Nuroplex - ნუროპლექსი B12 30 ტაბლეტი
ჩვენებები: სხვადასხვა ტიპის ანემია, ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, წყლულოვანი კოლიტი.
ნუროპლექსი B12
საკვები დანამატი
N30 ტაბლეტი
შემადგენლობა:
ვიტამინი B12 (მეთილკობალამინი) – 1000 მკგ
მეთილკობალამინი (ვიტ.B12) წარმოადგენს B12-ის აქტიურ ფორმას, ციანკობალამინთან შედარებით მეთილკობალამინი ბევრად უკეთ ტრანსპორტირდება ნერვულ ქსოვილში. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰომოცისტეინიდან მეთიონინის სინთეზში. ჰომოცისტეინის დონის შემცირებით მეთილკობალამინი იცავს სისხლძარღვების კედლებს დაზიანებისაგან, ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას. მეთილკობალამინი ასევე ხელს უწყობს ნუკლეინის მჟავების, ცილებისა და ლიპიდების სინთეზს, რომლებიც ჩართულია ტრანსმეთილირების რეაქციაში, რაც მნიშვნელოვანია დაზიანებული ნერვული ქსოვილების რეგენერაციისათვის, უშუალოდ მეთილკობალამინი მონაწილეობს აქსონების მიელინიზაციის პროცესში, იცავს ნეიროტოქსიურობისაგან ტვინის უჯრედებს მეთილირების ზრდის ხარჯზე, მონაწილეობს ძილის ჰორმონ მელატონინის სინთეზში და აწესრიებს ძილს, გააჩნია დეზინტოქსიკაციური და ჰეპატოპროტექტორული მოქმედება, მეთილკობალამინი აუცილებელია სისხლის წარმოქმნისათვის, ხელს უწყობს ერითროციტების მომწიფებას და ამცირებს მეგალობლასტური ანემიის განვითარების რისკს.
ნუროპლექსი B12 - ის გამოყენება რეკომენდებულია პერნიციოზული, მეგალობლასტური, ვიტ B12 დეფიციტური ანემიისა და სხვადასხვა ტიპის ანემიების კომპლექსურ თერაპიაში, დიაბეტური და პერიფერიული ნეიროპათიების, პერიფერიული ნევრიტების, ტკივილის სინდრომის, დეპრესიის, ძილის დარღვევის, კოგნიტური დისფუნქციის, ქრონიკული დაღლილობის შემთხვევაში, ასევე რეკომენდებულია მისი გამოყენება სხვადასხვა ტიპის დერმატოზების დროს, ჰიპოტროფიის, ქრონიკული ჰეპატიტის, ღვიძლის ციროზის, წყლულოვანი კოლიტის შემთხვევაში, მხედველობის ფუნქციის გასაუმჯობესებლად.
რეკომენდაცია გამოყენებისთვის:
1 ტაბლეტი დღეში, ან ექიმის დანიშნულებისამებრ.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ არის განკუთვნილი მრავალფეროვანი და ბალანსირებული დიეტის ჩასანაცვლებლად.
რეკომენდებულია მრავალფეროვანი და ბალანსირებული დიეტა და ჯანსაღი ცხოვრების წესი.
შენახვის პირობები:
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას. ინახება 25oC - ზე დაბალ ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივებისაგან დაცულ ადგილას.
ფორმა და შეფუთვა:N 30 ტაბლეტი მინის ბოთლში.
გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე
დამზადებულია შპს გლობალ ცბს -თვის Honor İlaç Sanayi ve Tic. Ltd. Şti მიერ.
მწარმოებელი: ჰონორ ილაჩ, თურქეთი
რაოდენობა | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account