არკორელაქსი სტრესი 30 ტაბლეტი არკოფარმა - Arkopharma

განსაკუთრებული ფასი 80,69 GEL რეგულარული ფასი 84,94 GEL
მარაგშია
SKU
90137_1784

ჩვენება: ნატურალური საშუალება სტრესის მანკიერი წრის გასარღვევად.

არკორელაქსი სტრესი ტბ #30

მოკლე აღწერა: 

ნატურალური საშუალება სტრესის მანკიერი წრის გასარღვევად.

შემადგენლობა: 

ყოველი 2 ტაბლეტი შეიცავს: ციმბირული ჟენშენის ფესვის ექსტრაქტს - 300მგ; როდიოლას ფესვის ექსტრაქტს - 180მგ;  მაგნიუმს - 60მგ; B6 ვიტამინს - 1,4მგ.

არ შეიცავს ტიტანის დიოქსიდს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

არკორელაქსი სტრესის მოქმედება განპირობებულია მასში ორი ადაპტოგენური მცენარის შემცველობით მაგნიუმთან და B6 ვიტამინთან ერთად. ადაპტოგენური მცენარე ხასიათდება უნიკალური თვისებით - „მიხვდეს“ რა ჭირდება ადამიანის ორგანიზმს სტრესულ სიტუაციაში საუკეთესო პასუხისთვის: ასტიმულირებს მას დაღლილობის, გამოფიტვის, ენერგიის ნაკლებობის დროს და ამშვიდებს დაძაბულობის მატების დროს. 

არკორელაქს სტრესში შემავალი ციმბირული ჟენშენი ზრდის ორგანიზმის ფიზიკურ გამძლეობას (+26%), როდიოლა აძლიერებს ემოციურ რეზისტენტობას (+32%), მაგნიუმის გლიცეროფოსფატი B6 ვიტამინთან ერთად აქვეითებს დაღლილობის და გამოფიტვის შეგრძნებას. 

არკორელაქსი სტრეს ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობით და კარგი ამტანობით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. არ იწვევს მიჩვევას. 

მიღების წესი და დოზირება:

შფოთვის და ზომიერი სტრესის დროს რეკომენდებულია დღიურად 2 ტაბლეტის მიღება დილით. 

ინტენსიური სტრესის დროს (მაგალითად, მოახლოებული გამოცდები, სამსახურებრივი სტრესი): დასაშვებია დღიურად 3 ტაბლეტის მიღება (2 დილით, 1 შუადღეს).

მკურნალობის კურსი - 15 დღე.

განსაკუთრებული მითითებები: 

გამოიყენება 15 წლის ასაკიდან;

არ მიიღოთ საღამოს 5 საათის შემდეგ;

მნიშვნელოვანია დოზირების რეჟიმის დაცვა;

საკვებ-დანამატს არ შეუძლია ჩაანაცვლოს ბალანსირებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.

ორსულები და მეძუძურები: არ არის რეკომენდებული ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის. 

შენახვის პირობები:

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.  

გამოშვების ფორმა:  30 ტაბლეტი შეფუთვაში. საკვები დანამატი.

მწარმოებელი: არკოფარმა, საფრანგეთი 

არკოფარმას მედიკამენტები შეგიძლიათ იხილოთ აქ : Arkopharma - არკოფარმა

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy