არკოფლუიდი ღვიძლის დეტოქსი 20 ამპულა არკოფარმა - Arkopharma

განსაკუთრებული ფასი 111,33 GEL რეგულარული ფასი 117,19 GEL
მარაგშია
SKU
90140_1784

ჩვენება: ალკოჰოლის და არაჯანსაღი საკვების ხშირი გამოყენება, ჰეპატოტოქსიკური მედიკამენტების ან სხვა ჰეპატოტოქსიკური ნივთიერებების მიღება,ჰეპატიტების მკურნალობის შემდგომი პერიოდი.

არკოფლუიდი ღვიძლის დეტოქსი ამპ #20

მოკლე აღწერა: 

იცავს ღვიძლის უჯრედებს ტოქსინების ზემოქმედებისგან და ხელს უწყობს მათ აღდგენას. აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას. გამოიყენება ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. 

შემადგენლობა: 

1 ამპულა შეიცავს: ორგანული ბაყაყურას ექსტრაქტი (SILYBYM MARIANUM) - 450მგ, ორგანული როზმარინის ექსტრაქტი (ROSMARINUS OFFICINALIS) - 450მგ, ორგანული ქრიზანთემას მიწისზედა ნაწილების ექსტრაქტი (CHRYSANTHEL – LUM INDICUM SUBSP. AFROAMERICANUM -) 300მგ, ორგანული დესმოდიუმის ფოთლების ექსტრაქტი (DESMODIUM ADSCENDENS) -300მგ, კონცენტრირებული ორგანული ლიმონის წვენი (CITRUS LIMON).

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ბაყაყურა - აუმჯობესებს ღვიძლიდან ტოქსინების ელიმინაციას. სილიმარინის შემცველობის გამო იგი იცავს ღვიძლის უჯრედებს ტოქსიური ნივთიერებების ზემოქმედებისგან და ხელს უწყობს მათ რეგენერაციას. ბაყაყურა გამოიყენება ღვიძლის პრობლემების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.

როზმარინი - აუმჯობესებს ჰეპატო-ბილიარული სისტემის ფუნქციონირებას. ასტიმულირებს ღვიძლის ფუნქციას გამოყოფილი ნაღვლის მოცულობის გაზრდისა და ჰეპატოციტების დაცვის გზით. როზმარინი ასევე ცნობილია თავისი  ანტიმიკრობული და ანტიოქსიდანტური თვისებებით. 

ქრიზანთემა - არეგულირებს ღვიძლის ფუნქციას. მისი სამკურნალო ეფექტი განპირობებულია მასში ფლავონოიდებისა და საპონოზიდების შემცველობით, რომლებიც ასტიმულირებენ ნაღვლის სეკრეციას, აუმჯობესებენ საჭმლის მონელებას.

დესმოდიუმი - დრენაჟის გაძლიერების გზით აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას. იგი განსაკუთრებით ეფექტურია ჰეპატოტოქსიური აგენტების (ვირუსული, ქიმიური, ალკოჰოლური ან მედიკამენტოზური) წინააღმდეგ საბრძოლველად.  ჰეპატოპროტექტორული და რეგენერაციული თვისებების გამო დესმოდიუმი ხშირად გამოიყენება ჰეპატოტოქსიური მედიკამენტების გვერდითი ეფექტების საპროფილაქტიკოდ. 

ჩვენებები:

·        ალკოჰოლის და არაჯანსაღი საკვების ხშირი გამოყენება

·        ჰეპატოტოქსიკური მედიკამენტების ან სხვა ჰეპატოტოქსიკური ნივთიერებების მიღება

·        ჰეპატიტების მკურნალობის შემდგომი პერიოდი

მიღების წესი და დოზირება:

1 ამპულა დღეში, საუზმის წინ დასალევად;

გახსნის წინ აუცილებლად შეანჯღრიეთ ამპულა. ჩაასხით ამპულის შიგთავსი ჭიქაში. დაამატეთ ნახევარი ჭიქა (125მლ) წყალი ან ხილის წვენი.

მკურნალობის კურსის განმეორება შესაძლებელია  წელიწადში რამოდენიმეჯერ.

განსაკუთრებული მითითებები: 

გამოიყენება 15 წლის ასაკიდან;

მნიშვნელოვანია დოზირების რეჟიმის დაცვა;

არ არის რეკომენდებული ასაკოვანი ან ღვიძლის სერიოზული დაზიანების მქონე პაციენტებისთვის;

იმ შემთხვევაში, თუ იღებთ მედიკამენტს მაღალი ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმით, აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის გავლა;

არ შეიძლება საკვები დანამატის გამოყენება ბალანსირებული კვების და ცხოვრების ჯანსაღი წესის ჩანაცვლების მიზნით. 

ორსულები და მეძუძურები: არ არის რეკომენდებული ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის. 

შენახვის პირობები:

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.  

გამოშვების ფორმა:  

10მლ X 20 ამპულა შეფუთვაში.

ამპულები დამზადებულია მუქი ფერის მინისგან მცენარეული ექსტრაქტის მზის სხივებისგან დასაცავად  

საკვები დანამატი.

მწარმოებელი: არკოფარმა, საფრანგეთი 

არკოფარმას მედიკამენტები შეგიძლიათ იხილოთ აქ : Arkopharma - არკოფარმა

მეტი ინფორაცია
რაოდენობა20
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy