WaveGAN - ვავეგანი ხსნარი 10% 100მლ
ჩვენება: ჭრილობის ინფექციების მკურნალობა კანის ბაქტერიული, სოკოვანი და ვირუსული ინფექციების მკურნალობა.
ვავეგანი
სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
სავაჭრო დასახელება: ვავეგანი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: პოვიდონ-იოდი
წამლის ფორმა: გარეგანი გამოყენების ხსნარი 10%-იანი.
შემადგენლობა:
პოვიდონ-იოდი USP 10% w/w;
(იოდის შემცველობა 1% w/w)
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დერმატოლოგიური საშუალებები. იოდშემცველი ანტისეპტიკური პრეპარატები.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა:
ანტისეპტიკური პრეპარატი. კანთან შეხებისას, პოლივინილპიროლიდონის კომპლექსიდან გამოთავისუფლებული იოდი ბაქტერიული უჯრედის ცილებთან აყალიბებს იოდამინებს, კოაგულაციას უკეთებს მათ და იწვევს მიკროორგანიზმების განადგურებას. ამჟღავნებს სწრაფ ბაქტერიციდულ ზემოქმედებას გრამდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიებზე (გარდა Mycobacterium tuberculosis). პრეპარატი ეფექტურია სოკოების, ვირუსების, უმარტივესების წინააღმდეგ. ახასიათებს მეტად გახანგრძლივებული მოქმედება, ვიდრე არაორგანული იოდის ხსნარს.
ფარმაკოკინეტიკა:
კანთან ან ლორწოვან გარსებთან შეხებისას ელემენტარული იოდი გამოთავისუფლდება თანდათანობით და თანაბრად. იოდის შეღწევა ქსოვილებში დაახლოებით 1 მმ სიღრმეზე არ უშლის ხელს ნორმალურ რეგენერაციის პროცესებს. კომპლექსური მოლეკულის დიდი ზომის გამო, ის ცუდად გადის ბიოლოგიურ ბარიერებს; იოდის სისტემური ეფექტი პრაქტიკულად არ ვლინდება.
გამოყენების ჩვენებები
· ჭრილობის ინფექციების მკურნალობა და პროფილაქტიკა ქირურგიაში, ტრამვატოლოგიაში, კომბუსტიოლოგიაში, სტომატოლოგიაში;
· კანის ბაქტერიული, სოკოვანი და ვირუსული ინფექციების მკურნალობა, სუპერინფექციის პროფილაქტიკა დერმატოლოგიურ პრაქტიკაში;
· ნაწოლების, ტროფიკული წყლულების, დიაბეტური ტერფის მკურნალობა;
· პაციენტების კანისა და ლორწოვანი გარსების დეზინფექცია ოპერაციისთვის, ინვაზიური კვლევებისთვის (პუნქცია, ბიოფსია, ინექციები და ა.შ.) მომზადებისას;
· კანის დეზინფექცია დრენაჟების, კათეტერების, ზონდების გარშემო;
· პირის ღრუს დეზინფექცია სტომატოლოგიური ოპერაციების დროს;
· სამშობიარო არხების დეზინფექცია; „მცირე“ გინეკოლოგიური ოპერაციების ჩატარებისას (ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა, საშვილოსნოსშიდა სპირალის (სშს) შეყვანა, ეროზიისა და პოლიპის კოაგულაცია და ა.შ.).
უკუჩვენებები
· ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობის მიმართ;
· ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა (ჰიპერთირეოზი), ფარისებრი ჯირკვლის ადენომა, თირეოტოქსიკოზი;
· დიურინგის ჰერპეტიფორმის დერმატიტი;
· რადიოაქტიურ იოდთან ერთდროული გამოყენება;
· ორსულობა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდი;
· დღენაკლული და ახალშობილი ჩვილები.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
არ არსებობს საკმარისი მონაცემები ორსულ ქალებში და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ. ამიტომ, ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
გამოყენების მეთოდი და დოზირება
გარეგანი გამოყენებისათვის.
კანის დასამუშავებლად გამოიყენება განუზავებელი სახით, შესაზელად, ჩამოსაბანად ან სველი კომპრესის სახით. სადრენაჟო სისტემებში გამოსაყენებლად 10%-იანი ხსნარს აზავებენ 10-100-ჯერ. თუ მკურნალობის შემდეგ მდგომარეობა არ უმჯობესდება, ან სიმპტომები უარესდება, ან ჩნდება ახალი სიმპტომები, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. პრეპარატი გამოიყენეთ მხოლოდ იმ ჩვენებების, გამოყენების მეთოდისა და დოზირების შესაბამისად, რაც მითითებულია გამოყენების ინსტრუქციაში.
გვერდითი მოვლენები:
ჭრილობის დიდ ზედაპირსა და ლორწოვან გარსებზე გამოყენებისას, შეიძლება განვითარდეს იოდის სისტემური შეწოვა, რაც შესაძლოა აისახოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური აქტივობის ტესტებში და ასევე გამოიწვიოს ნეიტროპენიის განვითარება. ზოგიერთ შემთხვევაში, პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობისას, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს იოდის მიმართ ალერგიული რეაქციების ადგილობრივ გამოვლინებებს (ჰიპერემია, წვა, ქავილი, შეშუპება, ტკივილი), რაც მოითხოვს პრეპარატის მოხსნას.
ხანგრძლივმა გამოყენებამ (7-10 დღეზე მეტი) შეიძლება გამოიწვიოს იოდიზმის ფენომენი („მეტალის“ გემო პირში, ნერწყვდენის მომატება, თვალების ან ხორხის შეშუპება და ა.შ.), რომლის გამოვლენისთანავე პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და უნდა მიმართოთ ექიმს.
დოზის გადაჭარბება:
ამ დრომდე დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
მკურნალობა: სიმპტომური.
წამლისმიერი ურთიერთქმედება
ჭრილობის დასამუშავებლად პრეპარატის კომბინირებული გამოყენება წყალბადის ზეჟანგთან, ვერცხლის და ტაუროლიდინის შემცველ ფერმენტული პრეპარატებთან, ასევე ანტისეპტიკურ პრეპარატებთან, იწვევს ეფექტურობის ურთიერთდაქვეითებას.
პოვიდონ-იოდი არ უნდა იქნას გამოყენებული ვერცხლისწყლის პრეპარატებთან ერთად, ვინაიდან ეს იწვევს ტუტე ვერცხლისწყლის იოდიდის წარმოქმნას.
პრეპარატი შეიძლება რეაქციაში შევიდეს ცილებთან და უჯერ ორგანულ კომპლექსებთან. პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლითიუმის შემცველ პრეპარატებს, თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება, განსაკუთრებით ზედაპირის დიდ უბნებზე.
პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლითიუმის პრეპარატებს.
პოვიდონ-იოდი შეუთავსებელია აღმდგენ ნაერთებთან, ალკალოიდის მარილებთან, ტანინის მჟავასთან, სალიცილის მჟავასთან, ვერცხლთან, ვერცხლისწყლის და ბისმუტის მარილებთან.
განსაკუთრებული მითითებები:
მოარიდეთ თვალებთან კონტაქტს.
ფარისებრი ჯირკვლის დარღვევის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. დაზიანებულ კანზე რეგულარული გამოყენებისას, სიფრთხილის დაცვაა საჭირო პაციენტებში, თირკმლის ქრონიკული უკმარისობით. არ გაცხელოთ გამოყენებამდე. გამოყენების ადგილზე წარმოიქმნება შეფერილი აპკი, რომელიც ნარჩუნდება აქტიური იოდის მთელი ოდენობის გამოთავისუფლებამდე, რაც ნიშნავს პრეპარატის მოქმედების დასრულებას. კანისა და ქსოვილების შეფერვა ადვილად ირეცხება წყლით. არ გამოიყენოთ მწერების, შინაური და გარეული ცხოველების ნაკბენისთვის.
პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ფარისებრი ჯირკვლის მიერ იოდის შეწოვა, რაც შეიძლება აისახოს ზოგიერთი კვლევისა და პროცედურის შედეგებზე (ფარისებრი ჯირკვლის სინტიგრაფია, პროტეინთან დაკავშირებული იოდის განსაზღვრა, დიაგნოსტიკური პროცედურები რადიოაქტიური იოდის გამოყენებით), რის გამოც შესაძლოა შეუძლებელი გახდეს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისათვის იოდის პრეპარატებით მკურნალობის დაგეგმვა. პრეპარატის მოხსნის შემდეგ უნდა დაელოდოთ მინიმუმ 1 კვირიანი ინტერვალით.
პოვიდონ-იოდის მჟანგავმა მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ცრუ დადებითი შედეგები სხვადასხვა დიაგნოსტიკურ ტესტებში (მაგალითად, ჰემოგლობინისა და გლუკოზის გაზომვა განავალსა და შარდში ტოლუიდინის და გუაიაკის ფისების გამოყენებით).
პოვიდონ-იოდის მჟანგავმა თვისებებმა შეიძლება გამოიწვიოს ლითონების კოროზია, მაშინ როცა, პლასტმასი და სინთეზური მასალები, როგორც წესი, არ არის მგრძნობიარე პოვიდონ-იოდის მიმართ. ცალკეულ შემთხვევბში შეიძლება ადგილი ჰქონდეს ფერის ცვლილებას, რომელიც ჩვეულებრივ აღდგება.
პრეპარატი ადვილად შორდება ქსოვილებიდან და სხვა მასალებიდან თბილი წყლით და საპნით. ძნელად მოსაშორებელი ლაქები უნდა დამუშავდეს ამიაკის ან ნატრიუმის თიოსულფატის ხსნარით.
პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან!
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე
არ მოქმედებს
ზეგავლენა ავტომობილის მართვასა და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე
არ მოქმედებს.
გამოშვების ფორმა
100მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი მინის ბოთლში. ერთი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ შეიძლება გაყინვა.
ვარგისობის ვადა
მითითებულია შეფუთვაზე. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account