Neorabez - ნეორაბეზი 20მგ 1 ფლაკონი

განსაკუთრებული ფასი 10,58 GEL რეგულარული ფასი 14,70 GEL
მარაგშია
SKU
86127_2024

ჩვენება:წყლულის საწინააღმდეგო საშუალება, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი.

ნეორაბეზი

სავაჭრო დასახელება: ნეორაბეზი.

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: რაბეპრაზოლი.

სამკურნალო  ფორმა: ლიოფილიზებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად.

შემადგენლობა: თითოეული ფლაკონი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება : ნატრიუმის რაბეპრაზოლი  20 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.                                                                     

აღწერილობა: ლიოფილიზირებული მასა თეთრი პასტილის სახით 10 მლ გამჭვირვალე,  ფორმაში ჩამოსხმულ, მინის ფლაკონში, დახურული რეზინის საცობით, რომელზეც შემოხვეულია ალუმინის თავსახური ალისფერი წითელი 20 მმ-იანი დამცავი თავსახურით, მარკირებული და შეფუთული ჩანართთან ერთად ნაბეჭდ მონო ყუთში.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: წყლულის საწინააღმდეგო საშუალება, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

წყლულის საწინააღმდეგო საშუალება, H + -K + -ატფ-აზას (პროტონული ტუმბოს) ინჰიბიტორი. რაბეპრაზოლის ნატრიუმი მიეკუთვნება ბენზიმიდაზოლისაგან წარმოებული ანტისეკრეტორული ნივთიერებების კლასს. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია კუჭის პარიეტალურ უჯრედებში ფერმენტ H + -K + -ატფ-აზა-ს დათრგუნვასთან, რაც იწვევს მარილმჟავას წარმოქმნის საბოლოო სტადიის ბლოკირებას. ეს მოქმედება დოზადამოკიდებულია და იწვევს მარილმჟავას  როგორც ბაზალური, ასევე სტიმულირებული სეკრეციის დათრგუნვას, გამაღიზიანებლის ბუნების მიუხედავად. პრეპარატ რაბეპრაზოლის აქტიური ნივთიერება  სწრაფად გროვდება კუჭის პარიეტალური ქსოვილების მჟავე გარემოში, სადაც გადადის აქტიურ ფორმაში მისადმი სულფენამიდური ჯგუფის შეერთების წყალობით.  ნატრიუმის  რაბეპრაზოლს არ გააჩნია ანტიქოლინერგული თვისებები.

ანტისეკრეტორული აქტივობა:   რაბეპრაზოლის ნატრიუმის მაინჰიბირებელი მოქმედება  მჟავას სეკრეციაზე  უმნიშვნელოდ  იზრდება განმეორებით ერთჯერად დოზასთან ერთად და აღწევს სტაბილურ   მდგომარეობას  3 დღის შემდეგ. სეკრეციის შემცირების მაქსიმალური დონე შესაძლებელია, როდესაც რაბეპრაზოლი აღწევს პარიეტალურ უჯრედს მისი აქტივაცის მომენტში. ამის მიღწევა შესაძლებელია რაბეპრაზოლის ინტრავენური (ი/ვ)  ინფუზიური შეყვანით. ამის გამო ცირკადული რითმების გავლენით (აცეტილქოლინი) ან ჭამის შემდეგ (ჰისტამინი და გასტრინი) აქტივიზირებული პროტონული ტუმბო მაშინვე უკავშირდება რაბეპრაზოლის მოლეკულას და წყდება მარილმჟავას გამომუშავება.

შეყვანის დასრულების შემდეგ სეკრეტორული აქტივობა ნორმალიზდება 2-3 დღის განმავლობაში. კუჭის მჟავიანობის შემცირება ნებისმიერი საშუალების მეშვეობით, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების  ჩათვლით, ისეთების, როგორიცაა რაბეპრაზოლი, ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ჩვეულებრივ არსებულ ბაქტერიების რაოდენობას. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს კუჭ-ნაწლავის ინფექციების განვითარების რისკი, ისეთების,  როგორიცაა Salmonella, Campylobacter და Clostridium difficile. 

ზემოქმედება პლაზმაში გასტრინის დონეზე: კლინიკურ კვლევების მიმდინარეობის დროს პაციენტები იღებდნენ 10 ან 20 მგ ნატრიუმის  რაბეპრაზოლს  ყოველდღე 43 თვემდე მკურნალობის განმავლობაში. პლაზმაში გასტრინის დონე იყო გაზრდილი  პირველი 2-8 კვირის განმავლობაში, რაც ასახავს მჟავას სეკრეციაზე მაინჰიბირებელ მოქმედებას. გასტრინის კონცენტრაცია უბრუნდებოდა საწყის დონეს, როგორც წესი, მკურნალობის შეწყვეტიდან 1-2 კვირაში.

გავლენა ენტეროქრომაფინის მსგავს უჯრედებზე:        

ადამიანის კუჭის ბიოფსიის ნიმუშების შესწავლის დროს, რომლებიც აღებული იყო კუჭის ანტრალურ და ფუნდალურ განყოფილებებიდან 500 პაციენტისა რომლებიც იღებდნენ რაბეპრაზოლ ნატრიუმს ან შედარებით პრეპარატს 8 კვირის განმავლობაში, არ იყო დაფიქსირებული მყარი ცვლილებები ECL უჯრედების მორფოლოგიურ სტრუქტურაში, გასტრიტის სიმძიმის, ატროფიული გასტრიტის, ნაწლავის მეტაპლაზიის ან Helicobacter pylori ინფექციის გავრცელების სიხშირის საკითხში. 

250 პაციენტის გამოკვლევის დროს, რომლებიც იღებდნენ ნატრიუმის რაბეპრაზოლს  36 თვის განმავლობაში, არ გამოვლენილა მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გადახრები საწყისი დონიდან.კვლევაში, რომელშიც იღებდა მონაწილეობას 400-ზე მეტი პაციენტი, რომლებიც მკურნალობდნენ რაბეპრაზოლის ნატრიუმით (10 მგ/ დღეში ან 20 მგ/ დღეში) 1 წლამდე დროის მონაკვეთში, ჰიპერპლაზიის სიხშირე იყო დაბალი  და შედარებადი ომეპრაზოლის (20 მგ/კგ) სიხშირესთან.  ადენომატოზური ცვლილებების ან კარცინოიდული სიმსივნეების არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა დარეგისტრირებული ვირთხებში, რომლებიც იმყოფებოდნენ მეთვალყურეობის ქვეშ.

გავლენა ენდოკრინულ სისტემაზე:

20 მგ რაბეპრაზოლის გამოყენება დღე-ღამეში 2 კვირის განმავლობაში არ მოქმედებდა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე, ნახშირწყლების მეტაბოლიზმზე და სისხლში პარათირეოიდული ჰორმონის, კორტიზოლის, ესტროგენების, ტესტოსტერონის, პროლაქტინის, ქოლეცისტოკინინის, სეკრეტინის, გლუკაგონის, ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონის (FSH) მალუტეინირებადი ჰორმონის (LH), რენინის, ალდოსტერონის და ზრდის ჰორმონის კონცენტრაციაზე.

სხვა ეფექტები: 

რაბეპრაზოლის ნატრიუმის სისტემური ზემოქმედება ცნს-თან, გულ-სისხლძარღვთა ან რესპირატორულ სისტემებთან მიმართებაში  ამ მომენტისთვის არ გამოვლენილა.

ფარმაკოკინეტიკა:

აბსორბცია და განაწილება

აბსოლუტური ბიოშეღწევადობა 20 მგ  დოზის ინტრავენური შეყვანის შემთხვევაში შეადგენს  დაახლოებით 100%, ანუ რაბეპრაზოლის ყველა მოლეკულა  აღწევს   პარიეტალურ   უჯრედებს.   რაბეპრაზოლის ბიოშეღწევადობა არ იცვლება მრავალჯერადი შეყვანის დროს. სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეადგენს 96,3%.

მეტაბოლიზმი და გამოყოფა

რაბეპრაზოლი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში. თიოეთერი და სულფონური წარმოებული წარმოადგენენ პირველად მეტაბოლიტებს, რომლებიც გვხვდება პლაზმაში. ორივე მეტაბოლიტს არ გააჩნია მნიშვნელოვანი ანტისეკრეტორული აქტივობა. სხვა მეტაბოლიტები - სულფონი, დიმეთილთიოეთერი და მერკაპტურის მჟავას კონიუგატი  წარმოდგენილია დაბალი კონცენტრაციით. In vitro კვლევებმა _  აჩვენა, რომ რაბეპრაზოლი მეტაბოლიზდება ღვიძლში ციტოქრომ P450 იზოფერმენტების CYP3A-ს მონაწილეობით სულფონურ წარმოებულამდე და CYP2C19ის- დესმეთილრაბეპრაზოლამდე. თიოეთერი წარმოიქმნება რაბეპრაზოლის არაფერმენტული გარდაქმნით. ცნობილია, რომ CYP2C19-ს აქვს გენეტიკური პოლიმორფიზმი ზოგიერთ სუბპოპულაციაში მისი დეფიციტის გამო (ევროპულ რასაში -3-5%, მონღოლოიდურ რასაში - 17-20%). ასეთ პაციენტებში რაბეპრაზოლის მეტაბოლიზმი შენელებულია.

გამოყოფა:

კლირენსი - 283 ± 98 მლ / წთ. ინტრავენურად შეყვანილი 20 მგ დოზის ნახევარგამოყოფის პერიოდი ( T ½) შეადგენს 1,02 ± 0,63 საათს. გამოიყოფა თირკმელებით - 90% ძირითადად კარბონის  მჟავას თიოეთერის სახით, აგრეთვე მერკაპტურის მჟავას კონიუგატებისა და მეტაბოლიტების სახით, დანარჩენი ნაწილი გამოიყოფა ნაწლავებით.

ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ კლინიკურ შემთხვევებში

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულ პაციენტებში რაბეპრაზოლის ელიმინაცია გარკვეულწილად  შენელებულია. რაბეპრაზოლის 20 მგ დღე-ღამეში მიღებიდან 7 დღის შემდეგ ხანდაზმულ პაციენტებში AUC იყო დაახლოებით ორჯერ მაღალი, ხოლო Cmax  გაიზარდა 60%-ით ახალგაზრდა ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით. თუმცა, რაბეპრაზოლის დაგროვების ნიშნები არ აღინიშნებოდა .

ბავშვები:

რაბეპრაზოლის ფარმაკოკინეტიკა  არ არის შესწავლილი 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სქესი და რასა:

20 მგ რაბეპრაზოლის ერთჯერადი დოზის მიღების  შემდეგ ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებში, რომლებიც მორგებულია სხეულის წონისა და სიმაღლის მიხედვით., მნიშვნელოვანი გენდერული განსხვავებები არ გამოვლენილა

თირკმლის უკმარისობა :

პაციენტებში სტაბილური თირკმელების უკმარისობით ტერმინალურ  სტადიაში, რომლებიც საჭიროებენ შემანარჩუნებელ ჰემოდიალიზს (კრეატინინის კლირენსი < 5 მლ/წთ/1,73 მ2), რაბეპრაზოლის გამოყოფა ჯანმრთელი  მოხალისეების  გამოყოფის  მსგავსია.  AUC  და  Cmax  ამ პაციენტებში იყო დაახლოებით 35%-ით დაბალი ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში. საშუალოდ, რაბეპრაზოლის T1/2 შეადგენდა 0,82 საათს ჯანმრთელ მოხალისეებში, 0,95 საათს- პაციენტებში ჰემოდიალიზის დროს და 3,6 საათს-ჰემოდიალიზის შემდეგ. პრეპარატის კლირენსი თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ ჰემოდიალიზს, იყო დაახლოებით ორჯერ უფრო მაღალი, ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში.

ღვიძლის უკმარისობა:

ღვიძლის ქრონიკული კომპენსირებული ციროზის მქონე პაციენტები კარგად იტანენ რაბეპრაზოლს დოზით 20 მგ დღეში ერთხელ, თუმცა AUC გაორმაგებულია და Cmax იზრდება 20%-ით ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით. არ არსებობს ინფორმაცია რაბეპრაზოლის გამოყენების შესახებ ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

გამოყენების ჩვენებები

ნეორაბეზი ინტრავენური შეყვანისთვის ნაჩვენებია, როგორც ალტერნატიული საშუალება იმ პაციენტებისთვის, რომლებისთვისაც პერორალური თერაპია არ არის შესაძლებელი:

·      კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის  წყლული გამწვავების ფაზაში (მათ შორის სისხლდენით ან მძიმე ეროზიული დაზიანებით), აგრეთვე ანასტომოზის პეპტიური წყლული;

·      გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (გერდ): ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტი (მკურნალობა), გერდ-ის სიმპტომური მკურნალობა, მათ  შორის ხანგრძლივი შემანარჩუნებელი თერაპიის;

·      ზოლინგერ-ელისონის სინდრომი და სხვა მდგომარეობები, რომლებიც ხასიათდება პათოლოგიური ჰიპერსეკრეციით;

·      როგორც კომპლექსური თერაპიის ნაწილი: Helicobacter pylori-ს ერადიკაცია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის  წყლულის ან ქრონიკული გასტრიტის მქონე პაციენტებში ;

·      სტრეს-ინდუცირებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის დაზიანება კრიტიკულ პირობებში.

დოზირება და მიღება

შეიყვანება მხოლოდ ინტრავენურად,  ნაკადით ან წვეთოვნად.

ი/ვ შეყვანა ნაჩვენებია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც პერორალური თერაპია შეუძლებელია; როგორც კი შესაძლებელი გახდება პერორალური თერაპიის ჩატარება, ინტრავენური შეყვანა უნდა შეწყდეს.

რეკომენდებული დოზა ზრდასრულებისთვის შეადგენს 20 მგ დღე-ღამეში ერთხელ.

ი/ვ ინექცია: ფლაკონის შიგთავსი იხსნება 5 მლ სტერილურ საინექციო წყალში და შეჰყავთ ნელა 5-15 წუთის განმავლობაში.

ი/ვ ინფუზია: ფლაკონის შიგთავსი ჯერ იხსნება 5 მლ სტერილურ საინექციო წყალში, შემდეგ ეს ნარევი შეჰყავთ 100 მლ მოცულობის საინფუზიო ხსნარში (0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი) და შეჰყავთ 15-30 წუთის განმავლობაში.

თავსებადობა: ნეორაბეზი თავსებადია სტერილურ საინექციო წყალთან და 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნართან. არანაირი  სხვა სითხეები ან ხსნარები არ უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატ  ნეორაბეზის ი/ვ შეყვანისთვის .

შეყვანამდე აუცილებელია ვიზუალურად შეფასდეს გახსნის სისრულე და გამოირიცხოს ფერის ცვლილება, ნალექის არსებობა და ხსნარის გამჭვირვალობის ცვლილება. ხსნარი უნდა იქნას გამოყენებული მომზადებიდან არაუგვიანეს 4 საათისა. გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს.

გამოყენება  განსაკუთრებულ კლინიკურ სიტუაციებში

ღვიძლის/თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზა საჭიროებს კორექციას.

გვერდითი მოქმედება

გვერდითი ეფექტების სიხშირის კლასიფიკაცია (ჯანმო): ძალიან ხშირად> 1/10; ხშირად >1/100-დან <1/10-მდე; არახშირად > 1/1000-დან <1/100-მდე; იშვიათად >1/10000-დან <1/1000-მდე; ძალიან იშვიათად ( ცალკეული შეტყობინებების ჩათვლით) <1/10000-დან.

ალერგიული რეაქციები: არახშირად - გამონაყარი, ერითემა; იშვიათად - ქავილი, ოფლიანობა, ბულოზური გამონაყარი, მომატებული გრძნობელობის რეაქციები (მოიცავს სახის შეშუპებას, არტერიული წნევის დაქვეითებას, ქოშინს), მწვავე სისტემური ალერგიული რეაქციები; ძალიან იშვიათად - ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), ერითემა მულტიფორმული ექსუდაციური (მათ შორის ავთვისებიანი ექსუდაციური ერითემა ან სტივენს - ჯონსონის სინდრომი) .

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა; იშვიათად - ძილიანობა, ნერვოზულობა; იშვიათად - დეპრესია; ძალიან იშვიათად - გონების არევა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - პერიფერიული შეშუპება.

სასუნთქი სისტემის მხრივ: ხშირად - ხველა, ფარინგიტი, რინიტი; არახშირად - ბრონქიტი, სინუსიტი.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ხშირად - დიარეა, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, მეტეორიზმი; არახშირად - დისპეფსია, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე, ბოყინი; იშვიათად - გასტრიტი, სტომატიტი, გემოს ცვლილებები, ჰეპატიტი, სიყვითლე, ღვიძლის ენცეფალოპათია (მიღებულია იშვიათი შეტყობინებები ღვიძლის ენცეფალოპათიის შესახებ  პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის ციროზი).

შარდსასქესო სისტემის  მხრივ: იშვიათად - საშარდე გზების ინფექციები; იშვიათად - ინტერსტიციული ნეფრიტი.

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: ხშირად - არასპეციფიური ტკივილი, ზურგის ტკივილი; არახშირად - მიალგია, წვივის კუნთების კრუნჩხვები, ართრალგია; პოსტმარკეტინგული დაკვირვებების თანახმად - ძვლის მოტეხილობების  ზრდა.

გრძნობის ორგანოების მხრივ: იშვიათად - მხედველობის პრობლემები.

ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: არახშირად - ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება; იშვიათად - ნეიტროპენია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ლეიკოციტოზი, ჰიპომაგნიემია; ძალიან იშვიათად - ჰიპონატრიემია.

ადგილობრივი რეაქციები: ხშირად - თრომბოფლებიტი (ტკივილი, სიწითლე ან შეშუპება ინექციის ადგილზე).

დანარჩენები: ხშირად - ასთენია, გრიპის მსგავსი დაავადება ; იშვიათად - ანორექსია, სხეულის მასის მომატება; ძალიან იშვიათად - გინეკომასტია.

უკუჩვენებები

·        ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების (მათ შორის ჩანაცვლებული  ბენზიმიდაზოლების ) მიმართ.

სიფრთხილით

·      თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა;

·      ბავშვები და ხანდაზმული ასაკი;

·      ლაქტაციის პერიოდი.

სამკურნალო ურთიერთქმედებები

ნატრიუმის რაბეპრაზოლი იწვევს მარილმჟავას გამომუშავების ძლიერ და ხანგრძლივ შემცირებას. ამრიგად, რაბეპრაზოლ ნატრიუმს შეუძლია ურთიერთქმედება პრეპარატებთან, რომელთა აბსორბცია დამოკიდებულია კუჭის შიგთავსის pH-ის მაჩვენებელზე: კეტონაზოლის   პლაზმაში კონცენტრაციის დაქვეითება 33%-ით და  დიგოქსინის მინიმალური კონცენტრაციების 22%-ით გაზრდა. ამრიგად, ცალკეული პაციენტები, რომლებიც იყენებენ აღნიშნულ პრეპარატებს რაბეპრაზოლთან ერთად, უნდა იყვნენ დაკვირვების ქვეშ დოზის კორექციის საჭიროების დასადგენად.

ნატრიუმის რაბეპრაზოლი, ისევე როგორც სხვა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები (პტი), მეტაბოლიზდება ღვიძლში ციტოქრომ P450 (CYP450) სისტემის მეშვეობით. ადამიანის ღვიძლის მიკროსომებზე ჩატარებულმა in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ნატრიუმის რაბეპრაზოლი მეტაბოლიზდება CYP2C19 და CYP3A4 იზოფერმენტების მიერ. ჯანმრთელ მოხალისეებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ნატრიუმის რაბეპრაზოლს  არ გააჩნია ფარმაკოკინეტიკურად ან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები ნივთიერებებთან, რომლებიც მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 სისტემით - ვარფარინი , ფენიტოინი , თეოფილინი და დიაზეპამი (მიუხედავად იმისა,  მეტაბოლიზებენ თუ არა  პაციენტები დიაზეპამს გაძლიერებულად ან          სუსტად).

რაბეპრაზოლის და კლარითრომიცინის აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაცია პლაზმაში ერთდროული გამოყენების დროს იზრდება შესაბამისად 24%-ით და 50%-ით. ეს განიხილება, როგორც ურთიერთქმედების დადებითი შედეგი  H. Pylori-ის ერადიკაციისას.

ატაზანავირთან ერთდროული მიღება არ არის რეკომენდებული (შეიძლება შეინიშნოს ატაზანავირის ზემოქმედების შემცირება ).

ექსპერიმენტებმა in vitro ადამიანის ღვიძლის მიკროსომების გამოყენებით აჩვენა, რომ რაბეპრაზოლი აინჰიბირებს ციკლოსპორინის  IC50 62 მკმოლი მეტაბოლიზმს, ანუ კონცენტრაციით, რომელიც 50-ჯერ აღემატება C max----ს  ჯანმრთელი მოხალისეებისთვის 20 მგ რაბეპრაზოლის 20 დღის მიღების  შემდეგ. 

მეთოტრექსატთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მეთოტრექსატის და/ან მისი მეტაბოლიტის ჰიდროქსიმეთოტრექსატის კონცენტრაციის მომატება და T½ გაზრდა.

განსაკუთრებული მითითებები

თერაპიის დაწყებამდე აუცილებელია კუჭის ავთვისებიანი ნეოპლაზმების გამორიცხვა, ვინაიდან რაბეპრაზოლის გამოყენებამ შეიძლება შენიღბოს სიმპტომები და გადადოს სწორი დიაგნოსტიკა.

კუჭის მჟავიანობის შემცირება ნებისმიერი საშუალებების ხარჯზე,  პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ჩათვლით, ისეთების, როგორიცაა რაბეპრაზოლი, ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ჩვეულებრივ არსებული ბაქტერიების რაოდენობას. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს კუჭ-ნაწლავის ისეთი ინფექციების განვითარების რისკი, როგორიცაა Salmonella , Campylobacter და Clostridium  difficile .

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

ექსპერიმენტულ კვლევებში დადგინდა, რომ რაბეპრაზოლი მცირე რაოდენობით აღწევს პლაცენტური ბარიერის მიღმა, მაგრამ არ დაფიქსირებულა ფერტილობის დარღვევა ან ნაყოფის განვითარების დეფექტები. ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.

მეძუძურ ქალებზე შესაბამისი კვლევები არ ჩატარებულა, მაგრამ ამავდროულად, რაბეპრაზოლი აღმოჩენლი იყო მაწოვებელი ვირთხების რძეში. ბავშვზე პრეპარატის ზემოქმედების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ძუძუთი კვების შეწყვეტა მკურნალობის კურსის განმავლობაში და მისი  შეწყვეტის შემდეგ 1-2 დღე-ღამის მანძილზე .

გავლენა  ავტომობილისა  და  რთული  მექანიზმების  მართვის  უნარზე

ცნს-ის მხრიდან გვერდითი ეფექტების არსებობის შემთხვევაში, თავი უნდა შეიკავოთ ავტომობილის მართვისა და პოტენციურად სახიფათო მექანიზმებთან მუშაობისაგან.

დოზის გადაჭარბება

არ არსებობს ინფორმაცია პრეპარატის დოზის გადაჭარბების შესახებ.

სიმპტომები:   შესაძლოა გვერდითი ეფექტების  გაძლიერება.

მკურნალობა: სიმპტომური. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. ნატრიუმის რაბეპრაზოლი  კარგად უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, ამიტომ იგი ცუდად გამოიყოფა დიალიზის დროს.

გამოშვების ფორმა

20 მგ ლიოფილიზატი საინექციო ხსნარის  მოსამზადებლად 10 მლ-იან ფლაკონში.

ერთი ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

 შენახვის პირობები

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილზე არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება  ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისობის ვადა

2 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის პირობები

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy