Renefrin - რენეფრინი 60 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 33,84 GEL რეგულარული ფასი 47,00 GEL
მარაგშია
SKU
88769_2668

ჩვენება:შარდის ბუშტის, თირკმლის ქრონიკული ანთებითი დაავადებები.

რენეფრინი ტაბლეტი #60

გენერიული დასახელება: ასისთავა+ცისკარა+როზმარინი+ლესპედეცი+ნატრიუმის ციტრატი+კალიუმის ციტრატი

რენეფრინი, შემოგარსული ტაბლეტები.

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერებები: 18 მგ ასისთავა, 18 მგ ცისკარა, 18 მგ როზმარინი, 20 მგ ბოლქვიანი ლესპედეცა, 16 მგ ნატრიუმის ციტრატი, 19 მგ კალიუმის ციტრატი.

დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის კარბონატი 27 მგ, მიკროკრისტალური ცელულოზა 45 მგ, ლაქტოზა 20 მგ, პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი 15 მგ, მაგნიუმის სტეარატი.

შემომგარსველი ნივთიერებები: ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი, პოლიეთილენგლიკოლი, საღებავი ”ყვითელი მზის ჩასვლა” 10 მგ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატი.

ჩვენებები:

შარდის ბუშტის, თირკმლის ქრონიკული ანთებითი დაავადებები (ცისტიტი, პიელონეფრიტი) კომპლექსურ თერაპიაში; თირკმლის ქრონიკული არაინფექციური ანთებითი დაავადებები (გლომერულონეფრიტი, ინტერსტიციული ნეფრიტი, მწვავე და ქრონიკული ჰიპერაზოტემიური ნეფრიტი); შარდ-კენჭოვანი დაავადების პროფილაქტიკა.

დოზირება და მიღების წესი:

რენეფრინის ტაბლეტი მიიღება დაღეჭვის გარეშე, მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით. მოზრდილები - 2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, ბავშვები 6 წლიდან - 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. დაავადების მწვავე პერიოდის გავლის შემდეგ რეკომენდებულია მკურნალობის გაგრძელება 2-4 კვირის მანძილზე.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. პეპტიური წყლულის გამწვავება.

განსაკუთრებული მითითებები: რენეფრინის მიღება 6 წლამდე ასაკში მიზანშეწონილი არ არის. რენეფრინის გამოყენების წინ რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია შემდეგ შემთხვევებში: თირკმლის ფუნქციის დარღვევა, თირკმლის ანთებითი დაავადებები, შეშუპება გულისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევის გამო. შარდში სისხლის აღმოჩენის, შარდის გამოყოფის დარღვევის და შარდის მწვავე შეკავების დროს დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. რენეფრინის ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას, ლაქტოზის აუტანლობის დროს რენეფრინის მიღება არ არის რეკომენდებული. პრეპარატის გამოყენებისას რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.

გარეგნული სახე და შეფუთვა: ნარინჯისფერი შემოგარსული ტაბლეტები. #15 ტაბლეტი ბლისტერზე. 4 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება მშრალ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა60
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy