Orthomol - ორთომოლი ფერტილ პლიუსი

229,86 GEL
მარაგშია
SKU
88417_2580

ჩვენება:ვიტამინები, მინერალები, მიკროელემენტები მამაკაცის ფერტილობისთვის.

ორთომოლი - მსოფლიო ლიდერი ორთომოლეკულურ მედიცინაში!

ორთომოლ® ფერტილ პლიუსი

ვიტამინები, მინერალები, მიკროელემენტები მამაკაცის ფერტილობისთვის!

გერმანული კომპანია ორთომოლი® 30 წელზე მეტია აწარმოებს ახალი თაობის, ინოვაციურ, პრემიუმ ხაზის საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს ორთომოლეკულური მედიცინის საფუძვლებზე.

რა არის ორთომოლეკულური მედიცინა?

ორთომოლეკულური მედიცინა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური მიმართულებაა, რომელიც მიზნად ისახავს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შენარჩუნებას, გაუმჯობესებას, დაავადებების პროფილაქტიკას და მკურნალობას   სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების - ორთომოლეკულების -  განსაზღვრული დოზების და სწორი კომბინაციების გამოყენებით. ორთომოლეკულების (ვიტამინები, მინერალები, მიკრო და მაკროელემენტები, შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები, პრებიოტიკები, პრობიოტიკები და ა.შ) ოპტიმალური მიწოდება ორგანიზმში უჯრედულ დონეზე აღადგენს მოლეკულურ დისბალანსს, მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტს, ახდენს PH -ის ნორმალიზებას, უზრუნველყოფს ორგანიზმის დეტოქსიკაციას, სხვადასხვა ორგანოებსა და სისტემებზე ზემოქმედებით აღადგენს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ ბალანსს. 

ორთომოლ® ფერტილ პლიუსი  შექმნილია სპეციალურად მამაკაცებისთვის რეპროდუქციული ფუნქციის გასაუმჯობესებლად, მასში შემავალი მიკროელემენტების სინერგიზმი ზრდის სპერმატოგენეზის ხარისხს, რაც მკვეთრად აისახება მამაკაცის ფერტილობაზე. 

ორთომოლ® ფერტილ პლიუსის რეგულარული მიღება: 

·        აუმჯობესებს სპერმის ხარისხს (ზრდის სპერმის რაოდენობას, აუმჯობესებს მოძრაობას)

·        ამცირებს სპერმის დნმ ფრაგმენტაციას

·        ზრდის წარმატებული ჩასახვის და ორსულობის შესაძლებლობებს DRT-ეს დროს

·        ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას

·        აძლიერებს მეტაბოლურ პროცესებს, ცილების და ნახშირწყლების ცვლას

·        აუმჯობესებს ჟანგბადის მიწოდებას ქსოვილებში, ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს

სპერმატოგენეზის დარღვევის მიზეზები:

·        სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები

·        ალკოჰოლის და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება

·        არასრულფასოვანი კვება

·        სტრესი

·        ყბაყურა

·        ვარიკოცელე

·        ჰორმონალური დარღვევები

·        მცირე მენჯის ღრუს ორგანოებზე ოპერაციული ჩარევის შემდგომი გართულებები

ორთომოლ® ფერტილ პლიუსში  შემავალი მიკრონუტრიენტების თვისებები: 

კოენზიმ Q10 (უბიქინონი) წარმოადგენს სასიცოცხლოდ აუცილებელ ენდოგენურ ნივთიერებას, რომელიც ორგანიზმის ყველა უჯრედშია და ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს ენერგიის წარმოქმნის პროცესში.ზრდის სპერმის მოცულობას, ხარისხს და აქტივობას, აუმჯობესებს განაყოფიერების ხარისხს, ასტიმულირებს ქოლინერგულ აქტივობას, რომელიც დადებითად აისახება სისხლში ტესტოსტერონის დონეზე. ანელებს დაბერების პროცესს, გააჩნია დეტოქსიკაციური მოქმედება. კოენზიმ Q10 ძლიერი ბუნებრივი იმუნომოდულატორია, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ბაქტერიული და ვირუსული ინფექციებისადმი, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, არეგულირებს წონას.

თუთია უძლიერესი ანტიოქსიდანტია, იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან. მნიშვნელოვანი მიკროელემენტია იმუნური, ნერვული, ენდოკრინული, რეპროდუქციული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.  აუცილებელია ქალის და მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. თუთია შედის გონადოტროპული ჰორმონების შემადგენლობაში, ასტიმულირებს სასქესო ჰორმონების გამომუშავებას, მონაწილეობს ესტროგენების, პროგესტერონის სინთეზში. მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს ტესტოსტერონის სეკრეციის აღდგენაში. აუცილებელი მიკროელემენტია სპერმატოზოიდების წარმოქმნის, მომწიფების და აქტივაციისთვის, პროსტატის ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მისი დეფიციტი ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია მამაკაცთა უნაყოფობასთან. აუმჯობესებს ფერტილობას და რეპროდუქციულ ფუნქციას, ასევე ინარჩუნებს ტესტოსტერონის საჭირო დონეს სისხლში (ის გვხვდება ეაკულატში და მისი დეფიციტი ამცირებს ტესტოსტერონის დონეს). თუთია და ვიტამინი D  მონაწილეობს უჯრედების დაყოფის პროცესში.

ვიტამინი B6, ვიტამინი B12 და ფოლიუმის მჟავა (ფოლატი)  ხელს უწყობს ჰომოცისტეინის დონის რეგულირებას.

სელენი ანტიოქსიდანტია, რომელიც აუცილებელია იმუნური სისტემის, ფარისებრი ჯირკვლის, გულ-სისხლძარღვთა და რეპროდუქციული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ააქტიურებს სპერმატოგენეზს, დადებითად აისახება სპერმის რაოდენობასა და მოძრაობაზე.

სპილენძი, ვიტამინი C, ვიტამინი E  იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან. ვიტამინი E  და C მნიშვნელოვნად ზრდის სპერმის მოძრაობას და აფერხებს სპერმის დნმ ფრაგმენტაციას.

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები  ზრდის სპერმის სიცოცხლისუნარიანობას, აუმჯობესებს მის ელასტიურობას, რაც უმნიშვნელოვანესია წარმატებული განაყოფიერებისთვის. ცხიმოვანი მჟავები უჯრედულ მემბრანაში აუმჯობესებს სხვადასხვა ფერმენტის აქტივობას, რაც განაპირობებს სპერმის მემბრანის მდგრადობას ფიზიკური და ქიმიური სტრესის მიმართ.

L-კარნიტინი აუცილებელი ენერგიის წყაროა, რომელიც მონაწილეობს ეაკულატის ფორმირებაში, ზრდის სპემატოზოიდების აქტივობას და უზრუნველყოფს მიზანმიმართულ მოძრაობას კვერცხუჯრედისკენ.

კოხრეინის მიმოხილვით დადასტურებულია ანტიოქსიდანტების, მინერალების, ვიტამინების და ომეგა - 3 ცხიმოვანი მჟავების დადებითი გავლენა მამაკაცის ფერტილობაზე

 ჩვენება:

·        სპერმის ხარისხობრივი და რაოდენობრივი დაქვეითება

·        იდიოპათიური უნაყოფობა

·        ასაკი >35 (დნმ ფრაგმენტაციის გაზრდილი რისკი)

·        სუბკლინიკური ვარიკოცელე (პრე და პოსტ ოპერაციული მდგომარეობა)

·        სპერმატოზოიდების მოძრაობის და სპერმის სიბლანტის შემცირება

·        მეტაბოლური დარღვევები

უკუჩვენება:

ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიერ.

ორთომოლ® ფერტილ პლიუსის  შემადგენლობა: დღიური დოზა 3 ტაბლეტი + 1 კაფსულა (2.6 გ) შეიცავს:

შემადგენლობა დღიური დოზა %NRV**
კოენზიმ Q10 15 მგ  
L-კარნიტინი   440 მგ  
ლუთეინი 800 მკგ  
ლიკოპენი  200 მკგ  
ომეგა 3 - ის ცხიმოვანი მჟავები  170 მგ  
EPA  90 მგ  
DHA  60 მგ  
ვიტამინები:
ვიტამინი A    333 მკგ RE° 42
ბეტა კაროტინი     333 მკგ RE°  
ვიტამინი D    15 მკგ (600 სე)°°  300
ვიტამინი E  120 მგ ალფა TE°°° 1000
ვიტამინი C  250 მგ 313
ვიტამინი B6  3.5 მგ 250
ფოლის მჟავა   300 მკგ 150
ვიტამინი B12  9 მკგ 360
მინერალები: 
თუთია  15 მგ 150
სპილენძი 1 მგ 100
სელენი   80 მკგ 145


•  ° RE = რეტინოლის ექვივალენტები

•  °° IU = საერთაშორისო ერთეულები

•  °°° ალფა-TE = ალფა-ტოკოფეროლის ექვივალენტები

•  ** NRV = ნუტრიენტების საცნობარო რაოდენობა ევროკავშირის 1169/2011 რეგულაციის მიხედვით

დამატებითი ინგრედიენტები: L-კარნიტინ L-ტარტრატი (24%), მალტოდექსტრინი, თევზის ზეთი (11%), L-ასკორბინის მჟავა, ჟელატინი (საქონლის)შემავსებელი მიკროკრისტალური ცელულოზა, D-ალფა ტოკოფეროლის აცეტატი, შემავსებელი ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, დამატენიანებელი გლიცერინი თუთიის სულფატი, შემავსებელი კალციუმის ფოსფატები, გამომყოფი აგენტი სილიციუმის დიოქსიდი, გამომყოფი აგენტი ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, კოენზიმი Q10 (0.7%), დამატენიანებელი სორბიტოლი,  კალციუმის კარბონატი, ტალკი, ეთილის ცელულოზა, სპილენძის სულფატი, ბეტა-კაროტინი, ერექტას ექსტრაქტი, რომელიც შეიცავს ლუთეინს, რკინის ოქსიდის საღებავს, პტეროილმონოგლუტამინის მჟავას, ნატრიუმის სელენატს.

ორთომოლ® ფერტილ პლიუსის მიღების წესი:

მიიღება 1 კაფსულა და 3 ტაბლეტი დღეში ჭამის დროს ან მის შემდეგ მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად. ყოველდღიური დოზის მიღება შესაძლებელია ერთად ან გადანაწილდეს დღის  მანძილზე. ორთომოლ®ფერტილ პლიუსის მიღება შესაძლებელია ხანგრძლივად.

გაფრთხილება: არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება.

ორთომოლის® ხარისხის საერთაშორისო სტანდარტები:

·        ორთომოლის საკვები დანამატები იწარმოება საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად

·        პროდუქცია დამზადებულია მხოლოდ ნატურალურ კომპონენტებზე

·        არ შეიცავს პოტენციურ ალერგენებს და გენ. მოდიფიცირებულ ორგანიზმებს (GMO)

·        წარმოების პროცესში გამოყენებულია სერთიფიცირებული ნედლეული, რომელიც  გადის ხარისხის უმკაცრესს კონტროლს წარმოების ყველა ეტაპზე

·        თითოეული პროდუქტი მარკირებულია უნიკალური კოდით

კომპანია ფლობს პროდუქციის უმაღლესი ხარისხის და უსაფრთხოების დამადასტურებელ ყველა სერტიფიკატს:

·        ISO 22000/GMP

·        International Featured standards (საერთაშორისო მაღალი სტანდარტების მარეგულირებელი) 

·        BRC Global (Standard for Food Safety – კვებითი უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი) 

·        Cologne List® for athletes (დოპინგ კონტროლი სპორტსმენებისთვის) 

·        Hazard Analysis and Critical Control Points – (სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისოდ აღიარებული სისტემა) 

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: №30 პაკეტი (კაფსულა + ტაბლეტი). 

მწარმოებელი: Orthomol pharmazeutische Vertriebs GmbH, გერმანია.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy