ამბროლიტინი - Ambrolitin 30მგ 20 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 4,06 GEL რეგულარული ფასი 5,64 GEL
მარაგშია
SKU
90659_68

ჩვენება: ხველების და ამოხველების შესამსუბუქებლად სასუნთქი სისტემის მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს.

ამბროლიტინი®30 მგ ტაბლეტები

AMBROLYTIN ®30mgtablets

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი (ambroxol hydrochloride)

ამ წამლის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია სრულად, ვინაიდან ის შეიცავს თქვენთვის საჭირო ინფორმაციას .

ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ ფურცელ-ჩანართში ან როგორც გირჩიათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა.

_ შეინახეთ ეს ფურცელი- ჩანართი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

- თუ გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია ან რჩევა, მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.

- თუ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი მოვლენა, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ამაში ასევე იგულისხმება ნებისმიერი შესაძლო გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღწერილი ამ ფურცელ-ჩანართში. იხილეთ პუნქტი 4.

- თუ 4-5 დღის შემდეგ თავს უკეთ არ გრძნობთ ან მდგომარეობა გაუარესდება, დახმარებისთვის უნდა მიმართოთ ექიმს.

რას შეიცავს წინამდებარე ინსტრუქცია:

1. რას წარმოადგენს ამბროლიტინი და რისთვის გამოიყენება

2. რა უნდა იცოდეთ ამბროლიტინის მიღების დაწყებამდე

3. როგორ გამოიყენება ამბროლიტინი

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. როგორ ინახება ამბროლიტინი

6. შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია

1.რას წარმოადგენს ამბროლიტინი და რისთვის გამოიყენება

ამბროლიტინის ტაბლეტები შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს. ის ხელს უწყობს სქელი სეკრეტის გათხელებას ბრონქებში, რომელიც წარმოიქმნება სასუნთქი გზების სხვადასხვა დაავადებების დროს.

ამ გზით პრეპარატი ხელს უწყობს მის გამოყოფას, ამსუბუქებს ხველას და აუმჯობესებს სუნთქვას. გამოიყენება ხველების და ამოხველების შესამსუბუქებლად სასუნთქი სისტემის მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს, რაც დაკავშირებულია სასუნთქ გზებში სქელი სეკრეტის წარმოქმნასთან.

გამოიყენება 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, მოზარდებში და მოზრდილებში ამოხველებისა და ხველის შემსუბუქების მიზნით ბრონქებისა და ფილტვების დაავადებების მწვავე და ქრონიკულ შემთხვევებში, რომლებთანაც ასოცირებულია სქელი სეკრეტის წარმოქმნა სასუნთქ გზებში.

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, თუ 4-5 დღის შემდეგ თავს უკეთ არ იგრძნობთ ან თქვენი მდგომარეობა გაუარესდება.

2.რა უნდა იცოდეთ ამბროლიტინის მიღების და წყებამდე

არ გამოიყენოთ ამბროლიტინი :

- თუ თქვენ გაქვთ ალერგია ამბროქოსლის ჰიდროქლორიდის ან ტაბლეტის შემადგენლობაში შემავალი სხვა ნივთიერების მიმართ (იხ.პუნქტი 6);

- 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს გამოყენების წინ:

-თუ გაქვთ თირკმელების ფუნქციის დარღვევა ან მძიმედ დაქვეითებული ღვიძლის ფუნქცია;

- თუ წარსულში გქონიათ პეპტიური წყლული;

- თუ გაქვთ ბრონქომოტორული ფუნქციის დარღვევა და დიდი რაოდენობით სეკრეცია (მაგალითად, მდგომარეობა, რომელიც ცნობილია როგორც პირველადი ცილიარული დისკინეზია).

იყო შეტყობინებები ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის გამოყენებასთან დაკავშირებული კანის მძიმე რეაქციების შესახებ . თუ ჩნდება კანზე გამონაყარი (პირის, ყელის, ცხვირის, თვალების, სასქესო ორგანოების ჩათვლით), შეწყვიტეთ ამბროლიტინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.

სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება

გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან უახლოეს წარსულში იღებდით სხვა სამკურნალო პრეპარატებს, იმ პრეპარატების ჩათვლით, რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ.

- არ არის რეკომენდებული ამბროქსოლის და ხველის დამთრგუნველი სხვა წამლების ერთდროული გამოყენება.

სხვა სამკურნალო პროდუქტებთან ერთად გამოყენებისას არ არის დაფიქსირებული შეტყობინებები კლინიკურად მნიშვნელოვანი არასასურველი რეაქციების შესახებ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ან თვლით, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ ან დაგეგმეთ ორსულობა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ წამლის გამოყენებამდე.

ორსულობა

არ არის რეკომენდებული ამბროლიტინის გამოყენება ორსულობის დროს, განსაკუთრებით, პირველ ტრიმესტრში.

ძუძუთი კვება

არ არის რეკომენდებული ამბროლიტინის გამოყენება ძუძუთი კვების დროს, ვინაიდან ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი გადადის დედის რძეში.

მანქანების მართვა და გამოყენება

პოსტმარკეტინგული მონაცემები არ აჩვენებს წამლის ზეგავლენას მანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

კვლევები მანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე წამლის ზეგავლენასთან დაკავშირებით არ ჩატარებულა.

მბროლიტინი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა გარკვეული შაქრის მიმართ, დაუკავშირდით მას ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე

3. როგორ მიიღება ამბროლიტინ

ყოველთვის მიიღეთ თქვენი წამალი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ ჩანართ- ფურცელში

ან როგორც გირჩიათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა.

თუ რაიმეში დარწმუნებული არ ხართ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზა:

მოზრდილები:

1 ტაბლეტი (30 მგ ამბროქსოლი) 3-ჯერ დღეში პირველი 2-3 დღის განმავლობაში, შემდეგ 1 ტაბლეტი (30 მგ ამბროქსოლი) 2-ჯერ დღეში.

დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 2 ტაბლეტამდე (60 მგ ამბროქსოლი). 2-ჯერ დღეში.

12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები:

1 ტაბლეტი (30 მგ ამბროქსოლი) 3-ჯერ დღეში პირველი 2-3 დღის განმავლობაში, შემდეგ 1 ტაბლეტი (30 მგ ამბროქსოლი) 2-ჯერ დღეში.

ბავშვები 6-დან 12 წლამდე

½ ტაბლეტი (15 მგ ამბროქსოლი) 2-3-ჯერ დღეში.

ეს დოზა შესაფერისია სასუნთქი გზების მწვავე დაავადებების სამკურნალოდ და ქრონიკული მდგომარეობების საწყისი თერაპიისთვის 14 დღემდე.

ექიმთან კონსულტაციის გარეშე მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4-5 დღეს.

ამბროლიტინის ტაბლეტები მიიღება საკვების შემდეგ, საკმარისი რაოდენობით სითხის დაყოლებით. (როგორიცაა წყალი, ჩაი ან ხილის წვენი).

თუ თქვენ მიიღეთ ამბროლიტინის საჭიროზე მეტი დოზა

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი დოზა, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტს. ჯერჯერობით, არ გავრცელებულა შეტყობინებები ჭარბი დოზირების შედეგად გამოვლენილ სპეციფიკურ სიმპტომებზე.

დაფიქსირდა შეტყობინებები დოზის შემთხვევითი გადაჭარბების ან არასწორად გამოყენების შესახებ,

რომლის დროსაც გამოვლინდა აქამდე ცნობილი გვერდითი რეაქციები, რომლებიც ვლინდება რეკომენდებული დოზის გამოყენებისას და შესაძლოა საჭირო გახდეს სიმპტომატური მკურნალობა.

თუ დაგავიწყდათ ამბროლიტინის მიღება

თუ გამოტოვებთ ერთ დოზას, მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. გააგრძელეთ შემდგომი დოზების მიღება ჩვეულებრივად.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ სამკურნალო პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4.შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატმა, ამბროლიტინმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველას არ უვლინდება.

გვერდითი მოქმედება კლასიფიცირდება სიხშირის შესაბამისად:

ხშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 10 დან 1 -მდე პაციენტში): გულისრევა

არახშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 100-დან 1-მდე პაციენტში): ღებინება, დიარეა, საჭმლის მონელების დარღვევა, კუჭის ტკივილი.

იშვიათი (შესაძლოა გამოვლინდეს 1000-დან 1-მდე პაციენტში):

-ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები

-კანის გამონაყარი, ჭინჭრის ციება.

უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემებით სიხშირის შეფასება შეუძლებელია): ანაფილაქტოიდური რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური შოკის, ანგიოედემის ჩათვლით (მყისიერად განვითარებული კანის, კანქვეშა ქსოვილის, ლორწოვანის ან ლორწოსქვეშა შრის შეშუპება) და გამონაყარი;

კანის მძიმე გვერდითი რეაქციები (მათ შორის მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი და მწვავე გენერალიზებული ეგზანტემატოზური პუსტულეზი).

შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ

თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე არასასურველი რეაქცია წამლის მიმართ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან მედდას.. ეს მოიცავს ყველა იმ შესაძლო გვერდითი მოვლენას, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ შეიტანოთ წვლილი წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეკრებაში.

5.როგორ ინახება ამბროლიტინი

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს წამალი მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე მითითებული „годен до’..ს ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.

სამკურნალო პრეპარატები არ უნდა გადააგდოთ კანალიზაციაში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. კითხეთ თქვენს ფარმაცევტს როგორ გაანადგუროთ თქვენთვის არასაჭირო სამკურნალო პრეპარატები. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6.შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ამბროლიტინი

- აქტიური ნივთიერება: ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 30 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს.

- სხვა დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, კოლოიდი

უწყლო სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი.

როგორ გამოიყურება ამბროლიტინი და შეფუთვის შიგთავსი

თეთრიდან მოთეთრო ფერის, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები ორმაგი ნაჭდევით და გამყოფი ხაზით, დიამეტრის 9 მმ. ტაბლეტი შეიძლება დაიყოს ორ თანაბარ დოზად

10 (ათი) ტაბლეტი PVC/Al ან PVC/PVdC/AI ბლისტერში.

2 (ორი), 3 (სამი) ან 5 (ხუთი) ბლისტერი მუყაოს კოლოფში ფურცელ-ჩანართთან ერთად.

ყველა სახის შეფუთვა შეიძლება არ იყოს გაყიდვაში .

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ასევე , იხილეთ : Ambroxol - ამბროქსოლი 30მგ 20 ტაბლეტი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა20
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy