Epixx - ეპიქსი 500მგ 50 ტაბლეტი
ჩვენება:ეპიქსი წარმოადგენს ანტიეპილეპტიკურ საშუალებას, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიური გულყრების სამკურნალოდ.
ეპიქსი
500 მგ შემოგარსული ტაბლეტები
მიიღება პერორალურად
· აქტიური სუბსტანცია: თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ლევეტირაცეტამს.
· დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, სახამებელი 1500, ტალკი, აეროსილი 200, PVP K-30, მაგნიუმის სტეარატი, ოპადრი ყვითელი 02F220014 (HPMC E5, პეგ 4000, ტიტანის დიოქსიდი, ნატრიუმის ბენზოატი, რკინის ყვითელი ოქსიდი (ყვითელი ქინოლონი, ყვითელი სანსეტი E110.
აღნიშნული წამლის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ჩანართი რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. შეინახეთ ეს ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაიკითხვა. |
ამ ფურცელ-ჩანართში მოცემულია შემდეგი თავები:
1. რა არის ეპიქსი და რისთვის გამოიყენება?
2. ეპიქსის გამოყენებამდე
3. როგორ გამოიყენება ეპიქსი?
4. როგორია შესააძლო გვერდითი ეფექტები?
5. როგორ ინახება ეპიქსი?
1. რა არის ეპიქსი და რისთვის გამოიყენება?
ეპიქსი 500 მგ შემოგარსული ტაბლეტების აქტიური სუბსტანცია არის ლევეტირაცეტამი. თითოეული კოლოფი შეიცავს ყვითელი ფერის, ოვალური, ამობურცული ფორმის, ცალ მხარეს ნაზოლის მქონე 50 ტაბლეტს.
ეპიქსი წარმოადგენს ანტიეპილეპტიკურ საშუალებას, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიური გულყრების სამკურნალოდ.
ეპიქსი გამოიყენება მონოთერაპიაში, პარციალური კრუნჩხვების სამკურნალოდ, მეორადი გენერალიზაციით ან მის გარეშე, პაციენტებში 16 წლის ასაკიდან.
ეპიქსი გამოიყენება სხვა ანტიეპილეფსიურ მედიკამეტებზე დამატების სახით შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
• საწყისი პარციალური კრუნჩხვები გენერალიზაციით ან მის გარეშე მოზრდილებში და ბავშვებში 4 წლის ასაკიდან (პარციალური კრუნჩხვები მეორადი გენერალიზაციით ან მის გარეშე)
• მიოკლონური კრუნჩხვები მოზრდილებში და მოზარდებში 12 წლიდან
• პირველადი გენერალიზებული ტონურ-კლონური კრუნჩხვები მოზრდილებში და მოზარდებში 12 წლის ასაკიდან.
2. ეპიქსის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ეპიქსი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს
· თუ გაქვთ ეპიქსის მოქმედი ნივთიერების ლევეტირაცეტამის და ან დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ალერგიული რეაქცია (მომატებული მგრძნობელობა).
ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს ეპიქსი გამოიყენეთ სიფრთხილით
· თუ თირკმლის პრობლემები გაქვთ, თქვენი ექიმის რეკომენდაციებს დაემორჩილეთ. ექიმი დოზის რეგულირების საჭიროების საკითხს გადაწყვეტს.
· თუ გამოვლინდება თქვენი შვილის განვითარების შეფერხება და ან ბავშვში მოულოდნელი სქესობრივი განვითარების ნიშნები, მაშივნე აცნობეთ ექიმს.
· ეპიქსით და მსგავსი ეპილეფსიური პრეპარატით მკურნალობის ფონზე პაციენტთა მცირე რიცხვში შეილძება გამოვლინდეს თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების ფიქრები. დეპრესიის და/ან თავის მოკვლის მაჩვენელი ნიშნების შემჩნევისას, გთხოვთ აცნობეთ თქვენს ექიმს.
· თუ გაქვთ სისუსტე, მაღალი ტემპერატურა, განმეორებითი ინფექციები და ან ჩირქოვანი პროცესები, გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს.
· თუ ოჯახში ან თქვენს სამედიცინო ანამნეზში გქონდათ გულისცემის არარეგულარული რითმი (შეიძლება გამოვლინდეს ელექტროკარდიოგრამაზე), თუ გაქვთ დაავადება, რომელიც განაპირობებს გულისცემის რითმის ან მარილოვანი ბალანსის დარღვევას და/ან თუ მკურნალობის კურსს გადიხართ.
თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული ან გაგრძელდება რამდენიმე დღეზე მეტხანს, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
· არანორმალური ფიქრები, ნერვული გაღიზიანება და/ან ნორმაზე მეტად აგრესიული რეაქციები ან სულიერი მდგომარეობის და ქცევების მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელსაც თქვენ, თქვენი ოჯახის წევრები და/ან მეგობრები შეამჩნევენ.
· ეპილეფსიის გამწვავება
გულყრები მკურნალობის დაწყებიდან ან დოზის მომატებიდან პირველი თვის განმავლობაში იშვიათად, მაგრამ მაინც შესაძლებელია, რომ გაუარესდეს და მისი გამოვლენის სიხშირე მოიმატოს. თუ ეპიქსის მიღებისას გამოვლინდებათ აღნიშნული ნიშნებიდან რომელიმე, უმოკლეს დროში აცნობეთ თქვენს ექიმს.
თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ, თუნდაც წარსულში, გთხოვთ მიმართოთ ექიმს.
ეპიქსის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ეპიქსის მიღება შესაძლებებლია საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე. უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, არ მიიღოთ ეპიქსი ალკოჰოლთან ერთად.
ორსულობა
პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ორსულად ხართ, ან ფიქრობთ რომ ორსულად ხართ, აცნობეთ თქვენს ექიმს.
ეპიქსი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, თუ აშკარად არ არის საჭირო. თქვენი ჯერ არ დავადებული ბავშვის პოტენციური რისკი უცნობია. ეპიქსმა აჩვენა არასასურველი რეპროდუქციული ეფექტები ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში დოზის უფრო მაღალი დოზით, ვიდრე თქვენ გჭირდებათ კრუნჩხვების გასაკონტროლებლად.
თუ მკურნალობის პერიოდში აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
ძუძუთი კვება
პრეპარატის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება არ არის რეკომენდირებული.
ზემოქმედება ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე
ეპიქსმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, აღნიშნული კი გამოიწვევს ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე უარყოფით ზემოქმედებას. ასეთი მდგომარეობა უფრო მეტად მკურნალობის დასაწყიში ან დოზის მომატებისას გამოვლინდება.
არ მართოთ ავტომობილი და მექანიზმები მანამ, სანამ ექიმი არ შეაფასებს და განსაზღვრავს თქვენს შესაძლებლობას ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ეპიქსის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
თუ არ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა ეპიქსის შემადგენლობის დამხმარე ნივთიერებების მიმართ, ამ ნივთიერებების გვერდითი ეფექტი არ შეინიშნება.
ვინაიდან ეპიქსი ყვითელ სანსეტს (E110), შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება
ეპიქსის მიღებამდე ერთი საათით ადრე და მიღებიდან ერთი საათის შემდეგ მაკროგოლი (საფაღარათო წამალი) არ გამოიყენოთ, რადგან აღნიშნულმა მდგომარეობამ შეიძლება ეპიქსის ეფექტი შეამციროს.
ეპიქსთან ერთად არ მიიღოთ მეტოტრექსატი (იმუნური სისტემის დარღვევების ან სიმსივნის მსგავსი დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი), გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს.
თუ ღებულობთ ან ბოლო პერიოდში მიგიღიათ რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე გასაცემი ნებისმიერი პრეპარატი, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
3. როგორ გამოიყენება ეპიქსი?
· სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:
ექიმი აგიხსნით ეპიქსის რამდენი ტაბლეტი უნდა მიიღოთ დღეში და შესაბამისად მიყევით ექიმის მითითებას.
· ეპიქსი მიიღეთდღეში 2 ჯერ, დილით და საღამოს, ყოველდღე დაახლოებით ერთსადაიმავე დროს
მონოთრეაპია (მხოლოდ ეპიქსით მკურნალობა)
ზრდასრულებსა და 16 წლის და მეტი ასაკის მოზარდებში გამოყენება:
· რეკომენდებული დოზა: დღეში 1000 მგ (2 ტაბლეტი) და 3000 მგ (6 ტაბლეტს) შორისაა.
· თუ ეპიქსით მკურნალობას პირველად იწყებთ, ექიმი ყველაზე დაბალი შემანარჩუნებელი დოზის მიღების დაწყებამდე, 2 კვირის განმავლობაში ეპიქსის დაბალ დოზას გამოგიწერთ.
მაგალითად, თუ დღიური დოზა 2000 მგ-ია, 2 ტაბლეტი უნდა მიიღოთ დილით და 2 ტაბლეტი – საღამოს.
დამატებითი თერაპია (ერთდროული მკურნალობა სხვა ანტიეპილეფსიურ საშუალებებთან)
გამოყენება მოზრდილებში (≥ 18 წლამდე) და მოზარდებში (12-დან 17 წლამდე) 50 კგ და მეტი მასით:
• რეკომენდებული დოზა: 1000 მგ (2 ტაბლეტი) და 3000 მგ (6 ტაბლეტი) დღეში.
როდესაც პირველად დაიწყებთ ეპიქსის მიღებას, თქვენი ექიმი დაგინიშნავთ ეპიქსის უფრო დაბალ დღიურ დოზას 2 კვირის განმავლობაში, სანამ მოგცემთ ყველაზე დაბალ შემანარჩუნებელ დოზას.
მაგალითად, თუ თქვენი დღიური დოზაა 1000 მგ, უნდა მიიღოთ ერთი ტაბლეტი დილით და ერთი ტაბლეტი საღამოს.
4-11 წლის ბავშვთა ასაკობრივ ჯგუფში და 50 კგ და ნაკლები წონის მოზარდებში (12-17 წელი) გამოყენება:
· დოზა არის 20 მგ კგ სხეულის წონაზე და 60 მგ კგ სხეულის წონაზე დღეში შორის.
· ექიმი ბავშვის სხეულის წონის და დოზის მიხედვით ეპიქსის ყველაზე შესაბამის ფარმაცევტულ ფორმას გამოგიწერთ.
მაგალითად, თუ დღიური დოზა სხეულის წონაზე გადაანგარიშებით 20 მგ/კგ–ია, 25 კგ წონის მქონე ბავშვისთვის საჭირო იქნება დილით და საღამოს ეპიქსი 250 მგ-ის თითო ტაბლეტის მიღება.
მიღების გზა და მეთოდი:
ეპიქსის ტაბლეტები პერორალურად მიიღება.
ეპიქსის ტაბლეტები მიიღეთ საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად (მაგ., ერთი ჭიქა წყალი). პერორალურად მიღების შემდეგ ლევეტირაცეტამმა შეიძლება პირში მწარე გემოს დატოვოს.
გამოყენების ხანგრძლივობა:
· ეპიქსით მკურნალობა ხანგრძლივია. მისი მიღება უნდა გააგრძელოთ ექიმის მიერ განსაზღვრული დროის განმავლობაში.
· ექიმთან რეკომენდაციის გარეშე ეპიქსით მკურნალობა არ შეწყვიტოთ, ამ დროს გულყრების სიხშირემ შეიძლება იმატოს.
· სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
ეპიქსის გამოყენება შესაძლებელია 4 წლის და მეტი ასაკის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში.
ხანდაზმულებში გამოყენება:
ხანდაზმულ პაციენტებში (≥65 წლის), რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, საჭიროა ექიმის მიერ ეპიქსის დოზის კორექცია.
· გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:
თირკმლების უკმარისობა/ღვიძლის უკმარისობა
თუ თქვენ გაქვთ თირკმლის უკმარისობა, თქვენი ექიმი დაარეგულირებს ეპიქსის დოზას თირკმლის ფუნქციის შესაბამისად. თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის მძიმე უკამარისობა, ექიმი შეამცირებს დანიშნულ დოზას.
თუ ფიქრობთ, რომ ეპიქსის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენ მიიღეთ ეპიქსის საჭიროზე მეტი დოზა:
თუ ეპიქსის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, გვერდითი ეფეტის სახით შეიძლება გამოვლინდეს ძილიანობა, მომატებული მოუსვენრობა, აგრესიულობა, ცნობიერების დაბინდვა, სუნთქვის შეჩერება და კომა. გადაჭარბებული დოზის მიღების შემთხვევაში თქვენი ექიმი დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
თუ მიიღეთ ეპიქსის საჭიროზე მეტი დოზა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენ დაგავიწყდათ ეპიქსის მიღება:
თუ ერთი და ან ერთზე მეტი დოზის მიღება დაგავიწყდათ, მიმართეთ თქვენს ექიმს.
გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
თუ თქვენ შეწყვიტეთ ეპიქსის მიღება:
· ეპიქსი ხანგრძლივი (ქრონოლოგიური) დროის განმავლობაში მიიღება. ეპიქსით მკურნალობა უნდა გააგრძელოთ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.
· ექიმის რეკომენდაციის გარეშე მკურნალობა არ შეწყვიტოთ, რადგანაც აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს გულყრების სიხშირის მომატება.
· ეპიქსით მკურნალობის შეწყვეტის საკითხს ექიმი გადაწყვეტს. თქვენი ექიმი ეპიქსით მკურნალობის შეწყვეტას ეტაბობრივად მოახდენს.
თუ ეპიქსის გამოყენებასთან დაკავშირებით კითხვები გაგიჩნდებათ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. როგორია შესააძლო გვერდითი ეფექტები?
ყველა პრეპარატის მსგავსად, გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს ეპიქსში არსებული ნივთიერების მიმართ მგრძნობელობის მქონე პაციენტებში.
თუ გამოვლინდებათ ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე, ეპიქსის მიღება შეწყვიტეთ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს და მიმართეთ თქვენთან ყველაზე ახლო მდებარე სასწრაფოს დახმარების განყოფილებას:
· სისუსტე, მსუბუქი თავბრუსხვევა ან გაბრუება ან სუნთქვის გაძნელება. აღნიშნული ნიშნები სერიოზული ალერგიული რეაქციის (ანაფილაქსიის) მაჩვენებელი შეიძლება იყოს.
· სახის, ტუჩების, ენის და ხახის შეშუპება (კვინკეს შეშუპება).
· გრიპის მსგავსი ნიშნები და სახეზე შეწითლება, რომელსაც თან ახლავს მაღალი ტემპერატურა, გაფანტული გამონაყარი, სისხლის ანალიზში ღვიძლის ფერმენტების დონის მატება და სისხლის თეთრი უჯრედების ერთი სახეობის (ეოზინოფილების) მომატება, ლიმფური კვანძების გადიდება (წამლისმიერი რეაქცია, რომელსაც თან ახლავს ეოზინოფილია და სისტემური ნიშნები [DRESS]).
· შარდის მოცულობის შემცირება, დაღლილობა, გულისრევა, ღებინება, გონების დაბინდვა, ფეხების, ტერფების შეშუპება. აღნიშნული ნიშნები თირკმლის ფუნქციების უეცარი დაქვეითების მაჩვენებელი შეიძლება იყოს.
· გამონაყარი კანზე (მულტიფორმული ერითემა), რომელიც შეიძლება გამოვლინდეს კანზე ამობურცულობის და პატარა სამიზნე ფოლაქების (ცენტრალურად მუქი ფერის ლაქები, ირგვლივ უფრო ღია ფერის და გარე მონაკვეთში კი მუქი ფერის რგოლის) სახით.
· გაფანტული გამონაყარი (სტევენს ჯონსონის სინდრომი), რომელიც დროსაც აღინიშნება ბუშტუკების წარმოქმნა, განსაკუთრებით ვლინდება პირის, ცხვირის, თვალის და გენიტალიების მიდამოში და თან ახლავს კანის აქერცვლა, აცლა.
· ძლიერი გამონაყარი, რომელიც სხეულის ზედაპირის 30%–ზე მეტი ფართის დაზიანებას იწვევს (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).
· სერიოზული ფსიქიკური ცვლილებები ან თუ ახლობლების მიერ თქვენში ნევროლოგიური სიმპტომები, როგორიცაა – გონების დაბინდვა (კონფუზია), სომნოლეცია (ძილიანობა), ამნეზია (მეხსიერების დაკარგვა), მეხსიერების უკმარისობა (გულმავიწყობა), ანორმალური ქცევები ან უნებლიე და უკონტროლო მოძრაობები – იქნა შემჩნეული, მიმართეთ ექიმს. აღნიშნული ნიშნები ენცეფალოპათიის (თავის ტვინის დაავადება, დაზიანება ან ფუნქციური დარღვევა) გამოვლინება შეიძლება იყოს.
ყველა აღნიშნული მდგომარეობა წარმოადგენს სერიოზულ გვერდით ეფექტებს. თუ თქვენ ჩამოთვლთაგან რომელიმე გამოგივლინდათ, შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.
გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა მოცემული:
ძალიან ხშირი: ვლინდება 10-დან არა ნაკლებ 1 მომხმარებელში
ხშირი: ვლინდება 100-დან არა ნაკლებ 1–10 მომხმარებელში.
არახშირი: ვლინდება 1000-დან არა ნაკლებ 1–10 მომხმარებელში..
იშვიათი: ვლინდება 10000-დან არა ნაკლებ 1–10 მომხმარებელში.
ძალიან იშვიათი: ვლინდება 10000-დან 1 მომხმარებელზე ნაკლებში.
უცნობი: არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია
ძალიან ხშირი:
· ნაზოფარინგიტი (ცხვირის და ყელის ანთებითი პროცესი)
· სომნოლეცია (ძილიანობა)
· თავის ტკივილი
ხშირი:
· ანორექსია (უმადობა)
· დეპრესია
· მტრული ქცევები/აგრესიულობა
· შფოთვა
· უძილობა
· ნევროზულობა ან გაღიზიანება
· კუნთების უნებლიე შეკუმშვები (კონვულსია)
· წონასწორობის დარღვევა (ბალანსის დარღვევა)
· თავბრუსხვევა
· უნებლიე კანკალი (ტრემორი)
· უმოძრაო მდგომარეობა (ლეთარგია), რომელსაც თან ახლავს ცნობიერების დაბინდვა
· ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო)
· ხველა
· მუცლის ტკივილი
· დიარეა
· მონელების პრობლებები (დისპეფსია)
· გულისრევა
· ღებინება
· გამონაყარი
· დაღლილობა (ასთენია/სისუსტე)
არახშირი:
· სისხლის შედედებაში მონაწილე უჯრედების რაოდენობის შემცირება
· სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება
· წონის მომატება
· წონის დაკლება
· თვითმკვლელობის მცდელობა და თვითმკვლელობაზე ფიქრი
· მენტალური დარღვევები
· ანორმალური ქცევები
· ჰალუცინაციები
· ბრაზიანობა
· გონების დაბინდვა
· პანიკური შეტევა
· ემოციური არასტაბილურობა/განწყობის უეცარი ცვლილებები
· აჟიტირება
· მეხსიერების დაკარგვა (ამნეზია), ყურადღების დარღვევები (კონცენტრაციის უნარის დაქვეითება)
· მეხსირების დაქვეითება (გულმავიწყობა)
· არანორმალური კოორდინაცია/დაქვეითებული კოორდინირებული მოძრაობები (ატაქსია)
· ჩხვლეტა (პარესთეზია)
· დიპლოპია (ორმაგი ხედვა)
· მხედველობა დაბინდულია
· ღვიძლის ფუნქციის ტესტი არანორმალურია
· თმის ცვენა
· კანის ანთება (ეგზემა)
· ქავილი
· კუნთების სისუსტე
· კუნთების ტკივილი (მიალგია)
· დაზიანებების წარმოქმნა
იშვიათი:
· ინფექცია
· სისხლის საერთო ანალიზში სისხლის ყველა უჯრედის რაოდენობის შემცირება
· მძიმე ალერგიული რეაქციები (DRESS), (კანის სიწითლე და გამონაყარი, სახის შეშუპება, სისხლის სურათის მხრივ ცვლილებები, ლიმფური კვანძების გადიდება და სხვა)
· სისხლში ნატრიუმის კონცენტრაციის შემცირება
· სუიციდი
· პიროვნული დარღვევები (ქცევითი დარღვევები)
· არანორმალური აზროვნება (ნელი აზროვნება, კონცენტრირების შეუძლებლობა)
· დელირიუმი (დელუზიები, ბოდვა)
· ენცეფალოპათია (სიმპტომების დეტალური აღწერისთვის იხილეთ ქვეთავი „თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე განვიტარდა, შეწყვიტეთ ეპიქსის გამოყენება და დაუყონებლივ აცნობეთ ექიმს“)
· კუნთების უკონტროლო სპაზმი (ქორეოათეტოზი)
· მოძრაობების კონტროლის სირთულე (დისკინეზია)
· ჰიპერაქტიურობა, ჰიპერკინეზია
· პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი)
· ღვიძლის უკმარისობა
· ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
· თირკმლის ფუნქციების უეცარი დაქვეითება
· გამონაყარი კანზე (მულტიფორმული ერითემა), რომელიც შეიძლება გამოვლინდეს კანზე ამობურცულობის და პატარა სამიზნე ფოლაქების (პაპულები, ვეზიკულები, ბულოზური გამონაყარი) სახით.
· გაფანტული გამონაყარი (სტევენს ჯონსონის სინდრომი), რომელიც დროსაც აღინიშნება ბუშტუკების წარმოქმნა, განსაკუთრებით ვლინდება პირის, ცხვირის, თვალის და გენიტალიების მიდამოში და თან ახლავს კანის აქერცვლა.
· სხეულის ზედაპირის 30% მეტი ფართის დაზიანების - აცლის განმაპირობებელი ძლიერი გამონაყარი (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).
· რაბდომიოლიზი (კუნთოვანი ქსოვილის დარღვევა) და ამასთან დაკავშირებით სისხლში კრეატინფოსფოკინაზას მომატება. აღსანიშნავია, რომ იაპონელ პაციენტებში სიხშირე მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე არაიაპონელ პაციენტებში.
· სიარულის გაძნელება
· ცხელების, კუნთების რიგიდულობის, არასტაბილური არტერიული წნევის და გულისცემის, დაბნეულობის და ცნობიერების დაქვეითების კომბინაცია (რაც შეიძლება იყოს ისეთი აშლილობის ნიშნები, რომელიც ცნობილია როგორც ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი). იაპონელ პაციენტებში სიხშირე მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე არაიაპონელ პაციენტებში.
ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტებია: ნაზოფარინგიტი, სომნოლენცია (ძილიანობა), თავის ტკივილი, დაღლილობა, თავბრუსხვევა. ძილიანობა, დაღლილობა და თავბრუსხვევა შეიძლება გამოვლინდეს ასევე მკურნალობის დასაწყისში ან დოზის მომატებისას, თუმცა აღნიშნული ეფექტები გარკვეული დროის შემდეგ უნდა შემცირდეს.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ან არ არის აღწერილი ამ ფურცელ–ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
5. როგორ ინახება ეპიქსი?
შეინახეთ შეფუთვაში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ არა უმეტეს 250C ოთახის ტემპერატურაზე და მშრალ ადგილას.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ
არ გამოიყენოთ ეპიქსი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
თუ შეამჩნევთ პროდუქტის და ან შეფუთვის დაზიანებას, ეპიქსი არ გამოიყენოთ.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რაოდენობა | 50 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account