Percolico - პერკოლიკო ხსნარი 150მლ

განსაკუთრებული ფასი 34,61 GEL რეგულარული ფასი 38,04 GEL
მარაგშია
SKU
87340_2239

ჩვენება:მხარს უჭერს ნაწლავის ფიზიოლოგიურ ფუნქციებს.

პერკოლიკო    

სურსათის დანამატი

შემადგენლობა:

5 მლ ხსნარი შეიცავს: აქტიური ინგრედიენტები:

ანისულის (Pimpinella anisum) ეთერზეთი - 1.67 მგ

დიდი კამის (Foeniculum vulgare) ეთერზეთი - 1.67 მგ

გვირილის (Anthemis nobilis) ეთერზეთი - 1.67 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ფრუქტოზა, მცენარეული გლიცერინი, ლიმონმჟავა, ქსანთანის რეზინა, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, დემინერალიზებული წყალი.

მხარს უჭერს ნაწლავის ფიზიოლოგიურ ფუნქციებს

უკუჩვენებები:

გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია ამ პროდუქტის გამოყენებასთან არ არის ცნობილი. მოერიდეთ მის გამოყენებას შემადგენლობაში შემავალი ერთი ან რამდენიმე კომპონენტის მიმართ  ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

მიღების წესი და პროდუქტის პორცია სადღეღამისო მოხმარებისთვის:

ბავშვები 0-დან 1 წლამდე: ½ ჩაის კოვზი (2,5 მლ) 2-ჯერ დღეში.

ბავშვები 1-დან 3 წლამდე: 1 ჩაის კოვზი (5 მლ) 2-ჯერ დღეში.

 ბავშვები 3-დან 6 წლამდე: 1 ჩაის კოვზი (5 მლ) 2-3-ჯერ დღეში.

 ბავშვები 6-დან 12 წლამდე: 2 ჩაის კოვზი (10 მლ) 2-ჯერ დღეში.

12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზრდილები: 1 სუფრის კოვზი (15 მლ) 2-ჯერ დღეში.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. გამოიყენეთ საზომი ჭიქა პროდუქტის დოზირების მიზნით.

გაფრთხილება: შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

სურსათის დანამატი არ არის გამიზნული  რომ შეცვალოს მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტა და ჯანსაღი ცხოვრების წესი. ვარგისიანობის ვადა მოქმედებს პროდუქტის სათანადოდ შენახვისას ოთახის ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა: ხსნარი 150 მლ ბოთლში. 1 ბოთლი ფურცელთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

ინახება ბნელ ადგილას 8°C-დან 25°C-მდე ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy