Orthomol - ორთომოლი ვიტალ F
ჩვენება:ქრონიკული დაღლილობა, სტრესი, ძილის დარღვევები,ჰიპო და ავიტამინოზი.
ორთომოლი - მსოფლიო ლიდერი ორთომოლეკულურ მედიცინაში!
ორთომოლ® ვიტალ F
პრემიუმ ხაზის მიკრონუტრიენტები - ქალებისთვის!
გერმანული კომპანია ორთომოლი® 30 წელზე მეტია აწარმოებს ახალი თაობის, ინოვაციურ, პრემიუმ ხაზის საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს ორთომოლეკულური მედიცინის საფუძვლებზე.
რა არის ორთომოლეკულური მედიცინა?
ორთომოლეკულური მედიცინა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური მიმართულებაა, რომელიც მიზნად ისახავს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შენარჩუნებას, გაუმჯობესებას, დაავადებების პროფილაქტიკას და მკურნალობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების - ორთომოლეკულების - განსაზღვრული დოზების და სწორი კომბინაციების გამოყენებით. ორთომოლეკულების (ვიტამინები, მინერალები, მიკრო და მაკროელემენტები, შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები, პრებიოტიკები, პრობიოტიკები და ა.შ) ოპტიმალური მიწოდება ორგანიზმში უჯრედულ დონეზე აღადგენს მოლეკულურ დისბალანსს, მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტს, ახდენს PH -ის ნორმალიზებას, უზრუნველყოფს ორგანიზმის დეტოქსიკაციას, სხვადასხვა ორგანოებსა და სისტემებზე ზემოქმედებით აღადგენს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ ბალანსს.
ორთომოლ® ვიტალ F სპეციალურად შექმნილი უმნიშვნელოვანესი მიკრონუტრიენტების კომბინაციაა ქალებისთვის, რომლის რეგულარული მიღება:
· უზრუნველყობს ნერვული, იმუნური, ენდოკრინული, რეპროდუქციული სისტემების მხარდაჭერას სტრესული სიტუაციების დროს
· აუმჯობესებს ნერვული სისტემის მუშაობას, ამცირებს შფოთვის, გაღიზიანებადობის სტრესის, ქრონიკული დაღლილობის სიმპტომებს
· უზრუნველყოფს ჯანსაღ ძილს
· არეგულირებს მეტაბოლურ პროცესებს, ცილების და ნახშირწყლების ცვლას
· ახდენს ჰორმონალური ბალანსის ნორმალიზებას
· აუმჯობესებს უჯრედულ ოქსიგენაციას
· ზრდის თერაპიულ ეფექტს თვალის დაავადებების მკურნალობის დროს
· აუმჯობესებს მხედველობის სიმახვილეს და ოპტიკურ მაჩვენებელს
· ხელს უწყობს ჯანსაღი ძვლების, კბილების შენარჩუნებას
· აუმჯობესებს თმის, კანის, ფრჩხილის სტრუქტურას
ორთომოლ® ვიტალ F - ში შემავალი მიკრონუტრიენტების თვისებები:
ვიტამინი A + E + D + K + თუთია + იოდი აძლიერებს იმუნურ სისტემას, ახდენს ჰორმონალური ბალანსის ნორმალიზებას, უზრუნველყოფს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკას.
B ჯგუფის ვიტამინები + მაგნიუმი + კალციუმი ზრდის დოფამინის გამომუშავებას, მდგრადობას ემოციური სტრესის მიმართ, ხელს უწყობს ქრონიკული დაღლილობის და სტრესის შემცირებას, აუმჯობესებს გულის ფუნქციას. კალციუმი მნიშვნელოვანი კომპონენტია ჯანსაღი ძვალ-სახსროვანი სისტემის შესანარჩუნებლად.
ქრომი + მანგანუმი + სპილენძი + მოლიბდენი აძლიერებს იმუნურ სისტემას და მონაწილეობს ენერგიის მეტაბოლიზმში.
ვიტამინი C + რკინა ამცირებს რკინადეფიციტური ანემიის განვითარების რისკს.
სელენი და კაროტინოიდები ძლიერი ანტიოქსიდანტებია, ახდენს ორგანიზმის დეტოქსიკაციას.
ლიკოპენი + ლუთეინი ხელს უწყობს მხედველობის სიმახვილის გაუმჯობესებას.
ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები + სელენი ამცირებს სტრესს და დაღლილობას, აუმჯობესებს მეხსიერების და დასწავლის უნარს.
იოდი მნიშვნელოვანი მინერალია, რომლის დეფიციტი იწვევს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას, შესაბამისად მეტაბოლურ დარღვევებს, ზოგად სისუსტეს, სწრაფ დაღლას, კონცენტრაციის დაქვეითებას, პულსის შენელებას, თმის ცვენას, კანის სიმშრალეს, აქერცვლას და სიფერმკრთალეს, რეპროდუქციული ფუნქციის დაქვეითებას. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იოდის დღიური დოზა ქალებისთვის შეადგენს 150/300 მკგ-ს მამაკაცებისთვის 150 მკგ-ს.
ჩვენება:
· ქრონიკული დაღლილობა, სტრესი, ძილის დარღვევები
· ჰიპო და ავიტამინოზი
· მეტაბოლური დარღვევები ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა
· თვალის დაავადებების კომპლექსური მკურნალობა და პროფილაქტიკა
· ლიბიდოს დაქვეითება, უნაყოფობა
· ქრონიკული დაავადებების კომპლექსური მკურნალობა
· ფსორიაზი, ნეიროდერმიტი, დერმატოზები
· თმის ცვენა
უკუჩვენება:
ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
ორთომოლ® ვიტალ F - ის შემადგენლობა: დღიური დოზა გრანულები (15 გ) + 1 ტაბლეტი და 1 კაფსულა (1.2 გ) შეიცავს:
შემადგენლობა | დღიური დოზა | %NRV** |
ომეგა 3 - ის ცხიმოვანი მჟავები | 300 მგ | |
EPA | 150 მგ | |
DHA | 100 მგ | |
ციტრუსის ბიოფლავონოიდები | 5 მგ | |
ლუთეინი | 800 მკგ | |
ლიკოპენი | 200 მკგ | |
ვიტამინები: | ||
ვიტამინი A | 1,117 მკგ RE° | 140 |
ბეტა კაროტინი | 667 მკგ RE° | |
ვიტამინი D | 15 მკგ (600 სე) | 300 |
ვიტამინი K | 60 მკგ | 80 |
ვიტამინი E | 150 მგ ალფა TE°°° | 1.250 |
ვიტამინი C | 530 მგ | 663 |
თიამინი B1 | 25 მგ | 2.273 |
რიბოფლავინი B2 | 25 მგ | 1.786 |
ნიაცინი | 60 მგ NE* | 375 |
ვიტამინი B6 | 20 მგ | 1.429 |
ფოლის მჟავა | 400 მკგ | 200 |
ვიტამინი B12 | 450 მკგ | 18.000 |
ბიოტინი | 165 მკგ | 330 |
პანტოთენის მჟავა | 30 მგ | 500 |
მინერალები: | ||
კალციუმი | 160 მგ | 20 |
მაგნიუმი | 150 მგ | 40 |
რკინა | 8 მგ | 57 |
თუთია | 10 მგ | 100 |
სპილენძი | 0.5 მგ | 50 |
მანგანუმი | 2 მგ | 100 |
სელენი | 50 მკგ | 91 |
ქრომი | 30 მკგ | 75 |
მოლიბდენი | 60 მკგ | 120 |
იოდი | 150 მკგ | 100 |
• ° RE = რეტინოლის ექვივალენტი
• °° IU = საერთაშორისო ერთეული
• °°° ალფა-TE = ალფა-ტოკოფეროლის ექვივალენტი
• *NE = ნიაცინის ექვივალენტი
• ** NRV = ნუტრიენტების საცნობარო რაოდენობა ევროკავშირის 1169/2011 რეგულაციის მიხედვით
დამატებითი ინგრედიენტები: წყალი, ფორთოხლის წვენის კონცენტრატი, რომელიც შეიცავს ბიოფლავონოიდებს, გლიცერინი, მოდიფიცირებული სახამებელი (ხორბლისგან), კალციუმის ლაქტატი, რძემჟავა, L- ასკორბინის მჟავა, თევზის ზეთი (2.1%), ხილის კონცენტრატი, მაგნიუმის კარბონატი, DL ალფა-ტოკოფერილი. აცეტატი, ნატრიუმის L-ასკორბატი, ჟელატინი (ცხოველური წარმოშობის), მაგნიუმის ოქსიდი, ნიკოტინამიდი, კალციუმის D-პანტოტენატი, თიამინის ჰიდროქლორიდი, მალტოდექსტრინი, კალიუმის სორბიტი, რკინის პიროფოსფატი, რიბოფლავინი, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი, თუთიის ქლორიდი, შერეული ტოკოფეროლები, დამატკბობელი ნატრიუმის ციკლამატი, დამატკბობელი აცესულფამი K, არომატიზატორი, მანგანუმის სულფატი, სილიციუმის დიოქსიდი, დამატკბობელი სუკრალოზა, ბეტა-კაროტინი (0.02%), ანტიოქსიდანტური ექსტრაქტები ტოკოფეროლის მაღალი შემცველობით, რკინის ოქსიდები, დამატკბობელი ნატრიუმის საქარინი, სპილენძის სულფატი, რეტინილ პალმიტატი, ლუთეინის შემცველი ერექტას ექსტრაქტი (0.003%), ციანკობალამინი, ლიკოპენი (0.0008%), კალიუმის იოდიდი, D-ბიოტინი, ქრომის(III) ქლორიდი, ნატრიუმის მოლიბდატი, ნატრიუმის სელენატი, ფილოქინონი, ქოლეკალციფეროლი.
ორთომოლ® ვიტალ F - ის მიღების წესი:
მიიღება 1 პაკეტი (პაკეტის შიგთავსი იხსნება 150 - 200 მლ წყალში/წვენში) + 1 ტაბლეტი და 1 კაფსულა დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ მოზრდილებში. ყოველდღიური დოზის მიღება შესაძლებელია ერთად ან გადანაწილდეს დღის მანძილზე. ორთომოლ® ვიტალ F - ის მიღება შესაძლებელია ხანგრძლივად.
გაფრთხილება:
· ორთომოლ®ვიტალ F შეიცავს ცალკე იოდის ტაბლეტს, ამიტომ ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცის დროს (ჰიპერთირეოზი) გამოყენებამდე რეკომენდებულია კონსულტაცია ექიმთან
· შეიცავს რიბოფლავინს (ვიტ. B2), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შარდის ფერის ცვლილება
· გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევის მქონე პირებში ინიშნება ექიმის რეკომენდაციით
· არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება
ორთომოლის® ხარისხის საერთაშორისო სტანდარტები:
· ორთომოლის საკვები დანამატები იწარმოება საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად
· პროდუქცია დამზადებულია მხოლოდ ნატურალურ კომპონენტებზე
· არ შეიცავს პოტენციურ ალერგენებს და გენ. მოდიფიცირებულ ორგანიზმებს (GMO)
· წარმოების პროცესში გამოყენებულია სერთიფიცირებული ნედლეული, რომელიც გადის ხარისხის უმკაცრესს კონტროლს წარმოების ყველა ეტაპზე
· თითოეული პროდუქტი მარკირებულია უნიკალური კოდით
კომპანია ფლობს პროდუქციის უმაღლესი ხარისხის და უსაფრთხოების დამადასტურებელ ყველა სერტიფიკატს:
· ISO 22000/GMP
· International Featured standards (საერთაშორისო მაღალი სტანდარტების მარეგულირებელი)
· BRC Global (Standard for Food Safety – კვებითი უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი)
· Cologne List® for athletes (დოპინგ კონტროლი სპორტსმენებისთვის)
· Hazard Analysis and Critical Control Points – (სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისოდ აღიარებული სისტემა)
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: №30 პაკეტი გრანულებით + №30 პაკეტი ტაბლეტით და კაფსულით.
მწარმოებელი: Orthomol pharmazeutische Vertriebs GmbH, გერმანია.
რაოდენობა | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account