Vegaspan - ვეგასპანი 2მგ+5მგ/მლ 1მლ 1 ამპულა

განსაკუთრებული ფასი 10,68 GEL რეგულარული ფასი 14,83 GEL
მარაგშია
SKU
88392_3431

ჩვენება: რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი, ბურსიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი.

ვეგასპანი

სავაჭრო დასახელება: ვეგასპანი

აქტიური ნივთიერება (სას): ბეტამეთაზონი

სამკურნალო ფორმა: საინექციო სუსპენზია

შემადგენლობა:

ერთი ამპულა შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები: ბეტამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატი (100% მშრალ ნივთიერებაზე გადათვლით) 2,63 მგ (2,0 მგ ბეტამეთაზონის ექვივალენტური), ბეტამეთაზონის დიპროპიონატი (100% მშრალ ნივთიერებაზე გადათვლით) 6,43 მგ (ექვივალენტურია ბეტამეტაზონის 5,0 მგ)

დამხმარე ნივთიერებები: მეთილპარჰიდროქსიბენზოატი (ნიპაგინი, E218), პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი (ნიპაზოლი, E 216), ბენზილის სპირტი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, დინატრიუმის ედეტატი (ტრილონ ბ), ნატრიუმის კარმელოზა (ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა), პოლისორბატი 80, პოლიეთილენგლიკოლი 4000, მარილმჟავა, საინექციო წყალი .

აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო ან ღია ყვითელი ოდნავ ბლანტი სითხე, რომელიც შეიცავს ადვილად რესუსპენზირებად თეთრ ან თითქმის თეთრ ნაწილაკებს, თავისუფალი უცხო ჩანართებისგან. შენჯღევისას წარმოიქმნება თეთრი ან მოყვითალო ფერის სტაბილური სუსპენზია.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი : 

სისტემური მოქმედების ჰორმონალური პრეპარატები, სქესობრივი ჰორმონების და ინსულინების გამოკლებით. კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისთვის. კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისთვის, მარტივი. გლუკოკორტიკოიდები. ბეტამეთაზონი

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

მოქმედების მექანიზმი 

პრეპარატ ვეგასპანი წარმოადგენს ხსნად და ნაკლებად ხსნად ბეტამეთაზონის ეთერების ნაზავს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ანტირევმატული და ალერგიის საწინააღმდეგო ეფექტებით, რომელიც გამოიყენება კორტიკოსტეროიდების მიმართ მგრძნობიარე დაავადებების სამკურნალოდ. სწრაფ თერაპიულ ეფექტს უზრუნველყოფს ხსნადი ბეტამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატის ეთერი, რომელიც სწრაფად შეიწოვება ინექციის შემდეგ. პროლონგირებული მოქმედება მიიღწევა ბეტამეთაზონის დიპროპიონატის წყალობით, რომელიც ოდნავ ხსნადია და ნელა შეიწოვება, ამგვარად სიმპტომები კონტროლდება უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ბეტამეთაზონის დიპროპიონატის მცირე კრისტალები საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ კანშიდა და კერაში შეყვანისთვის განკუთვნილი წვრილი  (26 კალიბრამდე)  ნემსები .

ბეტამეთაზონს გააჩნია ძლიერი გლუკოკორტიკოიდული მოქმედება და უმნიშვნელო მინერალოკორტიკოიდული აქტივობა. გლუკოკორტიკოიდები აღწევენ უჯრედის მემბრანის იქით და ქმნიან კომპლექსებს სპეციფიკურ ციტოპლაზმურ რეცეპტორებთან. შემდეგ ეს კომპლექსები აღწევს უჯრედის ბირთვში, უკავშირდებიან დნმ-ს (ქრომატინს) და ასტიმულირებენ მ-რნმ-ის ტრანსკრიფციას და  სხვადასხვა ფერმენტების შემდგომ სინთეზს, რითაც აიხსნება სისტემური გამოყენების ეფექტი. გლუკოკორტიკოიდები არა მხოლოდ მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ანთებით პროცესზე და იმუნურ პასუხზე, არამედ გავლენას ახდენენ ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების მეტაბოლიზმზე. ისინი ასევე ახდენენ გავლენას გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ჩონჩხის კუნთებზე და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

გავლენა ანთებით პროცესზე და იმუნურ პასუხზე
გლუკოკორტიკოიდებს გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო, იმუნოდეპრესიული და ანტიალერგიული თვისებები. ამ თვისებების წყალობით მიიღწევა შემდეგი თერაპიული ეფექტები: იმუნოაქტიური უჯრედების რაოდენობის შემცირება ანთების კერასთან ახლოს; ვაზოდილაციის შემცირება; ლიზოსომური მემბრანების სტაბილიზაცია; ფაგოციტოზის ინჰიბირება; პროსტაგლანდინების და მასთან მონათესავე ნაერთების წარმოების შემცირება. ანთების საწინააღმდეგო ეფექტი დაახლოებით 25-ჯერ უფრო ინტენსიურია, ვიდრე ჰიდროკორტიზონისა და 8-10-ჯერ -ვიდრე პრედნიზოლონისა (ექვივალენტური დოზებით).

გავლენა ნახშირწყლებისა და ცილების მეტაბოლიზმზე
გლუკოკორტიკოიდებს გააჩნიათ კატაბოლური მოქმედება ცილებზე. გამოთავისუფლებული ამინომჟავები ღვიძლში მიმდინარე გლუკონეოგენეზის პროცესის დროს გარდაიქმნება გლუკოზად და გლიკოგენად. პერიფერიულ ქსოვილებში გლუკოზის ათვისება მცირდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერგლიკემია და გლუკოზურია, განსაკუთრებით დიაბეტის განვითარების რისკის მქონე პაციენტებში.
გავლენა ცხიმის მეტაბოლიზმზე
გლუკოკორტიკოიდებს გააჩნიათ ლიპოლიზური ეფექტი, რომელიც უპირველეს ყოვლისა ვლინდება კიდურებში. გლუკოკორტიკოიდები ასევე ახდენენ ლიპოგენეტიკურ მოქმედებას, რაც ყველაზე მეტად გამოხატულია მკერდის, კისრის და თავის არეში. ეს ყველაფერი იწვევს ცხიმის გადანაწილებას. გლუკოკორტიკოიდების მაქსიმალური ფარმაკოლოგიური აქტივობა  ვლინდება არა პლაზმური კონცენტრაციის პიკზე, არამედ მის შემდეგ, ამრიგად, გლუკოკორტიკოიდების მოქმედება, პირველ რიგში, განპირობებულია ფერმენტების აქტივობაზე ზემოქმედებით.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

პროლონგირებული აქტივობა მიიღწევა ბეტამეთაზონის დიპროპიონატის ხარჯზე, ეს ნივთიერება პრაქტიკულად არ იხსნება რა, ქმნის დეპოს და, ამრიგად, შეწოვა უფრო ნელა ხდება და სიმპტომების შემსუბუქების პერიოდი გრძელდება. 

ბიოტრანსფორმაცია

ბეტამეთაზონი მეტაბოლიზდება ღვიძლში. ბეტამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატი ადვილად იხსნება წყალში და ორგანიზმში მეტაბოლიზდება ბეტამეთაზონამდე, ბიოლოგიურად აქტიურ სტეროიდამდე. ბეტამეთაზონი ძირითადად უკავშირდება ალბუმინს. ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში ბეტამეთაზონის კლირენსი ნელდება.

გამოყოფა

ბეტამეთაზონი გამოიყოფა თირკმელებით. პერორალური ან პარენტერალური შეყვანისას ბეტამეთაზონის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს ≥300, ხოლო ბიოლოგიური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 36-54 საათს.

ბეტამეთაზონის დიპროპიონატის/ბეტამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატის კომბინაცია

ექვს ზრდასრულ პაციენტს ინტრამუსკულარულად    შეუყვანეს ტრიტიუმით მონიშნული ბეტამეთაზონის სუსპენზია: ორი იღებდა 5 მგ მონიშნულ ბეტამეთაზონის დიპროპიონატს, ორი ღებულობდა 1.66 მგ მონიშნულ ბეტამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატს, და ორი ღებულობდა 5 მგ ლითიუმით მონიშნულ  ბეტამეთაზონ დიპროპიონატის + 2 მგ არამონიშნულ ბეტამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატის კომბინაციას.

ამ კვლევის ფარგლებში, ინტრამუსკულურად შეყვანილი ბეტამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატი სწრაფად იწოვებოდა და  დაუყოვნებლივ ჰიდროლიზდებოდა, აღწევდა რა მაქსიმალურ კონცენტრაციას პლაზმაში 60 წუთის შემდეგ. ბეტამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატი პრაქტიკულად მთლიანად გამოიყოფებოდა შეყვანის პირველ დღეს; ორი დღის შემდეგ  რადიოაქტიური ნივთიერება გამოიყოფებოდა მცირე რაოდენობით. რადიოაქტიური ნივთიერების დაახლოებით 80% აღმოჩენილი იქნა  შარდში. მეორეს მხრივ, ბეტამეთაზონის დიპროპიონატი შეიწოვებოდა ძალიან ნელა, მეტაბოლიზდებოდა თანდათანობით და ნაწილობრივ გამოიყოფებოდა 10 დღეზე მეტი ხნის შემდეგ. თუმცა, რადიოაქტიური ნივთიერების უმეტესი ნაწილი გამოყოფილ იქნა 7-8 დღის შემდეგ. ანალოგიურად, კომბინაციის შეყვანისას, რადიოაქტიურობის დაახლოებით 40% გამოიყოფა 10 დღის განმავლობაში, რომლის უმეტესობაც გამოიყოფა მეშვიდე დღეს.

გამოყენების ჩვენებები

 საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა და რბილი ქსოვილები : რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი, ბურსიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი, ეპიკონდილიტი, რადიკულიტი, კოქციდია (ტკივილი კუდუსუნში), რადიკულიტი, ლუმბაგო, მწვავე პოდაგრული ართრიტი, კისრის გამრუდება, განგლიოზური კისტა, ეკზოსტოზი (ძვალ-ხრტილოვანი წამონაზარდი) და ფასციიტი.

ალერგიული დაავადებები : ქრონიკული ბრონქული ასთმა ( ასთმური სტატუსის  კომპლექსური თერაპიის ჩათვლით), თივის ცხელება, ანგიონევროზული შეშუპება, მძიმე ალერგიული ბრონქიტი, კონტაქტური დერმატიტი, ატოპიური დერმატიტი, სეზონური ან მუდმივი ალერგიული რინიტი, მედიკამენტოზური რეაქციები, შრატისმიერი დაავადება და მედიკამენტებით ან მწერების ნაკბენით გამოწვეული რეაქციები. 

დერმატოლოგიური დაავადებები: ატოპიური დერმატიტი (მონეტისებრი ეგზემა), ნეიროდერმიტი (მარტივი სარტყლისებრი ლიქენი), კონტაქტური დერმატიტი, მზის მძიმე დერმატიტი, ჭინჭრის ციება, ჰიპერტროფიული წითელი ბტყელი ლიქენი, დიაბეტური ლიპოდისტროფია, კეროვანი ალოპეცია, დისკოიდური წითელი მგლურა, ფსორიაზი, კელოიდური ნაწიბურები, ჩვეულებრივი ბუშტუკოვანი  ჰერპესისფორმული დერმატიტი და კისტოზური აკნე.

კოლაგენოზები: სისტემური წითელი მგლურა, სკლეროდერმია, დერმატომიოზიტი და კვანძოვანი პერიარტერიტი.

ნეოპლასტიკური დაავადებები : როგორც ლეიკემიისა და ლიმფომების პალიატიური მკურნალობა მოზრდილებში; მწვავე ლეიკოზი ბავშვებში.

სხვა მდგომარეობები : ადრენოგენიტალური სინდრომი, წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება, სპრუ, პედიატრიული დაავადებები (თავის ტვინის მყარი გარსის ქვეშ მდებარე ბურსიტი, ტერფის რიგიდული დიდი თითი, თითების ვარუსული დეფორმაცია), მდგომარეობები, რომლებიც საჭიროებენ სუბკონიუნქტივალურ ინექციებს, კორტიკოსტეროიდებზე დამოკიდებული სისხლის დარღვევები, ნეფრიტი და ნეფროზული სინდრომი.

თირკმელზედა ჯირკვლის პირველადი ან მეორადი უკმარისობა (მინერალოკორტიკოსტეროიდების სავალდებულო ერთდროული შეყვანის დროს).

მიღების წესი და დოზები

დოზირების რეჟიმი და მიღების წესი დგინდება ინდივიდუალურად, რაც დამოკიდებულია ჩვენებაზე, დაავადების სიმძიმეზე და პაციენტის რეაქციაზე მკურნალობაზე.

პრეპარატი ვეგასპანი რეკომენდირებულია:

1) ინტრამუსკულური ინექციებისათვის იმ  დაავადებების დროს, რომლებიც რეაგირებენ სისტემური კორტიკოსტეროიდების მოქმედებაზე;

2) პირდაპირი ინექციებიისთვის დაზიანებულ რბილ ქსოვილებში ჩვენებების შესაბამისად;

3) ართრიტის დროს სახსარშიდა  და სახსარსირგვლივ ინექციებისათვის;

4) ქსოვილშიდა ინექციებისათვის სხვადასხვა დერმატოლოგიური დაავადებების დროს;

5) ადგილობრივი ინექციებისათვის ტერფის ზოგიერთი ანთებითი და კისტოზური დაავადებების დროს.

შეყვანის წინ აუცილებელია  შენჯღრევა.

დოზირება

დოზა უნდა იყოს მინიმალური, გამოყენების პერიოდი - მაქსიმალურად  ხანმოკლე.

დოზა უნდა შეირჩეს დამაკმაყოფილებელი კლინიკური პასუხის მიღებამდე. თუ არ არის დამაკმაყოფილებელი კლინიკური პასუხი დროის გარკვეული მონაკვეთის შემდეგ, პრეპარატი ვეგასპანი უნდა იქნას მოხსნილი დოზის თანდათანობითი შემცირებით და უნდა დაინიშნოს სხვა თერაპია.

თერაპიული ეფექტის მიღწევის შემდეგ შემანარჩუნებელი დოზის შერჩევა ხდება დოზის თანდათანობით შემცირებით, რომელიც  შეჰყავთ დროის გარკვეული  ინტერვალებით  მანამ, სანამ არ იქნება მიღწეული მინიმალური დოზა, რომელიც უზრუნველყოფს ადექვატურ კლინიკურ ეფექტს.

შეყვანის წესი

ვეგასპანის  ვენაში ან კანქვეშ შეყვანა არ შეიძლება 
სისტემური თერაპიის  დროს ვეგასპანის  საწყისი დოზა უმეტეს შემთხვევაში შეადგენს 1-2 მლ. შეყვანა  მეორდება საჭიროებისამებრ, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე. შეყვანა ხორციელდება ღრმა ინტრამუსკულური (ი/მ) ინექციით საჯდომის არეში. დოზები და მიღების სიხშირე შეირჩევა ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობის სიმძიმისა და თერაპიული პასუხის გათვალისწინებით:

˗      მძიმე მდგომარეობების შემთხვევაში ( წითელი მგლურა და ასთმატური სტატუსი), რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელი ზომების მიღებას, პრეპარატის საწყისმა დოზამ შეიძლება შეადგინოს 2 მლ;

- დერმატოლოგიური დაავადებების დროს, როგორც წესი, საკმარისია პრეპარატის 1 მლ, თერაპიული პასუხიდან გამომდინარე  მისი მიღება შეიძლება განმეორდეს;

˗      სასუნთქი სისტემის დაავადებების დროს  პრეპარატ ვეგასპანის მოქმედება იწყება პრეპარატის ინტრამუსკულური შეყვანიდან რამდენიმე საათის განმავლობაში. ბრონქული ასთმის, თივის ცხელების, ალერგიული ბრონქიტის და ალერგიული რინიტის დროს  მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მიიღწევა პრეპარატის 1-2 მლ შეყვანის შემდეგ;

˗      მწვავე და ქრონიკული ბურსიტის დროს საწყისი დოზა  ინტრამუსკულური ინექციისათვის შეადგენს პრეპარატის 1-2 მლ. აუცილებლობის შემთხვევაში, პრეპარატი შეჰყავთ განმეორებით.

ადგილობრივად შეყვანისას ადგილობრივი ანესთეტიკის ერთდროული გამოყენება იშვიათად არის საჭირო.

 ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებებთან ერთდროულად მიღებისას, ვეგასპანი შეიძლება შერეული იქნას შპრიცში (არა ფლაკონში) პროკაინის ჰიდროქლორიდის ან ლიდოკაინის 1% ან 2% ხსნართან, ისეთი სამკურნალო ფორმების გამოყენებით, რომლებიც არ შეიცავენ პარაბენებს. ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ანალოგიური ადგილობრივი ანესთეზიური საშუალებები.  დაუშვებელია ისეთი ანესთეზიურების გამოყენება, რომლებიც შეიცავენ მეთილპარაბენს, პროპილპარაბენს, ფენოლს და სხვა მსგავს ნივთიერებებს. ანესთეზიურების პრეპარატ ვეგასპანთან კომბინაციაში გამოყენებისას ფლაკონიდან შპრიცში შეჰყავთ ჯერ პრეპარატის საჭირო დოზა, შემდეგ იმავე შპრიცში შეჰყავთ ადგილობრივი ანესთეზიურის საჭირო რაოდენობა  ამპულიდან და შეანჯღრევენ დროის მოკლე პერიოდის განმავლობაში.

მწვავე ბურსიტის დროს (სუბდელტოიდური, ბეჭქვეშა, იდაყვის და წინამუხლზედა) პრეპარატ ვეგასპანის 1-2 მლ სინოვიალურ ჩანთაში შეყვანა ამსუბუქებს ტკივილს  და სრულად აღადგენს  მოძრაობის უნარიანობას  რამოდენიმე საათის განმავლობაში.

როგორც კი მოხდება მწვავე სიმპტომების კუპირება, ქრონიკული ბურსიტის მკურნალობა შესაძლებელია პრეპარატ ვეგასპანის დაბალი დოზების შეყვანით.

მწვავე მდგომარეობების შემთხვევაში, ისეთების, როგორიცაა ტენოსინოვიტი, ტენდინიტი და პერიტენდინიტი, პრეპარატ  ვეგასპანის შეყვანამ უნდა გააუმჯობესოს დაავადების სიმპტომები. ამ მდგომარეობების ქრონიკული ფორმების დროს, თითოეული პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება საჭირო გახდეს განმეორებითი ინექცია.

ვეგასპანის 0,5-2 მლ დოზის სახსარშიდა შეყვანის  შემდეგ, ორი-ოთხი საათის განმავლობაში შეიძლება შევამსუბუქოთ  რევმატოიდული ართრიტით და ოსტეო-ართრიტით გამოწვეული ტკივილი და შებოჭილობა. ორივე მდგომარეობის დროს, უმეტეს შემთხვევაში, სიმპტომების შემსუბუქების ხანგრძლივობა დიდი ვარიაცი-ებით შეადგენს  ოთხ და მეტ კვირას.

 პრეპარატ ვეგასპანის სახსარშიდა შეყვანა ხასიათდება კარგი ამტანობით სასახსრე და პერიარტიკულარული ქსოვილების მიერ.

 პრეპარატის რეკომენდებული დოზები მსხვილ სახსრებში (მუხლის, მენჯბარძაყის, მხრის) შეყვანის დროს შეადგენს  1-2 მლ; საშუალო ზომის სახსრებისთვის ( იდაყვის, სხივ-მაჯის, კოჭ-წვივი) -  0,5-1 მლ; წვრილი სახსრებისათვის (ტერფი, ხელი, გულმკერდი ) – 0,25-0,5 მლ.

დერმატოლოგიურმა მდგომარეობებმა შეიძლება რეაგირება მოახდინონ პრეპარატ ვეგასპანის კერაში შეყვანისას. ზოგიერთი დაზიანების რეაქცია, რომლებიც არ ექვემდებარებიან უშუალო მკურნალობას, შესაძლოა დაკავშირებული იყოს პრეპარატის სუსტ სისტემურ მოქმედებასთან.

ზოგიერთი კანის დაავადებისას   ეფექტურია პრეპარატის კანშიდა ინექცია  პირდაპირ დაზიანების კერაში , დოზა შეადგენს 0,2 მლ/სმ2. დაზიანების ადგილის ირგვლივ თანაბარი მანძილებით  შეჰყავთ პრეპარატი ტუბერკულინის შპრიცისა და 26 G ნემსის გამოყენებით. პრეპარატის ჯამური  დოზა, რომელიც შეყვანილია ყველა ინექციის ადგილზე 1 კვირის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 1 მლ. გარკვეულ მდგომარეობების დროს, ისეთების,  როგორიცაა ტერფის დიდი თითის რიგიდულობა,  ვარუსული თითი და მწვავე პოდაგრული ართრიტი, შვება იგრძნობა მალე. ინექციების უმეტესობისთვის რეკომენდებულია ტუბერკულინის შპრიცისა და 25 G კალიბრის ნემსის გამოყენება.

პრეპარატ ვეგასპანის რეკომენდებული ერთჯერადი დოზები (კვირაში ერთხელ):

˗      მყარი მაზოლის დროს - 0,25 მლ (როგორც წესი, კეთდება ზედიზედ 2 ინექცია);

˗      შპორის დროს  - 0,5 მლ;

˗      ტერფის დიდი თითის მოძრაობისუნარიანობის შეზღუდვისას - 0,5 მლ;

˗      სინოვიალური კისტის დროს - 0,25-დან 0,5 მლ-მდე; ტენდოსინოვიტისას - 0,5 მლ;

˗      მწვავე პოდაგრული ართრიტისას - 0,5-დან 1 მლ-მდე.

თერაპიული ეფექტის მიღწევის შემდეგ შემანარჩუნებელი დოზა შეირჩევა საწყისი დოზის თანდათანობითი შემცირების გზით დროის გარკვეული  ინტერვალების მანძილზე, მინიმალური ეფექტური დოზის მიღწევამდე.

 სტრესული სიტუაციების პაციენტზე ზემოქმედებამ (რომლებიც არ არის დაკავშირებული დაავადებასთან)  შეიძლება მოითხოვოს პრეპარატ ვეგასპანის დოზის გაზრდა .

ხანგრძლივი თერაპიის შემდეგ პრეპარატის გაუქმება უნდა განხორციელდეს დოზის თანდათანობით შემცირების გზით. ბავშვებში ზრდის პერიოდში კორტიკოსტე-როიდები უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ აბსოლუტური ჩვენების შემთხვევაში და მკურნალი  ექიმის განსაკუთრებულად გულდასმითი მეთვალყურეობის ქვეშ.

გვერდითი მოვლენები

არასასურველი გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირის კლასიფიკაცია: ძალიან ხშირად (> 1/10); ხშირად (>1/100-დან <1/10-მდე); არახშირად (>1/1000-დან <1/100-მდე); იშვიათად (>1/10000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათად (<1/10000-დან), სიხშირე ცნობილი არ არის (არ შეიძლება დადგინდეს არსებული მონაცემებით) .

ხშირად (≥1/100, <1/10)

- კუნთების სისუსტე, კუნთების მასის კლება, ოსტეოპოროზი, ზრდის შეფერხება ბავშვებში

- კანისა და კანქვეშა უჯრედისის ატროფია

- თავის ტკივილი, ეიფორია, განწყობის ცვალებადობა, უძილობა

- მენსტრუალური ციკლის დარღვევა ( არარეგულარული მენსტრუაციების ჩათვლით), კუშინგის სიმპტომების გაჩენა, ნაყოფის მუცლადყოფნის განვითარების ან ბავშვის ზრდის შეფერხება, მეორადი ადრენოკორტიკული  და ჰიპოფიზური იმუნოლოგიური ტოლერანტობა (განსაკუთრებით ტრავმის, ქირურგიული ჩარევის, ავადმყოფობისას  სტრესის დროს), ლატენტური შაქრიანი დიაბეტის გამოვლინებები, ინსულინის ან პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების მოთხოვნილება

- ნატრიუმის შეკავება, კალიუმის დეფიციტი, სითხის შეკავება

- კანისმიერ ტესტებზე რეაქციის დათრგუნვა, ინფექციის სიმპტომების შენიღბვა და ლატენტური ინფექციის გააქტიურება, ინფექციებისადმი წინააღმდეგობის შემცირება (მათ შორის ტუბერკულოზის  მიკობაქტერიების,, სოკოვანი ინფექციებისა და ვირუსების მიმართ).

არახშირად (≥1/1000, <1/100)

- სახსრების არასტაბილურობა (განმეორებითი ინექციების შემდეგ)

- ჰიპერპიგმენტაცია, ჰიპოპიგმენტაცია, კანის გათხელება, პეტექიები და ეკქიმოზები, სახის ერითემა, გაძლიერებული ოფლიანობა, ალერგიული დერმატიტი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, კანის ტესტზე რეაქციის დაქვეითება, ჭრილობე-ბის შეხორცების პროცესის დარღვევა.

- კანის კუშინგოიდური ცვლილებები ცხიმის განაწილების შეცვლით, აკნეთი, ჰირსუტიზმით და პურპურათი 

- თავის ქალას შიდა წნევის მომატება მხედველობის ნერვის დისკის შეშუპებით  (ჩვეულებრივ მკურნალობის დასრულების შემდეგ), კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, არტერიული ჰიპერტენზია

- უკანა სუბკაფსულარული კატარაქტა, თვალისშიდა წნევის მომატება, გლაუკომა 

- ჰიპოკალიემიური ალკალოზი.

იშვიათი (≥1/10000, <1/1000)

- კორტიკოსტეროიდული მიოპათია, მიასთენიის  სიმპტომების მატება, ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობები, ბარძაყის ან მხრის ძვლის თავის ასეპტიური ნეკროზი, მილაკოვანი ძვლების პათოლოგიური მოტეხილობები, მყესების რღვევა, ართროპათიები (შარკოს დაავადების მსგავსი).

- სლოკინი,  წყლულოვანი დაავადება  პერფორაციისა და სისხლდენის რისკით, პანკრეატიტი, მუცლის შებერილობა, წყლულოვანი ეზოფაგიტი

- გლუკოზის ტოლერანტობის დაქვეითება

- გულის უკმარისობა გულის დაავადების მქონე პაციენტებში

 -ეკზოფტალმი, ბუნდოვანი მხედველობა, სიბრმავე, რომელიც დაკავშირებულია ინექციასთან სახეზე  ან თავზე მდებარე დაზიანებების კერაში  

- უარყოფითი აზოტის ბალანსი (ცილის კატაბოლიზმის შედეგად) 

- მძიმე დეპრესია ფსიქიკური დარღვევებით, პიროვნების ცვლილება

- ანაფილაქსიური, ჰიპერმგრძნობელობის, ჰიპოტენზიური ან შოკის მსგავსი რეაქცია პრეპარატის შეყვანაზე

- გამწვავება სიწითლით და შეშუპებით ინექციის შემდეგ (სახსარშიდა ინექციის შემდეგ), სტერილური აბსცესი.

სიხშირე უცნობია

- ბურუსის მაგვარი ხედვა.

 გვერდითი რეაქციები კორტიკოსტეროიდების პარენტერალური   შეყვანისას 

არასასურველი  მოვლენები, ისევე როგორც სხვა გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენების დროს, დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე და მისი გამოყენების ხანგრძლივობაზე. ეს რეაქციები ჩვეულებრივ შექცევადია და შეიძლება შემცირდეს დოზის დაწევის გზით.

 სისხლში დაბალი დონის გამო , სისტემური გვერდითი მოვლენები გლუკოკორტი-კოიდების ადგილობრივი გამოყენებისას  ვითარდება იშვიათად, მაგრამ დოზისა და გამოყენების სიხშირის მატებასთან ერთად იზრდება ჰიპერკორტიციზმის რისკი (სითხისა და ნატრიუმის შეკავებით, შაქრიანი დიაბეტის არასტაბილურობით და არტერიული ჰიპერტენზიის  და ა.შ.). 

ინექციის ადგილისდამიხედვით, არსებობს ლოკალური ინფექციის განვითარების რისკი: ართრიტის, ლოკალური კუნთოვანი ატროფიის, კანქვეშა და კანის უჯრედისის ატროფია, მყესის გაწყვეტის რისკის (მყესში ინექციის დროს), მწვავე მიკროკრისტალური ართრიტის ნაადრევად დაწყების  (მიკროკრისტალური სუსპენზიისთვის), ლოკალური კალცინატების, ადგილობრივი და ზოგადი ალერგიული რეაქციების, ასეპტიკური აბსცესების, პოსტინექციური ანთებითი ჰიპერემიების (სახსარშიდა ინექციის შემდეგ) და შარკოს დაავადების მსგავსი ნეიროგენული ართროპათიების. სახსარში განმეორებითმა ინექციებმა შეიძლება გაზარდოს სახსრის დაშლის რისკი.

თავისა და სახის არეში ადგილობრივად გამოყენებისას აღინიშნა მხედველობის სერიოზული დარღვევის ცალკეული შემთხვევები, მათ შორის სიბრმავე, აღინიშნა ასევე ჰიპერ- ან ჰიპოპიგმენტაცია.

უკუჩვენებები

- ჰიპერმგრძნობელობა ბეტამეთაზონის, სხვა კორტიკოსტეროიდების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ 

- სისტემური მიკოზები

- ადგილობრივი და ზოგადი განვითარებადი ინფექციები,  ვირუსულების ჩათვლით (ჰეპატიტი, ჰერპესი, ჩუტყვავილა, სარტყლისებრი ლიქენი) ან მათზე ეჭვი. 

- სისხლის შედედების დარღვევები, მუდმივი ანტიკოაგულანტული თერაპია 

- პრეპარატი არ უნდა იქნას შეყვანილი ინტრამუსკულარულად იდიოპათიური ან თრომბოციტოპენიური პურპურის დროს

- დღენაკლული ბავშვები, ახალშობილები და 3 წლამდე ასაკის ბავშვები

- ფსიქოზური მდგომარეობები, რომლებიც არ ექვემდებარებიან მედიკამენტოზურ კონტროლს

- ვაქცინაცია ცოცხალი ვაქცინებით .

სამკურნალო  ურთიერთქმედებები

კომბინაციები,რომლებიც      არ არის რეკომენდებული     გამოსაყენებისათვის

პრეპარატები, რომლებიც იწვევენ "პირუეტის" ტიპის პარკუჭოვან ტაქიკარდიას : ასტემიზოლი, ბეპრიდილი, ერითრომიცინი ინტრავენური შეყვანისთვის, ჰალოფანტრინი, პენტამიდინი, სპარფლოქსაცინი, სულტოპრიდი, ტერფენადინი, ვინკამინი. ჰიპოკალიემიის შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული მედიკამენტები, რომლებიც არ იწვევენ პაროქსიზმულ ტაქიკარდიას.

CYP3A4 ინჰიბიტორები : მოსალოდნელია, რომ CYP3A ინჰიბიტორებთან (მაგ., კეტოკონაზოლთან, იტრაკონაზოლთან, კლარითრომიცინთან, რიტონავირთან) ერთდროულმა გამოყენებამ, მათ შორის კობიცისტატის შემცველ პრეპარატებთან, შეიძლება გამოიწვიოს კორტიკოსტეროიდების შემცველობის გაზრდა და, შესაბამისად, გაზარდოს სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი. ერთდროული გამოყენების დროს აუცილებელია კორტიკოსტეროიდების გვერდითი ეფექტების განვითარების რისკის შეფასება. მოცემული კომბინაციის გამოყენების  შემთხვევაში, კორტიკოსტეროიდების შესაძლო სისტემური გვერდითი ეფექტების ადრეული გამოვლენისთვის აუცილებელია პაციენტების გულდასმითი კონტროლი .

კომბინაციები, რომლებიც საჭიროებენ სიფრთხილის ზომებს გამოყენების დროს

აცეტილსალიცილის მჟავა (ასმ), სალიცილატები : კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის პერიოდში იზრდება სალიცილატების ელიმინაცია კორტიკოსტეროიდების მიერ და მცირდება მათი დონე სისხლში. მათი მოხსნის შემდეგ შესაძლებელია სალიცილატების დოზის გადაჭარბების რისკი. ერთდროული გამოყენების პერიოდში და კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ საჭიროა სალიცილატების დოზის შერჩევა. ჰიპოპროთრომბინემიის გამო, ასმ-ს კომბინაცია კორტიკოსტეროიდებთან უნდა იქნას დანიშნული სიფრთხილით.

არითმიის საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც იწვევენ " torsades  de  pointes" : ამიოდარონი, ბრეტილიუმი, დიზოპირამიდი, ქინიდინი, სოტალოლი. თანმხლები რისკის ფაქტორია ჰიპოკალიემია, ბრადიკარდია და QT ინტერვალის არსებული გახანგრძლივება. აუცილებელია ჰიპოკალიემიის წარმოშობის თავიდან აცილება, საჭიროების შემთხვევაში მისი კორექტირება;  QT ინტერვალის კონტროლი. პაროქსიზმული ტაქიკარდიის დროს არ უნდა იქნას გამოყენებული ანტიარითმული საშუალებები (შესაძლებელია ელექტროსისტოლური აქტივობის გაძლიერება).

დიგიტალისი : გლუკოკორტიკოსტეროიდების და საგულე გლიკოზიდების ერთდროული გამოყენება ჰიპოკალიემიის დროს ზრდის არითმიის ან დიგიტალისით ინტოქსიკაციის განვითარების რისკს. კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება გაზარდონ კალიუმის გამოყოფა. ყველა პაციენტისათვის, რომლებიც იღებენ  ამ პრეპარატების ნებისმიერ კომბინაციას, აუცილებელია სისხლში ელექტროლიტების დონის, განსაკუთრებით კალიუმის დონის გულდასმით კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში, ეკგ-ს  გაკეთება.

პერორალური ანტიკოაგულანტები: კორტიკოსტეროიდების და კუმარინის ანტიკოაგულანტების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს ან შეამციროს ზემოქმედება  სისხლის შედედების პროცესზე, რამაც შეიძლება მოითხოვოს დოზის კორექცია.

მაღალი დოზებით ან ხანგრძლივი მკურნალობისას (10 დღეზე მეტი) კორტიკოსტეროიდებს ახასიათებს გაზრდილი ჰემორაგიული რისკი (საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის მხრიდან სისხლძარღვების მყიფეობის გამო). მოცემული კომბინაციის გამოყენების მართებულობის შემთხვევაში, კორტიკოსტეროიდული თერაპიის პერიოდის ჩატარებისას და მისი მოხსნის შემდეგ, აუცილებელია პაციენტზე დაკვირვების გაძლიერება, მე-8 და შემდგომ  ყოველ მე-15 დღეს კონტროლის ჩატარება.

პარენტერალური ჰეპარინები : მაღალი დოზებით ან ხანგრძლივი მკურნალობისას (10 დღეზე მეტი) ჰეპარინმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის რისკის გაზრდა, რაც დამახასიათებელია კორტიკოსტეროიდული თერაპიისთვის (საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის მხრიდან სისხლძარღვების მყიფეობის გამო).

მოცემული  კომბინაციის დანიშვნა უნდა იყოს დასაბუთებული, ასევე აუცილებელია პაციენტის დაკვირვების გაძლიერება.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის რისკი (კნტ) : გლუკოკორტიკოსტეროიდების კომბინირებული გამოყენებისას არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარა- ტებთან (აასპ) ან ალკოჰოლთან ერთად შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიული და წყლულოვანი დაზიანებების განვითარების სიხშირის ან ინტენსივობის გაზრდა.

სხვა ჰიპოკალიემიური საშუალებები : შესაძლებელია ჰიპოკალიემიის განვითარების რისკის გაზრდა შემაჯამებელი ეფექტის გამო მათი ერთდროულად გამოიყენებისას ან დიურეტიკებთან, ფაღარათის მასტიმულირებელ  საშუალებებთან, ამფოტერიცინ B-სთან (ინტრავენური შეყვანისთვის)  კომბინაციის დროს. აუცილებელია შრატში კალიუმის დონის კონტროლირება  და საჭიროების შემთხვევაში მისი კორექტირება, განსაკუთრებით დიგიტალისის პრეპარატებით თერაპიის შემთხვევაში. პაროქსიზმული ტაქიკარდიის დროს არ უნდა შეყვანილი ანტიარითმული საშუალებები (შესაძლებელია ელექტროსისტოლური აქტივობის გაძლიერება).

CYP3A4 ფერმენტების ინდუქტორები : კარბამაზეპინმა, ფენობარბიტალმა, ფენიტოინმა, პრიმიდონმა, რიფაბუტინმა, რიფამპიცინმა, ამინოგლუტეტიმიდმა და ეფედრინმა შეიძლება გააძლიერონ ღვიძლის მეტაბოლიზმი და,როგორც შედეგი, შეამცირონ სისხლის პლაზმაში კორტიკოსტეროიდების დონე და შეამცირონ მათი ეფექტურობა. შედეგები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადისონის დაავადების დროს და ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდეგ. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია კლინიკური და ბიოლოგიური მონიტორინგი, კორტიკოსტეროიდების დოზის კორექცია კომბინაციის გამოყენებისა და ფერმენტების ინდუქტორის მოხსნის შემდეგ.

გლუკოკორტიკოსტეროიდების და ესტროგენების ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა საჭირო გახდეს პრეპარატის დოზის კორექცია (დოზის გადაჭარბების რისკის გამო).

ინსულინი, მეტფორმინი, სულფონილშარდოვანას წარმოებულები: შესაძლებელია სისხლში შაქრის მომატება, ზოგჯერ კეტოზით (კორტიკოსტეროიდებთან დაკავშირებული ნახშირწყლების ამტანობის შემცირების გამო). პაციენტი უნდა იქნას გაფრთხილებული სისხლისა და შარდის თვითკონტროლის გაძლიერების აუცილებლობის შესახებ, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში. კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის პერიოდში და მისი შეწყვეტის შემდეგ შესაძლოა საჭირო გახდეს დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალების დოზის კორექცია. 

იზონიაზიდი (აღწერილია პრედნიზოლონისთვის) : ღვიძლში იზონიაზიდის მეტაბოლიზმის გაძლიერებისა და გლუკოკორტიკოიდების მეტაბოლიზმის დაქვეითების გამო, აღინიშნა სისხლის პლაზმაში იზონიაზიდის  დონის დაქვეითება. რეკომენდებულია კლინიკური და ბიოლოგიური მონიტორინგი.

სომატოტროპინი: გლუკოკორტიკოსტეროიდებმა შეიძლება დათრგუნონ პასუხი სომატოტროპინზე.

ქვეთიაპინი: ქვეთიაპინთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ქვეთიაპინის მეტაბოლიზმის გაძლიერება და კლინიკური პასუხიდან გამომდინარე, შეიძლება საჭირო გახდეს ქვეთიაპინის დოზის გაზრდა.

ტრეტინოინი : შესაძლებელია გაძლიერდეს ტრეტინოინის მეტაბოლიზმი და შემცირდეს მისი დონე სისხლში.

ვეკურონიუმი: კორტიკოსტეროიდებს შეუძლიათ გამოამჟღავნონ ნეიროკუნთოვანი ბლოკატორების, ისეთების, როგორიცაა ვეკურონიუმი, ეფექტების საწინააღმდეგო მოქმედება . 

ფტორქინოლონები: კორტიკოსტეროიდების და ფტორქინოლონების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მყესების გაწყვეტის რისკის მატება.

კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება ზეგავლენა მოახდინონ ნიტროსინის ტეტრაზოლიუმის ტესტზე ბაქტერიული ინფექციის დროს და გამოიწვიონ ცრუ უარყოფითი შედეგები.

შესასწავლი კომბინაციები

ანტიჰიპერტენზიული საშუალებები: კორტიკოსტეროიდების მიერ  წყლისა და ნატრიუმის შეკავების გამო აღნიშნა მათი ანტიჰიპერტენზიული ეფექტის დაქვეითება.

ინტერფერონი ალფა : ინტერფერონის მოქმედების დათრგუნვის რისკი.

ცოცხალი ატენუირებული ვაქცინები : დაავადების გენერალიზაციის რისკი, შესაძლოა ლეტალური შედეგით. ეს რისკი იზრდება ძირითადი დაავადებით დასუსტებულ პაციენტებში. საჭიროების შემთხვევაში რეკომენდებულია ინაქტივირებული ვაქცინის გამოყენება, თუ  ის  არსებობს.

ორალური კონტრაცეპტივები : ესტროგენებთან ერთდროული მკურნალობისას აუცილებელია თვალყურის დევნება კორტიკოსტეროიდების ეფექტის გაძლიერების შესაძლებლობის გამო.

ადგილობრივი გამოყენება :ადგილობრივი შეყვანის დროს ჩვეულებრივ პირობებში გამოყენებისას გლუკოკორტიკოიდების სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების რისკი არ არის მაღალი, ეს რისკები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული დროის მოკლე პერიოდის განმავლობაში მრავალჯერადი ინექციის   (რამდენიმე ადგილას) ან განმეორებითი ინექციებისას.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატი   ვეგასპანის  ვენაში ან კანქვეშ შეყვანა არ შეიძლება 
პრეპარატის გამოყენებისას აუცილებლად ასეპტიკის წესების მკაცრი დაცვა.

ვეგასპანი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას - ბეტამეთაზონის წარმოებულებს, რომელთაგანაც ერთი - ბეტამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატი, სწრაფად აღწევს სისხლის სისტემურ მიმოქცევაში. პრეპარატ ვეგასპანის დანიშვნისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული პრეპარატის სწრაფად ხსნადი ფრაქციის შესაძლო სისტემური მოქმედება.

სპორტსმენებს უნდა ახსოვდეთ, რომ პრეპარატში შემავალმა მოქმედმა ნივთიერებამ შეიძლება გამოიწვიოს ნიმუშების დადებითი რეაქცია დოპინგ კონტროლის დროს .

პათოლოგიური პროცესის შესუსტების ან გამწვავების, თერაპიაზე პაციენტის ინდივიდუალური პასუხის, პაციენტზე ემოციური ან ფიზიკური სტრესის ზემოქმედების, სერიოზული ინფექციის, ქირურგიული ჩარევის ან ტრავმის შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატის დოზის შეცვლა. გლუკოკორტიკოსტეროიდული თერაპიის გართულებები დამოკიდებულია დოზაზე და თერაპიის ხანგრძლივობაზე, სარგებელი/რისკის თანაფარდობა ფასდება ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის.

ტუბერკულოზის დროს მკურნალობა : აქტიური ტუბერკულოზის დროს პრეპარატი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ  ელვისებური ან დისემინირებული ტუბერკულოზის შემთხვევაში ადექვატურ ანტიტუბერკულოზურ თერაპიასთან ერთად. ლატენტური ტუბერკულოზის ან ტუბერკულინზე დადებითი   რეაქციის მქონე პაციენტებისთვის ვეგასპანით მკურნალობის დაწყებამდე  უნდა იქნას მღებული გადაწყვეტილება ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური თერაპიის ჩატარების შესახებ. უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ რიფამპიცინი აძლიერებს კორტიკოსტეროიდების მეტაბოლიზმს და შესაძლოა საჭირო გახდეს კორტიკოსტეროიდების დოზის კორექცია.

პრეპარატის გამოყენებისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ კორტიკოსტეროიდებს შეუძლიათ შენიღბონ ინფექციური დაავადების ნიშნები, ასევე შეამცირონ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი, ამიტომ პაციენტებმა (განსაკუთრებით ბავშვებმა) თავი უნდა აარიდონ ჩუტყვავილას ან წითელას მქონე პაციენტებთან კონტაქტს.

კორტიკოსტეროიდულ თერაპიას შეუძლია ხელი შეუწყოს სხვადასხვა ინფექციური გართულებების განვითარებას, რომლებიც გამოწვეულია, კერძოდ, ბაქტერიებით, სოკოვანი ინფექციით და პარაზიტებით. მნიშვნელოვნად იზრდება ჰელმინთოზის ავთვისებიანი მიმდინარეობის რისკი. ჰორმონალური თერაპიის დანიშვნამდე ყველა პირს, ვინც მოინახულა ენდემური ზონები (ტროპიკები, სუბტროპიკები, სამხრეთ ევროპა) უნდა ჩაუტარდეს გამოკვლევა პარაზიტულ ინვაზიებზე და მიიღოს რეგულარული ანტიჰელმინთური მკურნალობა.

 ინფიცირების მაღალი რისკის   (მაგალითად, ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები- სათვის) ან კბილის   პროთეზის მქონე პაციენტებისათვის პრეპარატი  უნდა დაინიშნოს   სიფრთხილით .

კუჭ -ნაწლავის ტრაქტის წყლულების დროს კორტიკოსტეროიდული თერაპია არ არის უკუნაჩვენები, თუ ეს მკურნალობის სქემის ნაწილია. ანამნეზში წყლულების არსებობის შემთხვევაში, კორტიკოსტეროიდული თერაპია შეიძლება დაინიშნოს კლინიკური მეთვალყურეობის ქვეშ და, საჭიროების შემთხვევაში, ფიბროსკოპიის შემდეგ.         

კორტიკოსტეროიდების გამოყენება განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ხანდაზმულებში და წყლულოვანი კოლიტის (პერფორაციის რისკი), დივერტიკულიტის, კუჭის და/ან ნაწლავის აქტიური ან  ლატენტური წყლულების ან ახლახანს შექმნილი ნაწლავის ანასტომოზების, თირკმლის უკმარისობის, არტერიული ჰიპერტენზიის, გულის უკმარისობის, თრომბოემბოლიისადმი ან თრომბოფლებიტისადმი მიდრეკილების, ძნელად განკურნებადი ეპილეფსიის, ზრდის შეფერხების, იშენკო-კუშინგის სინდრომის შემთხვევაში.

კორტიკოსტეროიდები არ შეიძლება დაინიშნოს გარკვეული ვირუსებით (ჰეპატიტი, ჰერპესი, ჩუტყვავილა, სარტყლისებრი ლიქენი) ინფიცირების დროს.

პაციენტებს, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდების იმუნოსუპრესიულ დოზებს, ეძლევათ რეკომენდაცია მოერიდონ ჩუტყვავილას ან წითელას ინფიცირებას და ინფიცირების შემთხვევაში მიმართონ ექიმს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც  მკურნალობას იღებენ ბავშვები. არავაქცინირებულმა პაციენტებმა, რომლებიც იღებენ სისტემურ კორტიკოსტეროიდებს ან იღებდნენ მათ წინა 3 თვის განმავლობაში, უნდა მიიღონ პასიური იმუნიზაცია ჩუტყვავილას საწინააღმდეგო იმუნოგლობულინით დაინფიცირებიდან 10 დღის შემდეგ. თუ ჩუტყვავილას დიაგნოზი დადასტურდა, საჭიროა სასწრაფო სპეციალიზებული დახმარების აღმოჩენა. ასეთ შემთხვევებში არ უნდა შეწყდეს კორტიკოსტეროიდების შეყვანა და შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის გაზრდაც კი.

წითელათი ინფიცირების შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს პროფილაქტიკა ნორმალური იმუნოგლობულინის ინტრამუსკულური შეყვანით.

ფსიქიკური დარღვევები : კორტიკოსტეროიდული პრეპარატების გამოყენების ფონზე შესაძლებელია ფსიქიკური დარღვევები (განსაკუთრებით პაციენტებში ემოციური არასტაბილურობით ან ფსიქოზური რეაქციებისადმი მიდრეკილებით). პაციენტები და/ან პირები,რომლებიც ახორციელებენ მათ მოვლას, უნდა იქნან გაფრთხილებულნი, რომ სისტემური სტეროიდების გამოყენებისას შეიძლება ადგილი ჰქონდეს პოტენციურად მძიმე ფსიქიატრიულ გვერდით რეაქციებს. სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღის  ან კვირის განმავლობაში. მაღალი დოზების/სისტემური ექსპოზიციის დროს რისკი შეიძლება იყოს უფრო მაღალი, თუმცა დოზის დონე არ იძლევა საშუალებას გაკეთდეს რეაქციების დაწყების, ტიპის, სიმძიმის ან ხანგრძლივობის პროგნოზი. რეაქციების უმეტესობა აღდგება დოზის შემცირების ან პრეპარატის მოხსნის შემდეგ, თუმცა შესაძლოა საჭირო გახდეს სპეციფიური მკურნალობა. საყურადღებო ფსიქიატრიული სიმპტომების გამოჩენისას, განსაკუთრებით, თუ არსებობს დეპრესიული განწყობა ან სუიციდური აზრები, პაციენტებს/მეურვეებს უნდა მიეცეს რეკომენდაცია მიმართონ სამედიცინო დახმარებას.განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო სისტემური კორტიკოსტე- როიდების გამოყენებისას პაციენტებში,რომელთაც აქვთ ან მანამდე ჰქონდათ მძიმე აფექტური აშლილობები  პირადად მათ ან მათი პირველი რიგის  ნათესავებს. ამ აშლილობებს მიეკუთვნება    დეპრესიული ან მანიაკალურ-დეპრესიული დაავადება და სტეროიდული ფსიქოზი. 

ნევროლოგიური რეაქციები : სერიოზული ნევროლოგიური რეაქციების (ზოგჯერ ლეტალური შედეგით) განვითარების შესახებ იყო მოხსენებული კორტიკოსტეროიდების ეპიდურული ინექციების შეყვანის დროს. ასევე დაფიქსირდა სპეციფიკური რეაქციები, რომლებიც მოიცავდა (მაგრამ არ შემოიფარგლება  ჩამოთვლილით): ზურგის ტვინის ინფარქტი, პარაპლეგია, ტეტრაპლეგია, კორტიკალური სიბრმავე და ინსულტი. ეს სერიოზული ნევროლოგიური რეაქციები დაფიქსირდა, თუმცა ყველა არ იყო დადასტურებული რენტგენოლოგიურად . რადგან  კორტიკოსტეროიდების ეპიდურული შეყვანის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის, კორტიკოსტეროიდების შეყვანის ასეთი გზა არ არის რეკომენდებული. კალციფიკაციის რისკის შესახებ მონაცემების არარსებობის გამო,  ასევე თავიდან უნდა იქნას აცილებული კორტიკოსტეროიდების დისკშიდა შეყვანა.

მოხსნის სინდრომით : კორტიკოსტეროიდების ძალიან სწრაფმა მოხსნამ შეიძლება გამოიწვიოს მეორადი მედიკამენტოზური  ადრენოკორტიკალური უკმარისობა, რაც შეიძლება მინიმუმამდე დავიყვანოთ დოზის თანდათანობითი შემცირებით. ასევე აუცილებელია გვახსვდეს თირკმელზედა ჯირკვლის მეორადი უკმარისობის განვითარების შესაძლებლობა თერაპიის დასრულებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში. პრეპარატ ვეგასპანით მკურნალობის პერიოდში სტრესული სიტუაციის წარმოქმნის ან  განვითარების შესაძლებლობის შემთხვევაში , მკურნალობა უნდა განახლდეს. თუ პაციენტს უკვე აქვს დანიშნული თერაპია, მაშინ პრეპარატის დოზა შეიძლება დროებით გაიზარდოს. შესაძლოა საჭირო გახდეს ექიმის დაკვირვება 1 წლის განმავლობაში ხანგრძლივი კორტიკოსტეროიდული თერაპიის დასრულების ან მაღალი დოზებით მისი გამოყენების შემდეგ.

ჰიპერკორტიციზმი : კორტიკოსტეროიდების მრავალჯერადმა ( ინექციის რამოდენიმე ადგილი) ან განმეორებითმა ინექციებმა შეიძლება დროის მოკლე მონაკვეთში გამოიწვიოს ჰიპერკორტიციზმის კლინიკური და ბიოლოგიური სიმპტომები .

თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა : თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის სიმპტომებს მიეკუთვნება დისკომფორტი, კუნთების სისუსტე, ფსიქიკური დარღვევები, ლეთარგია, კუნთებისა და ძვლების ტკივილი, კანის აქერცვლა, ქოშინი, გულისრევა, ღებინება, ცხელება, ჰიპოგლიკემია, ჰიპოტენზია, გაუწყლოვანება და ლეტალური შედეგიც კი მკურნალობის უეცარი შეწყვეტის შემდეგ. თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის მკურნალობა მოიცავს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონების, კორტიკოსტეროიდების, მინერალოკორტიკოიდების, წყლის, ნატრიუმის ქლორიდის და გლუკოზის შეყვანას.

კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზების სწრაფმა ინტრავენურად შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს გულ -სისხლძარღვთა უკმარისობა და შესაბამისად, ინექციის ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმუმ 10 წუთი.                 

ანაფილაქსიური რეაქციები: ანაფილაქტოიდური/ანაფილაქსიური რეაქციების იშვიათი შემთხვევები შოკის შესაძლო განვითარებით დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პარენტერალურ კორტიკოსტეროიდულ თერაპიას. იმ პაციენტებთან მიმართებაში, რომლებსაც ადრე გადატანილი აქვთ ალერგიული რეაქციები კორტიკოსტეროიდებზე, უნდა იქნას მიღებული შესაბამისი სიფრ

თხილის ზომები. კორტიკოსტეროიდული თერაპიის ხანგრძლივი კურსის დანიშვნისას უნდა შეფასდეს სამკურნალო  პრეპარატების შეყვანის პოტენციური სარგებლისა და რისკის თანაფარდობა და გათვალისწინებული უნდა იქნას პარენტერალურიდან პერორა-ლურ მიღებაზე გადასვლის შესაძლებლობა.

სახსარშიდა ინექციები : უნდა ჩატარდეს მხოლოდ ექიმის მიერ. სეპტიური პროცესის გამოსარიცხად აუცილებელია სახსარშიდა სითხის ანალიზის ჩატარება. არ შეიძლება პრეპარატის შეყვანა სახსარშიდა ინფექციის არსებობისას. სახსრის ტკივილის, შეშუპების შესამჩნევი მატება, მიმდებარე ქსოვილების ტემპერატურის მომატება და სახსრის მოძრაობისუნარიანობის შემდგომი შეზღუდვა მიუთითებს სეპტიურ ართრიტის არსებობაზე. დიაგნოზის დადასტურებისთანავე აუცილებელია ანტიბაქტერიული თერაპიის დანიშვნა. არ შეიძლება კორტიკოსტეროიდების შეყვანა არასტაბილურ სახსარში, ინფიცირებულ უბნებში ან მალთაშუა სივრცეებში. ოსტეოართრიტის დროს სახსარში განმეორებითმა ინექციებმა შეიძლება გაზარდოს სახსრების განადგურების რისკი. წარმატებული სახსარშიდა თერაპიის შემდეგ, პაციენტმა თავიდან უნდა აიცილოს სახსრის გადატვირთვა.

თავიდან უნდა იქნას აცილებული კორტიკოსტეროიდების ინექციები უშუალოდ მყესში, რადგან შემდგომში ეს მყესი შეიძლება  გასკდეს.

ინტრამუსკულარული ინექციები : რბილი ქსოვილების ლოკალური ატროფიის თავიდან ასაცილებლად, კორტიკოსტეროიდები უნდა იქნას შეყვანილი კუნთში ღრმად. პრეპარატის ნებისმიერმა შეყვანამ (რბილ ქსოვილებში, დაზიანების კერაში, სახსრის ღრუში და ა.შ.) შეიძლება გამოიწვიოს სისტემური მოქმედება, ამავდროული გამოხატულ ადგილობრივ მოქმედებასთან  ერთად.

დიაბეტის მქონე პაციენტები: პრეპარატით მკურნალობის დროს შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებს შეიძლება დასჭირდეთ შაქრის  დამწევი თერაპიის კორექტირება  .

ჰიპოთირეოზის, ღვიძლის უკმარისობის, ღვიძლის ციროზის, თვალის ჰერპეტური დაზიანების მქონე პაციენტებში (რქოვანას პერფორაციის რისკი) აუცილებელია პრეპარატის სიფრთხილით გამოყენება  .

თვალის დაავადებები : კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კატარაქტის  (განსაკუთრებით ბავშვებში), გლაუკომის  მხედველობის ნერვის შესაძლო დაზიანებით, ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათიის წარმოქმნა და ხელი შეუწყოს თვალის მეორადი ინფექციის (სოკოვანი ან ვირუსული) განვითარებას. პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ვეგასპანს, განსაკუთრებით 6 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, აუცილებელია  პერიოდულად  გაიარონ ოფთალმოლოგი-ური გამოკვლევა.

კორტიკოსტეროიდების საშუალო და მაღალმა დოზებმა შეიძლება გაზარდოს არტერიული წნევა, ხელი შეუწყოს ქსოვილებში სითხისა და ნატრიუმის ქლორიდის შეკავებას ქსოვილებში და ორგანიზმიდან კალიუმის გამოყოფის გაზრდას (რაც შეიძლება გამოიხატოს შეშუპებით, გულის ფუნქციონირების დარღვევით), ამიტომ რეკომენდებულია დიეტა საკვები მარილის შემზღუდვით. კალიუმის დამატებითი მიღება ნაჩვენებია მხოლოდ მაღალი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობის, არითმიის განვითარების რისკის ან  ჰიპოკალიემიის ამავდროული  მკურნალობის შემთხვევაში. ასეთი  მოვლენების წარმოქმნა ნაკლებად სავარაუდოა/ნაკლებად მოსალოდნელია სინთეთიკური წარმოებულების გამოყენების შემთხვევაში, თუ ისინი არ იქნა მიღე- ბული მაღალი დოზებით. ყველა კორტიკოსტეროიდი აძლიერებს კალციუმის გამოყოფას.

ვაქცინაცია : ნევროლოგიური გართულებების განვითარების რისკისა და დაბალი იმუნური პასუხის გათვალისწინებით (ანტისხეულების წარმოების არარსებობა), პაციენტებმა, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს, არ უნდა ჩაიტარონ ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია. კორტიკოსტეროიდების მკურნალობისას (განსაკუთრებით მაღალი დოზებით,არც სხვა სახის ვაქცინაცია არ უნდა ჩატარდეს). ჩანაცვლებითი თერაპიის ჩატარებისას (მაგალითად, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის პირველადი უკმარისობის დროს),იმუნიზაციის ჩატარება შესაძლებელია.

მხედველობის დარღვევა: სისტემური და ადგილობრივი მოქმედების კორტიკოსტე- როიდების (მათ შორის ინტრანაზალური, ინჰალაციის სახით და თვალშიდა შეყვანის ჩათვლით) გამოყენებისას შეიძლება ადგილი ჰქონდეს მხედველობის დარღვევას. მხედველობის დაბინდვის ან  მისი სხვა დარღვევების გაჩენის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა გაიაროს გამოკვლევა ოფთალმოლოგთან. მხედველობის შესაძლო დარღვევებს შეიძლება მივაკუთვნოთ კატარაქტა, გლაუკომა ან ისეთი იშვიათი დაავადებები, როგორიცაა ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია, რაზეც იქნა მოწოდებუ- ლი ინფორმაცია  სისტემური და ადგილობრივი მოქმედების კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ.

გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენების ფონზე შესაძლებელია სპერმატოზოიდე- ბის მოძრაობისუნარიანობისა და მათი რაოდენობის ცვლილება.

პრეპარატი ვეგასპანი შეიცავს ბენზილის სპირტს, რომელმაც 3 წლამდე ასაკის ბავშვებში შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური და ანაფილაქსიური რეაქციები (მათ შორის სუნთქვის პრობლემები "დახრჩობის სინდრომის" სახით), ამიტომ პრეპარატი უკუნაჩვენებია დღენაკლულებში, ახალშობილ ბავშვებში და 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ვეგასპანი შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს (E218) და პროპილ პარაჰიდროქსი- ბენზოატს (E216), რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაგვიანებული ტიპის) და, განსაკუთრებით იშვიათ შემთხვევებში, დაუყოვნებელი ტიპის  რეაქციები ჭინჭრის ციებით და ბრონქოსპაზმით.
მკურნალობის ხანგრძლივობიდან და გამოყენებული დოზიდან გამომდინარე, მოსალოდნელია უარყოფითი გავლენა კალციუმის მეტაბოლიზმზე, ამიტომ რეკომენ- დებულია ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელო- ვანია სხვა რისკ-ფაქტორების არსებობის დროს, მათ შორის გენეტიკური მიდრე- კილება, ხანდაზმული ასაკი, პოსტმენოპაუზა,  ცილების და კალციუმის არასაკმარისი მიღება, ჭარბი მოწევა, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება და ფიზიკური აქტივობის შემცირება. პროფილაქტიკა ეფუძნება კალციუმის და D ვიტამინის ადექვატურ მიღებას, ასევე ფიზიკურ აქტივობას. ოსტეოპოროზის არსებობი შემთხვევაში, უნდა იქნას განიხილული დამატებითი მკურნალობის შესაძლებლობა.

კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზების გამოყენებისას დაფიქსირდა მწვავე მიოპათია, უფრო ხშირად პაციენტებში ნეირო-კუნთოვანი გადაცემის დარღვევებით (მაგ., მიასთენიის დროს) ან პაციენტებში, რომლებიც  ამავდროულად იღებდნენ მკურნალობას ნეირო-კუნთოვანი ბლოკატორებით (მაგ., პანკურონიუმი). მწვავე მიოპათიამ შეიძლება დააზიანოს თვალისა და სასუნთქი გზების კუნთები და გამოიწვიოს კვადრიპარეზიც კი. ასეთ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს კრეატინ- კინაზას დონის მატება. კორტიკოსტეროიდების მიღების შეწყვეტის შემდეგ კლინიკურ გაუმჯობესებას ან განკურნებას შეიძლება დასჭირდეს რამოდენიმე კვირიდან რამო- დენიმე წლამდე.

პაციენტებს, რომლებსაც იღებენ  კორტიკოსტეროიდებით მკურნალობას, შეიძლება განუვითარდეთ კაპოშის სარკომა, კორტიკოსტეროიდების მოხსნამ შეიძლება გამოიწ- ვიოს კლინიკური გაუმჯობესება.

კორტიკოსტეროიდები არ შეიძლება დაინიშნოს ჰიალინის მემბრანების დაავადების პროფილაქტიკური მკურნალობისთვის დღენაკლულ ბავშვებში ან დაინიშნოს  პრეეკლამფსიის, ეკლამფსიის ან პლაცენტის დაზიანების ნიშნების მქონე ორსულ ქალებში.

გამოყენება ბავშვებში: ვინაიდან კორტიკოსტეროიდებს შეუძლიათ შეანელონ ახალშობილებისა და ბავშვების ზრდა და დათრგუნონ ენდოგენური კორტიკოსტეროიდების გამომუშავება,იმ შემთხვევაში, როდესაც მკურნალობა ხანგრძლივდება, აუცილებელი აუზრუნველყოფილ იქნას ზრდისა და განვითარების ტემპების გულდასმითი კონტროლი.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

ორსულობა 

ორსულებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის არარსე- ბობის გამო, პრეპარატი უნდა დაინიშნოს მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლო- ბის შემთხვევაში, დედისთვის და ნაყოფის/ბავშვისთვის სარგებელი/რისკის თანაფარ- დობის სკურპულოზური შეფასების შემდეგ.

იმ დედებისგან დაბადებულ ბავშვები, რომლებიც ორსულობის დროს ღებულობდნენ კორტიკოსტეროიდების მაღალ დოზებს, საჭიროებენ გულდასმით სამედიცინო კონტროლს (თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის ნიშნების ადრეული გამოვლე- ნისათვის).

ახალშობილებში, რომელთა დედებიც მშობიარობის წინ იღებდნენ ბეტამეთაზონის ინექციებს, დაფიქსირდა  ზრდის ფეტალური ჰორმონების გამომუშავების დროებითი შეფერხება  და, სავარაუდოდ, ჰიპოფიზის ჰორმონებისაც, რომლებიც არეგულირებენ სტეროიდების გამომუშავებას ნაყოფის თირკმელზედა ჯირკვლების როგორც საბოლოოდ ჩამოყალიბებული, ასევე   ფეტალური უბნების მიერ. თუმცა, ემბრიონა- ლური ჰიდროკორტიზონის ინჰიბირება არ უშლის ხელს ჰიპოფიზურ-ადრენალურ   რეაქციებს სტრესზე   მათი  დაბადების შემდეგ.

ძუძუთი კვების პერიოდი

კორტიკოსტეროიდები კვეთენ პლაცენტარულ ბარიერს და გამოიყოფებიან დედის რძესთან ერთად.  ლაქტაციის პერიოდში პრეპარატ ვეგასპანის დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში, ვითვალისწინებთ რა დედისთვის თერაპიის მნიშვნელობას , აუცილებელია ძუძუთი კვების შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტა (ბავშვებში შესაძლო არასასურველი გვერდითი ეფექტების გამო).

გავლენა ავტომობილისა და რთული მექანიზმების მართვის უნარზე

პრეარატი ვეგასპანი არ ახდენს ან უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტომობილის მართვისა ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები : ბეტამეთაზონის დოზის  მწვავე გადაჭარბება არ ქმნის სიცოცხლისთვის საშიშ სიტუაციებს. რამოდენიმე დღის განმავლობაში გლუკოკორტიკოსტეროიდების მაღალი დოზების შეყვანა არ იწვევს არასასურველ შედეგებს (გარდა ძალიან მაღალი დოზების გამოყენების შემთხვევებისა ან შაქრიანი დიაბეტის, გლაუკომის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანების გამწვავების შემთხვევების ან იმ პაციენტებში გამოყენებისას, რომლებიც ერთდროულად გადიან თერაპიას დიგიტალისის პრეპარატებით, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტებით ან დიურეტი- კებით).

მკურნალობა : აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის გულდასითი სამედიცინო კონტროლი. აუცილებელია სითხის ოპტიმალური რაოდენობით მიღების შენარჩუნება და სისხლის პლაზმისა და შარდის ელექტროლიტური შემადგენლობის კონტროლი (განსაკუთრებით ორგანიზმში ნატრიუმის და კალიუმის ბალანსი).   ამ იონების დისბალანსის  გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებელია ჩატარდეს შესაბამისი თერაპია.

გამოშვების ფორმა

საინექციო სუსპენზია მინის ამპულაში 1 მლ ტევადობით, გადატეხის ადგილის ხაზით ან  წერტილით მონიშნული. 1 ან 5 ამპულა პოლივინილქლორიდის ფირისაგან დამზადებულ კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში. პოლივინილქლორიდის ფირის თითო კონტურულ უჯრედოვანი შეფუთვა სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად  მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილზე არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე !

ვარგისობის ვადა

2 წელი.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy