არკომაგი 150მგ 60 კაფსულა არკოფარმა - Arkopharma

განსაკუთრებული ფასი 45,99 GEL რეგულარული ფასი 48,41 GEL
მარაგშია
SKU
90136_1784

ჩვენება: ძილის დარღვევა,ნევროზი, გაღიზიანებადობა, შფოთვა, დეპრესია, ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვა.

არკომაგი კაფს 150მგ #60

მოკლე აღწერა: 

ბუნებრივი მაგნიუმი ოკეანის ჭაობებიდან კაფსულებში. აუმჯობესებს კუნთებისა და ძვლების მდგომარეობას, ამცირებს დაღლილობას, აუმჯობესებს ფსიქოემოციურ მდგომარეობას, აუმჯობესებს ძილს. 

შემადგენლობა: 

ოკეანის მაგნიუმი (ოქსიდის სახით), მალტოდექსტრინი. ანტიაგლომერანტი - მაგნიუმის სტეარატი, ვიტამინი B6. კაფსულის გარსი - ჟელატინი.

საშუალო ნუტრიციული ინფორმაცია: 1 კაფსულა შეიცავს % NRV 2 კაფსულა შეიცავს % NRV
ვიტამინი B6 1მგ 71% 2მგ 142%
მაგნიუმი  150მგ 40% 300მგ 80%


NRV - Nutritional Reference Values

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მაგნიუმი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მინერალს, რომელიც ადამიანის ორგანიზმში მონაწილეობას იღებს 300-ზე მეტ ფერმენტულ პროცესში. მის მრავალფეროვან ფუნქციებს შორის აღსანიშნავია ნერვული და ძვალ-კუნთოვანი სისტემების გამართული ფუნქციონირება, არტერიული წნევისა და გულის რითმის რეგულირება და იმუნური სისტემის გაძლიერება. მაგნიუმი მნიშვნელოვან როლს თამაშობს გლუკოზის ცვლაში და ინსულინის მეტაბოლიზმში. მაგნიუმის დეფიციტი იწვევს შფოთვას და დეპრესიას. 

B6 ვიტამინი (პირიდოქსინი) წარმოადგენს წყალში ხსნად ვიტამინს, რომელსაც ადამიანი იღებს საკვებთან ერთად. მისი მრავალფეროვანი ფუნქციებიდან აღსანიშნავია მონაწილეობა ნეიროტრანსმიტერების (სეროტონინი, დოფამინი) სინთეზში. შესაბამისად, მისი დეფიციტი დაკავშირებულია დეპრესიის სიმპტომებთან, გუნება-განწყობის გაუარესებასთან. B6 ვიტამინი აუმჯობესებს თავის ტვინის ფუნქციონირებას, ამცირებს თვალის დაავადებების განვითარების რისკს. იგი აქვეითებს გულისრევისა და ღებინების სიმპტომებს ორსულობის დროს.

ჩვენებები:

·        ძილის დარღვევა;

·        ნევროზი, გაღიზიანებადობა, შფოთვა, დეპრესია;

·        ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვა;

·        ასთენია;

·        შაკიკი;

·        კუნთების ტკივილი და სპაზმი, კუნთების კრამპი;

·        არტერიული ჰიპერტენზია, ტაქიკარდია, არითმია;

·        მეტაბოლური სინდრომი, ინსულინრეზისტენტობა.

·        პრემენსტრულური სინდრომი, პირველადი დისმენორეა;

·        ორსულთა ტოქსიკოზი;

·        საშვილოსნოს ტონუსის მატება, პლაცენტარული სისხლის მიმოქცევის მოშლა, ნაყოფის კვების გაუარესება;

მიღების წესი და დოზირება:

ბავშვები 6-14 წლამდე: 1 კაფსულა დღეში. 

ბავშვები 15 წლის ზევით და მოზრდილები: 2 კაფსულა დღეში. 

პრეპარატი მიიღება მოზრდილი ჭიქით წყლის მიყოლებით. 

განსაკუთრებული მითითებები: 

გამოიყენება 6 წლის ასაკიდან.

საკვებ დანამატს არ შეუძლია ჩაანაცვლოს სრულფასოვანი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი. 

ორსულები და მეძუძურები: გამოიყენება ორსულებში და მეძუძურ დედებში.

შენახვის პირობები:

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:  60 კაფსულა შეფუთვაში

მწარმოებელი: არკოფარმა, საფრანგეთი

არკოფარმას მედიკამენტები შეგიძლიათ იხილოთ აქ : Arkopharma - არკოფარმა

მეტი ინფორაცია
რაოდენობა60
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy