Hydrocortison - ჰიდროკორტიზონი კრემი 1% 10გ
ჩვენება:გამაღიზიანებელი კონტაქტური დერმატიტი, ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, რეაქცია მწერების ნაკბენებზე, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ეგზემა.
ჰიდროკორტიზონი
HYDROCORTISON
პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება: ჰიდროკორტიზონი;
მოქმედი ნივთიერებები (МНН): Hydrocortisone acetate;
სამკურნალწამლო ფორმა: კრემი გარეგანი გამოყენებისთვის 1%;
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: ჰიდროკორტიზონის აცეტატი – 10 მგ/1 გ;
დამხმარე ნივთიერებები: არაიონური ემულგირებული ცვილი, ცეტოსტეარილის სპირტი, ვაზელინი, დინატრიუმის ედეტატი, ლიმონმჟავა, გლიცერინი, პროპილენგლიკოლი, პოლიოქსილის ზეთი, მეთილპარაბენი, გაწმენდილი წყალი;
აღწერა: კრემი ერთგვაროვანი და გლუვი, აქვს ერთგვაროვანი თეთრი ფერი;
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კორტიკოსტეროიდები, დერმატოლოგიური პრეპარატები; სუსტი კორტიკოსტეროიდები (I ჯგუფი);
ფარმაკოლოგიური თვისებები
ჰიდროკორტიზონი წარმოადგენს აქტიურ არაჰალოგენირებულ კორტიკოსტეროიდს ადგილობრივად გამოყენებისთვის. სწრაფად ახდენს ანთების საწინააღმდეგო, შეშუპების საწინააღმდეგო, ანტიალერგიულ მოქმედებას. მისი ეფექტურობა ისეთივეა, როგორც ჰალოგენირებული სტეროიდების. რეკომენდებული დოზებით გამოყენება არ იწვევს ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლების სისტემის დათრგუნვას. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში პრეპარატის დიდი დოზების გამოყენებამ, განსაკუთრებით ოკლუზიური სახვევების გამოყენებისას, შეიძლება გამოიწვიოს კორტიზოლის შემცველობის მომატება სისხლის პლაზმაში, ამას არ ახლავს თან ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლების სისტემის რეაქტიულობის დაქვეითება, ხოლო პრეპარატის მოხსნას კორტიზოლის პროდუქციის სწრაფი ნორმალიზება მოჰყვება.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა. გამოყენების შემდეგ აქტიური ნივთიერება გროვდება ეპიდერმისში, ძირითადად მარცვლოვან შრეში.
მეტაბოლიზმი. ჰიდროკორტიზონის აცეტატი, შეიწოვება კანის მეშვეობით, მეტაბოლიზდება ჰიდროკორტიზონად და სხვა მეტაბოლიტებად უშუალოდ ეპიდერმისში, შემდეგ კი ღვიძლში.
გამოყოფა. მეტაბოლიტები და უცვლელი ჰიდროკორტიზონის აცეტატის უმნიშვნელო ნაწილი გამოიყოფა შარდთან და განავალთან ერთად.
გამოყენების ჩვენებები
გამაღიზიანებელი კონტაქტური დერმატიტი, ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, რეაქცია მწერების ნაკბენებზე, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ეგზემა.
მიღების წესი და დოზირება
დოზირება:
დღეში ერთხელ ან ორჯერ, მაქსიმუმ 7 დღე. თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, მიმართეთ ექიმს.
ხანდაზმული ადამიანები:
ხანდაზმულებში დოზის კორექტირების აუცილებლობა არ არსებობს.
ბავშვები:
დოზირების რეკომენდაციები 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის მითითებულია ზემოთ. პროდუქტი 10 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებმა არ უნდა გამოიყენონ ექიმის კონსულტაციის გარეშე.
გამოყენების წესი:
ადგილობრივად და გარეგანად გამოყენებისთვის.
ფაქიზად და მსუბუქი მასაჟისებრი მოძრაობებით დაიტანეთ კანის მცირე ზომის უბნებზე.
გვერდითი მოვლენები
თუ გამოჩნდება ჰიპერმგრძნობელობის რაიმე ნიშნები, მათ შორის ალერგიული კონტაქტური დერმატიტი ან საწყისი მდგომარეობის გაუარესება, მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
არასასურველი მოვლენები, რომლებიც დაკავშირებული იყო ადგილობრივ კორტიკოსტეროიდებთან, ქვემოთ მოცემულია ცხრილში ორგანოთა სისტემების კლასისა და სიხშირის მიხედვით. სიხშირეები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥1/10); ჩვეულებრივი (≥1/100 და <1/10); არც ისე ხშირად (≥1/1000 და <1/100); იშვიათად (≥1/10,000 და <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10 000); უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია).
ორგანოთა კლასი: | სიხშირე: | არასასურველი მოვლენები: |
კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაავადებები. | უცნობია | კანის ატროფია, ტელანგიექტაზიები, კანის სტრიები, აკნე, როზაცეა, პიგმენტაციის დარღვევა, ჰიპერტრიქოზი |
ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები. | უცნობია | კოლაგენური დარღვევა |
სამკურნალწამლო ურთიერთქმედება
სხვა წამლებთან ურთიერთქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილით გამოიყენეთ შაქრიანი დიაბეტის დროს.
სისტემური გვერდითი რეაქციები კორტიკოსტეროიდების ადგილობრივად გამოყენებისას მოზრდილებში ძალზე იშვიათია, მაგრამ შეიძლება სერიოზული იყოს. განსაკუთრებით პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას ეს ეხება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვას.
სისტემური ეფექტების რისკი იზრდება შემდეგ შემთხვევებში:
- გამოყენება სახვევით სარგებლობის დროს (ცელოფნის სახვევი ან კანის ნაკეცების მიდამოში);
- გამოყენება კანის დიდ უბნებზე;
- ხანგრძლივი მკურნალობა;
- გამოყენება ბავშვებში (ბავშვები ძალიან მგრძნობიარენი არიან თხელი კანისა და მისი შედარებით დიდი ზედაპირის გამო);
ადგილობრივი გვერდითი რეაქციების განვითარების რისკი იზრდება პრეპარატის მოქმედების ძალის და მკურნალობის ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად. გამოყენება სახვევით სარგებლობის დროს (ცელოფნის სახვევი ან კანის ნაკეცებზე დატანა) ზრდის ამ რისკს. სახის და თავის თმიანი ნაწილის, ასევე სასქესო ორგანოების კანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა გვერდითი რეაქციების გამოვლენის მიმართ. არასწორად გამოყენებისას, აგრეთვე ბაქტერიული, პარაზიტული, სოკოვანი ან ვირუსული ინფექციების არსებობისას, ამ დაავადებების გამოვლინება შეიძლება შენიღბული იყოს და/ან გაძლიერდეს.
არ დაიტანოთ კრემი ქუთუთოებზე კონიუნქტივაზე მოხვედრის შესაძლებლობისა და ჩვეულებრივი გლაუკომის ან სუბკაფსულური კატარაქტის განვითარების გაზრდილი რისკის გამო.
სიფრთხილით უნდა დაიტანოთ პრეპარატი სახის, სასქესო ორგანოების და თავის თმიანი ნაწილის კანზე, რომელთა კანი ყველაზე მგრძნობიარეა კორტიკოსტეროიდების მიმართ.
სახის, მომხრელი ზედაპირების და თხელი კანის სხვა უბნებზე პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ატროფია და პრეპარატის შეწოვის გაზრდა.
გასათვალისწინებელია, რომ კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას კანის დიდ უბნებზე, განსაკუთრებით (ცელოფნის) საფენის გამოყენებისას ან ნაკეცების მიდამოში, არსებობს პრეპარატის შეწოვის გაზრდის შესაძლებლობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ადრენოკორტიკოტროპული ფუნქციის დათრგუნვა.
თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვა შეიძლება სწრაფად განუვითარდეთ ბავშვებს. ასევე შეიძლება დაითრგუნოს ზრდის ჰორმონის გამომუშავება. თუ აუცილებელია გრძელვადიანი მკურნალობა, სასურველია რეგულარულად აკონტროლოთ ბავშვის ზრდა და სხეულის მასა, ასევე განსაზღვროთ კორტიზოლის დონეები სისხლის პლაზმაში.
კორტიკოსტეროიდები ადგილობრივი გამოყენებისთვის შეიძლება საშიში იყოს ფსორიაზის მქონე პაციენტებისთვის მრავალი მიზეზის გამო, მათ შორის "რიკოშეტის სინდრომი" ტოლერანტულობის განვითარების, გენერალიზებული პუსტულარული ფსორიაზის ან ადგილობრივი სისტემური ტოქსიკურობის რისკის გამო, კანის დაზიანებული ბარიერის ფუნქციის შედეგად. სტეროიდები შეიძლება გამოყენებულ იქნეს თავის კანის ფსორიაზის ან ხელებისა და ტერფების ქრონიკული ქერცლიანი ფსორიაზის დროს. მნიშვნელოვანია საგულდაგულო დაკვირვება ავადმყოფზე.
შედარებითი კვლევების ჩატარებისას არ იყო მნიშვნელოვანი განსხვავებები ადრენოკორტიკოტროპული ფუნქციის მხრივ ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ ჰიდროკორტიზონის კრემს 4 კვირის განმავლობაში.
გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.
ნაყოფიერება:
ცნობილი ეფექტები არ არსებობს.
ორსულობა:
ეს პროდუქტი არ უნდა იქნეს გამოყენებული ორსულობის დროს ექიმის რჩევის გარეშე. არ არსებობს ან შეზღუდულია მონაცემები ორსულ ქალებში ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა.
ლაქტაცია:
ამ პროდუქტის გამოყენება ძუძუთი კვების დროს არ შეიძლება, თუ ეს არ არის რეკომენდებული სამედიცინო მუშაკის მიერ. კორტიკოსტეროიდები გამოიყოფა დედის რძეში. არ არსებობს ინფორმაცია ლაქტაციაზე ზეგავლენის შესახებ. არ არის გამორიცხული რისკი ახალშობილებისთვის/ჩვილებისთვის.
ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას რეაქციის სიჩქარეზე ზემოქმედების უნარი.
არ არსებობს მონაცემები ჰიდროკორტიზონის გავლენის შესახებ მანქანების ან მექანიზმების მართვის უნარზე.
ჭარბი დოზირება
მწვავე ჭარბი დოზირება ნაკლებად სავარაუდოა. არანაირი განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ან ანტიდოტი საჭირო არ არის. ქრონიკულმა ჭარბმა დოზირებამ ან ბოროტად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ადგილობრივ ან სისტემურ სტეროიდებთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტების რისკი, მათ შორის ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლების (HPA) ღერძის დათრგუნვა და კუშინგის სინდრომი. ჭარბი დოზირების მკურნალობა ადგილობრივი კორტიკოსტეროიდებით გულისხმობს პრეპარატის თანდათანობით შეწყვეტას ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
გამოშვების ფორმა
ერთი (№1) ალუმინის ტუბი (ხრახნიანი თავსახურით) კრემით თითო 10 გ, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება ორიგინალ შეფუთვაში. მშრალ ადგილას და არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისიანობის ვადა
4 წელი.
გამოიყენეთ ტუბის გახსნიდან 30 დღის განმავლობაში.
აფთიაქებიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account