Soskin - სოსკინი მზისგან დამცავი კრემი SPF50+ 1734
Soskin - სოსკინი მზისგან დამცავი კრემი SPF50+
საიმედო დაცვა და აბსოლუტური კომფორტი ღია ფერის, მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის. მზისგან დამცავი კრემის მდიდარი ტექსტურა და ფართო სპექტრის ფილტრები ეფექტურად ირეკლავენ და შთანთქავენ UVA/UVB გამოსხივებას, იცავენ ფოტოდაბერებისგან. ხანგრძლივად ინარჩუნებს ტენიანობას, კანს ხდის რბილსა და ნაზს. კრემი იდეალურია ძალიან ღია ფერის, მშრალი, მგრძნობიარე და გაღიზიანებული კანისთვის. უზრუნველყოფს მზისგან ეფექტურ დაცვას. ვიტამინი E და გლიცერინი ატენიანებს დიდხანს და ხელს უწყობს წყლის ოპტიმალური ბალანსის შენარჩუნებას კანის ღრმა ფენებშიც კი. ორგანული ფილტრები UVA/UVB გამოსხივებისგან დაცვის მაღალი ხარისხით უზრუნველყოფს მაქსიმალურ უსაფრთხოებას მზის ინტენსიური ზემოქმედების დროს. არის წყალგამძლე. სახის კანის საიმედო დაცვა დამწვრობისგან; კანის ნაადრევი დაბერების პრევენცია; ჰიპერპიგმენტაციის პრევენცია; ატენიანებს და კვებავს კანს; თანაბარი და ლამაზი რუჯი. გამოიყენება დამატენიანებლის შემდეგ.
კანის ტიპი
მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის
გამოყენების წესი
წაისვით კრემი სახეზე, კისერზე და კანის მგრძნობიარე ადგილებზე მზის ზემოქმედებამდე. ცურვის ან შხაპის მიღების შემდეგ საჭიროა კრემის ხელახლა წასმა. კრემი გამოიყენება მთელ სახეზე ან ცალკეულ უბნებზე, რომლებიც საჭიროებენ მაქსიმალურ დაცვას (ცხვირის არე). მზეზე ხანგრძლივად ყოფნისას, რეკომენდებულია კრემის განახლება ხშირად.
შემადგენლობა
Aqua / Water, Isohexadecane, Propanediol, Dicaprylyl Carbonate, Butyl Methoxydibenzoylmethane, Ethylhexyl Salicylate, Dibutyl Adipate, Bis-Ethylhexyloxyphenol Methoxyphenyl Triazine, Phenylbenzimidazole Sulfonic Acid, Triacontanyl PVP, Lactobacillus, Ethylhexyl Triazone, Potassium Cetyl Phosphate, Cetearyl Glucoside, Glycol Palmitate, Panthenol, Sorbitan Olivate, Glycerin, Hydroxyethyl Acrylate/Sodium Acryloyldimethyl Taurate Copolymer, Cocos Nucifera (Coconut) Fruit Extract, Sodium Hydroxide, Ethylhexylglycerin, Disodium EDTA, Palmitic Acid, Stearic Acid, Parfum / Fragrance, Xanthan Gum, Avena Sativa (Oat) Kernel Extract, Aloe Barbadensis Leaf Juice Powder, Cetearyl Alcohol, Polysorbate 60, Sorbitan Isostearate, Maltodextrin, Tocopheryl Acetate, Citric Acid, Tocopherol.
Soskin - სოსკინი-ს სხვა პროდუქტი იხილეთ აქ: Soskin - სოსკინი კრემ-პუდი SPF30 კრემისფერი 5237
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account