Fanola - ფანოლა თხევადი კრისტალის შრატი Nourishing 100 მლ 0629

განსაკუთრებული ფასი 25,85 GEL რეგულარული ფასი 51,70 GEL
მარაგშია
SKU
88636_3073
Fanola - ფანოლა თხევადი კრისტალის შრატი Nourishing განკუთვნილია მშრალი, ქიმიურად დამუშავებული, უხეში თმისთვის. აღადგენს დაზიანებული თმის სტრუქტურას, კვებავს, ანიჭებს თმას ბზინვარებასა და ელასტიურობას. გაჯერებულია მკვებავი სელის თესლის ზეთის და ალოე ვერას ნაზავით, ღრმად აღწევს თმის სტრუქტურაში და ატენიანებს, ანიჭებს სიგლუვეს, სირბილეს და სიჯანსაღეს. A, B, E და C ვიტამინების კომპლექსს აქვს აღმდგენი ეფექტი.100 მლ.

Fanola - ფანოლა თხევადი კრისტალის შრატი Nourishing  

ალოეს წვენი აღადგენს თმის ფოლიკულებს. სელის ზეთი ატენიანებს და აჯერებს თმის დაზიანებულ უბნებს ანტიოქსიდანტებით. შრატი შესაფერისია ყველა ტიპის თმისთვის, თუმცა განსაკუთრებით სასარგებლოა მშრალი, დაზიანებული ან ქიმიურად დამუშავებული თმისთვის. აღადგენს თმის სტრუქტურას, თმას ხდის მორჩილს, ხელს უშლის ბოლოების გაყოფას და მტვრევადობას. ინოვაციური ფორმულის წყალობით თმას უბრუნდება ბზინვარება და ჯანსაღი ტენიანობა, თმის ღერები ხდება მტკიცე და ელასტიური. თხევადი კრისტალები იცავს თმას მაღალი ტემპერატურისა და გარემო ფაქტორების უარყოფითი გავლენისგან. მსუბუქი და უცხიმო ფორმულის წყალობით თხევადი კრისტალების შრატი ადვილად დაიტანება და შეიწოვება. თმას მყისიერად ენიჭება ბუნებრივი ბზინვარება. PH 4.0 / 4.6.

კანის/თმის ტიპი

მშრალი, უხეში, მტვრევადი და ქიმიურად დამუშავებული თმა

გამოყენების წესი

1. ნოტიო თმაზე: დაიტანეთ ხელისგულებზე პროდუქტის 4-5 წვეთი და გადაინაწილეთ სუფთა, ნოტიო თმის მთელ სიგრძეზე, კარგად ჩამოივარცხნეთ. 2. მშრალ თმაზე: დაიტანეთ 2-3 წვეთი თმის ბოლოებზე. რეკომენდებულია აღმდგენ პროდუქტებთან კომბინაციაში გამოყენება.

ინგრედიენტები

Cyclopentasiloxane, Dimethiconol, Parfum (Fragrance), Caprylic/Capric Triglyceride, Hexyl Cinnamal, Benzyl Alcohol, Butylphenyl
Methylpropional, Bumetrizole, Benzyl Salicylate, Linum Usitatissimum Seed Oil (Linum Usitatissimum (Linseed) Seed Oil), Aloe
Barbadensis Leaf Juice, Limonene, CI 26100 (D&C Red n°17), Citric Acid, Potassium Sorbate, Sodium Benzoate, Sodium Sulfite. 

მოცულობა 

100 მლ.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy