Hydrocortison - ჰიდროკორტიზონი თვალის მალამო 0.5% 3გ
ჩვენება:თვალის ალერგიული დაავადებები, თვალის წინა ნაწილის ანთებითი დაავადებები.
ჰიდროკორტიზონი
HYDROCORTISON
პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება: ჰიდროკორტიზონი
მოქმედი ნივთიერებები (МНН): Hydrocortisone acetate;
სამკურნალწამლო ფორმა: თვალის მალამო;
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: 3 გ მალამო შეიცავს ჰიდროკორტიზონის აცეტატის 15 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: მყარი პარაფინი, ცეტილის სპირტი, თეთრი რბილი პარაფინი (ვაზელინი);
აღწერა: რბილი მოყვითალო-თეთრი გამჭვირვალე თვალის მალამო სუსტი პარაფინის სუნით;
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ოფთალმოლოგიაში გამოსაყენებელი საშუალებები. ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. კორტიკოსტეროიდები, მარტივი;
ფარმაკოლოგიური თვისებები
ჰიდროკორტიზონი - ძირთადი გლუკოკორტიკოიდი, რომელსაც გამოყოფს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქი. ეს არის ანთების საწინააღმდეგო ჰორმონი. ჰიდროკორტიზონის აცეტატი ჰიდროკორტიზონის აცეტატის მარილს წარმოადგენს.
მოქმედების მექანიზმი:
კორტიკოსტეროიდები დიფუნდირებს უჯრედის მემბრანების მეშვეობით და ჰქმნის კომპლექსს სპეციფიკურ ციტოპლაზმურ რეცეპტორებთან. შემდეგ ისინი აღწევენ უჯრედის ბირთვში, უკავშირდებიან დნმ-ს და mრნმ-ის ტრანსკრიფციისა და შემდგომ ფერმენტების ცილის სინთეზის სტიმულირებას ახდენენ, რომლებიც საბოლოო ჯამში პასუხისმგებელნი არიან თვალებში კორტიკოსტეროიდების ადგილობრივად გამოყენებისას მის ანთების საწინააღმდეგო ეფექტებზე.
მაღალი კონცენტრაციების დროს, რომელთა მიღწევა შესაძლებელია ადგილობრივად გამოყენების შემდეგ, კორტიკოსტეროიდებს შეიძლება ჰქონდეთ პირდაპირი მემბრანული ეფექტი. კორტიკოსტეროიდები ამცირებენ უჯრედულ და ფიბრინოზულ ექსუდაციას და ქსოვილების ინფილტრაციას, აფერხებენ ფიბრობლასტურ და კოლაგენის წარმომქმნელ აქტივობას, ანელებენ ეპითელიუმის რეგენერაციას, ამცირებენ ანთების შემდგომ ნეოვასკულარიზაციას და ამცირებენ ანთებითი კაპილარების გადაჭარბებულ გამტარიანობას ნორმალურ დონემდე.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა:
ჰიდროკორტიზონი და მისი აცეტატური მარილი შეიწოვება თვალშიდა სითხეში, რქოვანაში, ფერად გარსში, სისხლძარღვოვან გარსში, ცილიარულ სხეულსა და ბადურაში. ხდება სისტემური აბსორბცია, მაგრამ შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს მხოლოდ უფრო მაღალი დოზებით ან ხანგრძლივი პედიატრიული მკურნალობის დროს. ბიოლოგიური ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 100 წუთს შეადგენს.
განაწილება:
ის 90%-ზე მეტადაა დაკავშირებული პლაზმის ცილებთან.
მეტაბოლიზმი:
ჰიდროკორტიზონი მეტაბოლიზდება ღვიძლში და სხეულის ქსოვილების უმეტესობაში ჰიდროგენირებულ და დეგრადირებულ ფორმებამდე, როგორიცაა ტეტრაჰიდროკორტიზონი და ტეტრაჰიდროკორტიზოლი.
გამოყოფა:
გამოიყოფა შარდთან ერთად, ძირითადად გლუკურონიდების სახით, უცვლელი ჰიდროკორტიზონის ძალიან მცირე ნაწილთან ერთად.
გამოყენების ჩვენებები
თვალის ალერგიული დაავადებები (ბლეფარიტი, ქუთუთოების დერმატიტები, კონიუნქტივიტები, კერატოკონიუნქტივიტები), თვალის წინა ნაწილის ანთებითი დაავადებები რქოვანას ეპითელიუმის მთლიანობის დარღვევის არარსებობის შემთხვევაში (კონიუნქტივიტები, კერატოკონიუქტივიტები, ბლეფარიტები). პრეპარატი ასევე გამოიყენება თვალების ქიმიური და თერმული დამწვრობისთვის (რქოვანას დეფექტების სრულად შეხორცების შემდეგ).
გამოყენების წესი და დოზები
ადგილობრივად. მალამოს 1-2 სმ ზოლი იდება ქვედა ქუთუთოს უკან 2-3-ჯერ დღეში.
მკურნალობის კურსი 1-2 კვირაა. ექიმის დანიშნულების მიხედვით, მკურნალობის კურსი შეიძლება გაგრძელდეს.
უკუჩვენებები
რქოვანას და კონიუნქტივის ვირუსული დაავადებები (ძროხის ყვავილის ვირუსი, ჩუტყვავილას ვირუსი)
მარტივი ჰერპესის ვირუსი
თვალის სოკოვანი ინფექციები
თვალის მიკობაქტერიული ინფექციები
მწვავე, ჩირქოვანი ბაქტერიული ინფექციები
ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
თვალების ტუბერკულოზური დაზიანება.
გლაუკომა
ტრაქომა
ვაქცინაციის პერიოდი
თვალის გარსების მთლიანობის დარღვევა
განსაკუთრებული მითითებები
ადგილობრივი სტეროიდული თერაპიის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალშიდა წნევის მომატება ზოგიერთ ადამიანში. ოფთალმოლოგიური გამოკვლევები, განსაკუთრებით ტონომეტრია და გამოკვლევები ჭრილის ნათურით, უნდა ჩატარდეს თერაპიის დაწყებიდან 2-3 კვირის შემდეგ: შემდგომი გამოკვლევები უნდა ჩატარდეს პაციენტის სტატუსის ან რისკის ფაქტორების მიხედვით განსაზღვრული ინტერვალებით.
რისკი/სარგებლიანობა გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი სამედიცინო პრობლემების არსებობის შემთხვევაში:
·კატარაქტა (შეიძლება გამწვავდეს);
·შაქრიანი დიაბეტი (პაციენტი შეიძლება მიდრეკილი იყოს თვალშიდა წნევის მომატებისა და/ან კატარაქტის წარმოქმნისკენ);
·დაავადებები, რომლებიც იწვევენ რქოვანას ან სკლერის გათხელებას (გამოყენებამ შეიძლება პერფორაციები გამოიწვიოს);
·გლაუკომა, ქრონიკული ღია კუთხოვანი გლაუკომა ან გლაუკომა ოჯახურ ანამნეზში (შეიძლება იყოს პროვოცირებული ან გამწვავებული);
·რქოვანას ან კონიუნქტივის ინფექციები (მეორადი ინფექციების გამწვავების ან განვითარების რისკი).
არსებობდა ცნობები ბაქტერიული კერატიტის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ოფთალმოლოგიური პროდუქტების კონტეინერების გამოყენებასთან ადგილობრივი მოხმარებისთვის. ეს კონტეინერები შემთხვევით იქნა დაბინძურებული პაციენტების მიერ, რომლებსაც, უმეტეს შემთხვევაში, ჰქონდათ რქოვანას თანმხლები დაავადება ან თვალის ეპითელიუმის ზედაპირის დარღვევა.
პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ საჭიროა დოზირების კონტეინერის წვერის თვალთან კონტაქტის თავიდან აცილება.
პაციენტებს უნდა მიეცეთ მითითება, რომ თვალის ხსნარები, თუ არასწორად იქნება დამუშავებული, შეიძლება დასნებოვდეს ჩვეულებრივი ბაქტერიებით, რომლებიც ცნობილია თვალის ინფექციების გამომწვევად. დაბინძურებული ხსნარების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალის სერიოზული დაზიანება და მხედველობის შემდგომი დაკარგვა.
პაციენტებს ასევე უნდა ურჩიონ, რომ თუ მათ განუვითარდებათ თვალის ინტერკურენტული მდგომარეობა (მაგალითად, ტრავმა, თვალის ოპერაცია ან ინფექცია) ან თვალისმიერი ნებისმიერი რეაქცია, განსაკუთრებით კონიუნქტივიტი და ქუთუთოების მხრივ რეაქციები, დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს პროდუქტის შემდგომი გამოყენების თაობაზე.
თუ გამოიყენება ერთზე მეტი ადგილობრივი ოფთალმოლოგიური პრეპარატი, ისინი უნდა დაინიშნოს არანაკლებ 10 წუთიანი ინტერვალით.
აქტიური ინგრედიენტის სისტემური შეწოვის მინიმუმამდე შემცირების მიზნით, გამოყენებისთანავე უნდა მოხდეს ზეწოლა ცრემლსადენ სადინარზე ერთი წუთის განმავლობაში.
მხედველობითი დარღვევები:
მხედველობის დაქვეითება შეიძლება აღინიშნოს სისტემური და ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას. თუ პაციენტს აღენიშნება სიმპტომები, როგორიცაა მხედველობის დაბინდვა, არამკაფიოობა ან მხედველობის სხვა დარღვევები, შესაძლო მიზეზების შესაფასებლად გათვალისწინებული უნდა იქნეს პაციენტის ოფთალმოლოგთან მიყვანის შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს კატარაქტას, გლაუკომას ან იშვიათ დაავადებებს, როგორიცაა ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია (CSCR), რომლებიც გადატანილ იქნა სისტემური და ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ.
გამოყენება ხანდაზმული ადამიანების მიერ:
არანაირი გერიატრიული პრობლემები დაფიქსირებული არ ყოფილა.
გამოყენება პედიატრიაში:
კორტიკოსტეროიდები სიფრთხილით უნდა გამოიყენებოდეს 2 წლის და უმცროსი ასაკის ბავშვებში, ვინაიდან ბავშვებისთვის დოზის/წონის განსხვავებული თანაფარდობა ზრდის თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის დათრგუნვის რისკს.
ეს რისკი იზრდება თერაპიის ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად, ამიტომ ის უნდა შემოიფარგლოს რაც შეიძლება მოკლე დროით (სასურველია, 5 დღეზე ნაკლები).
სამკურნალწამლო ურთიერთქმედება
გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალებები:
კორტიკოსტეროიდების ქრონიკულმა ან ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს თვალშიდა წნევა და შეამციროს გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტურობა.
ანტიქოლინერგული საშუალებები (განსაკუთრებით ატროპინი და მონათესავე ნაერთები):
გახანგრძლივებულმა კორტიკოსტეროიდულმა თერაპიამ შეიძლება გაზარდოს თვალშიდა ჰიპერტენზიის რისკი, რაც შეიძლება უფრო მეტად მოხდეს ქოლინოლიტიკებით მკურნალობის დროს მახვილი კუთხის დახურვისკენ მიდრეკილ პაციენტებში.
ურთიერთქმედება თერაპიულ ხელსაწყოებთან:
კონტაქტური ლინზები: ინფექციით დასნებოვნების გაზრდილი რისკი.
გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში
ორსულობა:
სისტემურად შეწოვილი ჰიდროკორტიზონი ავსტრალიაში მიეკუთვნება A კატეგორიას. ოფთალმოლოგიაში ჰიდროკორტიზონის გამოყენებისას ადამიანებში პრობლემები არ დაფიქსირებულა, მაგრამ კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა. ორსულ თაგვებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჰიდროკორტიზონის წვეთებმა ორივე თვალზე დღეში 5-ჯერ და ორსულობის მე-10-13 დღეს ნაყოფის მგლის ხახის მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია. ბოცვრებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ კორტიკოსტეროიდები ნაყოფის რეზორბციას და მრავალრიცხოვან ანომალიებს იწვევენ, მათ შორის თავის, ყურების, კიდურებისა და ყბის არეში. ორსულობის დროს კორტიკოსტეროიდების არსებითი დოზების მიმღები დედების მიერ გაჩენილ ჩვილებს ყურადღებით უნდა დააკვირდნენ ჰიპოადრენალიზმის ნიშნებზე.
ძუძუთი კვება:
პრობლემები ადამიანებში არ არის დაფიქსირებული.
სატრანსპორტო საშუალების ან სხვა მექანიზმების მართვისას რეაქციის სიჩქარეზე ზემოქმედების უნარი
ამ წამლის გავლენა ადამიანის მიერ მანქანის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე მისი რეგისტრაციის დროს შეფასებული არ ყოფილა.
გვერდითი მოვლენები
ოფთალმოლოგიური კორტიკოსტეროიდების ხშირმა ან ინტენსიურმა გამოყენებამ შეიძლება შეანელოს რქოვანას შეხორცება.
ხშირად:
ოფთალმოლოგია:
· მხედველობის დროებითი დაბინდვა (განსაკუთრებით თვალის მალამოს გამოყენების შემდეგ);
არც ისე ხშირად ან ძალიან იშვიათად:
ოფთალმოლოგია:
• წვა, ჩხვლეტა, სიწითლე და ცრემლდენა;
• რქოვანას გათხელება და/ან თვალის კაკლის პერფორაცია (მხედველობის დაქვეითება; ცრემლდენა);
• გლაუკომა;
• თვალის ჰიპერტენზია;
• მხედველობის ნერვის დაზიანება;
• უკანა სუბკაფსულური კატარაქტა;
• მხედველობის სიმახვილის და მხედველობის არის დეფექტები (მხედველობის თანდათანობითი დაბინდვა ან დაკარგვა; თვალის ტკივილი; გულისრევა; ღებინება);
პოსტ მარკეტინგი:
დარღვევები თვალის მხრივ: დაბინდული, არამკაფიო მხედველობა.
ჭარბი დოზირება
სათანადოდ გამოყენების შემთხვევაში, ჭარბი დოზირების ან ინტოქსიკაციის მოვლენები არ არის მოსალოდნელი. ჯერჯერობით ჰიდროკორტიზონის შემცველი პრეპარატების დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ ყოფილა. ამგვარად, არ არსებობს ინფორმაცია ჭარბი დოზირების და მისი მკურნალობის კონკრეტული სიმპტომების შესახებ.
გამოშვების ფორმა
ერთი (№1) ალუმინის ტუბი 3 გ თვალის მალამო, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება ორიგინალ შეფუთვაში. მშრალ ადგილას და არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისიანობის ვადა
წარმოების თარიღიდან 3 წელი.
აფთიაქებიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account