Ocutears Hydro+ - ოკუთეარსი ჰიდრო+ თვალის წვეთები 10მლ

განსაკუთრებული ფასი 36,00 GEL რეგულარული ფასი 39,10 GEL
მარაგშია
SKU
87742_3437

ჩვენება:„მშრალი თვალის“ სიმპტომების შესამსუბუქებლად, თვალის დისკომფორტის მოსახსნელად.

ოკუთეარს ჰიდრო+, 10მლ თვალის წვეთები #1

(უკონსერვანტო)

გამოყენების წინ ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია.

შეინახეთ მოცემული ფურცელი-ჩანართი, შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ სიმპტომები ნარჩუნდება, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

რა არის ოკუთეარს ჰიდრო+?

ოკუთეარს ჰიდრო+ არის დამატენიანებელი სტერილური უკონსერვანტო ოფთალმოლოგიური ხსნარი. წვეთების შემადგენლობაში შედის ჯვარედინი ბმებით დაკავშირებული ნატრიუმის ჰიალურონატს (0,2%), რომლის მოქმედებაც მიმართულია „მშრალი თვალის“ სიმპტომების და თვალის დისკომფორტის მოხსნისკენ, ასევე იცავს რქოვანას.

შემადგენლობა: ჯვარედინი ბმებით დაკავშირებული ნატრიუმის ჰიალურონატი 0,2%, დინატრიუმის ტეტრაბორატის დეკაჰიდრატი, ბორის მჟავა, ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

ჯვარედინი ბმებით დაკავშირებული ნატრიუმის ჰიალურონატი ანიჭებს ხსნარს მაღალ ვისკოელასტიურობას, რაც უზრუნველყოფს თვალის ზედაპირის დატენიანების მაღალ ხარისხს, ასევე „მშრალი თვალის“ სიმპტომების სწრაფ მოხსნას, როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, ქვიშის შეგრძნება, თვალის დაღლილობა, სიმძიმის შეგრძნება თვალებში ან ცრემლდენა.

რისთვის გამოიყენება ოკუთეარს ჰიდრო+?

ოკუთეარს ჰიდრო+ განკუთვნილია „მშრალი თვალის“ სიმპტომების შესამსუბუქებლად, თვალის დისკომფორტის მოსახსნელად, ასევე რქოვანას დაცვისთვის, როგორც ცრემლის შემცვლელი, რომელიც განაპირობებს ხანგრძლივ დატენიანებას.

ოკუთეარს ჰიდრო+ სასარგებლოა შემდეგ შემთხვევებში:

·        მზის სხივების ხანგრძლივი ზემოქმედებისას

·        კონდიცირებული ჰაერის ზემოქმედებისას

·        ციფრული ეკრანის ხანგრძლივი ყურებისას

·        საწმენდ ნივთიერებებთან კონტაქტისას

ოკუთეარს ჰიდრო+ ასევე დაგეხმარებათ თვალზე ქირურგიული ოპერაციის შემდგომ დისკომფორტისას.

როგორ მივიღოთ ოკუთეარს ჰიდრო+?

თვალში ჩასაწვეთებლად. არ ჩაყლაპოთ. რეკომენდებული დოზირება 1-2 წვეთი თითოეულ თვალში ერთხელ ან რამდენჯერმე დღეშე თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის შესაბამისად.

ფლაკონის გახსნამდე დაიბანეთ ხელები და გამოყენებისას დაიცავით ჰიგიენის წესები.

ნუ შეეხებით ფლაკონის საწვეთურით თვალის ზედაპირებს.

1.      პირველი გახსნისას მოქაჩეთ და მთლიანად მოაძრეთ პირველი გახსნის საკონტროლო ლენტა.

2.      ფრთხილად მოუჭირეთ ფლაკონს და ჩაიწვეთეთ 1 წვეთი თვალში.

3.      გამოყენების შემდეგ მჭიდროდ დახურეთ ფლაკონი.

წინააღმდეგ ჩვენება

არ მიიღება ალერგიული რეაქციების წარმოშობის ან ოკუთეარს ჰიდრო+_ის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.

გვერდითი ეფექტები

ისევე როგორც სხვა თვალის წვეთების გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა გამოვლინდეს პროდუქტის ჩაწვეთებასთან დაკავშირებული სუსტი დროებითი დისკომფორტი.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის წარმოშობის შესახებ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

როგორ შევინახოთ ოკუთეარს ჰიდრო+

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ. დაიცავით სითბოს ზემოქმედებისგან, მზის სხივების პირდაპირი მოქმედებისგან და ნესტისგან. არ გამოიყენოთ თუ შეფუთვა დაზიანებულია. შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა: 24 თვე. გამოიყენეთ ფლაკონის გახსნიდან 90 დღის განმავლობაში. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: 10 მლ მოცულობის 1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy