Orthomol - ორთომოლი აურინორი

განსაკუთრებული ფასი 105,03 GEL რეგულარული ფასი 210,06 GEL
მარაგშია
SKU
88016_2580

ჩვენება:აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას,ზრდის ორგანიზმის მდგრადობას  შფოთვის, ფიზიკური და ფსიქიკური სტრესის მიმართ,ამცირებს ყურებში შუილს (ტინიტუსი).

ორთომოლი - მსოფლიო ლიდერი ორთომოლეკულურ მედიცინაში!

ორთომოლ® აურინორი

უმნიშვნელოვანესი მიკრონუტრიენტები ენერგიის მეტაბოლიზმისთვის!

გერმანული კომპანია ორთომოლი® 30 წელზე მეტია აწარმოებს ახალი თაობის, ინოვაციურ, პრემიუმ ხაზის საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს ორთომოლეკულური მედიცინის საფუძვლებზე.

რა არის ორთომოლეკულური მედიცინა?

ორთომოლეკულური მედიცინა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური მიმართულებაა, რომელიც მიზნად ისახავს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შენარჩუნებას, გაუმჯობესებას, დაავადებების პროფილაქტიკას და მკურნალობას   სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების - ორთომოლეკულების -  განსაზღვრული დოზების და სწორი კომბინაციების გამოყენებით. ორთომოლეკულების (ვიტამინები, მინერალები, მიკრო და მაკროელემენტები, შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები, პრებიოტიკები, პრობიოტიკები და ა.შ) ოპტიმალური მიწოდება ორგანიზმში უჯრედულ დონეზე აღადგენს მოლეკულურ დისბალანსს, მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტს, ახდენს PH -ის ნორმალიზებას, უზრუნველყოფს ორგანიზმის დეტოქსიკაციას, სხვადასხვა ორგანოებსა და სისტემებზე ზემოქმედებით აღადგენს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ ბალანსს. 

ორთომოლ®აურინორის ინოვაციური კომპლექსი უზრუნველყოფს ორგანიზმში ვიტამინების, მინერალების, მიკრო და მაკროელემენტების, შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავების დეფიციტის შევსებას, აღადგენს მეტაბოლურ პროცესებს და ენერგეტიკულ ბალანსს.

ორთომოლ® აურინორის რეგულარული მიღება: 

•   აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას

•   ზრდის ორგანიზმის მდგრადობას  შფოთვის, ფიზიკური და ფსიქიკური სტრესის მიმართ

•   ამცირებს ყურებში შუილს (ტინიტუსი)

•   აძლიერებს იმუნიტეტს 

•   აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს

ორთომოლ® აურინორის კომპლექსში შემავალი მიკრონუტრიენტების თვისებები: 

B ჯგუფის ვიტამინები + ვიტამინი C + ბიოტინი + მაგნიუმი + სპილენძი + მანგანუმი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, აუმჯობესებს პერიფერიულ სისხლის მიმოქცევას.

ვიტამინი E + თუთია + სელენი განაპირობებს უჯრედების დაცვას ოქსიდაციური სტრესის დამაზიანებელი ზემოქმედებისგან.

ომეგა - 3 ცხიმოვანი მჟავები (DHA, EPA) + ვიტამინი E თრგუნავს სტრესის ჰორმონის და ანთების მარკერების გამოყოფას სისხლში, უზრუნველყოფს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. ვიტამინი E აძლირებს ომეგა 3 - ის მოქმედების მექანიზმს, ბოჭავს თავისუფალ რადიკალებს და აძლიერებს ქსოვილოვან მეტაბოლიზმს.

კოენზიმ Q - 10 (უბიქინონი) წარმოადგენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ნივთიერებას, რომელიც მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, ენერგიის წარმოქმნის პროცეში, ატფ - ის სინთეზში, აძლიერებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, განსაკუთრებით მიოკარდიუმის უჯრედებში, აუმჯობესებს შეკუმშვის ფუნქციას და სისხლმომარაგებას. კოენზიმ Q - 10  ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების და ტრიგლიცერიდების დონეს სისხლში, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი იცავს მემბრანულ ლიპიდებს, ცილებს, დნმ - ს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან. კოენზიმ Q - 10 ლეციტინის სინთეზის სტიმულაციის გზით აუმჯობესებს თავის ტვინის, ღვიძლის, თირკმლის ფუნქციას, ააქტიურებს ქოლინერგულ პროცესებს თავის ტვინში, აღადგენს მეტაბოლურ პროცესებს, მიკროცირკულაციას, ტვინის ჟანგბადით მომარაგებას, უზრუნველყოფს მეხსიერების და გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესებას. როგორც ძლიერი ბუნებრივი იმუნომოდულატორი ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ბაქტერიული და ვირუსული ინფექციებისადმი, ზრდის ამტანობას ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის დროს. 

L-კარნიტინის სინთეზი მიმდინარეობს ვიტამინების С, В3, В6, В9, В12, რკინის, ლიზინის, მეთიონინის და ზოგიერთი ენზიმების მონაწილეობით. L-კარნიტინის საშუალებით ხდება ცხიმოვანი მჟავების მოლეკულების ტრანსპორტირება მიტოქონდრიებამდე, სადაც  ხდება  ენერგიის გამოთავისუფლება, რომელიც აუმჯობესებს ნეიროსენსორულ აქტივობას.

გინკგო ბილობას ექსტრაქტი ანტიოქსიდანტია, რომელიც არეგულირებს ნეიროტრანსმიტერების რეცეპტორების მოდულაციას, გამოირჩევა ცერებროპროტექტორული მოქმედებით, აუმჯობესებს მეხსიერებას და კოგნიტურ ფუნქციებს. კვლევების მიხედვით გინკგო ბილობას ექსტრაქტი რეკომენდებულია ტინიტუსის და კოხრეალური ნევრიტის დროს.

ინოზიტოლი მონაწილეობს ნეიროტრანსმიტერების აქტივობაში, მოქმედებს ინსულინორეცეპტორებზე, შესაბამისად რეგულირდება მეტაბოლური სინდრომი. ინოზიტოლი დადებითად მოქმედებს ძილის ხარისხზე.

ჩვენება:

•    ტინიტუსი და მისი გართულებები (კოორდინაციის დარღვევა, თავბრუსხვევა)

•    კოხრეალური ნევრიტი

•     ქრონიკული დაღლილობის სინდრომი (უძილობა, სტრესი)

•     პოსტოპერაციული რეაბილიტაციის პერიოდი

უკუჩვენება:

ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

შემადგენლობა: დღიური დოზა 1 პაკეტი (გრანულები 14 გ) + 3 კაფსულა (2.5 გ) შეიცავს:  

შემადგენლობა დღიური დოზა %NRV**
გინკგო ბილობას ექსტრაქტი 50 მგ  
ციტრუსის ბიოფლავონოიდები   5 მგ  
ლუთეინი 750 მკგ  
ლიკოპენი  250 მკგ  
კოენზიმ Q10   15 მგ  
L-კარნიტინი  200 მგ  
ომეგა 3 - ის ცხიმოვანი მჟავები   530 მგ  
EPA  110 მგ  
DHA  410 მგ  
ინოზიტოლი 100 მგ  
ვიტამინები:
ვიტამინი A        1,417 მკგ RE° 177
ბეტა კაროტინი  667 მკგ RE°  
ვიტამინი D       15 მკგ (600 სე)°° 300
ვიტამინი E  150 მგ ალფა - TE°°° 1.250
ვიტამინი C  530 მგ 663
თიამინი B1 4 მგ  364
რიბოფლავინი B2  5 მგ  357
ნიაცინი   50 მგ NE* 313
ვიტამინი B6   5 მგ 357
ფოლის მჟავა 300 მკგ 150
ვიტამინი B12  9 მკგ 360
ბიოტინი  165 მკგ 330
პანტოთენი  18 მგ 300
მინერალები: 
მაგნიუმი  180 მგ 48
თუთია  10 მგ 100
სპილენძი  1 მგ 100
მანგანუმი   2 მგ 100
სელენი   50 მკგ 91
ქრომი  60 მკგ 150
მოლიბდენი  60 მკგ 120


·        ° RE = რეტინოლის ექვივალენტი

·        °° IU = საერთაშორისო ერთეული

·        °°° ალფა-TE = ალფა-ტოკოფეროლის ექვივალენტი

·        *NE = ნიაცინის ექვივალენტი

·        ** NRV = ნუტრიენტების საცნობარო რაოდენობა ევროკავშირის 1169/2011 რეგულაციის მიხედვით

დამატებითი ინგრედიენტები: დექსტროზა, ლიმონმჟავა, მალტოდექსტრინი, თევზის ზეთი (5.2%), მაგნიუმის კარბონატი, ჟელატინი (ცხოველური) L-ასკორბინის მჟავა, L-კარნიტინ (L-ტარტრატი 1.8%),  გლიცერინი, DL-ალფა ტოკოფეროლი, მცენარეული ზეთები (სოიოს და ქოქოსის ზეთი ცვლადი პროპორციით), არომატიზატორი, ფორთოხლის ფხვნილი, ინოზიტოლი, თუთიის გლუკონატი, სორბიტოლი, ნიკოტინამიდი, გინგკო ბილობას ექსტრაქტი (0.4%), ემულგატორი სოიოს ლეციტინი, ცხიმოვანი მჟავების მონო- და დიგლიცერიდები, სილიციუმის დიოქსიდი, კალციუმის D-პანტოთენატი, შერეული ტოკოფეროლები, კოენზიმი Q10 (0.1%), დამატკბობელი ნატრიუმის საქარინი, რკინის ოქსიდები, სპილენძის გლუკონატი, ბეტა-კაროტინი, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი, მანგანუმის სულფატი, ციტრუსის ექსტრაქტი, რომელიც შეიცავს ბიოფლავონოიდებს (0,03%), რიბოფლავინი, თიამინის მონონიტრატი, ტოკოტრიენოლ-ტოკოფეროლი, ლიკოპენი 0,02%), რეტინილაცეტატი, მარიგოლდის შემცველი ლუთეინი, ანტიოქსიდანტი DL-ალფა-ტოკოფეროლი, პტეროილმონოგლუტამინის მჟავა, ქრომის (III) ქლორიდი, D-ბიოტინი,  ნატრიუმის მოლიბდატი, ნატრიუმის სელენატი, ქოლეკალციფეროლი, ციანკობალამინი.

 ორთომოლ® აურინორის მიღების წესი:

მიიღება 1 პაკეტი (პაკეტის შიგთავსი გრანულები იხსნება 150 - 200 მლ  წყალში) + 3 კაფსულა დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ მოზრდილებში. ყოველდღიური დოზის მიღება შესაძლებელია ერთად ან გადანაწილდეს დღის  მანძილზე. ორთომოლ®აურინორის მიღება შესაძლებელია ხანგრძლივად.

გაფრთხილება: 

·        ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან

·        ორთომოლ®აურინორი შეიცავს რიბოფლავინს (ვიტ. B2), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შარდის ფერის ცვლილება

·        გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევის მქონე პირებში ინიშნება ექიმის რეკომენდაციით

·        არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება

ორთომოლის® ხარისხის საერთაშორისო სტანდარტები:

·        ორთომოლის საკვები დანამატები იწარმოება საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად

·        პროდუქცია დამზადებულია მხოლოდ ნატურალურ კომპონენტებზე

·        არ შეიცავს პოტენციურ ალერგენებს და გენ. მოდიფიცირებულ ორგანიზმებს (GMO)

·        წარმოების პროცესში გამოყენებულია სერთიფიცირებული ნედლეული, რომელიც  გადის ხარისხის უმკაცრესს კონტროლს წარმოების ყველა ეტაპზე

·        თითოეული პროდუქტი მარკირებულია უნიკალური კოდით

კომპანია ფლობს პროდუქციის უმაღლესი ხარისხის და უსაფრთხოების დამადასტურებელ ყველა სერტიფიკატს:

·        ISO 22000/GMP

·        International Featured standards (საერთაშორისო მაღალი სტანდარტების მარეგულირებელი) 

·        BRC Global (Standard for Food Safety – კვებითი უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი) 

·        Cologne List® for athletes (დოპინგ კონტროლი სპორტსმენებისთვის) 

·        Hazard Analysis and Critical Control Points – (სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისოდ აღიარებული სისტემა) 

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: №30 პაკეტი (გრანულები) + №30 პაკეტი კაფსულებით (თითო პაკეტში 3 კაფსულა). 

მწარმოებელი: Orthomol pharmazeutische Vertriebs GmbH, Herzogstraße 3040764  Langefeld, გერმანია

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy