Lacrisek - ლაკრისეკი უკონსერვანტო თვალის წვეთები 10მლ

განსაკუთრებული ფასი 35,60 GEL რეგულარული ფასი 49,45 GEL
მარაგშია
SKU
85342_990

ჩვენება:მშრალი თვალის სინდრომი,უცხო სხეულის შეგრძნება,თვალის წვა და ქავილი.

ლაკრისეკი

კონსერვანტების გარეშე

შემადგენლობა

ვიტამინი A (რეტინოლის პალმიტატი), ვიტამინი E (ტოკოფეროლი), ჰიდროგენიზებული ფოსფოლიპიდები (ლიპოსომები), ნატრიუმის მონოფოსფატი, ნატრიუმის დიფოსფატი, ნატრიუმის ქლორიდი, L-პროლინი, L-გლიცინი, L-ლიზინი, L-ლეიცინი, საინექციო წყალი.

არ შეიცავს კონსერვანტებს.

გამოყენება

ლაკრისეკი-სტერილური ოფთალმოლოგიური ხსნარია, რომელიც შეივცავს  ჰიდროგენიზებულ ლიპოსომებს, A ვიტამინს, E ვიტამინს და ამინომჟავებს, კონსერვანტების გარეშე. ლაკრისეკის ოფთალმოლოგიური ხსნარი ასტაბილურებს საცრემლე გარსის ლიპიდურ შრეს, არეგულირებს და აკორექტირებს თვალის ზედაპირის ლუბრიკაციას.

A და E ვიტამინები, რომლებიც ცნობილია დამამშვიდებელი და დამარბილებელი თვისებებით, ლიპოსომებთან სინერგიით უზრუნველყოფს ქუთუთოს ლიპიდური კომპონენტის ფუნქციურ მხარდაჭერას. გარდა ამისა, როგორც ლიპოსომების სტაბილიზატორები, A და E ვიტამინების გავლენით მიიღწევა თვალის და პერიოკულარულ დონეზე სიმპტომოლოგიის გაუმჯობესებას, რომელიც დაკავშირებულია ალერგიული და/ან ინფექციური წარმოშობის მდგომარეობებთან.

ამინომჟავები – L-პროლინი, L-გლიცინი, L-ლიზინი, L-ლეიცინი ზრდის რქოვანას ეპითელიუმის დაცვის და ლუბრიკაციის უნარს, რომელიც შეიძლება დაირღვეს სხვადასხვა სახის სტრესის შედეგად. საცრემლე გარსის ლიპიდურ შრეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ცრემლის აორთქლებისგან დაცვაში. ლაკრისეკის ოფთალმოლოგიური ხსნარის გამოყენება ხელს უწყობს თვალის ქუთუთოზე არსებული მეიბომის ჯირკვლების მიერ ლიპიდების სეკრეციას და საცრემლე გარსის ლიპიდური შრის სტაბილიზაციას.

ჩვენებები

ლაკრისეკი რეკომენდებულია შემდეგი ჩივილების დროს:

მშრალი თვალის სინდრომი;
უცხო სხეულის შეგრძნება;
თვალის წვა და ქავილი;
თვალის სიწითლე, არასასურველი გარემო პირობების (ქარი, მზე, მიკროკლიმატის ცვლილება) შედეგად გამოწვეული ლიპიდური შრის დისფუნქციია.
დოზირების რეჟიმი და მიღების წესი

 1-2 წვეთი 4-ჯერ დღეში, ან ექიმის დანიშნულებისამებრ.

უკუჩვენებები

ინდივიდუალური მგრძნობელობა პროდუქტში შემავალი კომპონენტების ან  ქიმიურად მსგავსი სხვა ნივთიერებების მიმართ.

გამოყენების წესი

აიღეთ ფლაკონი და მოხსენით დამცავი პლასტმასის რგოლი.
მოხსენით თავსახური.
ამოატრიალეთ ბოთლი თვალის მიმართულებით, საჩვენებელი და ცერა თითებით მოუჭირეთ ფლაკონს გვერდებზე, წვეთის წამოსვლამდე. დაჭერის ძალის გაზრდა საჭირო გახდება ფლაკონში ხსნარის შემცირებისას.
ჩაწვეთების შემდეგ ფლაკონს მჭიდროდ დაახურეთ თავსახური.
სიფრთხილის ზომები

პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი ოფთალმოლოგიური გამოყენებისთვის.
ხსნარის დაბინძურების რისკის აღმოსაფხვრელად დარწმუნდით, რომ საწვეთური არ ეხება თვალის ზედაპირს და არ არის კონტაქტში სხვა ობიექტებთან და ზედაპირებთან.
გამოყენების შემდეგ ფლაკონს მჭიდროდ მოარგეთ თავსახური.
მიმართეთ ექიმს თუ გიწევთ სხვა ოფთალმოლოგიური საშუალებების გამოყენება.
არ გამოიყენოთ მედიკამენტი თუ დაზიანებულია ბოთლის OSD ფილტრი.
შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.
გვერდითი მოვლენები

პროდუქტის მიღების შემდეგ არასასურველი გვერდითი ეფექტები არ დაფიქსირებულა. არასასურველი რეაქციების შემთხვევაში შეწყვიტეთ პროდუქტის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
პროდუქტის გამოყენების შემდგომ შესაძლოა აღინიშნოს მხედველობის დროებითი დაბინდვის შეგრძნება.
შენახვის პირობები

შეინახეთ 4-25°C-ზე ტემპერატურაზე. არ გამოიყენოთ პროდუქტი ბოთლის ეტიკეტზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია პირველი გახსნიდან შეფუთავზე მითითებულ ვარგისიანობის ვადამდე.

არ გადააგდოთ გარემოში.

შეფუთვა

10მლ ფლაკონი.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy