Ferro 6 - ფერო 6 24 კაფსულა
ფერო-6
Ferro-6
რბილი ჟელატინის კაფსულა
ჰემატინის ფორმულა
შემადგენლობა:
ყოველი რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს:
რკინა 100 მგ. (305 მგ რკინის ფუმარატიდან)
ვიტამინი C 100 მგ.
სპილენძი 1.12 მგ. (2.8 მგ სპილენძის სულფატიდან)
ფოლის მჟავა 2 მგ.
ვიტამინი B12 10 მკგ.
მანგანუმი 1.13 მგ. (3.1 მგ მანგანუმის სულფატიდან)
თვისებები:
ფერო-6 წარმოადგენს რბილ ჟელატინის კაფსულას, რომელიც შეიცავს კარგად ბალანსირებად ჰემატინის ფორმულას, სადაც შედის რკინა, ვიტამინი C, სპილენძი ფოლის მჟავა, ვიტამინი B12, მანგანუმი. ეს 6 ინგრედიენტი ავსებს ერთმანეთს, რომ მოხდეს ორგანიზმის მიერ რკინის მოთხოვნის დაკმაყოფილება და რკინა-დეფიციტური ანემიის მკურნალობა.
რკინა წარმოადგენს ჰამატინის ფაქტორს და მისი არსებობა, როგორც რკინის ფუმარატი, ზრდის მის შეწოვას და ბიოშეღწევადობას. რკინა შედის ჰემოგლობინის შემადგენლობაში, რომელიც წარმოადგენს ერითროპოეზის მთავარ წყაროს და გააჩნია სისხლში ჟანგბადის გადატანის უნარი. რკინა ასევე მონაწილეობს მიოგლობინის სინთეზში და წარმოადგენს ბევრი ფერმენტის კოფაქტორს, რომელიც საჭირო არის ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში.
ვიტამინი C, ფერო-6 -ის რბილი ჟელატინის კაფსულაში, ინარჩუნებს რკინას აბსორბირებად მდგომარეობაში, ხელს უშლის მის დაჟანგვას და ზრდის მის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ასევე უზრუნველყოფს მის სისხლში გადატანას და რეტიკულოენდოთელურ უჯრედებში შენახვას.
სპილენძს გააჩნია სასიცოცხლო როლი ძვლის ტვინის უჯრედების ნორმალურ ფუნქციონირებაში და ცერულოპლაზმინის შექმნაში, რომელიც მთავარია პლაზმაში რკინის გადატანისთვის. ფოლის მჟავა მონაწილეობს და ახორციელებს ძვლის ტვინში სისხლის წითელი უჯრედების მომწიფებას.
ვიტამინი B12 ზრდის ფოლის მჟავას აბსორბციას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მის შენახვას და უტილიზაციას სხეულში.
ვიტამინი B12 უზრუნველყოფს უჯრედების ნორმალურ მეტაბოლიზმს და ფუნქციონირებას, განსაკუთრებით საჭმლის მომნელებელ სისტემაში და ძვლის ტვინში. ორივეს ერთად, ფოლის მჟავას და ვიტამინი B12-ს, გააჩნიათ ჰემატინური თვისება, რაც აუცილებელია ერითროპოეზის ნორმალიზაციისათვის.
მანგანუმი ეხმარება პლაზმაში რკინის გადატანას და წარმოადგენს კოფაქტორს ბევრ ფიზიოლოგიურ და მეტაბოლურ პროცესებში. ფერო-6 აღადგენს ჰემოგლობინის ნორმალურ დონეს და სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობას, ასევე ეფექტურ პრევენციას აკეთებს და მკურნალობს რკინა-დეფიციტურ ანემიას, როგორც სხვადასხვა ფიზიოლოგიური და პათოლოგიური მდგომარეობების დროს. გამოირჩევა მაღალი უსაფრთხოებით და შესანიშნავი ამტანობით.
ჩვენებები:
ფერო-6 რბილი ჟელატინის კაფსულები ნაჩვენებია:
- რკინა-დეფიციტურ ანემიის პრევენციისთვის და მკურნალობისთვის: არასრულფასოვანი კვება, პარაზიტული დაავადებები, ქრონიკული დიარეა, მენორაგია, მშობიარობის შემდგომი ჰემორაგია, სისხლმდენი ბუასილი, ტრავმული ჭრილობები, ქირურგიული ოპერაციები და თირკმლის უკმარისობის დროს.
- რკინაზე გაზრდილი მოთხოვნილების შემთხვევაში:
როცა შემცირებულია საკვებით მიღებული რკინის შეწოვა, ორსულობა და ლაქტაცია, მოზარდები, ცხელებით მიმდინარე დაავადებები, თირეოტოქსიკოზი, აქლორჰიდრია, ხანგრძლივად ისეთი პრეპარატების მიღება, როგორიცაა ანტიკონვულსანტები და ქოლესტირამინი.
დოზირება:
ფერო-6 სასურველია მიიღოთ კვების შემდეგ.
- რკინა-დეფიციტური ანემიის პრევენცია: 1 კაფსულა დღეში.
- რკინა-დეფიციტური ანემიის მკურნალობა: 1 კაფსულა დღეში ერთხელ ან ორჯერ. მძიმე ფორმის ანემიის დროს დოზა შეიძლება გაიზარდოს 3 კაფსულამდე დღეში ან ექიმის დანიშნულებისამებრ. რკინა-დეფიციტური ანემიის მკურნალობა გრძელდება მანამ, სანამ არ მოხდება სისხლში ჰემოგლობინის დონის და წითელი უჯრედების რაოდენობის ნორმალიზება. ამის შემდეგ მკურნალობა გრძელდება დამატებით კიდევ 3 თვე ან მეტი ვადით, იმისთვის რომ მოხდეს სხეულში რკინის დეპოების შევსება.
- მდგომარეობები, როცა რკინაზე მომატებულია მოთხოვნილება: 1 კაფსულა დღეში.
უკუჩვენება:
რომელიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ჰემოქრომატოზი ან ჰემოსიდეროზი.
უსაფრთხოების ზომები: არ არის დაფიქსირებული.
გვერდით ეფექტები:
ფერო-6 უსაფრთხოა და კარგი ამტანობით ხასიათდება. ისევე როგორც სხვა რკინით მდიდარი პრეპარატების მიღებისას, შეიძლება განვითარდეს გულისრევა, ყაბზობა ან დიარეა და ასევე შავი განავალი.
ორსულობა და ლაქტაცია:
პერორალური რკინის პრეპარატები უსაფრთხოა როგორც ორსულობის, ასევე ლაქტაციის დროს რეკომენდებული დოზებით მიღებისას.
წამალთაშორისი ურთიერთქმედება:
ანტაციდები, ციმეტიდინი, ტეტრაციკლინი, ქინოლონი, ლევოდოპა და ქოლესტირამინი ამცირებენ რკინის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
ქლორამფენიკოლი ამცირებს რკინით თერაპიისას შედეგებს.
ლაბორატორიულ ტესტებთან კავშირი: არ არის აღწერილი.
ჭარბი დოზირება და მისი მკურნალობა:
შემთხვევით ძალიან მაღალი დოზებით პრეპარატის მიღებისას შეიძლება განვითარდეს გულისრევა, პირღებინება, სისუსტე და პულსის აჩქარება, ჰიპოტენზია და დეჰიდრატაცია. მკურნალობა მოიცავს ღებინების გამოწვევას, კუჭის ამორეცხვას
(1% ნატრიუმის ბიკარბონატის სხნარის გამოყენებით). თუკი შრატის რკინის დონე აჭარბებს 350 მკგ/დლ, დეფეროქსამინი გამოიყენება როგორც სისტემური ქელატი.
შეფუთვა:
ინახება მშრალ, ნესტისაგან დაცულ ადგილას, 15-30°C ტემპერატურაზე,
ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ეს წამალი
- წარმოადგენს პროდუქტს, რომელიც გავლენას ახდენს თქვენს ჯანმრთელობაზე და მისი გამოყენება ინსტრუქციაში მითითებული წესების დაცვის გარეშე არის სახიფათო.
- მკაცრად დაიცავით ექიმის დანიშნულება, გამოყენების წესი და ფარმაცევტის რეკომენდაციები.
- ექიმი და ფარმაცევტი წარმოადგენენ წამლის ექსპერტებს და იციან მისი რისკი/სარგებლის შესახებ.
- თვითნებურად არ შეწყვიტოთ წამლის მიღება მკურნალობის დროს.
- ნუ გაიმეორებთ იგივე დანიშნულებას ექიმის კონსულტაციის გარეშე.
- ყველა წამლი იქონიეთ ბავშვებისგან დაცულ ადგილზე.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
რაოდენობა | 24 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account