Galfer - გალფერი 305მგ 100 კაფსულა
მედიკამენტის გამოყენება
გალფერის კაფსულები გამოიყენება რკინის დეფიციტით გამოწვეული ანემიის სამკურნალოდ და პრევენციისათვის. ისინი შეიცავენ რკინას რკინის ფუმარატის სახით.
გალფერი კაფსულები 305 მგ
რკინის ფუმარატი
100 კაფსულა
გამოიყენება რკინის დეფიციტით გამოწვეული ანემიის სამკურნალოდ და პრევენციისათვის
მოზრდილები და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები:
პრევენცია: 1 კაფსულა ერთხელ დღეში
მკურნალობა: 1 კაფსულა ორჯერ დღეში
დაუშვებელია 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის მიცემა ექიმის დანიშნულების გარეშე.
აქტიური ნივთიერება კაფსულაში: რკინის ფუმარატი 305 მგ
იხ. სიფრთხილის ზომები
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და დისტრიბუტორი:
თჰორნტონ & ღოსს Lტდ., Hუდდერსფიელდ, HD7 5QH, UK.
PL 00240/0104
თორნტონი და როსი ლტდ., ჰადერსფილდი, HD7 5QH, გაერთიანებული სამეფო
PL 00240/0104
მნიშვნელოვანი გაფრთხილება: შეიცავს რკინას, ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, რადგან დოზის გადაჭარბება შეიძლება აღმოჩნდეს ფატალური.
ინახება გრილ ადგილას. კონტეინერი ინახება მჭიდროდ თავდახურული.
PM/01/733 24342410
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა. ის შეიცავს დამატებით ინფორმაციას, რომელიც პაციენტისთვის შეიძლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყოს.
• საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
• დამატებითი კითხვების არსებობისას ან რჩევის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა.
• თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა მიიღებს მძიმე ხასიათს ან განვითარდება ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის აღნიშნული ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
1. მედიკამენტის გამოყენება
გალფერის კაფსულები გამოიყენება რკინის დეფიციტით გამოწვეული ანემიის სამკურნალოდ და პრევენციისათვის. ისინი შეიცავენ რკინას რკინის ფუმარატის სახით.
2. მედიკამენტის მიღებამდე
დაუშვებელია მედიკამენტის მიღება
• თუ პაციენტს აღენიშნება ალერგია მედიკამენტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში;
• თუ პაციენტს აღენიშნება სხვა პრობლემები სისხლში რკინის შემცველობასთან დაკავშირებით (მათ შორის მდგომარეობები, რომლებიც იწვევენ რკინის დაგროვებას რბილ ქსოვილებში ან ერითროციტებთან დაკავშირებული პრობლემები);
• თუ პაციენტს აღენიშნება კუჭის წყლული ან კუჭ-ნაწლავის სხვა პრობლემები;
• თუ პაციენტს ჩატარებული აქვს განმეორებითი სისხლის ტრანსფუზია;
• თუ პაციენტს აღენიშნება ანემია, რომელიც არ იყო დაკავშირებული რკინის დაბალ დონესთან;
• თუ პაციენტი იკეთებს რკინის ინექციებს;
• თუ პაციენტს უკეთდება დიმერკაპოლის ინექციები მეტალებით მოწამვლის გამო;
• თუ პაციენტი 12 წელზე ნაკლები ასაკისაა.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს
• აღენიშნება კუჭის წყლულის ანამნეზი;
• ჩატარებული აქვს კუჭის ნაწილობრივი ან მთლიანი რეზექცია;
• აღენიშნება ვიტამინების დეფიციტი, განსაკუთრებით, B12 ვიტამინის ან ფოლიუმის მჟავის დეფიციტი;
• არის მამაკაცი, რადგან რკინის დეფიციტი უფრო ნაკლებად აღინიშნება მამაკაცებში, ვიდრე ქალებში და ამიტომ მიზეზები საჭიროებს დამატებით კვლევას.
ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს:
• ანტიბიოტიკებს ინფექციის საწინააღმდეგოდ, როგორიცაა ნეომიცინი, ტეტრაციკლინები (მაგ.: ოქსიტეტრაციკლინი), ქლორამფენიკოლი ან ფლუოროქინოლონები (მაგ.: ციპროფლოქსაცინი);
• პენიცილამინს ართრიტის სამკურნალოდ;
• დისპეფსიის საწინააღმდეგო საშუალებებს, ანტაციდებს, კალციუმის დანამატებს და თუთიას;
• ქოლესტირამინს, ძირითადად ქოლესტერინის მაღალი დონის გამო;
• ლევოდოპას, კარბიდოპას ან ენტაკაპონს პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ;
• ლევოთიროქსინს თიროიდული ჰორმონის დაბალი დონის სამკურნალოდ;
• ბისფოსფონატებს ოსტეოპოროზის გამო;
• ტრიენტინს ვილსონის დაავადების გამო;
• მეთილდოპას მაღალი არტერიული წნევის გამო;
• პაციენტებმა, რომლებსაც უტარდება განავლის ანალიზი, ექიმს უნდა აცნობონ, რომ იღებენ ამ მედიკამენტს, რადგან მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს განავლის შავი შეფერილობა და გავლენა იქონიოს ანალიზის შედეგზე.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ფეხმძიმობის, შესაძლო ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე. დაუშვებელია გალფერის კაფსულების მიღება ფეხმძიმობის პირველი 3 თვის განმავლობაში, თუ ექიმის მიერ არ არის დანიშნული.
ფეხმძიმობის დროს ასევე შეიძლება საჭირო გახდეს ფოლიუმის მჟავის მიღება. ექიმი გაუწევს პაციენტს კონსულტაციას ამის შესახებ.
• ექიმმა საჭიროების შემთხვევაში გალფერის კაფსულები შეიძლება დანიშნოს ძუძუთი კვების დროს.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
გალფერის კაფსულები არ ახდენენ გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
3. მედიკამენტის მიღების წესი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია რომელიც უნდა იცოდეს პაციენტმა…
• მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს ჭამის წინ მშიერ კუჭზე, შესაძლებლობის შემთხვევაში. თუ გალფერის კაფსულები იწვევენ დისპეფსიას, მათი მიღება უნდა მოხდეს ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ;
• ზოგიერთმა საკვებმა, როგორიცაა ჩაი, კვერცხი და რძე, შეიძლება დააქვეითონ ორგანიზმის მიერ შეწოვილი რკინის რაოდენობა. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ რომელი საკვების მიღება არ არის რეკომენდებული;
• გალფერის კაფსულებმა შეიძლება გამოიწვიონ განავლის მუქი შეფერილობა. ეს მოვლენა ახასიათებს რკინის შემცველ მედიკამენტებს;
• მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება რკინის დეფიციტის აღმოფხვრიდან 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. ექიმი განსაზღვრავს, თუ როდის უნდა შეწყდეს მედიკამენტით მკურნალობა;
• გალფერის კაფსულების გამოყენება ბავშვებში უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ბავშვებში ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს რკინის ტოქსიკური აკუმულაცია და ამიტომ საჭიროებს ექიმის მიერ ყურადღებით კონტროლს.
მოზრდილები და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები
რკინის დეფიციტის პრევენცია
• ერთი კაფსულა ერთხელ დღეში
რკინის დეფიციტის მკურნალობა
• ერთი კაფსულა ორჯერ დღეში
12 წლამდე ასაკის ბავშვები
12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.
დოზის გადაჭარბებისას
დოზის შემთხვევით გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, რადგან დოზის გადაჭარბება შეიძლება აღმოჩნდეს ფატალური. პაციენტმა თან უნდა იქონიოს კონტეინერი, რათა სამედიცინო პერსონალმა იცოდეს, თუ რომელი მედიკამენტია გადაყლაპული.
დოზის გამოტოვებისას
შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე.
შემდეგ უნდა გაგრძელდეს მედიკამენტის მიღება ჩვეულ დროს.
არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, გალფერის კაფსულებიც იწვევენ გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები:
თუ პაციენტი ფიქრობს, რომ მას აღენიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე გვერდითი მოვლენა ან სიმპტომი, უნდა შეწყვიტოს მედიკამენტის მიღება დაუყოვნებლივ და რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიმართოს ექიმს.
• ალერგიული რეაქციები, რომლებიც იწვევენ სუნთქვის გაძნელებას, ცხელებას, პირის, ტუჩების ან კანის შეშუპებას, ძლიერ გამონაყარს, ქავილს ან კუჭის ტკივილს.
სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენებია:
• მადის დაკარგვა
• გულისრება და ღებინება
• კუჭის არეში დისკომფორტი
• ყაბზობა
• დიარეა
• მუქი განავალი
• რკინის აკუმულაცია ორგანიზმის უჯრედებში
• შეკრულობა შეიძლება უფრო გამოხატული იყოს ხანდაზმულებში
• დიარეა – შეიძლება უფრო გამოხატული იყოს პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ნაწლავების ანთებითი დაავადება, როგორიცაა: გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (IBშ), კოლიტი ან დივერტიკულიტი.
ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი გვერდითი მოვლენის (რომლებიც ჩვეულებრივ სუსტი ხასიათისაა) განვითარებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, მათ შორის, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.
5. მედიკამენტის შენახვის წესი
• პროდუქტი შეიცავს რკინას. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, რადგან დოზის გადაჭარბება შეიძლება აღმოჩნდეს ფატალური;
• ინახება გრილ ადგილას;
• კონტეინერი ინახება მჭიდროდ თავდახურული;
• დაუშვებელია ეტიკეტზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება.
6. დამატებითი ინფორმაცია
აქტიური ნივთიერება ერთ კაფსულაში: რკინის ფუმარატი 305 მგ (ექვივალენტურია 100 მგ რკინის ელემენტის).
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ჟელატინი, ქინოლინის ყვითელი (E104), ინდიგოტინი (E132), ტიტანის დიოქსიდი (E171), ერითროზინი (E127).
გალფერის კაფსულები არის წითელი და მწვანე კაფსულები, რომლებზეც დაბეჭდილია “Gალფერ”. მოწოდებულია ფლაკონში, რომელიც შეიცავს 100 ან 250 კაფსულას.
რაოდენობა | 100 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account