Orthomol - ორთომოლი ვიტალ M

240,14 GEL
მარაგშია
SKU
88025_2580

ჩვენება:ჰიპო და ავიტამინოზი,ქრონიკული დაღლილობა, სტრესი, ძილის დარღვევები,სექსუალური ასთენია და უნაყოფობა

ორთომოლი - მსოფლიო ლიდერი ორთომოლეკულურ მედიცინაში!

ორთომოლ® ვიტალ M

პრემიუმ ხაზის მიკრონუტრიენტები - მამაკაცებისთვის!

გერმანული კომპანია ორთომოლი® 30 წელზე მეტია აწარმოებს ახალი თაობის, ინოვაციურ, პრემიუმ ხაზის საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს ორთომოლეკულური მედიცინის საფუძვლებზე.

რა არის ორთომოლეკულური მედიცინა?

ორთომოლეკულური მედიცინა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური მიმართულებაა, რომელიც მიზნად ისახავს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შენარჩუნებას, გაუმჯობესებას, დაავადებების პროფილაქტიკას და მკურნალობას   სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების - ორთომოლეკულების -  განსაზღვრული დოზების და სწორი კომბინაციების გამოყენებით. ორთომოლეკულების (ვიტამინები, მინერალები, მიკრო და მაკროელემენტები, შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები, პრებიოტიკები, პრობიოტიკები და ა.შ) ოპტიმალური მიწოდება ორგანიზმში უჯრედულ დონეზე აღადგენს მოლეკულურ დისბალანსს, მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტს, ახდენს PH -ის ნორმალიზებას, უზრუნველყოფს ორგანიზმის დეტოქსიკაციას, სხვადასხვა ორგანოებსა და სისტემებზე ზემოქმედებით აღადგენს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ ბალანსს. 

ორთომოლ® ვიტალ M სპეციალურად შექმნილია მამაკაცებისთვის ქრონიკული დაღლილობის, აპათიის და სტრესის სიმპტომებთან საბრძოლველად. ორგანიზმში ენერგეტიკული დისბალანსი იწვევს ადრენალინის და კორტიზოლის გამოყოფის შემცირებას, რაც სხვადასხვა სახის დარღვევით ვლინდება.

ორთომოლ® ვიტალ M-ის რეგულარული მიღება:

·        უზრუნველყოფს ნერვული, იმუნური, ენდოკრინული, რეპროდუქციული სისტემების მხარდაჭერას სტრესული სიტუაციების დროს

·        აუმჯობესებს ნერვული სისტემის მუშაობას, ამცირებს შფოთვის, გაღიზიანებადობის სტრესის, ქრონიკული დაღლილობის სიმპტომებს

·        უზრუნველყოფს ჯანსაღ ძილს

·        არეგულირებს მეტაბოლურ პროცესებს, ცილების და ნახშირწყლების ცვლას

·        ახდენს ჰორმონალური ბალანსის ნორმალიზებას

·        აუმჯობესებს უჯრედულ ოქსიგენაციას

·        ზრდის თერაპიულ ეფექტს თვალის დაავადებების მკურნალობის დროს

·        აუმჯობესებს მხედველობის სიმახვილეს და ოპტიკურ მაჩვენებელს

·        ხელს უწყობს ჯანსაღი ძვლების, კბილების შენარჩუნებას

·        აუმჯობესებს თმა, კანი, ფრჩხილის სტრუქტურას

ორთომოლ® ვიტალ M-ში შემავალი მიკრონუტრიენტების თვისებები: 

ვიტამინი A + E + D + K + თუთია + იოდი აძლიერებს იმუნურ სისტემას, ახდენს ჰორმონალური ბალანსის ნორმალიზებას და უზრუნველყოფს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პრევენციას. 

B ჯგუფის ვიტამინები + მაგნიუმი + კალციუმი ზრდის დოფამინის გამომუშავებას, მდგრადობას ემოციური სტრესის მიმართ,  ხელს უწყობს ქრონიკული დაღლილობის და სტრესის შემცირებას, აუმჯობესებს გულის ფუნქციას. კალციუმი მნიშვნელოვანი კომპონენტია ჯანსაღი ძვალ-სახსროვანი სისტემის შესანარჩუნებლად.

ქრომი + მანგანუმი + სპილენძი + მოლიბდენი აძლიერებს იმუნურ სისტემას და მონაწილეობს ენერგიის მეტაბოლიზმში.

ვიტამინი C + რკინა ამცირებს რკინადეფიციტური ანემიის განვითარების რისკს.

სელენი და კაროტინოიდები ძლიერი ანტიოქსიდანტებია, ახდენს ორგანიზმის დეტოქსიკაციას.

ლიკოპენი + ლუტეინი ხელს უწყობს მხედველობის სიმახვილის გაუმჯობესებას.

ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები + სელენი ამცირებს სტრესს და დაღლილობას, აუმჯობესებს მეხსიერების და დასწავლის უნარს.

იოდი მნიშვნელოვანი მინერალია, რომლის დეფიციტი იწვევს  ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას, შესაბამისად მეტაბოლურ დარღვევებს, ზოგად სისუსტეს, სწრაფ დაღლას, კონცენტრაციის დაქვეითებას, პულსის შენელებას, თმის ცვენას, კანის სიმშრალეს, აქერცვლას და სიფერმკრთალეს, რეპროდუქციული ფუნქციის დაქვეითებას. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იოდის დღიური დოზა ქალებისთვის  შეადგენს 150/300 მკგ-ს, მამაკაცებისთვის 150 მკგ-ს.

ჩვენება:

·        ქრონიკული დაღლილობა, სტრესი, ძილის დარღვევები

·        ჰიპო და ავიტამინოზი

·        მეტაბოლური დარღვევები

·        ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა

·        თვალის დაავადებების კომპლექსური მკურნალობა და პროფილაქტიკა

·        ლიბიდოს დაქვეითება, უნაყოფობა

·        ქრონიკული დაავადებების კომპლექსური მკურნალობა

·        ფსორიაზი, ნეიროდერმიტი, დერმატოზები

·        თმის ცვენა

უკუჩვენება:

ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

ორთომოლ® ვიტალ M-ის შემადგენლობა: დღიური დოზა 1 მზა ფლაკონი 20 მლ (23.2 გ) + 2 კაფსულა (1.5 გ) შეიცავს:  

შემადგენლობა დღიური დოზა %NRV**
ომეგა 3 - ის ცხიმოვანი მჟავები   600 მგ  
EPA  300 მგ  
DHA  200 მგ  
ციტრუსის ბიოფლავონოიდები   5 მგ  
ლუთეინი 800 მკგ  
ლიკოპენი  200 მკგ  
ვიტამინები:
ვიტამინი A   1,117 მკგ RE° 140
ბეტა კაროტინი  667 მკგ RE°  
ვიტამინი D   15 მკგ (600 სე)°° 300
ვიტამინი K 60 მკგ 80
ვიტამინი E  150 მგ ალფა-TE°°° 1.250
ვიტამინი C  530 მგ 663
თიამინი B1 25 მგ  2.273
რიბოფლავინი B2  25 მგ 1.786
ნიაცინი   60 მგ NE* 375
ვიტამინი B6   20 მგ 1.429
ფოლის მჟავა   400 მკგ 200
ვიტამინი B12  450 მკგ 18.000
ბიოტინი  165 მკგ 330
პანტოთენის მჟავა 30 მგ 500
მინერალები: 
მაგნიუმი  150 მგ 40
რკინა 8 მგ 57
თუთია  10 მგ 100
სპილენძი  0.5 მგ 50
მანგანუმი   2 მგ 100
სელენი   50 მკგ 91
ქრომი  30 მკგ 75
მოლიბდენი  60 მკგ 120
იოდი 150 მკგ 100

 

•  ° RE = რეტინოლის ექვივალენტი

•  °° IU = საერთაშორისო ერთეული

•  °°° ალფა-TE = ალფა-ტოკოფეროლის ექვივალენტი

•  *NE = ნიაცინის ექვივალენტი

•  ** NRV = ნუტრიენტების საცნობარო რაოდენობა ევროკავშირის 1169/2011 რეგულაციის მიხედვით

დამატებითი ინგრედიენტები: წყალი, ფორთოხლის წვენის კონცენტრატი, რომელიც შეიცავს ბიოფლავონოიდებს, გლიცერინი, მოდიფიცირებული სახამებელი (ხორბლისგან), თევზის ზეთი (4%), ნატრიუმის L-ასკორბატი, ლიმონის მჟავა, მარაკუიას ხილის წვენის კონცენტრატი, მაგნიუმის კარბონატი, ჟელატინი (ცხოველური წარმოშობის), რძემჟავა, DL-ალფა-ტოკოფერილ აცეტატი, მაგნიუმის ოქსიდი, ნიკოტინამიდი, კალციუმის D-პანტოტენატი, თიამინის ჰიდროქლორიდი, მალტოდექსტრინი, კალიუმის სორბიტი, რკინის პიროფოსფატი, რიბოფლავინი, პიროქლორდოქსინი, თუთიის ქლორიდი, შერეული ტოკოფეროლი, დამატკბობელი აცესულფამი K, მანგანუმის სულფატი, ტოკოფეროლებით მდიდარი ანტიოქსიდანტი , სილიციუმის დიოქსიდი, ბეტა-კაროტინი (0.02%), დამატკბობლები სუკრალოზა, რკინის ოქსიდები, დამატკბობელი ნატრიუმის საქარინი, სპილენძის სულფატი, რეტინილ პალმიტატი, ლუთეინის შემცველი ერექტას ექსტრაქტი (0.003%), ციანკობალამინი, პტეროილმონოგლუტამინის მჟავა, ლიკოპენი (0.0008%), კალიუმის იოდიდი, D-ბიოტინი, ქრომი (III)-ქლორიდი, ნატრიუმის მოლიბდატი, ნატრიუმის სელენატი, ფილოქინონი, ქოლეკალციფეროლი.

 ორთომოლ® ვიტალ M-ის მიღების წესი:

მიიღება 1 დასალევი მზა ფლაკონი (ფლაკონი იხსნება 150/200 მლ წყალში/წვენში) + 2 კაფსულა ჭამის დროს ან მის შემდეგ დღეში ერთხელ მოზრდილებში. გამოყენებამდე ფლაკონი უნდა შეინჯღრეს. ყოველდღიური დოზის მიღება შესაძლებელია ერთად ან გადანაწილდეს დღის  მანძილზე. ორთომოლ® ვიტალ M-ის  მიღება შესაძლებელია ხანგრძლივად.

გაფრთხილება: 

·        შეიცავს რიბოფლავინს (ვიტ. B2), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შარდის ფერის ცვლილება

·        გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევის მქონე პირებში ინიშნება ექიმის რეკომენდაციით

·        არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება

ორთომოლის® ხარისხის საერთაშორისო სტანდარტები:

·        ორთომოლის საკვები დანამატები იწარმოება საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად

·        პროდუქცია დამზადებულია მხოლოდ ნატურალურ კომპონენტებზე

·        არ შეიცავს პოტენციურ ალერგენებს და გენ. მოდიფიცირებულ ორგანიზმებს (GMO)

·        წარმოების პროცესში გამოყენებულია სერთიფიცირებული ნედლეული, რომელიც  გადის ხარისხის უმკაცრესს კონტროლს წარმოების ყველა ეტაპზე

·        თითოეული პროდუქტი მარკირებულია უნიკალური კოდით

კომპანია ფლობს პროდუქციის უმაღლესი ხარისხის და უსაფრთხოების დამადასტურებელ ყველა სერტიფიკატს:

·        ISO 22000/GMP

·        International Featured standards (საერთაშორისო მაღალი სტანდარტების მარეგულირებელი) 

·        BRC Global (Standard for Food Safety – კვებითი უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი) 

·        Cologne List® for athletes (დოპინგ კონტროლი სპორტსმენებისთვის) 

·        Hazard Analysis and Critical Control Points – (სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისოდ აღიარებული სისტემა)

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: №30 მზა დასალევი ფლაკონი კაფსულებით

მწარმოებელი: Orthomol pharmazeutische Vertriebs GmbH, გერმანია.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy