არკომაგი დასალევი 20 ამპულა არკოფარმა - Arkopharma

განსაკუთრებული ფასი 63,27 GEL რეგულარული ფასი 66,60 GEL
მარაგშია
SKU
90135_1784

ჩვენება: აუმჯობესებს კუნთებისა და ძვლების მდგომარეობას, ამცირებს დაღლილობას, აუმჯობესებს ფსიქოემოციურ მდგომარეობას, აუმჯობესებს ძილს. 

არკომაგი დასალევი ამპ #20 

მოკლე აღწერა: 

ბუნებრივი მაგნიუმი ოკეანის ჭაობებიდან დასალევი ხსნარის სახით. აუმჯობესებს კუნთებისა და ძვლების მდგომარეობას, ამცირებს დაღლილობას, აუმჯობესებს ფსიქოემოციურ მდგომარეობას, აუმჯობესებს ძილს. 

შემადგენლობა: 

მაგნიუმი - 150მგ; B6 ვიტამინი - 2მგ.

არკომაგის შემადგენელი მაგნიუმი მოპოვებულია ოკეანის ჭაობებიდან. 

დამატებითი კომპონენტები: კონცენტრირებული ოკეანის წყალი, კარამელის არომატი - დამატკბობლები: სტევიის გლიკოზიდები.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მაგნიუმი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მინერალს, რომელიც ადამიანის ორგანიზმში მონაწილეობას იღებს 300-ზე მეტ ფერმენტულ პროცესში. მის მრავალფეროვან ფუნქციებს შორის აღსანიშნავია ნერვული და ძვალ-კუნთოვანი სისტემების გამართული ფუნქციონირება, არტერიული წნევისა და გულის რითმის რეგულირება და იმუნური სისტემის გაძლიერება. მაგნიუმი მნიშვნელოვან როლს თამაშობს გლუკოზის ცვლაში და ინსულინის მეტაბოლიზმში. მაგნიუმის დეფიციტი იწვევს შფოთვას და დეპრესიას. 

B6 ვიტამინი (პირიდოქსინი) წარმოადგენს წყალში ხსნად ვიტამინს, რომელსაც ადამიანი ღებულობს საკვებთან ერთად. მისი მრავალფეროვანი ფუნქციებიდან აღსანიშნავია მონაწილეობა ნეიროტრანსმიტერების (სეროტონინი, დოფამინი) სინთეზში. შესაბამისად, მისი დეფიციტი დაკავშირებულია დეპრესიის სიმპტომებთან, გუნება-განწყობის გაუარესებასთან. B6 ვიტამინი აუმჯობესებს თავის ტვინის ფუნქციონირებას, ამცირებს თვალის დაავადებების განვითარების რისკს. იგი აქვეითებს გულისრევისა და ღებინების სიმპტომებს ორსულობის დროს.

არკომაგი ორგანიზმს აწვდის მაგნიუმისა და B6 ვიტამინის საჭირო დღიურ რაოდენობას. იგი ამცირებს დაღლილობას, აუმჯობესებს ფსიქოემოციურ მდგომარეობას, აუმჯობესებს ძილს. 

არკომაგის შემადგენლობაში შედის მაგნიუმი ქლორიდის სახით, რაც წარმოადგენს ორგანიზმისთვის ყველაზე კარგად ათვისებად ფორმას.

ჩვენებები:

·        ძილის დარღვევა;

·        ნევროზი, გაღიზიანებადობა, შფოთვა, დეპრესია;

·        ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვა;

·        ასთენია;

·        შაკიკი;

·        კუნთების ტკივილი და სპაზმი, კუნთების კრამპი;

·        არტერიული ჰიპერტენზია, ტაქიკარდია, არითმია;

·        პრემენსტრულური სინდრომი, პირველადი დისმენორეა;

·        ორსულთა ტოქსიკოზი;

·        საშვილოსნოს ტონუსის მატება, პლაცენტარული სისხლის მიმოქცევის მოშლა, ნაყოფის კვების გაუარესება;

მიღების წესი და დოზირება:

6-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის -  1/2 ამპულა დღეში, 12 წლის ზემოთ - ერთი ამპულა დღეში.

რეკომენდებულია გახსნამდე ამპულის შენჯღრევა. 

ამპულის შიგთავსი იხსნება 125მლ (ნახევარ ჭიქა) წყალში ან წვენში. 

განსაკუთრებული მითითებები: 

გამოიყენება 6 წლის ასაკიდან;

მნიშვნელოვანია დოზირების რეჟიმის დაცვა;

საკვებ-დანამატს არ შეუძლია ჩაანაცვლოს ბალანსირებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.

ორსულები და მეძუძურები: გამოიყენება ორსულებში და მეძუძურ დედებში. 

შენახვის პირობები:

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.  

გამოშვების ფორმა:  

10მლ X 20 ამპულა შეფუთვაში. 

ამპულები დამზადებულია მუქი ფერის მინისგან შიგთავსის მზის სხივებისგან დასაცავად. 

საკვები დანამატი.

მწარმოებელი: არკოფარმა, საფრანგეთი 

არკოფარმას მედიკამენტები შეგიძლიათ იხილოთ აქ : Arkopharma - არკოფარმა

მეტი ინფორაცია
რაოდენობა20
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy