Monural - მონურალი პაკეტი 3გ 1 პაკეტი

14,05 GEL
მარაგშია
SKU
79375_1010

ჩვენებები: მწვავე ბაქტერიული ცისტიტი, მორეციდივე ბაქტერიული ცისტიტის მწვავე შეტევები; ბაქტერიული არასპეციფიკური ურეთრიტი; 

მონურალი
MONURAL

სავაჭრო დასახელება: მონურალი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ფოსფომიცინი

სამკურნალწამლო ფორმა:
გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად

შემადგენლობა
1 პაკეტი შეიცავს: აქტიური ნივთიერება – ფოსფომიცინის ტრიმეთამოლი 3,754 გ ან 5, 631 გ (2,0გ ან 3,0 გ.-ის ფოსფომიცინის ექვივალენტური რაოდენობა); დამხმარე ნივთიერებები: მანდარინის არომატიზატორი, ფორთოხლის არომატიზატორი, საქარინი, საქაროზა.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიბიოტიკი

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა.
მონურალის აქტიური ნივთიერება - ფოსფომიცინის ტრიმეთამოლი – ფოსფონის მჟავას წარმოებული ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი.
მონურალს ახასიათებს ბაქტერიციდული მოქმედება. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ბაქტერიის უჯრედის კედლის სინთეზის პირველი ეტაპის დათრგუნვასთან. წარმოადგენს რა ფოსფოენოლის პირუვატის ანალოგს, შედის კონკურენტულ ურთიერთქმედებაში N-აცეტილ-გლიკოზამინო-3-0-ენოლპირუვილ-ტრანსფერაზასთან, რის შედეგადაც ხდება ამ ფერმენტის სპეციფიური, ამორჩევითი და შეუქცევადი ინჰიბირება, რაც უზრუნველყოფს ანტიბიოტიკების სხვა კლასებთან ჯვარედინი რეზისტენტობის არარსებობას და სხვა ანტიბიოტიკებთან სინერგიზმის შესაძლებლობას (in vitro აღინიშნება სინერგიზმი ამოქსიცილინთან, ცეფალექსინთან, პიპემიდინის მჟავასთან). ფოსფომიცინის ტრიმეთამოლის მოქმედების ანტიბაქტერიული სპექტრი in vitro მოიცავს ჩვეულებრივი გრამდადებითი (Enterococcus spp., Enterococcus faecalis, Staphylococcus aureus, Staphylococcus saprophytus, Staphylococcus spp.,) და გრამუარყოფითი (E. coli, Citrobacter spp., Enterobacter spp., Klebsiella spp., Klebsiella pneumoniae, Morganella morganii, Proteus mirabilis, Pseudomonas spp., Serratia spp.) გამომწვევების უმრავლესობას. in vitro  ფოსფომიცინის ტრიმეთამოლი აქვეითებს რიგი ბაქტერიების ადჰეზიას შარდგამომყოფი გზების ეპითელზე.

ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა: მონურალი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან პერორალური მიღებისას. ორგანიზმში დისოცირდება ფოსფომიცინად და ტრიმეთამოლად. უკანასკნელს არ გააჩნია ანტიბაქტერიული თვისებები. ბიოშეღწევადობა 3გ. დოზის ერთჯერადად შიგნით მიღებისას შეადგენს 34-დან 65%-მდე. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია ფიქსირდება პერორალური მიღებიდან 2-2,5 საათის შემდეგ და შეადგენს 22-32 მგ/ლ-ს. პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდია 4 სთ.
განაწილება: მონურალი არ უკავშირდება პლაზმის ცილებს, არ მეტაბოლიზდება, უპირატესად გროვდება შარდში. ერთჯერადი დოზის 3გ პერორალურად მიღებისას შარდში მიიღწევა მაღალი კონცენტრაცია (1053-დან 4415 მგ/ლ-მდე), 99%-ით ბაქტერიციდულია საშარდე გზების ინფექციების ჩვეულებრივი გამომწვევებისათვის.მონურალის მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაცია ამ გამომწვევებისათვის შეადგენს 128 მგ/ლ-ს. იგი ნარჩუნდება შარდში 24-48 საათის განმავლობაში, რაც გულისხმობს ერთჯერადი დოზით მკურნალობის კურსს. მონურალის E. coli-ს დამთრგუნველ მინიმალურ კონცენტრაციაზე მაღალი კონცენტრაცია შარდში ნარჩუნდება არანაკლებ 80 საათის განმავლობაში.
გამოყოფა: მონურალის 90% გამოიყოფა თირკმლებით უცვლელი სახით, შარდში მაღალი კონცენტრაციის შექმნით. მიღებული დოზის დაახლოებით 10% გამოიყოფა ნაწლავების გავლით, შეუცვლელი სახით. თირკმლის ფუნქციის ზომიერი დაქვეითების მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი<80 მლ/წთ), მათ შორის ხანდაზმულ პირებში ფოსფომიცინის ნახევარგამოყოფის პერიოდი რამდენადმე ხანგრძლივდება, მაგრამ კონცენტრაცია შარდში რჩება თერაპიულ დონეზე.

ჩვენება:
•    მწვავე ბაქტერიული ცისტიტი, მორეციდივე ბაქტერიული ცისტიტის მწვავე შეტევები;
•    ბაქტერიული არასპეციფიკური ურეთრიტი;
•    უსიმპტომო მასიური ბაქტერიურია ორსულებში;
•    საშარდე გზების პოსტოპერაციული ინფექციები;
•    საშარდე გზების ინფექციების პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევისას და ტრანსურეთრალური დიაგნოსტიკური გამოკვლევებისას.

უკუჩვენება:
ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა ფოსფომიცინის ტრიმეთამოლის მიმართ, თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი < 10მლ/წთ),
5 წლამდე ბავშვთა ასაკი.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში:
ორსულობისას პრეპარატი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის პოტენციური სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობისას უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება მკურნალობის პერიოდში.

გამოყენების მეთოდი და დოზები:
გრანულები იხსნება 1/3 ჭიქა წყალში. მონურალი მიიღება ერთხელ დღეში უზმოზე, ჭამამდე 2 საათით ადრე ან ჭამის შემდეგ 2 საათით გვიან, უმჯობესია ძილის წინ, წინასწარ შარდის ბუშტის დაცლის შემდეგ.

მოზრდილები:
1 პაკეტი (3გ.) ერთხელ დღეში.
საშარდე გზების ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით ქირურგიული ჩარევის დროს, ტრანსურეთრული დიაგნოსტიკური პროცედურებისას მონურალის მიღება ხდება დღეში 2-ჯერ ზემოაღნიშნული დოზებით: 3 საათით ადრე ჩარევამდე და ჩარევიდან 24 საათის გასვლის შემდეგ.

5-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები:
დღიური დოზა 2გ დღეში ერთხელ.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 1 დღე.
შედარებით მძიმე შემთხვევებში(ხანდაზმული პაციენტები, მორეციდივე ინფექციები) გამოიყენება კიდევ ერთი პაკეტი 24 საათის შემდეგ.
თირკმლის უკმარისობის დროს საჭიროა დოზის დაქვეითება და  ინტერვალის გაზრდა პრეპარატის მიღებებს შორის.

გვერდითი მოქმედება:
შესაძლებელია გვერდითი მოქმედება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (გულისრევა, ღებინება, დიარეა), გამონაყარი კანზე, ალერგიული რეაქციები.

ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების სიმპტომებია: დიარეა. მყარი დიარეის განვითარებისას რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობა.

ჭარბი დოზირების რისკი მინიმალურია, იმდენად, რამდენადაც მონურალს უშვებენ შეფუთვაში 1 ან 2 პაკეტის ოდენობით. ჭარბი დოზირებისას რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება დიურეზის გაზრდის მიზნით.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან
უნდა ვერიდოთ მეტოკლოპრამიდთან ერთდროულ მიღებას, რადგან ასეთმა კომბინაციამ, შეიძლება გამოიწვიოს მონურალის კონცენტრაციის დაქვეითება სისხლის შრატსა და შარდში.

განსაკუთრებული მითითებები:
საკვებთან ერთდროული მიღება აქვეითებს მონურალის შეწოვას – აუცილებელია პრეპარატის მიღება ჭამამდე 2 საათით ადრე ან საკვების მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მონურალის 2გ ან 3გ-იანი ერთი პაკეტი შეიცავს შესაბამისად 2,100გ ან 2, 213გ საქაროზას.

გამოშვების ფორმა:
გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად 2გ და 3გ.
6 ან 8 გ. პრეპარატს ათავსებენ ოთხშრიანი ლამინირებული ფოლგისგან დამზადებულ პაკეტში (ქაღალდი-პოლიეთილენი-ალუმინი-პოლიეთილენი). 1 ან 2 პაკეტი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა:
3 წელი.
არ შეიძლება გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის რეჟიმი:
რეცეპტით.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy