Pantogar - პანტოგარი 90 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 65,63 GEL რეგულარული ფასი 91,75 GEL
მარაგშია
SKU
89106_1391

ჩვენება: პანტოგარი არის თმებისა და ფრჩხილების სამკურნალო საშუალება თმის დიფუზური ცვენისა და ფრჩხილების მტვრევის დრო.

პანტოგარი®

საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

სამკურნალო პროდუქტი გაიცემა პირადად ექიმის მიერ ან ურეცეპტოდ აფთიაქიდან. 

მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, სამკურნალო პროდუქტი გამოყენებულ უნდა იქნას შეფუთვაში არსებული ინსტრუქციის მიხედვით, ან ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

რას წარმოადგენს პანტოგარი და მისი გამოყენება

პანტოგარი არის თმებისა და ფრჩხილების სამკურნალო საშუალება თმის დიფუზური ცვენისა და ფრჩხილების მტვრევის დროს. პანტოგარი უჯრედების მეტაბოლიზმზე მოქმედებს სისხლის ნაკადის გზით. ამ გზით ის ამარაგებს თმებსა და ფრჩხილებს საშენი მასალით, რომელიც აუცილებელია მათი ჯანმრთელობისა და სიმტკიცის შესანარჩუნებლად.

პანტოგარი შეიცავს BBჯგუფის ვიტამინებს, ამინომჟავებს, მინერალებსა და მიკროელემენტებს. BBჯგუფის ვიტამინები, როგორებიცაა: პანტოთენის მჟავა და თიამინი, ასევე პ-ამინობენზოის მჟავა, აუცილებელია სკალპისა და თმისათვის. პანტოთენის მჟავა განსაკუთრებით მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. მისმა უკმარისობამ შეიძლება გამოიწვიოს თმის ცვენის გაძლიერება და ნაადრევი გაჭაღარავება. სამკურნალო საფუარები ხასიათდებიან ვიტამინების, ძირითადი ამინომჟავების, მინერალების, მიკროელემენტებისა და ფერმენტების მაღალი შემცველობით. ისინი წარმოადგენენ BBჯგუფის ვიტამინების ბუნებრივ წყაროს.

ცისტინი, ამინომჟავა, რომელიც ძირითადად განაპირობებს კერატინის სტრუქტურას, ხელს უწყობს ჯანმრთელი თმისა და ფრჩხილების ზრდას. კერატინი, გოგირდით მდიდარი პროტეინი, წარმოადგენს თმისა და ფრჩხილების ძირითად კომპონენტს.

პანტოგარმა აჩვენა თმის ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება სხვადასხვა ანალიზებში. პანტოგარმა დადებითი გავლენა იქონია თმის გაწყვეტის რეზისტენტობაზე, ასევე, ზედაპირის სტრუქტურაზე, ხოლო თმის ბუნებრივი ფერი გახდა უფრო მკვეთრი. 

პანტოგარი თმას ხდის უფრო მდგრადს მექანიკური ზემოქმედების (ინტენსიური დავარცხნა, ვარცხნილობის გაკეთება), ქიმიური დაზიანების (გაღიავება, შეღებვა, თმის ქიმიური დახვევა) და თმის ფენის ჭარბი სითბური ზემოქმედების, დავარცხნის, რენტგენისა და ულტრაიისფერის სხივების, მზის ინტენსიური სხივებისა და სოლარიუმის ზემოქმედების მიმართ. 

პანტოგარი გამოიყენება თმისა და ფრჩხილების ზრდის სხვადასხვა დარღვევების დროს ცალკე ან სხვა გარეგან ღონისძიებებთან ერთად (შეზელვა, მასაჟი და ა.შ.) და საჭიროების შემთხვევაში, თანმხლები მდგომარეობების მკურნალობასთან ერთად:

·       თმის ცვენა ავადმყოფობების, ნივთიერებათა ცვლის, ავიტამინოზის, მოწამვლის, რადიაციული დაზიანების, გამოფიტვის, სტრესული სიტუაციების გამო; თმის ცვენა მედიკამენტური მკურნალობის, მაგ.: ანტიკოაგულანტებით, უჯრედის ზრდის ინჰიბიტორებით, სისხლში ლიპიდების დონის დამწევი საშუალებებით მკურნალობის შედეგად; თმის ცვენა უცნობი მიზეზის გამო; თმის ცვენა ფეხმძიმობის მეორე სემესტრში, მშობიარობის შემდეგ, ძუძუთი კვების დროს, ექიმის მიერ დანიშნული ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღების შემდეგ;

·       თმის სტრუქტურის დაზიანება (დაზიანებული, თხელი, არაელასტიური, მტვრევადი, ფერდაკარგული და უფერო თმები);

·       პროფილაქტიკური მკურნალობა ნაადრევი გაჭაღარავების წინააღმდეგ;

·       ფრჩხილების არაინფექციური დაავადებები და ფრჩხილების ზრდის დარღვევა;

·       პანტოგარი მტვრევადი და გაბზარული ფრჩხილების მქონე პაციენტებში ამცირებს მტვრევადობას და ზრდის ფრჩხილის ელასტიურობას.

რომელი სიფრთხილის ზომების მიღებაა საჭირო?

პანტოგარი არ არის ნაჩვენები ნაწიბუროვანი ან ცირკულარული თმის ცვენის დროს, ასევე ანდროგენული (ჰორმონული მემკვიდრეობითი) ან ჩვეულებრივი ალოპეციის (მამაკაცების სიმელოტე) დროს. პანტოგარმა შეიძლება მხოლოდ გაამკვრივოს დარჩენილი თმა.

პანტოგარი არ ახდენს გავლენას სახეზე, ხელებზე ან ფეხებზე არსებულ თმაზე, რადგან ისინი ექვემდებარებიან ზრდის სხვა მექანიზმებს. 

თმის ბუნებრივი ცვლილება იწვევს, დაახლოებით, 50-80 თმის ღერის ცვენას დღეში. პათოლოგიურია თმის ცვენა, თუ უფრო მეტი თმის ღერი ცვივა ყოველდღე. 

თუ თმის ან ფრჩხილების დაავადება იღებს არასასურველ ხასიათს, სწრაფად პროგრესირებს, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, რადგან შეიძლება სხვა ზოგადი სპეციფიკური დაავადების ნიშანი იყოს.

როდის არ გამოიყენება პანტოგარი?

პანტოგარი არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ პაციენტს აღენიშნება ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

როდის არის სიფრთხილე საჭირო პანტოგარის მიღებისას?

თუ პაციენტი ერთდროულად იღებს სულფონამიდების შემცველ პრეპარატებს, საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან აფთიაქართან მიმართვა, შეიძლება თუ არა პანტოგარის მიღება.

ექიმს, ფარმაცევტს ან აფთიაქარს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე სხვა დაავადება, ალერგია ან იღებს სხვა მედიკამენტებს (მათ შორის, ურეცეპტოდ გასაცემს)!

შეიძლება თუ არა პანტოგარის მიღება ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს?

გამოყენების გამოცდილების საფუძველზე, დანიშნულების მიხედვით გამოყენებისას არ აღინიშნა რაიმე რისკი ბავშვებში. სისტემური სამეცნიერო კვლევები არ ჩატარებულა.

სიფრთხილის ზომის სახით, თუ შესაძლებელია, მედიკამენტი არ უნდა იქნას მიღებული ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, ან საჭიროა კონსულტაციისათვის ექიმთან, ფარმაცევტთან ან აფთიაქართან მიმართვა.

პანტოგარის მიღების წესი

თმისა და ფრჩხილების ნელი ფორმირება, ასევე, თმისა და ფრჩხილების ზრდის დარღვევის ხასიათი საჭიროებს რეგულარულ, ხანგრძლივ და პანტოგარის, რაც შეიძლება, ხანგრძლივ გამოყენებას.

თუ არ არის სხვანაირი დანიშნულება, მოზრდილებში ინიშნება 3 ხ 1 კაფსულა დღეში, 12 წლის ზემოთ ბავშვებში - 1-2 ხ 1 კაფსულა დღეში, ძირითად საკვებთან ერთად. უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, მცირეოდენი წყლის მიყოლებით.

მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობაა 3-6 თვე, თერაპიის პირველი შედეგი, ჩვეულებრივ, დგება 3-4 თვის შემდეგ. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს ან განმეორდეს.

პანტოგარის მიღება შეიძლება დიაბეტით დაავადებულებისათვის.

პანტოგარის ეფექტურობა და უსაფრთხოება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის დადგენილი.

პანტოგარი არ  უნდა იქნას გამოყენებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

საჭიროა გამოყენების ინსტრუქციაში მითითებული ან ექიმის მიერ დანიშნული დოზების მიღება. თუ პაციენტი თვლის, რომ მედიკამენტის ეფექტი ძალიან სუსტი ან ძალიან ძლიერია, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

პანტოგარის გვერდითი მოვლენები

პანტოგარის მიღებისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

შეიძლება აღინიშნოს გასტროინტესტინური ჩივილები, როგორიცაა: გულძმარვა, გულისრევა, მეტეორიზმი, ფაღარათი (დიარეა) და ტკივილი მუცლის არეში.

იშვიათი (აღინიშნება 10.000-დან 1-10 პაციენტში):

აუტანლობის რეაქცია, როგორიცაა ოფლიანობა, გაძლიერებული გულისცემა (ტაქიკარდია), გახშირებული პულსი, კანის რეაქციები გამონაყარით, ქავილითა და ჭინჭრის ციებით.

გარდა ამისა, პანტოგარის მიღებისას აღინიშნა თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ღებინება, გულისცემის შეგრძნება და კანის სიწითლე.

თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან აფთიაქართან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში.

შენახვის წესი

პრეპარატი გმოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ კოლოფზე მითითებული შენახვის ვადამდე.

შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-25ºჩ) მშრალ ადგილას. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

რას შეიცავს პანტოგარი?

1 კაფსულა შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:

თიამინის ნიტრატი 60 მგ, კალციუმის პანტოთენატი 60 მგ, სამკურნალო საფუარი 100 მგ, ცისტინი 20 მგ, კერატინი 20 მგ, პ-ამინობენზოის მჟავა 20 მგ.

სხვა დამხმარე ნივთიერებები: 

მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, მაღალდისპერსიული სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი K30, ჟელატინი, გამოხდილი წყალი, ინდიგოტინი (E132), ტიტანიუმის დიოქსიდი (E171) და რკინის ყვითელი ოქსიდი (E172). 

პანტოგარის გაცემის წესი

პანტოგარის ფორმა და შეფუთვა

გაიცემა აფთიაქებსა და სააფთიაქო მაღაზიებში ექიმის რეცეპტის გარეშე.

ორიგინალური შეფუთვა შეიცავს 90 და 300 კაფსულას.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა90
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy