ალფალიპოიკი - Alphalipoic 600 მგ 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 46,56 GEL რეგულარული ფასი 58,20 GEL
მარაგშია
SKU
95908_1370

ჩვენება: დიაბეტური პოლინეიროპათიის სენსორული დარღვევების სამკურნალოდ (სენსორული ნერვის დაზიანება, რომელიც გამოწვეულია დიაბეტით).

ალფალიპოიკი 600 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

თიოქტის მჟავა

Alfalipoic 600 mg film-coated tablets

Thioctic acid

ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია სრულად, იქამდე სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის მიღებას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

- შეინახეთ ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

- თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. 

- მოცემული პრეპარატი გამოწერილი გაქვთ პირადად თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა ადამიანებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მიუხედავად იმისა, რომ მათი სიმფტომები იგივეა, რაც თქვენი.

- თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ასევე მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში.

რას შეიცავს ეს ინსტრუქცია

1. რა არის ალფალიპოიკი და რისთვის გამოიყენება ის

2. რა უნდა იცოდეთ ალფალიპოიკის მიღებამდე

3. როგორ მივიღოთ ალფალიპოიკი

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. როგორ შეინახოთ ალფალიპოიკი 

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

1. რა არის ალფალიპოიკი და რისთვის გამოიყენება ის

ალფალიპოიკი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას თიოქტის (ალფა-ლიპოის) მჟავას, რომელიც შედის საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლიზმზე მოქმედი პროდუქტების ჯგუფში.

თიოქტის მჟავა წარმოიქმნება ორგანიზმში, ის დადებითად მოქმედებს შაქრის დაშლაზე დიაბეტიან პაციენტებში. თიოქტის მჟავას ასევე გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები, რომლებიც იცავს ნერვულ უჯრედებს დაშლის პროდუქტებთან რეაქციისგან. თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ ალფალიპოიკი დიაბეტური პოლინეიროპათიის სენსორული დარღვევების სამკურნალოდ (სენსორული ნერვის დაზიანება, რომელიც გამოწვეულია დიაბეტით). 

2. რა უნდა იცოდეთ ალფალიპოიკის მიღებამდე

არ მიიღოთ ალფალიპოიკი:

თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) თიოქტის მჟავას ან ამ წამლის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ალფალიპოიკის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

ყოველთვის ზუსტად დაიცავით ექიმის რეკომენდაციები.

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ალფალიპოიკი  გამოყენებისას

- ამ მედიკამენტით მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას, თუ იღებთ ან ახლახან იღებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულებს.

- აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იცით, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი სახის შაქრის მიმართ. თუ არ ხართ დარწმუნებული, გაქვთ თუ არა რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა ან სიმპტომი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის ალფალიპოიკის გამოყენებამდე.

ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე).

ბავშვებსა და მოზარდებში არ გამოიყენება ალფალიპოიკი, ამ ასაკობრივ ჯგუფში კლინიკური გამოცდილების ნაკლებობის გამო.

სხვა პრეპარატები და ალფალიპოიკი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ მომავალში სხვა მედიკამენტები.

ეს აუცილებელია, რადგან ალფალიპოიკს შეუძლია გაახანგრძლივოს ზოგიერთი წამლის მოქმედება, ხოლო სხვა პრეპარატებმა კი შეიძლება გავლენა მოახდინონ ალფალიპოიკის მოქმედებაზე.

შესაძლებელია, რომ ალფალიპოიკმა გამოიწვიოს ცისპლატინის (სიმსივნური აგენტის) ეფექტის დაქვეითება მისი ერთდროული გამოყენებისას.

არ მიიღოთ ალფალიპოიკი ერთდროულად ლითონის ნაერთებთან (მაგ. რკინის პროდუქტები, მაგნიუმი, რძის პროდუქტები, მათში შემავალი კალციუმის გამო), რადგან ამან შეიძლება გაანეიტრალოს მათი ეფექტი. თუ ალფალიპოიკი მიიღება საუზმემდე 30 წუთით ადრე, რკინისა და მაგნიუმის პრეპარატების მიღება შესაძლებელია სადილზე ან დღის მეორე ნახევარში. ანტიდიაბეტური მედიკამენტების (ინსულინი და დიაბეტის სამკურნალო სხვა სამკურნალო საშუალებები) სისხლში შაქრის შემამცირებელი ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს. ამიტომ, განსაკუთრებით ალფალოპოიკით მკურნალობის დასაწყისში, რეკომენდებულია სისხლში შაქრის უფრო ხშირი კონტროლი. ჰიპოგლიკემიის სიმპტომების თავიდან ასაცილებლად, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინის დოზის ან პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების დოზის შემცირება ექიმის დანიშნულების მიხედვით.

ალფალიპოიკი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

ალკოჰოლის რეგულარული მოხმარება მნიშვნელოვანი რისკფაქტორია ნერვული დაზიანების განვითარებისა და პროგრესისთვის და შესაძლოა შეამციროს ალფალიპოიკის მკურნალობის ეფექტი. ამიტომ რეკომენდებულია დიაბეტური პოლინეიროპათიის მქონე პაციენტებმა თავი შეიკავონ ალკოჰოლის მიღებისგან. ეს ასევე ეხება იმ პერიოდს, როდესაც თერაპია არ ტარდება.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ვინაიდან ამ პერიოდში ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი პაციენტების ამ ჯგუფისთვის, ალფალიპოიკით მკურნალობა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მკურნალი ექიმის გულდასმით შეფასებისა და მონიტორინგის შემდეგ.

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა რეპროდუქციულობაზე ან ნაყოფზე მავნე ზეგავლენა.

არ არსებობს მონაცემები პრეპარეატის დედის რძეში გადასვლის შესახებ.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვა

ალფალიპოიკი არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ალფალიპოიკი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს.

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს. თუ იცით, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ამ პრეპარატის მიღებამდე.

3. როგორ მიიღება ალფალიპოიკი

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა დაგინიშნათ. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზირება

სადღეღამისო დოზა არის ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, რომელიც შეესაბამება 600 მგ თიოქტის მჟავას ერთჯერადი დოზით, მიირება დაახლოებით 30 წუთით ადრე დღის პირველ კვებამდე. ალფალიპოიკი განკუთვნილია ხანგრძლივი მკურნალობისთვის. 

როგორ უნდა მიიღოთ ალფალიპოიკის ტაბლეტები?

ალფალიპოიკის ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ მთლიანად, სითხის საკმარისი რაოდენობით. დადგენილი დოზა უნდა იქნას მიღებული უზმოზე, რადგან საკვებთან ერთდროულმა მიღებამ შეიძლება ხელი შეუშალოს რეზორბციას (შეწოვას).

ამიტომ რეკომენდებულია მთელი დღიური დოზის მიღება საუზმის წინ, განსაკუთრებით პაციენტებისთვის, რომელთან ესაჭიროებათ კუჭის დაცლის გახანგრძლივებული დრო.

ალფალიპოიკით მკურნალობის ხანგრძლივობა

ალფალიპოიკი გამოიყენება ხანგრძლივი მკურნალობისთვის. თქვენ უნდა გააგრძელოთ ალფალიპოიკის მიღება მანამ, სანამ ექიმი არ გეტყვით რომ უნდა შეწყვიტოთ.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ალფალიპოიკი

თუ შემთხვევით მიიღეთ დანიშნულზე მეტი ტაბლეტი, აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას. შეიძლება განიცადოთ შემდეგი გვერდითი მოვლენები: გულისრევა, ღებინება და თავის ტკივილი.

ზოეგიერთ შემთხვევებში, 10გ-ზე მეტი თიოქტური მჟავის მიღების შემდეგ, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მოხმარებისას, აღწერილია მოწამვლის სერიოზული და ზოგჯერ სიცოცხლისათვის საშიში შემთხვევები. სიმპტომები თავდაპირველად შეიძლება იყოს ნერვული აგზნება, ცნობიერების დაბინდვა, კრუნჩხვები, მჟავა-ტუტე ბალანსის დარღვევა, ლაქტური აციდოზის გამოვლინება, სისხლის კოაგულაციის სერიოზული დარღვევები, შოკი. ამიტომ, ალფალიპოიკით მოწამვლის ოდნავი ეჭვის შემთხვევაში (თუ თქვენ გადაყლაპეთ 10 ან მეტი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ან 50 მგ/კგ სხეულის მასაზე მეტი, ბავშვებისთვის) დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას მკურნალობის პროცედურის დასაწყებად (მაგ. ღებინების გამოწვევა, კუჭის ამორეცხვა, გააქტიურებული ნახშირის შეყვანა და ა.შ.).

თუ დაგავიწყდათ ალფალიპოიკის მიღება

თუ გამოტოვებთ დოზას, მიიღეთ იგი როგორც კი გაგახსენდებათ. ამ შემთხვევაში, უბრალოდ გააგრძელეთ ალფალიპოიკის მიღება ჩვეულ დროს, ექიმის დანიშნულებით. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ თქვენ შეწყვიტეთ ალფალიპოიკის მიღება

არ შეწყვიტოთ ალფალიპოიკის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რადგან თქვენი სიმპტომები შეიძლება განმეორდეს ან გაუარესდეს. ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის კურსი უნდა დასრულდეს, რათა არ დაირღვეს მისი ეფექტი.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ეს რეაქციები ჩვეულებრივ შექცევადია და ქრება დროის მოკლე პერიოდში.

გვერდითი რეაქციების სიხშირე იყოფა შემდეგნაირად:

ძალიან ხშირი (ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში); ხშირი (ვლინდება 10-დან 1 პაციენტში); იშვიათად (ვლინდება 100-დან 1-მდე პაციენტში); ძალიან იშვიათი (ვლინდება 1000-დან 1-მდე პაციენტში); ძალიან იშვიათად (ვლინდება 10000-დან 1-მდე პაციენტს); უცნობი სიხშირე (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).

შეწყვიტეთ ალფალიპოიკის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს, თუ გაქვთ სერიოზული ალერგიული რეაქციის რომელიმე სიმპტომი:

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები:

- კანის გამონაყარი.

- ჭინჭრის ციება.

- ქავილი.

შეწყვიტეთ ალფალიპოიკის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს, თუ თქვენ გაქვთ რომელიმე შემდეგი სერიოზული რეაქცია:

ძალიან იშვიათი გვერდითი რეაქციები:

- გულისრევა, ღებინება, კუჭ-ნაწლავის ტკივილი და დიარეა.

სხვა გვერდითი რეაქციები:

- გლუკოზის გაუმჯობესებული შეწოვის გამო, ცალკეულ შემთხვევებში შეინიშნება სისხლში შაქრის დონის ვარდნა. დაფიქსირდა ჰიპოგლიკემიის მსგავსი სიმპტომები, როგორიცაა თავბრუსხვევა, ჭარბოფლიანობა, თავის ტკივილი და მხედველობის დარღვევა.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ყველა შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში.

5. როგორ ინახება ალფალიპოიკი

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გადაყაროთ მედიკამენტები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ თქვენი არასასურველი მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ალფალიპოიკი

-  აქტიური ნივთიერება: თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 600 მგ თიოქტის მჟავას (ალფა-ლიპოის მჟავა); 

- სხვა ინგრედიენტებია: ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სიმეთიკონი (65%), მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი, კოლოიდური, უწყლო, ჰიპრომელოზა. აპკიანი საფარი: ტალკი, მაკროგოლი, პოლივინილის სპირტი, მეტაკრილის მჟავას კოპოლიმერი, ნატრიუმის ბიკარბონატი, ტიტანის დიოქსიდი (E1 71); ქინოლინის ყვითელი (E104), ყვითელი რკინის ოქსიდი (E172).

მითითება დიაბეტით დაავადებულთათვის: ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 0,0041 ნაკლებ პურის ერთეულს.

როგორ გამოიყურება ალფალიპოიკი და შეფუთვის შემადგენლობა

ალფალიპოიკი არის ღია ყვითელი ოვალური აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, გამყოფი ჭრილით ორივე მხარეს.

10 ან 15 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეფუთულია ალუმინისა და პლასტმასის ფოლგის ბლისტერში.

3 ან 2 ბლისტერი პაციენტის ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე  

ასევე, იხილეთ: თიონევრინი - Thionerv 600მგ 30 ტაბლეტი

მეტი ინფორაცია
Units30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy