Medilol-Darnitsa - მედილოლი-დარნიცა 60მგ 10 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 0,66 GEL რეგულარული ფასი 0,69 GEL
მარაგშია
SKU
12230_25

ჩვენება:სტენოკარდიის  მსუბუქი ხარისხის სიმძიმის შეტევები.

მედილოლი-დარნიცა

(MEDILOL-DARNITSA)
შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: მენთოლის ხსნარი იზოვალერიანის მჟავას მენთილის ეთერში;

1 ტაბლეტი შეიცავს მენთოლის ხსნარს იზოვალერიანის მჟავას მენთილის ეთერში 60 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: კრისტალური შაქარი, კალციუმის სტეარატი. 

სამკურნალო ფორმა. ტაბლეტები.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: ტაბლეტები თეთრი ფერის ან თეთრი ფერის მოყვითალო შეფერილობით, ბრტყელცილინდრული ფორმის, ნაზოლითა და ნაჭდევით, მენთოლის დამახასიათებელი სუნით. ტაბლეტების ზედაპირზე დაშვებულია მორუხო ჩანართებისა და ფხვნილისებრი ნადების არსებობა. 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. კარდიოლოგიური პრეპარატები.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა. 

ვალიდოლი - რთული ნივთიერებაა, რომელიც წარმოიქმნება მენთოლის გახსნისას იზოვალერიანის მჟავის მენთილის ეთერში. სუბლინგვალური მიღებისას პრეპარატის მოქმედება განპირობებულია მენთოლისა და იზოვალერიანის მჟავის ეთერის ეფექტებით. პირველი - აღიზიანებს რა პირის ღრუს ლორწოვანი გარსის მგრძნობიარე ნერვულ რეცეპტორებს, ახდენს რეფლექტორულ, სისხლძარღვების (მათ შორის კორონარულ) გამაფართოებელ მოქმედებას. მეორე - ასტიმულირებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ენკეფალინების, ენდორფინების, დინორფინების და პეპტიდების წარმოქმნას და გამოთავისუფლებას, რომლებიც არეგულირებენ ტკივილის შეგრძნებას. პრეპარატის მიღების შედეგად უმჯობესდება რეგიონალური სისხლის მიმოქცევა, მცირდება ტკივილის შეგრძნების გამოხატულება. სამკურნალო საშუალება დამამშვიდებლად მოქმედებს.

ფარმაკოკინეტიკა.

სამკურნალო საშუალება სწრაფად შეიწოვება პირის ღრუში და უკვე რამოდენიმე წუთის შემდეგ აღწევს კონცენტრაციის მაქსიმუმს სისტემურ სისხლის მიმოქცევაში. პრეპარატის მოქმედება სუბლინგვალური გამოყენებისას ვითარდება 5 წუთის შემდეგ. 

ნაწილობროვ ტრანსფორმირდება ღვიძლში. ტრანსფორმაციის პროდუქტები გამოიყოფა ორგანიზმიდან ნაწლავებით ნაღველთან ერთად. პრეპარატი უცვლელი სახით გამოიყოფა ორგანიზმიდან შარდით და ადამიანის მიერ ამოსუნთქული ჰაერით.  

კლინიკური მახასიათებლები.        

ჩვენებები.

სტენოკარდიის  მსუბუქი ხარისხის სიმძიმის შეტევები.

ზღვისა და ჰაერის დაავადება.

ისტერია.

ნევროზი.

თავის ტკივილი, დაკავშირებული ნიტრატების გამოყენებასთან. 

უკუჩვენებები.

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი. 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები.

ნიტრატები - სამკურნალო საშუალების ერთდროული გამოყენება ნიტრატებთან ამცირებს თავის ტკივილს, რომელიც ვითარდება ამ უკანასკნელის გამოყენებისას. 

მედილოლი-დარნიცა აძლიერებს სედაციური სამკურნალო საშუალებების, ფსუქოტროპული საშუალებების, ოპიოიდური ანალგეტიკების, ალკოჰოლის და სანარკოზე საშუალებების ეფექტს მათი ერთდროულად გამოყენებისას. 

ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები - შესაძლებელია ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების მოქმედების პოტენცირება მათი მედილოლ-დარნიცასთან ერთდროულად გამოყენებისას.

გამოყენების თავისებურებანი. 

იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის მიღების შემდეგ ტკივილმა გულის არეში არ გაიარა, აუცილებელია მწვავე კორონარული სინდრომის გამორიცხვა. სტენოკარდიის შეტევის დროს კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში პრეპარატის გამოყენებისას პირველი 5 წუთის განმავლობაში ეფექტის არარსებობის შემთხვევაში, რეკომენდირებულია ნიტრატების დანიშვნა. 

პრეპარატი შეიცავს შაქარს, ამიტომ მას სიფრთხილით უნიშნავენ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს.

გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში.

სამკურნალო საშუალების გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში შესაძლებელია, თუ, ექიმის აზრით, მოსალოდნელი დადებითი ეფექტი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის/ბავშვისთვის. 

რეაქციის სიჩქარეზე ზემოქმედების უნარი ავტოტრანსპორტის  ან სხვა მექანიზმების მართვისას დროს.

აუცილებელია სიოფრთხილის დაცვა სამკურნალო საშუალების გამოყენებიდან პირველ საათებში სატრანსპორტო საშუალებების მართვისას ან სამუშაოების დროს, რაც საჭიროებს მომატებულ ყურადღებას, ვინაიდან შესაძლებელია თავბრუსხვევა, ძილიანობა და ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის დაქვეითება. 

გამოყენების წესი და დოზირება.

ტაბლეტი გააჩერეთ პირის ღრუში (ენის ქვეშ) სრულ გაწოვამდე. 

ერთჯერადი დოზა მოზრდილებისათვის შეადგენს 1-2 ტაბლეტს; დღიური დოზა შეადგენს 2-4 ტაბლეტს. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დღიური დოზის გაზრდა. მაქსიმალური დღიური დოზაა - 600 მგ. მკურნალობის ხანგრძლივობა - 7 დღემდე. 

ბავშვები.

არ არსებობს სამკურნალო საშუალების ბავშვებში გამოყენების გამოცდილება. 

ჭარბი დოზირება.

სიმპტომები: თავის ტკივილი, გულისრევა, აგზნება, გულის მოქმედების დარღვევა, არტერიული წნევის დაქვეითება, ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები პრეპარატის კომპონენტებისადმი (ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, ქავილი, გამონაყარი). 

მკურნალობა: ჭარბი დოზირების შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის მოხსნა და სიმპტომური თერაპიის ჩატარება. 

გვერდითი რეაქციები. 

ხანგრძლივი გამოყენებისას ძალიან იშვიათად შეიძლება აღინიშნოს გულისრევა, დისკომფორტი მუცლის არეში, ცრემლდენა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ხანმოკლე არტერიული ჰიპოტენზია, რომლებიც დამოუკიდებლად სწრაფად გადის.

შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპების, ჭინჭრის ციების, ქავილის, გამონაყარის, ჰიპერემიის, სასუნთქი სისტემის მხრივ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარება. 

ვარგისიანობის ვადა. 2 წელი.

შენახვის პირობები.

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, 8°C-დან 15°C-მდე ტემპერატურაზე. 

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა.

10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში.

გაცემის კატეგორია. ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ასევე , იხილეთ : Validol - ვალიდოლი 0.06გ 10 ტაბლეტი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა10
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy