ართრონი - Artron კრემი 100მლ

განსაკუთრებული ფასი 42,13 GEL რეგულარული ფასი 44,34 GEL
მარაგშია
SKU
89761_2048

ჩვენება: გამოყენება რეკომენდებულია სახსროვანი და კუნთოვანი ტკივილისას, სახსრისა და ხრტილის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებებისას.

 ართრონი კრემი

 შემადგენლობა:

100 მლ კრემი შეიცავს:
მეთილსულფონილმეთანი (Methylsulfonylmethane) - 5000 მგ
გლუკოზამინის სულფატი (Glucosamine sulfate) - 3000 მგ
ქაფური (Camphora) – 100 მგ
ქონდროიტინის სულფატი (Chondroitin sulfate ) - 500 მგ
პაპაინი (Papain) - 500 მგ
ჰიალურონის მჟავა (Hyaluronic acid) - 200 მგ
მენთოლი (menthol) - 100 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
დისტილირებული (გასუფთავებული) წყალი, დამარბილებელი საშუალებები, ემულგატორები, დამატენიანებელი, კონსერვანტები.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მეთილსულფონილმეთანის მნიშვნელოვანი ფუნქციაა ორგანიზმის უზრუნველყოფა გოგირდით, რომლის გარეშეც შეუძლებელია რიგი ცილების, განსაკუთრებით  სახსრისა და ხრტილის შემაერთებელ ქსოვილიში შემავალი, პროტეინების სინთეზი. ამასთან ერთად მას აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და ხელს უწყობს სახსართა დაავადებებისა (როგორიცაა ოსტეოპოროზი) და მძიმე ფიზიკური დატვირთვისას განვითარებული კუნთების ტკივილის ინტენსივობის შემცირებას.   გლუკოზამინის სულფატი-წარმოადგენს შემაერთებელი ქსოვილის ძირითად  სტრუქტურულ მასალას. ძირითადად გვხვდება სახსრის ხრტილში, მყესებსა და იოგებში, სისხლძარღვის კედელში, ბრონქებში, კანსა და ლორწოვან გარსში.  გლუკოზამინი ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობით. კანის ზედაპირზე დატანისას კარგად შეიწოვება და გროვდება ხრტილსა და ქსოვილებში, რომლებშიც სინთეზირდება შემაერთებელი ქსოვილის მნიშვნელოვანი კომპონენტები.

ქონდროიტინის სულფატი– მუკოპოლისაქარიდული წარმოშობის ნივთიერება; ძირითადად ლოკალიზებულია ძვლისა და ხრტილის ქსოვილში; ხტრილის ქსოვილში ნორმაში მოყავს კალციუმ-ფოსფორის ცვლა.  სახსრის ხტრილის სტრუქტურისა და ფუნქციის დარღვევაზე მოქმედი ფერმენტების დაბლოკვით აფერხებს ხრტილის ქსოვილის დეგენერაციულ პროცესებს; აჩქარებს სახსრის ზედაპირისა და სასახსრე ჩანთის  რეგენერაციას გლუკოზამინოგლუკანის სინთეზის სტიმულირების გზით;    ზრდის დაზიანებული სახსრების მოძრაობის თავისუფლებას სასახსრე სითხის სინთეზის დაჩქარებით. პაპაინი -  მცენარეული წარმოშობის პროტეოლიზური ფერმენტი. გასუფთავებული პაპაინი დადებითად მოქმედებს ხრტილოვან ქსოვილზე; ასტიმულირებს მალთაშუა დისკების რეგენერაციას, ამცირებს თიაქრის ზომას,  შლის მკვდარ ქსოვილებს (მათ შორის თიაქრის ქსოვილებს). ჰიალურონის მჟავა წარმოადგენს პოლისაქარიდს, მიეკუთვნება გლუკოზამინოგლიკანების ჯგუფს და წარმოდგენილია ადამიანის ორგანიზმის არაერთ ქსოვილში, როგორებიცაა ხრტილი და სინოვიალური სითხე.  ის რეგულარულად სეკრეტირდება სახსრის ნაპრალში და უზრუნველყოფს სინოვიალური სითხის ამორტიზატორული და საპოხი ფუნქციისთვის აუცილებელ სიბლანტესა და სიმკვრივეს.  ქაფური, მენთოლი-ადგილობრივად აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ადუნებს კუნთებს, აქვს ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. სახსროვანი და კუნთოვანი ტკივილისას ხასითდება მაღალი კლინიკური ეფექტურობით.

ჩვენება:

კრემის გამოყენება რეკომენდებულია სახსროვანი და კუნთოვანი ტკივილისას, სახსრისა და ხრტილის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებებისას, კისრისა და მუხლის ართრიტისას განვითარებული დისკომფორტისა და ტკივილისას, რევმატოიდული ართრიტისას, ტრავმების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის.

დოზირება და გამოყენების თავისებურება:

წრიული მოძრაობით დაიტანეთ დაზიანებულ უბანზე 2-3-ჯერ დღეში.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

შენახვის პირობები:

შეინახეთ არაუმეტეს 25°С ოთახის ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

გამოშვების ფორმა: ტუბი 100 მლ.

არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy