Livselon - ლივსელონი ადვანსი სუსპენზია 250მლ
ჩვენება:ისეთი დაავადების დროს, როგორიცაა ქრონიკული გლომერულონეფრიტი, პიელონეფრიტი, შეშუპება, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა.
ლივსელონი ადვანსი სუსპენზია
შინაგანი გამოყენებისათვის 250 მლ
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ მისცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები იგივეა, რაც თქვენი.
- გვერდითი ეფექტების გამოვლენისას, აუცილებლად აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.
( იხ. ნაწილი 4.)
გამოყენების ინსტრუქციის შინაარსი:
1. რა არის ლივსელონი ადვანსი და რისთვის გამოიყენება ის?
2. რა უნდა იცოდეთ ლივსელონი ადვანსის მიღებამდე
3. როგორ უნდა მიიღოთ ლივსელონი ადვანსი?
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. ლივსელონი ადვანსის შენახვის პირობები
6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
1. რა არის ლივსელონი ადვანსი და რისთვის გამოიყენება ის?
ლივსელონი ადვანსი შეიცავს: მიო-ინოზიტოლი, ალფა ლიპოის მჟავა (ALA), ჭინჭრის ფესვის მშრალი ექსტრაქტი (0,8% ბეტა-სიტოსტეროლი), Silybum marianum-ისგან მიღებული ჰიდროლატი, Lespedeza capitata-ს მშრალი ექსტრაქტი.
ლივსელონი ადვანსი გამოიყენება თირკმლის ისეთი დაავადების დროს, როგორიცაა ქრონიკული გლომერულონეფრიტი, პიელონეფრიტი, შეშუპება, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა. ასევე ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ფუნქციის დარღვევის, სტეატოზის, ქრონიკული ჰეპატიტის, ქოლეცისტიტის შემთხვევაში. მეტაბოლური სინდრომის დროს: ჭარბი წონა და სიმსუქნე, ნახშირწყლებისა და ცხიმების ცვლის დარღვევა, დისლიპიდემია, ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპერგლიკემია, ჰიპერაზოტემია. II ტიპის შაქრიანი დიაბეტისა და ინსულინორეზისტენტობის დროს. პარესთეზიების, დიაბეტური და ალკოჰოლური პოლინეიროპათიების, ქრონიკული ალკოჰოლური ინტოქსიკაციების, პრეპარატებით ან მძიმე ლითონებით მოწამვლის შემთხვევებში. გულის იშემიური დაავადებების, ათეროსკლეროზის, გულის შეტევის შემდგომი მდგომარეობის, ინსულტის, ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დროს.
2. რა უნდა იცოდეთ ლივსელონი ადვანსის მიღებამდე
არ მიიღოთ ლივსელონი ადვანსი:
თუ გაქვთ ალერგია ლივსელონი ადვანსის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში).
• აცნობეთ ექიმს და არ მიიღოთ ლივსელონი ადვანსი
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
ლივსელონი ადვანსის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი რისკ-ფაქტორები
• აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ლივსელონი ადვანსის მიღებამდე.
თუ თქვენ ხშირად იღებთ ლივსელონი ადვანსს
ლივსელონი ადვანსის ხშირად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილის გაძლიერება.
თუ ეს გეხებათ თქვენ
• აცნობეთ თქვენს ექიმს, მან შეიძლება გირჩიოთ ლივსელონი ადვანსის მიღების შეწყვეტა.
იმ შემთხვევაში, თუ გრძნობთ ტკივილს ან შებოჭილობას გულმკერდის არეში (როგორც წესი ქრება სწრაფად) და ეს ეფექტები ინტენსიურია, სწრაფად არ ქრება ან პირიქით ძლიერდება:
• სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს დამატებით ინფორმაციას შესაძლო გვერდითი ეფექტების შესახებ. (ნაწილი 4)
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებდით, ამჟამად იღებთ ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარატები, მათ შორის ნებისმიერი მცენარეული პროდუქტი ან მედიკამენტი, რომელიც გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ზოგიერთი პრეპარატის მიღება არ შეიძლება ლივსელონი ადვანსთან ერთად.
ზოგიერთმა პრეპარატმა ლივსელონი ადვანსთან ერთად მიიღების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი გვერდითი ეფექტების გაძლიერება.
ბავშვები 11 წლამდე
ლივსელონი ადვანსი არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის 11 წლამდე.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის დროს ლივსელონი ადვანსის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის. მონაცემების სიმცირის გამო, ორსულებსა და მეძუძურ დედებში მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ფერტილობაზე ზემოქმედების ტესტი არ ჩატარებულა.
ავტომობილისა და მექანიზმების მართვა
კვლევები სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე გავლენის შესახებ არ ჩატარებულა.
3. როგორ უნდა მიიღოთ ლივსელონი ადვანსი
• ჩვეულებრივი დოზა მოზრდილებისთვის 10 მლ 2-3-ჯერ დღეში.
• გამოყენებამდე აუცილებელია შენჯღრევა.
• არ გამოიყენოთ ადექვატური და დაბალანსებული კვების შემცვლელად.
• არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
რამდენი უნდა მიიღოთ ლივსელონი ადვანსი
• ჩვეულებრივ დოზა მოზრდილებისთვის არის 10 მლ 2-3-ჯერ დღეში.
ლივსელონი ადვანსი არ არის რეკომენდებული 11 წლამდე ბავშვებისთვის.
თუ თქვენ მიიღეთ ლივსელონი ადვანსის ჭარბი დოზა
კლინიკურ პრაქტიკაში დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის აღწერილი.
• რჩევისათვის მიმართეთ ექიმს.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად, იშვიათ შემთხვევებში, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები.
• აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში ან აღინიშნა მათი ინტენსივობის მატება
• აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ
გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ინფორმაცია ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი გამოყენების ინსტრუქციაში.
5. ლივსელონი ადვანსის შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისიანობის თარიღი მიუთითებს აღნიშნული თვის ბოლო დღეს.
შეინახეთ 25°C-მდე ტემპერატურაზე.
არ ჩაყაროთ მედიკამენტები ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
ლივსელონი ადვანსი შეიცავს: მიოინოზიტოლი, ალფა ლიპოის მჟავა (ALA), ჭინჭრის ფესვის მშრალი ექსტრაქტი (0,8% ბეტა-სიტოსტეროლი), Silybum marianum-ისგან მიღებულ ჰიდროლატი, Lespedeza capitata-ს მშრალი ექსტრაქტი.
დამხმარე ინგრედიენტები: ქსანთანის რეზინი, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, ლიმონმჟავა, სუკრალოზა, გასუფთავებული წყალი.
როგორ გამოიყურება ლივსელონი ადვანსი და შეფუთვის შიგთავსი
ლივსელონი ადვანსი არის გაუმჭვირვალე, ყავისფერი დამახასიათებელი სუნის მქონე სითხე. შეფუთვის ზომები: 250 მლ ბოთლი.
დამატებითი ინფორმაცია
გამოყენების ინსტრუქცია არ შეიცავს სრულ ინფორმაციას თქვენი მედიკამენტის შესახებ. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account