : Emperin - ემპერინი 24მგ 60 ტაბლეტი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა60
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy