Trittico - ტრიტიკო CR 150მგ 20 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 22,89 GEL რეგულარული ფასი 24,09 GEL
მარაგშია
SKU
87802_3438

ჩვენება: სხვადასხვა წარმოშობის დეპრესიული დარღვევები, მათ შორის დეპრესია შფოთვით.

ტრიტიკო CR

150 მგ, გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტები

ტრაზოდონის ჰიდროქლორიდი

პრეპარატის გამოყენებამდე გაეცანით ფურცელ-ჩანართს, რადგან მასში მოცემულია პაციენტისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

-  შეინახეთ ფურცელი-ჩანართი, შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ.

-  ნებისმიერი ეჭვის არსებობისას მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

-  აღნიშნული პრეპარატი ენიშნება კონკრეტულ პიროვნებას. არ გადასცეთ სხვებს, რადგან შესაძლოა ავნოს მათ, მიუხედავად დაავადების მსგავსი ნიშნებისა.

-  აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ აღინიშნა ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, მათ შორის ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში. იხილეთ ნაწილი 4.

ფურცელ-ჩანართში შედის:

1. რა არის ტრიტიკო CR და რისთვის გამოიყენება 

2. ტრიტიკო CR-ის მიღებამდე 

3. ტრიტიკო CR-ის მიღების წესი 

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები 

5. ტრიტიკო CR-ის შენახვის პირობები

6. რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია

 

1. რა არის ტრიტიკო CR და რისთვის გამოიყენება 

ტრიტიკო CR შეიცავს ტრაზოდონს, რომელსაც გააჩნია ანტიდეპრესანტული და ანქსიოლიზური ეფექტი. თერაპიული ეფექტი მიიღწევა დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ. ტრიტიკო CR-ის გამოყენების ჩვენებებია: სხვადასხვა წარმოშობის დეპრესიული დარღვევები, მათ შორის დეპრესია შფოთვით.

2. ტრიტიკო CR-ის მიღებამდე 

არ მიიღოთ ტრიტიკო CR

-        თუ პაციენტს აქვს ალერგია აქტიურ ნივთიერებაზე ან პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (მოცემულია ნაწილში 6).

-        თუ პაციენტი იმყოფება ალკოჰოლის ან საძილე პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ. 

-        თუ პაციენტს აქვს მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, სანამ დაიწყებთ ტრიტიკო CR-ის მიღებას.

-        ტრიტიკო CR მიიღება სიფრთხილით და საგულდაგულო სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ღვიძლის, თირკმელების ან გულის დაავადებების მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით გამტარობის სერიოზული დარღვევების, ეკგ-ზე QT ინტერვალის გახანგრძლივების, ნებისმიერი ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადის შემთხვევაში, ასევე ბოლო პერიოდის ანამნეზში მიოკარდიუმის ინფარქტის არსებობისას.

-        ტრაზოდონი არ მოქმედებს გულის კუნთზე ისე, როგორც დამახასიათებელია ტრიციკლური ანტიდეპრესანტებისთვის, თუმცა მას შეუძლია შეანელოს გულის ფუნქციონირება და გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება, განსაკუთრებით სხეულის ვერტიკალურ მდგომარეობაზე გადასვლისას, რასაც შეიძლება თან ახლდეს გულის შეკუმშვათა სიხშირის რეფლექსური აჩქარება. ამ მიზეზით პაციენტებში, რომლებიც ტრაზოდონთან ერთად ღებულობენ არტერიული წნევის დამაქვეითებელ პრეპარატებს, შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება. ექიმმა უნდა გადაწყვიტოს ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების დოზის შემცირების საკითხი.

-        დეპრესიის მქონე პაციენტებს ზოგჯერ შეიძლება მოუვიდეთ თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები. ეს სიმპტომები ან ქცევები შეიძლება გაუარესდეს ანტიდეპრესანტებით მკურნალობის საწყის ეტაპზე, რადგან ასეთი პრეპარატები ჩვეულებრივ მოქმედებას იწყებენ 2 კვირის შემდეგ, ზოგჯერ მოგვიანებით.

-        თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები უფრო სავარაუდოა, თუ

·    პაციენტს ანამნეზში აქვს თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები;

·    პაციენტი არის ახალგაზრდა მოზრდილი, რადგან კლინიკური კვლევის მონაცემების მიხედვით სუიციდური ქცევის რისკი იზრდება ფსიქიკური აშლილობის მქონე 25 წლამდე ასაკის პირებში, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიდეპრესანტებით.

-        თუ პაციენტს აქვს თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს. შეიძლება სასარგებლო იყოს პაციენტის ნათესავებისა და მეგობრების ინფორმირება დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის შესახებ, სთხოვეთ მათ გაეცნონ აღნიშნულ ფურცელ-ჩანართს. პაციენტს შეუძლია მიმართოს ნათესავებსა და მეგობრებს დახმარებისთვის და სთხოვოს მათ აცნობონ თუ შეამჩნევენ, რომ დეპრესია ან შფოთვა უარესდება ან თუ აწუხებთ თქვენს ქცევაში სხვა ცვლილებები. განსაკუთრებით საჭიროა პაციენტის მკაცრი მეთვალყურეობა მკურნალობის დასაწყისში და პრეპარატის დოზის შეცვლის შემდეგ.

-        განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო შიზოფრენიის ან სხვა ფსიქოზური აშლილობის მქონე პაციენტებში ანტიდეპრესანტების გამოყენებისას. სიმპტომების გაძლიერების შემთხვევაში ტრაზოდონის მიღება უნდა შეწყდეს.

-        ასევე განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ეპილეფსიის მქონე პაციენტებში ტრაზოდონის გამოყენებისას; კერძოდ, თავიდან უნდა იქნას აცილებული დოზის სწრაფი ზრდა ან შემცირება.

-        გარდა ამისა, სიფრთხილეა საჭირო ჰიპერთირეოზის, შარდვის დარღვევების (მაგ.: პროსტატის ჰიპერპლაზიის), მწვავე ვიწროკუთხოვანი გლაუკომის, თვალშიგა წნევის მომატების შემთხვევაში.

-        ხანდაზმულ პაციენტებში ტრაზოდონის გამოყენებამ ხშირად შეიძლება გამოიწვიოს წნევის დაქვეითება (განსაკუთრებით სხეულის ვერტიკალურ მდგომარეობაზე გადასვლისას) ან ძილიანობა. ამ ფაქტს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მკურნალობის დასაწყისში, ასევე დოზის ყოველ ჯერზე გაზრდის შემდეგ. ეს სიმპტომები შეიძლება გაუარესდეს ფსიქოტროპული ან ჰიპერტენზიული პრეპარატების თანმხლები გამოყენების ფონზე, ასევე თანმხლები დაავადების არსებობისას.

-        ტრაზოდონით მკურნალობის დროს პაციენტებს ზოგჯერ შეიძლება აღენიშნოთ ჰემატოლოგიური დარღვევები, როგორიც არის აგრანულოციტოზი (ვლინდება გრიპის მსგავსი სიმპტომებით, ყელის ტკივილით და ცხელებით), თრომბოციტოპენია (რომელიც შეიძლება გამოვლინდეს კანზე სისხლჩაქცევებით) და ანემია (ვლინდება კანის სიფერმკრთალით). 

არსებობს იშვიათი შეტყობინებები ღვიძლის დისფუნქციის (ზოგჯერ მწვავე) შესახებ, როგორიც არის სიყვითლე და ღვიძლის უჯრედების დაზიანება. ასეთ შემთხვევებში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ტრაზოდონის მიღება და მიმართეთ თქვენს ექიმს.

-        არსებობს ძალიან იშვიათი შეტყობინებები მტკივნეული, ხანგრძლივი ერექციის შესახებ, რაც ასევე მოითხოვს ტრაზოდონის შეწყვეტას და სასწრაფო სამედიცინო ჩარევას.

-        სხვა ანტიდეპრესანტების გამოყენებამ ნეიროლეპტიკებთან (შიზოფრენიის სამკურნალო პრეპარატები) ერთად შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული და სიცოცხლისათვის საშიში გვერდითი მოვლენები სეროტონინის სინდრომის და ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომის სახით. შესაბამისად, თუ შენიშნავთ ისეთ სიმპტომებს, როგორიც არის ცნობიერების დაქვეითება, კუნთების ტრემორი, კრუნჩხვები, შემცივნება და ცხელება, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ტრაზოდონის მიღება და მიმართეთ თქვენს ექიმს.

-        პრეპარატის დღიური დოზის თანდათანობით ზრდა რეკომენდებულ დოზამდე ამცირებს გვერდითი ეფექტების რისკს.

-        ტრაზოდონით მკურნალობის შეწყვეტისას, განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში, რეკომენდებულია დოზის თანდათანობით შემცირება პრეპარატის სრულ შეწყვეტამდე, რომ მინიმუმამდე შემცირდეს მოხსნის სიმპტომები გულისრევის, თავის ტკივილისა და სისუსტის სახით.

-        არ გამოიყენოთ პრეპარატი 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში. ამ ჯგუფის პრეპარატების გამოყენებამ 18 წლამდე ასაკის პაციენტებში შეიძლება გაზარდოს გვერდითი ეფექტების რისკი, როგორიც არის თვითმკვლელობის დაგეგმვა და მცდელობა და არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება (აგრესია, საპირისპირო ქცევა და ბრაზი). გარდა ამისა, არ არსებობს მონაცემები, რომლებიც ადასტურებს ბავშვებსა და მოზარდებში ტრიტიკო CR-ის ხანგრძლივი გამოყენების უსაფრთხოებას ზრდაზე, მომწიფებაზე, კოგნიტურ და ქცევით განვითარებაზე ზეგავლენის თვალსაზრისით.

გავლენა შარდის ტესტის შედეგებზე 

კონკრეტული მეთოდით (იმუნოლოგიური ტესტები) ჩატარებული შარდის ტესტების სკრინინგის დროს პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ტრიტიკო CR-ს, შეიძლება აღინიშნოს ცრუ დადებითი შედეგები, რაც მიუთითებს ამფეტამინის არსებობაზე. ეს გამოწვეულია ორივე მოლეკულის: ტრაზოდონის მეტაბოლიტისა და ამფეტამინის წარმოებულის (ექსტაზის) მსგავსებით. ასეთ შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, რომ ჩატარდეს დამატებითი ტესტი სხვა მეთოდით (მასსპექტრომეტრია ან თხევადი ქრომატოგრაფია - ტანდემური მასსპექტრომეტრია). 

თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნული გეხებათ თქვენ (ან თუ არ ხართ დარწმუნებული), მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ტრიტიკო CR-ის მიღებამდე.

ტრიტიკო CR და სხვა პრეპარატები 

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელსაც ღებულობთ ან ბოლო პერიოდში ღებულობდით, ასევე გეგმავთ მიღებას.

ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ერთმანეთზე ან არ შეიძლება მათი ტრიტიკო CR-თან ერთად მიღება სხვა მიზეზების გამო. ასეთი პრეპარატებია:

-        ანტიფსიქოზური საშუალებები, სედატიური საშუალებები, ტრანკვილიზატორები, შფოთვის საწინააღმდეგო პრეპარატები და ანტიჰისტამინები (ტრაზოდონმა შეიძლება გააძლიეროს აღნიშნული პრეპარატების მოქმედება; თქვენი ექიმი გირჩევთ გამოყენებული პრეპარატების დოზების შესაბამის კორექციას).

-        პერორალური კონტრაცეპტივები, ფენიტოინი, კარბამაზეპინი და ბარბიტურატები (ეს პრეპარატები აქვეითებენ ტრაზოდონის ეფექტს).

-        ციმეტიდინი და გარკვეული ანტიფსიქოზური საშუალებები (აძლიერებენ ან ახანგრძლივებენ ანტიდეპრესანტების მოქმედებას).

-        ერითრომიცინი, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, რიტონავირი, ინდინავირი და ნეფაზოდონი (აძლიერებენ ტრიტიკო CR-ის გვერდით ეფექტებს; თუ შესაძლებელია, თავიდან უნდა იქნას აცილებული ასეთი პრეპარატების ტრაზოდონთან ერთად გამოყენება ან თქვენმა ექიმმა უნდა განიხილოს ტრაზოდონის დოზის შემცირება).

-        კარბამაზეპინი (ამცირებს ტრაზოდონის კონცენტრაციას პლაზმაში, ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა პაციენტზე ყურადღებით დაკვირვების შემდეგ).

-        ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (მოერიდეთ მათ გამოყენებას ტრაზოდონთან ერთად სეროტონინის სინდრომის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გვერდითი ეფექტების განვითარების რისკის გამო).

-        ფლუოქსეტინი (შეიძლება გაზარდოს სეროტონინის სინდრომის განვითარების რისკი).

-        მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორები (MAOI) (ტრაზოდონის გამოყენება არ არის რეკომენდებული MAOI-ით მკურნალობის დროს და მისი შეწყვეტიდან ორი კვირის განმავლობაში. ასევე არ არის რეკომენდებული MAOI-ის გამოყენება ტრაზოდონის შეწყვეტიდან ერთი კვირის განმავლობაში).

-        ფენოთიაზინები, როგორიც არის ქლორპრომაზინი, ფლუფენაზინი, ლევომეპრომაზინი ან პერფენაზინი (შეიძლება გამოიწვიონ მწვავე ორთოსტატული ჰიპოტენზია).

-        ჩონჩხის კუნთების რელაქსანტები და საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებები (ტრაზოდონმა შეიძლება გაზარდოს მათი ეფექტი; სიფრთხილეა საჭირო ერთდროული გამოყენებისას).

-        ალკოჰოლი (ტრაზოდონი ზრდის მის სედაციურ ეფექტს; მოერიდეთ ალკოჰოლის მოხმარებას ტრაზოდონით მკურნალობის დროს).

-        ლევოდოპა (ტრაზოდონმა შეიძლება შეამციროს მისი ეფექტი).

-        კლონიდინი (ტრაზოდონი მნიშვნელოვნად ამცირებს კლონიდინის ეფექტს ცხოველებში. არ არსებობს შეტყობინებები ადამიანებზე ზემოქმედების შესახებ ტრაზოდონის სხვა ისეთ სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების გამო, რომლებიც ამცირებენ არტერიულ წნევას, თუმცა მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ტრაზოდონის შესაძლო გავლენა მათ ეფექტზე).

-        პრეპარატები, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს (იზრდება გულის დარღვევების რისკი მწვავე არითმიული მოვლენების სახით; სიფრთხილეა საჭირო ტრაზოდონთან მათი ერთდროული გამოყენებისას).

-        კრაზანას პრეპარატებმა (Hypericum perforatum) შეიძლება გაზარდონ ტრაზოდონის გვერდითი ეფექტები.

-        ვარფარინი (ტრაზოდონმა შეიძლება შეამციროს მისი ეფექტი პროთრომბინის დროის ცვლილებაზე ზეგავლენით).

-        დიგოქსინი, ფენიტოინი (ტრაზოდონმა შეიძლება გაზარდოს მათი კონცენტრაცია შრატში და გაზარდოს მათი ეფექტი).

ტრიტიკო CR-ის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად 

პრეპარატის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე. 

ორსულობა და ძუძუთი კვება 

აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება ორსულად იყოთ ან გეგმავთ ორსულობას.

ცხოველებში ჩატარებული კვლევების შედეგები და ორსულთა შეზღუდულ რაოდენობაში (200-ზე ნაკლები) ჩატარებული კვლევების მონაცემები არ მიუთითებენ  ორსულობაზე ან ნაყოფისა და ახალშობილის ჯანმრთელობაზე ტრაზოდონის უარყოფით ზეგავლენაზე. სხვა ეპიდემიოლოგიური მონაცემები ამჟამად არ არის ხელმისაწვდომი. 

თუ ტრაზოდონი გამოიყენებოდა ორსულობის დროს მშობიარობამდე, ახალშობილზე უნდა მოხდეს დაკვირვება მოხსნის სიმპტომების თვალსაზრისით. მეძუძური ქალების შემთხვევაში მხედველობაში უნდა იქნას მიღებული პრეპარატის რძეში გამოყოფის შესაძლებლობა.

ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში ტრიტიკო CR-ის გამოყენება უნდა შემოიფარგლოს განსაკუთრებული შემთხვევებით, ექიმის მიერ სარგებელი/რისკის თანაფარდობის ყურადღებით შეფასების შემდეგ. 

ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება 

ტრაზოდონმა შეიძლება ოდნავ ან ზომიერად დაარღვიოს ტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმების გამოყენების უნარი. არ მართოთ ტრანსპორტი ან არ გამოიყენოთ მექანიზმები, თუ გაქვთ ძილიანობა, გადაჭარბებული სედაცია, თავბრუსხვევა, დაბნეული მდგომარეობა ან მხედველობის დაბინდვა. 

ტრიტიკო CR შეიცავს საქაროზას. 

ზოგიერთი შაქრის მიმართ მანამდე დადასტურებული აუტანლობის შემთხვევაში პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს ექიმს.

3. ტრიტიკო CR-ის მიღების წესი

პრეპარატი მიიღება მხოლოდ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებით. რაიმე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 

ტრიტიკო CR მიიღება მხოლოდ მოზრდილ პაციენტებში. 

რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება საღამოს დოზით. აუცილებლობის შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს თანდათანობით, თქვენი ექიმის დანიშნულებით. პრეპარატი მიიღება პერორალურად, საკვებთან ერთად ან მის გარეშე, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში. 

ტრიტიკო CR-ის ტაბლეტები იყოფა სამ ნაწილად, რაც აადვილებს დოზის კორექციას დაავადების სიმწვავის, პაციენტის სხეულის წონის, ასაკისა და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შესაბამისად. 

რეკომენდებული დოზა 

მოზრდილი პაციენტები 

ჩვეულებრივი დღიური დოზა არის 75-150 მგ პერორალურად, ერთჯერადი დოზის სახით საღამოს, ძილის წინ.  

დოზა შეიძლება გაიზარდოს თანდათანობით 300 მგ-მდე დღეში, ორ დოზად გაყოფილი.

ჰოსპიტალიზებული პაციენტების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს თანდათანობით 600 მგ-მდე დღეში, გაყოფილი დოზებად.  

კახექსიური ან ხანდაზმული პაციენტები 

ხანდაზმულმა პაციენტებმა უნდა მიიღონ უფრო დაბალი დოზები, ინდივიდუალური ეფექტურობისა და ამტანობის მიხედვით. ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება პრეპარატის ყველაზე დაბალი დოზებით. 

რეკომენდებული საწყისი დოზა არის 100 მგ დღეში რამდენიმე დოზად ან ერთჯერადი დოზის სახით საღამოს ძილის წინ. შემდეგ დოზა შეიძლება გაიზარდოს თანდათანობით, თქვენი ექიმის მითითებით, თუმცა 100 მგ-ზე მეტი ერთჯერადი დოზის გამოყენება ზოგადად თავიდან უნდა იქნას აცილებული. ნაკლებად სავარაუდოა, რომ საჭირო გახდეს დღიური დოზის გაზრდა 300 მგ-ზე მეტად.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები 

ტრიტიკო CR მეტაბოლიზდება ღვიძლში და მისმა გამოყენებამ შეიძლება ტოქსიკურად იმოქმედოს ღვიძლზე. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებმა, განსაკუთრებით მწვავე შემთხვევებში, უნდა აცნობონ ექიმს, რომელიც გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა პერიოდული მეთვალყურეობა. 

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები 

დოზის კორექცია ჩვეულებრივ არ არის საჭირო. თუმცა, თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებმა, განსაკუთრებით მწვავე შემთხვევებში, უნდა აცნობონ ექიმს პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე.

პრეპარატის გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში 

არ გამოიყენოთ ტრიტიკო CR ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში. 

ტრიტიკო CR-ის რეკომენდებულზე მეტი დოზის მიღება 

ტრაზოდონის დოზის გადაჭარბების ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია ძილიანობა, თავბრუსხვევა, გულისრევა და ღებინება. 

უფრო მწვავე შემთხვევებში კომა, ტაქიკარდია (გულის შეკუმშვათა სიხშირის აჩქარება), ჰიპოტენზია, სისხლში ნატრიუმის კონცენტრაციის დაქვეითება, კრუნჩხვები, რესპირატორული დარღვევები, ეკგ ცვლილებები. სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს დოზის გადაჭარბებიდან 24 საათის განმავლობაში ან მოგვიანებით. 

ტრაზოდონის დოზის გადაჭარბებამ სხვა ანტიდეპრესანტებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს სეროტონინის სინდრომი. 

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პაციენტის კუჭი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიცალოს ღებინების პროვოცირების გზით, თუ პაციენტი ფხიზლადაა, მიიღება აქტივირებული ნახშირი ან ტარდება კუჭის ამორეცხვა და თანაბრდება სისხლში ელექტროლიტების დონე. სპეციფიური ანტიდოტი არ არის ცნობილი. 

ტრიტიკო CR-ის რეკომენდებულზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს და თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა. 

თუ დაგავიწყდათ ტრიტიკო CR-ის მიღება 

თუ გამოგრჩათ პრეპარატის დოზა, არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით, მიიღეთ იგი რეკომენდებული დოზის შესაბამისად. 

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ეჭვის არსებობისას მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები 

ყველა პრეპარატის მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

დაფიქსირდა სუიციდური აზრები და ქმედებები ტრაზოდონით მკურნალობის დროს ან მისი შეწყვეტიდან მალევე. 

პაციენტებს, რომლებიც მკურნალობდნენ ტრაზოდონით, აღენიშნათ უცნობი სიხშირის შემდეგი გვერდითი ეფექტები (სიხშირე ვერ ფასდება არსებული მონაცემებით), რომელთაგან ზოგიერთი ასევე გავრცელებულია არანამკურნალევი დეპრესიის მქონე პაციენტებში:

-        სისხლის ანალიზის შედეგების გადახრები, მათ შორის აგრანულოციტოზი (სისხლის თეთრი უჯრედების (გრანულოციტები) რაოდენობის მკვეთრი შემცირება), თრომბოციტოპენია (სისხლის თრომბოციტების რაოდენობის შემცირება), ეოზინოფილია (ეოზინოფილური ლეიკოციტების რაოდენობის ზრდა), ლეიკოპენია (ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება) და ანემია (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება).

-        ალერგიული რეაქციები.

-        ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეციის სინდრომი (სითხის შეკავება).

-        სისხლში ნატრიუმის კონცენტრაციის დაქვეითება, წონის დაკლება, ანორექსია, მადის მომატება.

-        სუიციდური აზრები და ქმედებები, დაბნეული მდგომარეობა (დაქვეითებული ცნობიერება), უძილობა, დეზორიენტაცია, მანია, შფოთვა, ნერვიულობა, აღგზნებადობა (ძალიან სპორადულად გადაიქცევა დელირიუმში), ბოდვა, აგრესიული ქცევა, ჰალუცინაციები, კოშმარები, ლიბიდოს დაქვეითება, მოხსნის სინდრომი.

-        სეროტონინის სინდრომი, კრუნჩხვები, ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომი, თავბრუსხვევა, წონასწორობის დარღვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, მოუსვენრობა (ძირითადად მოტორული მოუსვენრობა), სიფხიზლის დაქვეითება, ტრემორი, მხედველობის დაბინდვა, მეხსიერების დაქვეითება, მიოკლონია (კუნთების ხანმოკლე, ძლიერი შეკუმშვა), ექსპრესიული აფაზია (გარკვეული სიტყვების წარმოთქმის უუნარობა), პარესთეზია (კიდურებში ჩხვლეტის, ტკივილის და დაბუჟების შეგრძნება), სხეულის უნებლიე მოძრაობები, გემოს შეცვლა.

-        გულის არითმიები (მათ შორის torsade de pointes, გახშირებული გულისცემა, პარკუჭების ნაადრევი შეკუმშვები, ვენტრიკულური კუპლეტები, ვენტრიკულური ტაქიკარდია), ბრადიკარდია (შენელებული გულის შეკუმშვათა სიხშირე), ტაქიკარდია, გადახრები ეკგ-ზე (QT ინტერვალის გახანგრძლივება). 

-        ორთოსტატული ჰიპოტენზია (არტერიული წნევის ვარდნა ფეხზე წამოდგომისას, რაც იწვევს თავბრუსხვევას ან სინკოპეს), ჰიპერტენზია, სინკოპე.

-        ცხვირის გაჭედვის შეგრძნება, სუნთქვის უკმარისობა.

-        გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, ყაბზობა, დიარეა, საჭმლის მონელების დარღვევა, მუცლის ტკივილი, გასტროენტერიტი, ნერწყვდენა, ნაწლავის პარალიზური ობსტრუქცია (პერისტალტიკის მნიშვნელოვანი შემცირება ან შეწყვეტა).

-        ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (მათ შორის სიყვითლე და ღვიძლის უჯრედების დაზიანება), ინტრაჰეპატური ქოლესტაზი.

-        გამონაყარი კანზე, კანის ქავილი, ჭარბი ოფლიანობა.

-        კიდურების ტკივილი, ზურგის ტკივილი, კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი.

-        შარდვის დარღვევა.

-        პრიაპიზმი (მტკივნეული, ხანგრძლივი ერექცია).

-        სისუსტე, შეშუპება, გრიპის მსგავსი სიმპტომები, დაღლილობა, ტკივილი გულმკერდის არეში, ცხელება.

-        ღვიძლის ფერმენტების მატება.

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ აღინიშნა ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, მათ შორის ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირებით შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი მონაცემის შეგროვებას.

5. ტრიტიკო CR-ის შენახვის პირობები

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. 

არ გამოიყენოთ ტრიტიკო CR მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.

პრეპარატები არ უნდა გადაყაროთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს თუ როგორ უნდა გადააგდოთ პრეპარატი, რომელიც აღარ გამოიყენება. ეს ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ტრიტიკო CR 

პრეპარატის აქტიური ნივთიერება არის ტრაზოდონის ჰიდროქლორიდი. 

ტრიტიკო CR 150 მგ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტები: თითო გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტი შეიცავს 150 მგ ტრაზოდონის ჰიდროქლორიდს, რაც შეესაბამება 136.6 მგ ტრაზოდონს. 

სხვა ინგრედიენტებია: საქაროზა, პოვიდონი, კარნაუბის ცვილი, მაგნიუმის სტეარატი. 

როგორია ვიზუალურად ტრიტიკო CR და რა შედის შეფუთვაში

ტრიტიკო CR წარმოდგენილია გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტების სახით, ორივე მხარეს გამყოფი ხაზებით, რაც იძლევა ტაბლეტის 3 თანაბარ დოზად დაყოფის საშუალებას. 

ტრიტიკო CR 150 მგ: შეფუთვაში (მუყაოს კოლოფი) მოთავსებულია 20, 60 ან 90 გახანგრძლივებული გამოთავისუფლების  ტაბლეტი.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა20
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy