Farcosolvin - ფარკოსოლვინი 24 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 9,63 GEL რეგულარული ფასი 13,74 GEL
მარაგშია
SKU
84777_3351

ჩვენება:მწვავე და ქრონიკული რესპირატორული დაავადებების დროს წებოვან სეკრეტთან და ბრონქოსპაზმთან ასოცირებული პროდუქტიული და არაპროდუქტიული ხველის სამკურნალოდ, შემდეგი შემთხვევებისას.

ფარკოსოლვინი

ფარმაცევტული პროდუქტის სავაჭრო სახელწოდება: ფარკოსოლვინი

ფარმაცევტული ფორმა: 30მგ+100მგ+60მგ რბილი ჟელატინის კაფსულები №24 

შემადგენლობა:

თითოეული რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს:

აქტიური ინგრედიენტი (-ები)

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი  30 მგ

გუაფენეზინი                                        100 მგ

თეოფილინი უწყლო                       60 მგ

არააქტიული ინგრედიენტი (-ები)

აბუსალათინის ზეთი ეთოქსი-35      - 11.50 მგ

ფუტკრის ცვილი ყვითელი                 - 8.389 მგ

ჰიდროგენირებული სოიოს ზეთი (ტიპი I) -8.389 მგ

ჰიდროგენირებული სოიოს ზეთი (ტიპი II) -33.556 მგ

სოიოს ზეთი       -198.166 მგ

სოიალეციტინი -20.00 მგ

გარსი:

ჟელატინი -134.40 მგ

სორბიტოლი -25.80 მგ

გლიცეროლი -32.308 მგ

ნატრიუმის ეთილის ჰიდროქსიბენზოატი -0.60 მგ

ნატრიუმის პროპილ ჰიდროქსიბენზოატი -0.30 მგ

ტიტანის დიოქსიდის ფხვნილი -0.338 მგ

რკინის ოქსიდის წითელი ფხვნილი -0.863 მგ

რკინის ოქსიდის შავი  ფხვნილი- 0.225 მგ

კოხინალური წითელი 70 % -0.690 მგ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ხველისა და გაციების საწინააღმდეგო პრეპარატები, მუკოლიზური საშუალებები

თვისებები:

ფარკოსოლვინი წარმოადგენს ამბროქსოლის, გუაფენეზინის და თეოფილინის კომბინაციას, რომელიც მოქმედებს სინერგიულად და უზრუნველყოფს ერთდროულად მუკოლიზურ, ამოსახველებელ და ბრონქოდილატაციურ ეფექტებს. ამბროქსოლი არის ძლიერი მუკოლიზური საშუალება, რომელიც ცვლის წებოვანი ლორწოს მუკოპოლისაქარიდების სტრუქტურას, რის შედეგადაც ის ხდება ნაკლებად წებოვანი და გამოსუფთავდება სასუნთქი გზებიდან. გუაფენეზინი ამცირებს რესპირატორული სეკრეტის წებოვანებას და ზედაპირულ წნევას და ზრდის რესპირატორული ტრაქტის სითხის გამოყოფას, ხელს უწყობს რა ამოხველებას და ტრაქეობრონქულ ლორწოვანზე დამამშვიდებელი მოქმედების განვითარებას. ფარკოსოლვინის მესამე ინგრედიენტი თეოფილინი ეფექტურად ადუნებს ბრონქების გლუვ კუნთებს, ასტიმულირებს მედულარულ რესპირატორულ ცენტრს, აუმჯობესებს დიაფრაგმის შეკუმშვადობას და მუკოცილიარულ კლირენსს სასუნთ გზებში. საერთო ეფექტს განაპირობებს ის ფაქტი, რომ ფარკოსოლვინი ზრდის ხველის რეფლექსის და ცილიარული მოქმედების ეფექტურობას ტრაქეადან და ბრონქებიდან დაგროვილი სეკრეტის გამოდევნის მხრივ. კლინიკურად, ფარკოსოლვინი უზრუნველყოფს წებოვან სეკრეტთან და სასუნთქი გზების სპაზმთან ასოცირებულ ხველის სიმპტომურ მოხსნას, ახდენს ლორწოს საცობების წარმოქმნის პრევენციას და გარდაქმნის მშრალ არაპროდუქტიულ ხველას ნაკლებად ხშირ და უფრო პროდუქტიულ ხველად. ეს ეფექტები აჩვენებს ფარკოსოლვინის მაღალეფექტურობას ხველის სხვადასხვა სახეობის მოსახსნელად ბავშვებსა და მოზარდებში მრავალი რესპირატორული დაავადებისას.

ჩვენებები:

ფარკოსოლვინი ნაჩვენებია მწვავე და ქრონიკული რესპირატორული დაავადებების დროს წებოვან სეკრეტთან და ბრონქოსპაზმთან ასოცირებული პროდუქტიული და არაპროდუქტიული ხველის სამკურნალოდ, შემდეგი შემთხვევებისას:

• ინფექციებით გამოწვეული ტრაქეობრონქიტი ან ბრონქიტი, გამაღიზიანებლების მიმართ ზემოქმედებით, მოწევით გამოწვეული მდგომარეობები;

• ასთმური ბრონქიტი;

• ბრონქოპნევმონია;

• პნევმონია;

• ემფიზემა;

• ბრონქოექტაზია;

• ატელექტაზი.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

სიფთხილის ზომები:

როგორც თეოფილინის შემცველი სხვა პრეპარატების შემთხვევაში, ფარკოსოლვინიც სიფრთხილით გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ პეპტიური წყლული, ჰიპერტენზია, გულის, ღვიძლის ან თირკმლის მძიმე დაავადება. 

გვერდითი ეფექტები:

ფარკოსოლვინი არის უსაფრთხო და ხასიათდება კარგი ამტანობით. იშვიათად, შეიძლება განვითარდეს ტრანზიტორული გულისრევა ან ღებინება.

მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ  გაქვთ რომელიმე  გვერდითი მოვლენა. ასევე მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ სხვა გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში.

ორსულობა და ლაქტაცია:

ფარკოსოლვინი გამოიყენება ორსულ ქალებში ან მეძუძურ დედებში მხოლოდ მკაფიო ჩვენებებისას.

დოზირება:

მოზრდილები და ბავშვები (12 წლის ასაკის ზევით):1-2 კაფსულა დღეში 3-ჯერ.

გამოტოვებული დოზა: 

თუ გამოტოვებთ დოზას, მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე. თუმცა, თუ   თქვენი შემდეგი დოზის მიღების დრო მოახლოებულია, გამოტოვეთ გამოტოვებული დოზა და დაუბრუნდით თქვენს რეგულარულ დოზირების რეჟიმს. არ გააორმაგოთ დოზები.

ჭარბი დოზირება:

არ გამოიყენოთ დანიშნულ დოზაზე მეტი. მეტი მედიკამენტის მიღება არ გააუმჯობესებს თქვენს სიმპტომებს; პირიქით, მათ შეიძლება გამოიწვიონ მოწამვლა ან გვერდითი ეფექტები. თუ ეჭვი გეპარებათ, რომ თქვენ ან ვინმე სხვამ, ვინც შესაძლოა გადააჭარბა ფარკოსოლვინს, გთხოვთ, მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას. თან იქონიეთ მედიკამენტის ყუთი, კონტეინერი ან ეტიკეტი, რათა დაეხმაროთ ექიმებს საჭირო ინფორმაციის მიწოდებაში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: 

ამ პროდუქტით მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს და ფარმაცევტს ყველა იმ პროდუქტის შესახებ, რომელსაც იყენებთ (მათ შორის, რეცეპტით გაცემული წამლები, ურეცეპტო წამლები და მცენარეული პროდუქტები). ამ პროდუქტის გამოყენებისას არ დაიწყოთ, შეწყვიტოთ ან შეცვალოთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტის დოზა, რომელსაც იყენებთ ექიმის ნებართვის გარეშე.

შეამოწმეთ ყველა თქვენი მედიკამენტის ეტიკეტები, რათა დარწმუნდეთ, რომ არ იღებთ ამ წამლის შემცველ ერთზე მეტ პროდუქტს.

ამ პროდუქტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს გარკვეული ლაბორატორიული ტესტების შედეგებზე (როგორიცაა გარკვეული მჟავების შარდის დონე). დარწმუნდით, რომ ლაბორატორიის პერსონალმა და ყველა თქვენმა ექიმმა იცის, რომ იყენებთ ამ პრეპარატს.

ურთიერთქმედების სხვა ფორმები:

თეოფილინს შეუძლია გააძლიეროს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე კოფეინის შემცველი საკვების ან სასმელის მასტიმულირებელი ეფექტი, როგორიცაა შოკოლადი, კაკაო, ჩაი, ყავა და კოლა სასმელები. მოერიდეთ ამ საკვების ან სასმელის დიდი რაოდენობით ჭამას ან დალევას პრეპარატის მიღებისას.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების  მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანებზე მომუშავე პერსონალზე

მოერიდეთ ავტომობილის მართვას ან სახიფათო საქმიანობას, სანამ არ გაიგებთ, რა გავლენას მოახდენს თქვენზე თეოფილინი. თქვენი რეაქციები შეიძლება დაირღვეს.

განსაკუთრებული მითითებები: 

რეგულარულად ეწვიეთ ყველა სამედიცინო და ლაბორატორიული დაწესებულებას

ეს წამალი განკუთვნილია მხოლოდ დროებითი გამოყენებისთვის. არ მიიღოთ ეს წამალი 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, თუ ექიმი არ გეტყვით ამის გაკეთებას. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენი მდგომარეობა გრძელდება 7 დღეზე მეტხანს.

არ მისცეთ თქვენი მედიკამენტები სხვა ადამიანებს მაშინაც კი, თუ იცით, რომ მათ აქვთ იგივე მდგომარეობა ან ჩანს, რომ მათ შეიძლება ჰქონდეთ მსგავსი მდგომარეობა.

ვარგისიანობის ვადა: 

3 წელი. 

ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენება აკრძალულია.

შენახვის პირობები: 

ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-30o C), მშრალ ადგილას.

ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

სტანდარტული შეფუთვა:

დაბეჭდილი მუყაოს ყუთი  შეიცავს ორ ბლისტერს,  თითოეულში 12 რბილი ჟელატინის კაფსულით,  და სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციას. ბლისტერი დამზადებულია გამჭვირვალე PVC/PVDC-სგან თერმული დალუქვისთვის, უკანა მხარეს მყარი ალუმინის ფოლგისგან, დაბეჭდილი ერთ ფერში. ყუთი დამზადებულია ქრომო-დუპლექსის მუყაოსგან, ოფსეტური ბეჭვდით ოთხ ფერში და ლაქით დაფარული.

სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია დამზადებულია თეთრი ქაღალდისგან, ოფსეტური ბეჭვდით ერთ ფერში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა24
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy