Orthomol - ორთომოლი კარდიო
ჩვენება:გულის რითმის დარღვევები,ათეროსკლეროზი,გულის უკმარისობა .
ორთომოლი - მსოფლიო ლიდერი ორთომოლეკულურ მედიცინაში!
ორთომოლ® კარდიო
პრემიუმ ხაზი - გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად!
გერმანული კომპანია ორთომოლი® 30 წელზე მეტია აწარმოებს ახალი თაობის, ინოვაციურ, პრემიუმ ხაზის საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს ორთომოლეკულური მედიცინის საფუძვლებზე.
რა არის ორთომოლეკულური მედიცინა?
ორთომოლეკულური მედიცინა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური მიმართულებაა, რომელიც მიზნად ისახავს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შენარჩუნებას, გაუმჯობესებას, დაავადებების პროფილაქტიკას და მკურნალობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების - ორთომოლეკულების - განსაზღვრული დოზების და სწორი კომბინაციების გამოყენებით. ორთომოლეკულების (ვიტამინები, მინერალები, მიკრო და მაკროელემენტები, შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები, პრებიოტიკები, პრობიოტიკები და ა.შ) ოპტიმალური მიწოდება ორგანიზმში უჯრედულ დონეზე აღადგენს მოლეკულურ დისბალანსს, მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტს, ახდენს PH -ის ნორმალიზებას, უზრუნველყოფს ორგანიზმის დეტოქსიკაციას, სხვადასხვა ორგანოებსა და სისტემებზე ზემოქმედებით აღადგენს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ ბალანსს.
ორთომოლ® კარდიო ვიტამინების და მინერალების ინოვაციური კომპლექსი გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პრევენციის და კომპლექსური მკურნალობისთვის.
ორთომოლ® კარდიოს რეგულარული მიღება:
· აუმჯობესებს გულის კუნთის მუშაობას, არეგულირებს სისხლის წნევას
· ამდიდრებს უჯრედებს ჟანგბადით, ხელს უწყობს სისხლის ფორმიანი ელემენტების წარმოქმნას
· აუმჯობესებს სისხლძარღვთა ელასტიურობას (ვარიკოზული ვენების, თრომბოზის პრევენცია)
· ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ფიზიკური და ემოციური სტრესის მიმართ
ორთომოლ® კარდიოში შემავალი მიკრონუტრიენტების თვისებები:
ვიტამინები A + C + E + თუთია + სელენი იცავს კარდიომიოციტებს და სისხლძარღვებს დაზიანებისგან, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას და აძლიერებს გულის კუნთს.
მოლიბდენი + კაკაოს პოლიფენოლები ანტიოქსიდანტებია, იცავს სისხლძარღვებს სისხლში მოცირკულირე თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი მოქმედებისგან, ხელს უწყობს არტერიული წნევის ნორმალიზებას.
B ჯგუფის ვიტამინები აუცილებელია გულის კუნთის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
მაგნიუმი + ვიტამინი D ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას, ახდენს არტერიული წნევის ნორმალიზებას.
მანგანუმი + ქრომი არეგულირებს სისხლში გლუკოზის დონეს, აძლიერებს სისხლძარღვთა ელასტიურობას.
იოდი ამცირებს დაღლილობას, აუმჯობესებს ენდოკრინული სისტემის ფუნქციონირებას.
სპილენძი მონაწილეობს ჰემოგლობინის ფორმირებაში.
ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას, ახდენს არტერიული წნევის ნორმალიზებას, ამცირებს ანთებით პროცესებს.
L-კარნიტინი + კოენზიმი Q10 ახდენს მიოკარდიუმის ინფარქტის და გულის კორონარული დაავადებების პრევენციას.
ყურძნის წიპწების ექსტრაქტი ძლიერი ანტიოქსიდანტია, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს, აძლიერებს უჯრედების და ქსოვილების რეგენერაციას, შლის ათეროსკლეროზულ ფოლაქებს და გამოყოფს მავნე ქოლესტერინს ორგანიზმიდან, აძლიერებს იმუნურ სისტემას.
ჩვენება:
ორთომოლ® კარდიოს კომპლექსი განკუთვნილია, როგორც დამხმარე თერაპია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს:
· გულის რითმის დარღვევები
· ათეროსკლეროზი
· გულის უკმარისობა
· ძლიერი ფიზიკური დატვირთვა
· სისხლძარღვოვანი პათოლოგია
· ოპერაციის შემდგომი პერიოდი
· ალკოჰოლის და თამბაქოს ჭარბი მოხმარება
· არაჯანსაღი ცხოვრების წესი
უკუჩვენება:
ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
შემადგენლობა: დღიური დოზა 1 პაკეტი (გრანულები 15 გ) + 1 ტაბლეტი და 3 კაფსულა (3.2 გ) შეიცავს:
შემადგენლობა | დღიური დოზა | %NRV** |
კოენზიმ Q10 | 15 მგ | |
L-კარნიტინი | 200 მგ | |
ომეგა 3 - ის ცხიმოვანი მჟავები | 500 მგ | |
EPA | 250 მგ | |
DHA | 166 მგ | |
კაკაოს პოლიფენოლი | 250 მგ | |
ყურძნის წიპწების ექსტრაქტი | 33 მგ | |
ოლიგომერის პროანტოციანიდინი (OPC) | 10 მგ | |
ციტრუსის ბიოფლავონოიდები | 5 მგ | |
ლუთეინი | 750 მკგ | |
ლიკოპენი | 250 მკგ | |
ვიტამინები: | ||
ვიტამინი A | 1,417 მკგ RE° | 177 |
ბეტა კაროტინი | 667 მკგ RE° | |
ვიტამინი D | 15 მკგ (600 სე°°) | 300 |
ვიტამინი E | 150 მგ ალფა-TE°°° | 1.250 |
ვიტამინი C | 530 მგ | 663 |
თიამინი B1 | 4 მგ | 364 |
რიბოფლავინი B2 | 5 მგ | 357 |
ნიაცინი | 50 მგ NE* | 313 |
ვიტამინი B6 | 5 მგ | 357 |
ფოლის მჟავა | 400 მკგ | 200 |
ვიტამინი B12 | 9 მკგ | 360 |
ბიოტინი | 150 მკგ | 300 |
პანტოთენი | 18 მგ | 300 |
მინერალები: | ||
მაგნიუმი | 180 მგ | 48 |
თუთია | 10 მგ | 100 |
სპილენძი | 1 მგ | 100 |
მანგანუმი | 2 მგ | 100 |
სელენი | 50 მკგ | 91 |
ქრომი | 60 მკგ | 150 |
მოლიბდენი | 60 მკგ | 120 |
იოდი | 150 მკგ | 100 |
· ° RE = რეტინოლის ექვივალენტი
· °° IU = საერთაშორისო ერთეული
· °°° ალფა-TE = ალფა-ტოკოფეროლის ექვივალენტი
· *NE = ნიაცინის ექვივალენტი
· ** NRV = ნუტრიენტების საცნობარო რაოდენობა ევროკავშირის 1169/2011 რეგულაციის მიხედვით
დამატებითი ინგრედიენტები: დექსტროზა, მალტოდექსტრინი, ლიმონმჟავა, თევზის ზეთი (4,5%), მაგნიუმის კარბონატი, ჟელატინი (ცხოველური), L-ასკორბინის მჟავა, საქაროზა, მცენარეული ზეთები (ქოქოსის და სოიოს ზეთი ცვლადი პროპორციით), L-კარნიტინი (L-ტარტრატი-1.6%), კაკაოს ხილის ექსტრაქტი (1.4%), გლიცერინი, DL-ალფა ტოკოფეროლი, ბუნებრივი არომატიზატორი, მიკროკრისტალური ცელულოზა, თუთიის გლუკონატი, დამატენიანებელი სორბიტოლი, სილიციუმის დიოქსიდი, ნიაცინამიდი, სოიოს ექსტრაქტი-0,1%, კალციუმის D-პანტოტენატი, ტოკოფეროლი, კოენზიმი Q10 (0,08%), ცხიმოვანი მჟავების მონო- და დიგლიცერიდები, დამატკბობელი აცესულფამი K, რკინის ოქსიდები, სპილენძის გლუკონატი, მანგანუმის სულფატი, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, ბიოფლავონოიდის შემცველი ციტრუსის ექსტრაქტი, რიბოფლავინი, თიამინი, ტოკოტრიენოლი, ტოკოფეროლი, ლიკოპენი, მარცეტატი, ციანკობალამინი, ლუთეინი, პტეროილმონოგლუტამინის მჟავა, ქრომის (III) ქლორიდი, კალიუმის იოდიდი, D-ბიოტინი, ნატრიუმის მოლიბდენი, ნატრიუმის სელენატი, ქოლეკალციფეროლი.
ორთომოლ® კარდიოს მიღების წესი:
მიიღება 1 პაკეტი (პაკეტის შიგთავსი იხსნება 150 - 200 მლ წყალში) + 1 ტაბლეტი და 3 კაფსულა დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ მოზრდილებში. ყოველდღიური დოზის მიღება შესაძლებელია ერთად ან გადანაწილდეს დღის მანძილზე. ორთომოლ®კარდიოს მიღება შესაძლებელია ხანგრძლივად.
გაფრთხილება:
· ორთომოლ® კარდიო შეიცავს ცალკე იოდის ტაბლეტს, ამიტომ ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცის დროს (ჰიპერთირეოზი) გამოყენებამდე რეკომენდებულია კონსულტაცია ექიმთან
· შეიცავს რიბოფლავინს (ვიტ. B2), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შარდის ფერის ცვლილება
· გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევის მქონე პირებში ინიშნება ექიმის რეკომენდაციით
· არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება
ორთომოლის® ხარისხის საერთაშორისო სტანდარტები:
· ორთომოლის საკვები დანამატები იწარმოება საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად
· პროდუქცია დამზადებულია მხოლოდ ნატურალურ კომპონენტებზე
· არ შეიცავს პოტენციურ ალერგენებს და გენ. მოდიფიცირებულ ორგანიზმებს (GMO)
· წარმოების პროცესში გამოყენებულია სერთიფიცირებული ნედლეული, რომელიც გადის ხარისხის უმკაცრესს კონტროლს წარმოების ყველა ეტაპზე
· თითოეული პროდუქტი მარკირებულია უნიკალური კოდით
კომპანია ფლობს პროდუქციის უმაღლესი ხარისხის და უსაფრთხოების დამადასტურებელ ყველა სერტიფიკატს:
· ISO 22000/GMP
· International Featured standards (საერთაშორისო მაღალი სტანდარტების მარეგულირებელი)
· BRC Global (Standard for Food Safety – კვებითი უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი)
· Cologne List® for athletes (დოპინგ კონტროლი სპორტსმენებისთვის)
· Hazard Analysis and Critical Control Points – (სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისოდ აღიარებული სისტემა)
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: №30 პაკეტი (გრანულები) + №30 პაკეტი (თითო პაკეტში 1 ტაბლეტი და 3 კაფსულა).
მწარმოებელი: Orthomol pharmazeutische Vertriebs GmbH, Herzogstraße 3040764 Langefeld, გერმანია.
რაოდენობა | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account